დეფო “ტორონტოში” კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს

როგორც გამოცემა Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჟერმეინ დეფო MLS-ის კლუბ “ტორონტოს” პირად დეტალებზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი კვირაში 90 000 ფუნტს მიიღებს.

31 წლის მოთამაშე “ტორონტოში” გადასვლაზე თანახმაა. კანადურ კლუბს “ტოტენჰემისათვის” 6 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთარში დეფო “ტორონტოსთან” ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სავარაუდოდ, ინგლისელი კარიერას სწორედ კანადაში დაასრულებს.

ალვარო მორატა შესაძლოა “ტოტენჰემში” გადავიდეს

მადრიდის “რეალის” ფორვარდი, ალვარო მორატა “ტოტენჰემის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. ლონდონელებმა წლევანდელი პრემიერლიგის 12 ტურში, მხოლოდ 9 გოლის გატანა მოახერხეს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. შესბამისად, გასაკვირიც არ არის, რომ ანდრე ვილაშ-ბოაშს, შეტევის გაძლიერება სურს. როგორც ინგლისური პრესა იუწყება, საუბარია მორატას იჯარის წესით აყვანაზე.

ესპანელი ფორავრდის ანგარიშზე პრიმერა დივიზიონის 9 მატჩში გატანილი 2 გოლია. Transfermarkt – ის მონაცემებით 21 წლის მორატას სატრანსფერო ღირებულება, 12 მილიონი ევროა.

ლენონმა კლიშის ფეხებს შორის ბურთი გაუძვრინა

24 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, ლონდონელთა ნახევარმცველმა, აარონ ლენონმა გაელ კლიშის ფეხებ შორის ბურთი გაუძვრინა.

“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა მოედანზე აღებინა

24 ნოემბერს, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ლონდონელთა ნახევარმცველმა, სანდრომ მოედანზე აღებინა.

ხესუს ნავასის ბრწყინვალე გოლი “ტოტენჰემის” კარში

24 ნოემბერს, “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა ესპანელმა ფეხბურთელმა, ხესუს ნავასმა სტუმართა გუნდს გოლი პირველივე წუთზე გაუტანა.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

ფეხბურთში, ძლიერი დარტყმის შემდეგ, არაერთი ლამაზი გოლი გასულა. პერუში კი, ერთ-ერთმა პორტალმა – Depor.pe-მ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც დარტყმებს ყველაზე ძლიერად ასრულებენ.

1. რონი (“ჰერტა” / მარცხენა ფეხი)

27 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველია. “კორინთიასისა” და “სპორტინგის” ყოფილი მოთამაშე დარტყმებს რომ ძალიან კარგად ასრულებს, ამაში თავადაც დარწმუნდებით.

2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / მარჯვენა ფეხი)

33 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ძლიერი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გამოირჩევა. მას შორეული მანძილიდან არაერთი ულამაზესი გოლი გაუტანია.

3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / მარჯვენა ფეხი)

28 წლის პორტუგალიელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მიმდინარე სეზონში, ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი პრეტედენტია. რონალდუს ძლიერი დარტყმების შესრულება ორივე ფეხით შეუძლია.

4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / მარჯვენა ფეხი)

ზლატანის დარტყმის შესახებ, ყველამ კარგად იცის. მეკარეები, ამის გამო, მას ხშირად უფრთხიან.

5. ჰალკი (“ზენიტი” / მარცხენა ფეხი)

მისი ზედმეტსახელიც კი უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის ფიზიკურად ძალიან ძლიერია. ბრაზილიელს ბრწყინვალე დარტყმა აქვს.

ყველაზე ძლიერი დარტყმის მქონე 10 ფეხბურთელი

1. რონი (“ჰერტა” / ბრაზილია / 96 კმ/სთ)
2. სტივენ ჯერარდი (“ლივერპული” / ინგლისი / 95 კმ/სთ)
3. კრიშტიანო რონალდუ (“რეალი” / პორტუგალია / 94 კმ/სთ)
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პსჟ” / შვედეთი / 93 კმ/სთ)
5. ჰალკი (“ზენიტი” / ბრაზილია / 92 კმ/სთ)
6. ფრედი გუარინი (“ინტერი” / კოლუმბია / 92 კმ/სთ)
7. ქაბული (“ტოტენჰემი” / საფრანგეთი / 92 კმ/სთ)
8. პიტი (“გრანადა” / ესპანეთი / 92 კმ/სთ)
9. ილიჩიჩი (“ფიორენტინა” / სლოვენია / 91 კმ/სთ)
10. ტინო კოშტა (მოსკოვის “სპარტაკი” / არგენტინა / 91 კმ/სთ)

დიტო ჭიჭინაძე

პაულინიო ბრაზილიის ნაკრებში თავს მნიშნელოვან ფიგურად თვლის

ლონდონის “ტოტენჰემის” ფეხბურთელი, პაულინიო აცხადებს, რომ ის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, თავს მნიშვნელოვან ფიგურად თვლის.

შეგახსენებთ, რომ პაულინიომ 2013 წლის კონფედერაციის თასზე გაიბრწყინა, მან თავისი კარგი თამაშით გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრა.

“შეიძლება, ითქვას, რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში, თავს მნიშნელოვან ფიგურად ვთვლი. ვგრძნობ, რომ გუნდში ჩემი მოვალეობა მაკისრია, რომელიც კარგად უნდა შევასრულო”, – ამბობს პაულინიო.

სანდრო: “ტოტენჰემს” ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია”

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველი, სანდრო აცხადებს, რომ მის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, ლონდონელებმა გუნდის ლიდერი, გარეტ ბეილი მადრიდის “რეალს” 100 მილიონად მიყიდეს. ამჟამად კი, ვილაშ-ბოაშის შეგირდები ინგლისის პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილს იკავებენ. “ტოტენჰემი” 24 ნოემბერს “მანჩესტერ სიტის” ესტუმრება.

“ვფიქრობ, ჩვენ იმდენად ძლიერი გუნდი გვყავს, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. “მანჩსტერ სიტი” კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ სამი ქულა გვსურს”, – ამბობს სანდრო.

ლუკაკუმ ლორისს თავში მუხლი მოარტყა

3 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ევერტონის” ფეხბურთელმა, რომელუ ლუკაკუმ “ტოტენჰემის” მეკარეს, უგო ლორისს თავში მუხლი მოარტყა.

კურიოზი: ბავშვმა მსაჯი მოატყუა

3 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და ფრედ, 0:0 ითამაშა.

მატჩის დაწყების წინ, როდესაც გუნდები ერთმანეთს ესალმებოდნენ, პატარა ბიჭუნა მსაჯს გაეხუმრა.

ულამაზესი გოლი ინგლისის პირველ ლიგაში

ინგლისის პირველ ლიგაში, “სვინდონსა” და “როტერჰემს” შორის გამართულ შეხვედრაში ულამაზესი გოლო გავიდა. “ტოტენჰემიდან” “სვინდონში” განათხოვრებულმა ფეხბურთელმა, ალექს პრიჩარდმა მეტოქის კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა.

ანდროს თაუნსენდის შესანიშნავი გოლი მონტენეგროს ნაკრების კარში

11 ოქტომბერს, ინგლისისა და მონტენეგროს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა, ინგლისელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. მატჩში ერთ-ერთი გოლი “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, ანდროს თაუნსენდმა გაიტანა, რომელიც საკმაოდ ლამაზი გამოდგა.