მაურიციო სარი მსაჯის შეცდომის დასამტკიცებლად პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართული ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის მიმდინარეობისას შეხვედრის არბიტრები შეცდნენ, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. “ლურჯების” თავკაცი ამის დასამტკიცებლად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი “დეზების” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, რომელიც თვითონვე მოიპოვა, თუმცა “ჩელსის” იტალიელი დამრიგებელი თვლის, რომ იმ მომენტში ინგლისელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

“მე ამ ეპიზოდს ჩვენი კამერით ვუყურე. თამაშგარე მდგომარეობა იყო. ჩვენი კამერა ზუსტად კეინის გასწვრივ იდგა. თამაშგარეში იყო თავი და მუხლი. არა მგონია, რომ ინგლისელ არბიტრებს ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება შეეძლოთ. გვერდითი მსაჯი გაჩერდა და ბურთს არ მიჰყვა. თუ დარწმუნებული არ ხარ, გააგრძელე მომენტი, მიჰყევი ბურთს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ამ შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია.

ინგლისელმა მსაჯებმა ვიდეოგამეორების სისტემას ალღო უნდა აუღონ. თავიდან იტალიაშიც უჭირდათ ამ ტექნოლოგიასთან მუშაობა”, – თქვა სარიმ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ევროპაში თავს ყველაზე კარგად “ტოტენჰემი” იცავს

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში მონაწილე გუნდებიდან ყველაზე ეფექტიანი დაცვა “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ჰყავს. “დეზები” მატჩში საშუალოდ მხოლოდ 0,55 გოლს უშვებენ, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

“ტოტენჰემი” ინგლისის პრემიერლიგაში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელიც მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა. გუნდს 11 ტურის თავზე სატურნირო ცრილში მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული. მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებმა 11 მატჩში 15 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 6 მიიღეს.

ევროპაში ყველაზე ძლიერი დაცვით მეორე ადგილზეა “პარი სენ-ჟერმენი”, რომელმაც მატჩში საშუალოდ 0,58 გოლი გაუშვა. მესამე პოზიცია უკავია მიუნხენის “ბაიერნს”, მატჩში გაშვებული 0,6 გოლით.

best defenses

პოჩეტინო: “გამეცინა, როდესაც წავიკითხე, რომ “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ფავორიტია”

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო “ლესტერ სიტის” თავკაცის, კლაუდიო რანიერის სიტყვებს გამოეხმაურა. რანიერიმ “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ფავორიტად დაასახელა.

“გამეცინა, როდესაც წავიკითხე, რომ “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ფავორიტია. ჩვენ სეზონის დაწყებისთანავე ვიცოდით, რა უნდა დაგვესახა მიზნად. ჩვენი მიზანია ლიდერ გუნდებთან სხვაობის შემცირება.

ვფიქრობ, რომ ბევრს ვსწავლობთ და ვვითარდებით. გასაგებია, რომ ახლა საკმაოდ კარგ სიტუაციაში ვართ, თუმცა წინ კიდევ 11 ტურია დარჩენილი”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal.com-ი.

 

“ჩელსი” “უემბლიზე” გადანაცვლებას აპირებს

ლონდონის “ჩელსი” საშინაო არენა “სტემფორდ ბრიჯისთვის” რეკონსტრუქციის ჩატარებას აპირებს. სტადიონის რეკონსტრუქცია 2017-2020 წლებშია დაგეგმილი. ბუნებრივია, ამ პერიოდში გუნდმა საშინაო მატჩების ჩასატარებლად სხვა არენა უნდა გამონახოს.

“დეილი მეილის” ინფორმაციით, დასავლეთლონდონელები “უემბლის” სტადიონის იჯარით აღებაზე ფიქრობენ. წყაროს თანახმად, “ჩელსი” მზად არის, ლეგენდარული სტადიონის არენდაში წლიურად 11 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადოს.

ახალი სტადიონის აშენებას აპირებს ლონდონის კიდევ ერთი კლუბი “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “დეზებიც” საშინაო შეხვედრის ჩასატარებლად ალტერნატიულ ვარიანტად “უემბლის” განიხილავენ, თუმცა “ჩელსის” წინადადება 3 მილიონი ფუნტით უფრო მომგებიანია, ვიდრე “ტოტენჰემის” შეთავაზება.

 

ლონდონური გრანდები 11 წლის ფეხბურთელს იწვევენ

ინგლისის პრემიერლიგის ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული “ლუთონ თაუნის” 11 წლის ფეხბურთელ ჩარლი პატინოთი. “დეილი მეილის” თანახმად, ლონდონის “არსენალს”, “ჩელსისა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” განუზრახავთ პატინოს თავიანთ აკადემიაში მიწვევა.

ჩარლი პატინოს უკვე ადარებენ ჯეკ უილშირს. ორივე ნახევარმცველია, უილშირიც “ლუთონის” აკადემიაში თამაშობდა, “არსენალს” კი ცხრა წლის ასაკში შეუერთდა.

“ჩარლისთვის ყოველივე საუკეთესო გვინდა, – საუბრობს ფეხბურთელის მამა ხულიო. – თუ მას პროფესიონალი ფეხბურთელობა სურს, შანსი უნდა მივცეთ. ის მოწადინებული ბიჭია, ბევრს შრომობს სკოლაში, კარგი შეფასებაც აქვს და ფეხბურთიც ძალიან უყვარს.

ჩარლი ფეხბურთით ადრეულ ასაკში დაინტერესდა. ბურთი მისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე მისი თანატოლი ბიჭებისთვის”.

