კილიან მბაპეს შეძენა ბევრ გუნდს სურს. მათ შორისაა “პსჟ”-ც, რომლის მწვრთნელს, უნაი ემერის 18 წლის მოთამაშე ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ჰყავს ქცეული.
ემერიმ ფრანგ თავდამსხმელზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მბაპემ ესპანეთში უნდა ითამაშოს, “რეალსა” და “ბარსელონას” ვგულისხმობთ. თუმცა, რა იქნება იმაზე კარგი, რომ ფრანგი ფრანგულ კლუბს წარმოადგენდეს? მონაკოს” მიმართ დიდი სიმპათიები გამაჩნია, თუმცა ის “პსჟ”-ში უნდა წამოვიდეს. მბაპეს ოჯახი სწორედ პარიზში ცხოვრობს და კილიანიც აქ დადიოდა საფეხბურთო აკადემიაში.”
“ფეხბურთზე საუბრის დროს ხშირად ვახსენებთ გრძნობას, ვნებას, სურვილს – რა არის იმაზე მშვენიერი, რომ შენი ქალაქის კლუბისთვის უმნიშნელოვანესი ფიგურა იყო? ეს ის გრძნობაა, რომელსაც “რეალ სოსიედადში” თამაშის დროს განვიცდიდი,” – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.