დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა.
გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანის” წყვილში გამარჯვებულს მეტოქედ სლოვაკურ “ტრენჩინსა” და რუმინულ “სტიაუას” წყვილში გამარჯვებული ერგო. ამ გუნდების პირველი შეხვედრა რუმინელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 28-29 ივლისსა და 4-5 აგვისტოს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ “პარტიზანსა” და “დილას” შორის გამართული პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა გორში, 21 ივილისს ჩატარდება.