ჩემპიონთა ლიგა — II ტურის სიმბოლური გუნდი

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის II ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: რუი პატრისიუ (“სპორტინგი”);
მცველები: მარეკ სუხი (“ბაზელი”), დავიდ ლუისი (“პარი სენ-ჟერმენი”), მარკინიოსი (“პარი სენ-ჟერმენი”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”);
ნახევარმცველები: სონ ჰონგ-მინი (“ლევერკუზენი”), სინძი კაგავა (“დორტმუნდი”), ალექსანდრ კარნიცკი (“ბატე”);
თავდამსხმელები: ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”), დანი უელბეკი (“არსენალი”), ფრანჩესკო ტოტი (“რომა”).

team of the week

ბენზემას და რონალდუს წყვილი ყველაზე შედეგიანია

კრიშტიანუ რონალდუმ და კარიმ ბენზემამ ერთობლივი რეკორდი დაამყარეს. მათი წყვილი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, თავდამსხმელებს შორის ყველაზე შედეგიანი გახდა.

ორივე ფეხბურთელი, მადრიდის ”რეალში” 2009 წლის ზაფხულში მოვიდა. აქედან მოყოლებული, რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 54 გოლი გაიტანა, ბენზემამ კი 26. საერთო ჯამში, 2009 წლიდან, ამ ორი ფეხბურთელის ანგარიშზე 80 გოლია. 1992 წლიდან მოყოლებული, ვერცერთა თავდამსხმელების დუეტმა ვერ მოახერხა ამდენი გოლის გატანა. აქამდე რეკორდი, ”ბარსელონას” ფეხბურთელებს, ლიონელ მესის და პედრო როდრიგესს ეკუთვნოდათ. მათ, საერთო ჯამში 75 გოლი აქვთ გატანილი.

მიმდინარე სეზონში, რონალდუმაც და ბენზემამაც, ჩემპიონთა ლიგის ორივე თამაშში მოახერხეს გოლის გატანა.

პელეგრინის არ გაათავისუფლებენ

”მანჩესტერ სიტიმ” ამ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ დაკარგა ქულები და ფლეი-ოფში გასვლის დავალება გაირთულა. ჟურნალისტები, მომენტალურად ალაპარაკდნენ ჩილელი სპეციალისტის მომავალზე და მისი ”ქალაქელებთან” თანამშრომლობა, ეჭვქვეშ დააყენეს.

ერთი რამ ცნობილია, მანუელ პელეგრინის არ გაათავისუფლებენ. ”სიტის” ხელმძღვანელობა, პელეგრინის სრულ ნდობას უცხადებს და ფლეი-ოფში ვერ გასვლის შემთხვევაში, მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არ გაათავისუფლებენ. ყველას კარგად ესმის, რომ ”მანჩესტერ სიტის” ქვე-ჯგუფი მძიმეა და დავალების შესრულება საკმაოდ რთული იქნება.

მაგრამ, ”მანჩესტერ სიტის” მიზანი, მინიმუმ 1/4 ფინალია. გასულ სეზონში, ქალაქელები 1/8 ფინაში გავიდნენ, სადაც ”ბარსელონასთან” დამარცხდნენ, წელს კი მათი მიზანი, მინიმუმ ერთი საფეხურით მაღლა აწევაა.

დიეგო სიმეონე: ”ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ”

მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ”იუვენტუსთან” ჩატარებული მატჩი შეაფასა.

”დიდებულ გუნდს დავუპირისპირდით. დღეს, ტაქტიკური თვალსაზრისით, უმაღლეს დონეზე ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ.”

”იუვენტუსს” ძალიან ძლიერი თავდამსხმა ყავს, ნახევარდაცვაში ჩემპიონები თამაშობენ, დაცვა კი უძლიერესი.”

”მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებას არ ვაძლევდით. პირველ ტაიმში ”იუვენტუსი” ძალიან კარგად თამაშობდა, მეორე ნახევარში კი აგრესიული ფეხბურთის თამაში დაიწყეს.”