ჩარლი პატინო

ჩარლი პატინოს ესპანური ფესვები აქვს. მას ბებია-ბაბუა ესპანელები ჰყავს, თუმცა თავად ჩარლი ინგლისში დაიბადა. როგორც აღმოჩნდა, ის ესპანეთის ჩემპიონატის აქტიური მაყურებელია და კატალონიის “ბარსელონასაც” ქომაგობს. მამამისი ხულიო კი “დეპორტივოს” გულშემატკივარია.

“ჩარლი ესპანურ ფეხბურთს უბრალოდ კი არ უყურებს, ის ანალიზს უკეთებს. ფეხბურთელების მოქმედებებს აკვირდება და მეკითხება, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება მოთამაშემ. ჭკვიანი ბიჭია. მითხრა, რომ მისი საყვარელი გუნდი “ბარსელონაა”. მასზე აშკარად მოახდინა ესპანური ფეხბურთის სტილმა გავლენა.

ჩარლიმ იცის, რომ დიდ კლუბში ვარჯიშის შესაძლებლობა უჩნდება, თუმცა იმის გარანტიას ვერავინ მისცემს, რომ დაიტოვებენ”, – ხულიოს სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

იოზილი “ტოტენჰემს” დაემუქრა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი ინგლისის პრემიერლიგის 24-ე ტურშზე თანაქალაქელი “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“დანიშნულების ადგილი: “უაით ჰართ ლეინი”. სამოქმედო გეგმა: სამი ქულის მოპარვა” – დაწერა იოზილმა სოციალურ ქსელში.

მატჩი “ტოტენჰემსა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისის დროით 16:45 საათზე დაიწყება.

Ozil Tweet

ინგლისის ლიგის თასის ფინალში “ჩელსის” “ტოტენჰემი” შეხვდება

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური ეტაპზე “შეფილდ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამართული განმეორებითი მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. პირველი შეხვედრა “დეზებს” 1:0 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალშიც ჩრდილოლონდონელები გავიდნენ.

ინგლისის ლიგის თასის ფინალურ მატჩში “ტოტენჰემი” თანაქალაქელ “ჩელსის” შეხვდება. შეხვედრა პირველ მარტს, “უემბლიზე” შედგება.

ინგლისის ლიგის თასი
ნახევარფინალური ეტაპი (საპასუხო მატჩი)
“შეფილდ იუნაიტედი” — “ტოტენჰემ ჰოთსპური” 2:2 (პირველი მატჩი 0:1)
გოლები: ადამსი 77′, 79′ — ერიქსენი 28′, 88′.

დეანდრე იედლინი “ტოტენჰემს” იანვარში შეუერთდება

“ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ “სიეტლი საუნდერსის” მცველი დეანდრე იედლინი ლონდონურ კლუბს იანვარში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “დეზებმა” 21 წლის ამერიკელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინეს. მაშინ მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტიც გაფორმდა, თუმცა იედლინს დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზა არ მისცეს და მასაც აშშ-ში დაბრუნება მოუწია. მაშინდელი შეთანხმებით, ფეხბურთელი “ტოტენჰემში” 2015 წლის ზაფხულში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ამ ვადის დაჩქარება მოხდა.

დეანდრე იედლინი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობს და ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

 

უეფამ “ტოტენჰემი” 15 ათასი ევროთი დააჯარიმა

უეფამ “ტოტენჰემ ჰოთსპური” 15 ათასი ევროთი დააჯარიმა. სანქციის მიზეზი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში ბელგრადის “პარტიზანის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:0) მომხდარი ფაქტია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩის მიმდინარეობის დროს “უაით ჰართ ლეინის” მოედანზე ერთბაშად სამი გულშემატკივარი შეიჭრა, რის გამოც შეხვედრა ათი წუთით შეწყდა.

 

ლამელას “რაბონათი” “რივერ პლეიტში” თამაშის დროსაც გაუტანია

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და ტრიპოლის “ასტერასს” შორის გამართულ მატჩში (5:1) ერიკ ლამელას მიერ გატანილმა გოლმა სრულიად საფეხბურთო სამყარო აღტაცებაში მოიყვანა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ არგენტინელ ფეხბურთელს “რაბონად” წოდებული დარტყმით “რივერ პლეიტის” ახალგაზრდულ გუნდის რიგებში ყოფნის დროსაც გაუტანია.

“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემი” აგუეროს პოკერით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის VIII ტურის გახსნითი მატჩი “ეტიჰადზე” შედგა, სადაც “მანჩესტერ სიტიმ” ჩრდილოლონდონური “ტოტენჰემ ჰოთსპური” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა მხრიდან პოკერი შეასრულა სერხიო აგუერომ, თუმც ორი ბურთი პენალტის საშუალებით გაიტანა. არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში სულ 3 თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა. როგორც მოგახსენეთ, ორი გაიტანა, ერთხელ კი უგო ლორისმა აჯობა. “ტოტენჰემის” რიგებიდან ერთადერთი გოლი დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის ანგარიშზეა. პენალტი “სიტის” კარის მიმართულებითაც დაინიშნა, თუმცა რობერტო სოლდადოს ჯო ჰარტმა აუღო.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: ცხრილები

“ტოტენჰემს” ახალი კაპიტანი ჰყავს

ინგლისურ “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ახალი კაპიტანი ჰყავს. გუნდს ამიერიდან ფრანგი მცველი იუნეს ქაბული უკაპიტნებს.

“დეზების” ვიცე-კაპიტნები აგრეთვე ფრანგი უგო ლორისი და ბელგიელი იან ვერტონგენი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ქაბული “ტოტენჰემის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს.