დღეს ეროვნული ლიგის მეცამტე ტურის შეხვედრები იმართება.
ერთ-ერთი მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სტადიონზე ადგილობრივ “ტორპედოსა” და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მიმდინარეობს. დაპირისპირების მეორე ტაიმში, კონკრეტულად 59-ე წუთზე მოედანზე კურიოზული შემთხვევა მოხდა – შუქი ჩაქვრა.
დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო. პირველ ტაიმში გუნდებს რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, თუმცა იგი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ იმერლები დააწინაურა. საოლოოდ, ეს ერთადერთი გოლი აღმოჩნდა, რომელც ამ მატჩში გავიდა. “ტორპედომ” მინიმალური ანგარიშით მოიგო და კიდევ ერთი სამი ქულა ჩაიწერა ცხრილში.
ამ გამარჯვების შემდეგ “ტორპედოს” 19 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ხოლო, “შუქურა” სამი ქულით ბოლო პოზიციაზეა.
დღეს ეროვნული ლიგის მეათე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ადგილობრივი “ტორპედო” და თბილისის “საბურთალო” დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ ვერცერთმა შეძლო მეტოქის კარის ბადის შერხევა. საბოლოოდ, გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
ამ ფრის შემდეგ “ტორპედოს” 15 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა. ამდენივე დაუგროვდა “საბურთალოს”, რომელიც ერთით მაღალ საფეხურზეა.
დღეს ეროვნული ლიგის მეორე ტურის სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს “შუქურა” და ქუთაისის “ტორპედო” დაუპირისპირდნენ.
მატჩი აჭარლების უპირატესობით დაიწყო. მათ მე-6 წუთზე მოახერხეს ანგარიშის გახსნა. გოლის ავტორი კობა შალამბერიძე გახდა. ზუსტად 8 წუთში ბექა ტუღუშმა წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულა.
მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა, ანგარიშის მხრივ, აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
ამ ფრით “შუქურამ” ორი ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზეა. ხოლო, “ტორპედოსთვის” ეს პირველი ქულაა. იგი ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა.
დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის “საბურთალომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში, პირველ დამატებით წუთზე გიორგი კოხრეიძემ ერთადერთი გოლი გაიტანა და “საბურთალოს” გამარჯვება მოუტანა.
შემადგენლობები
“საბურთალო”: ლაზარე კუპატაძე, ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია, თედორე გრიგალაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ელვინ ტერა 57 წთ.), ლაშა შინდაგორიძე, გიორგი ხარაიშვილი (C), გიორგი ფანცულაია (გიორგი კოხრეიძე 72 წთ.), ვაგნერ გონსალვესი, სანდრო ალთუნაიშვილი (ზურაბ არზიანი 64 წთ.).
მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი.
“ტორპედო”: როინ კვასხვაძე (C), ვაჟა ტაბატაძე, გურამ ადამაძე, ოლეგ მამასახლისი (შოთა ბაბუნაშვილი 46 წთ.), გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე (თორნიკე კაპანაძე 74 წთ.), გიორგი გურული, გრიგოლ დოლიძე (ბიძინა მახარობლიძე 78 წთ.), გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტვილის “მერანის” უკვე ყოფილი მოთამაშე, ნიკოლოზ საბანაძე ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Fanebi.Com-ს თავად ფეხბურთელმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის სპორტსმენი “ტორპედოში” წარსულშიც გამოდიოდა. კონკრეტულად, იგი იმერული კლუბის ღირსებას 2010-2014 და 2014-2015 წლებში იცავდა.
რაც შეეხება მეგრულ კლუბს, იგი იქ 2015 წლის ზაფხულს “საბურთალოდან” გადავიდა და ორ სეზონში 14 გოლის გატანა შეძლო.
დღეს უმაღლესი ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრები ტარდება.
ქობულეთში, “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთ გატანილი გოლით დასრულდა: აჭარელთა მხრიდან მე-8 წუთზე ქავთარაძემ გამოიჩინა თავი და მის გუნდს გაამარჯვებინა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი ქუთაისში “ტორპედოს” გამარჯვებით, ანგარიშით, 2:1 დასრულდა. შესაბამისად: ორი დაპირისპირების ჯამში 2:2 – ბათუმის “დინამომ” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით “ბრინჯაოს ფინალის” საგზური მოიპოვა.
აჭარული გუნდის მეტოქე დღეს “დინამო არენაზე” გაირკვევა. თბილისის “დინამო” “საბურთლოსთან” შეხვდება. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.
გუშინ საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალური მატჩი გაიმართა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარტვილის “მერანი” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მეგრულ-იმერული დუელი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ “ტორპედოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ქიმაძემ Fanebi.Com-თან ისაუბრა.
“პირველ ტაიმში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი გვქონდა. ეს იყო იდეალური 45 წუთი. მეორე ნახევარში მეტოქე უფრო მონდომებული გამოვიდა მოედანზე და აგრესიულადაც შეგვიტია. ეს ყველაფერი აისახა მათ მიერ ერთ გაქვითულ გოლზე. ვთვლი, რომ ჩვენ დამსახურებულად მოვიგეთ ეს ტიტული.”
“მარტვილის “მერანი” შესანიშნავი გუნდია. მეგრელებს წარმატებას ვუსურვებ!” – განუცხადა მარცხენა მცველმა.
21 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი მონაწილე გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიშები გამართეს.
მარტვილის „მერანმა“ 14:00 საათზე საკუთარ, მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. პირველლიგელთა რიგებში საბრძოლო განწყობაა და გუნდი კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად ემზადება. მარტვილელებს მნიშვნელოვან მატჩში ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილი ვერ დაეხმარებათ, ვაჟა ლომაშვილს კი, პირველი ლიგის გასულ ტურში მიღებული წითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია აქვს.
ქუთაისის „ტორპედომ“ 17:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. გუნდში მეტოქის მსგავსად საბრძოლო განწყობაა. იმერლებს უკვე 15 წელი ტიტული არ მოუპოვებიათ. ეს კი, რა თქმა უნდა, მათთვის დამატებითი მოტივაციაა. ტორპედოელთა რიგებში დანაკლისი არაა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გულშემატკივართა საყურადღებოდ: მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 22 ნოემბერს, 10:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო: ბილეთების ფასი 2 და 3 ლარია. სტადიონი 4000-მდე გულშემატკივარს იტვევს. ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივარებს კი, საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცათ.
დღეს დავით ყიფიანის თასის ნახევარფინალური შეხვერები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” ქუთაისის “ტოპრედოს” დაუპირისპირდა. იმერლებმა მასპინძლებს ანგარიშით, 3-2 სძლიეს.
მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სანახაობრივი კუთხით, შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ფეხბურთი ასეთია: ვინც მეტს გაიტანს, ის იგებს. ღვთის წყალობით ჩვენ აღმოვჩნდით გამარჯვებულები.”
“ფინალში შანსები 50:50-ზეა. “მერანმა” რთული გზა გაიარა და დაამტკიცა, რომ ანგარიშგასაწევი გუნდია. ყველაფერი ზესტაფონში გადაწყდება,” – განაცხადა ჩხეტიანმა.
დღეს უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.
თეთრ ჯგუფში საჩხერის “ჩიხურა” ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდა. მატჩი გორში გაიმართა, რადგან “ივანწმინდა არენას” საფარის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, მაგრამ გოლი არ გასულა.
მეორე ნახევრის 65-ე წუთზე ქუთაისელთა მოთამაშემ, ოლეგ მამასახლისმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა. ზუსტად ერთ წუთში გორგიაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
85-ე წუთზე ლაშა ჩიკვაიძემ საერთოდ წინ გაიყავანა “ჩიხურა”. საბოლოოდ, საჩხერლებმა, ანგარიშით, 2-1 მოიგეს.
ამ მატჩის შემდეგ საჩხერულმა კლუბმა 23 ქულა დააგროვა და საჩემპიონო პლეი-ოფში თამაში გაინაღდა! “ტორპედო” კი 9 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საჩხერის “ჩიხურა” უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას საკუთარი მოედნის ნაცვლად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა საჩხერული კლუბის პრეს-სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ “ივანწმინდა არენა” სფფ-ს წარმომადგენლებმა შეამოწმეს და მისი საფარი მეტად არასახარბიელო მდგომარეობაშია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ იმერული დერბი გორში გაიმართოს. ეს მატჩი 29 ოქტომბერს, ხუთ საათზე ჩატარდება.
გეტყვით, რომ “ტორპედოსთან” დუელში გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანია საჩხერლებისთვის. ისინი პირველ ადგილზე არიან და მდევარ “დინამოს” მთელი 6 ქულით უსწრებენ. ჩემპიონატის დასრულებამდე ორივე კლუბს მხოლოდ 3 მატჩი დარჩათ. შესაბამისად, თუ “ჩიხურა” “ტორპედოს” დაამარცხებს, ის ძალიან დიდი ნაბიჯს გადადგამს ჯგუფში საბოლოო პირველი საფეხურის დაკავებისკენ.