”გიზმანის შემოსვლის შემდეგ, შეხვედრა უფრო გაიხსნა. 4-4-2 ტაქტიკაზე გადავედით და ანგარიშის გახსნას ვცდილობდით.” – განაცხადა სიმეონემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ”ატლეტიკოსა” და ”იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა, მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

არსენ ვენგერი: ”უელბეკი საოცარ სისწრაფეს ფლობს”

ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ”გალათასარაისთან” გამარჯვების (4-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”დღეს, უელბეკი აგრესიულად მოქმედებდა, მან ყველა საკუთარი მომენტი გამოიყენა, რომელიც გუნდის დახმარებით შეიქმნა. დენი საოცარ სისწრაფეს ფლობს.”

”არსენალს გუნდური სისწრაფე გააჩნია. ჩვენ, ყველა კუთხეში სწრაფად ვმოქმედებდით და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ ვაძლევდით.”

”დღეს თქვენ იხილეთ, შესნის გაგდების შემდეგ, თუ როგორც უცბად წაიშალა გუნდი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად დასრულდა.” – განაცხადა ვენგერმა.

ალეგრი: ”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა”

ტურინის ”იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ”ატლეტიკოსთან” განცდილი მარცის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

”იუვენტუსმა” მოგებაზე ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გავიმარჯვეთ. მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები კარგად გვქონდა შესწავლილი, სწორედ ამიტომ ვერ შექმნა მეტოქემ მათ ბევრი მომენტი.”

”ჩემმა გუნდმა მოახერხა რამდენიმე რეალური სახიფათო მომენტის შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.”

”ატლეტიკოსთან” თამაში ძალიან რთულია. ისინი, ფაქტობრივად, თავისუფალ სივრცეებს არ ტოვებენ და კონტრშეტევაზე ძალიან სახიფათოდ თამაშობენ.”

”გამარჯვებას ვეცადეთ, მაგრამ ეს ადვილი ნამდვილად არაა. მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეების გასანეიტრალებლად, ბურთის ფლობას ვცდილობდით, მაგრამ ერთი შეცდომა გაგვეპარა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

ბაზელი 1-0 ლივერპული

შვეიცარიაში, ადგილობრივმა ”ბაზელმა”, ”ლივერპულის” დამარცხება მოახერხა.

გოლი: შტრელერი 1-0 52′.

მალმიო 2-0 ოლიმპიაკოსი

ყველასდა გასაკვირად, ”მალმიომ” ”ოლპიმპიაკოსის” დამარცხება მოახერხა.

გოლები: როზენბერგი 1-0 42′ 2-0 82′.

ლუდოგორეცი 1-2 რეალი

მადრიდის ”რეალმა”, სტუმრად ”ლუდოგორეცი დაამარცხა.

გოლები: მარსელინიო 1-0 6′; რონალდო 1-1 25′ (პენ.); ბენზემა 2-1 77′.

ატლეტიკო 1-0 იუვენტუსი

მადრიდის ”ატლეტიკომ”, 75-ე წუთზე არდა თურანის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ”იუვენტუსი” დაამარცხა

გოლი: არდა თურანი 1-0 75′

არსენ ვენგერი: ”არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა ოთხეულში არ შედის, მაგრამ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია”

ლოდნონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ჩემპიონთა ლიგაზე, ლონდონური კლუბის შანსები შეაფასა.

”შესაძლოა, 15 წლის წინ, ჩემპიონთა ლიგა, შედარებით გახსნილი ტურნირი იყო და ტოპ-კლასის მოთამაშეებზე, გუნდები ისეთ კონცენტრაციას არ ახდენდნენ, როგორც დღესაა. ახლა, პროგნოზების გაკეთება უფრო ადვილია, ვიდრე 10 წლის წინ, ტურნირის მოგება კი გაცილებით რთულია.”

”შესაძლოა, დღესდღეობით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა ოთხეულში არ შევდივართ, მაგრამ ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და მოულოდნელობებითაა აღსავსე. მოდით, პირველ რიგში ჯგუფიდან გავიდეთ და დანარჩენზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ეშლი კოული: ”ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ”

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში, ”რომამ” ”მანჩესტერ სიტის”, სტუმრად ქულები დააკარგვინა. მატჩის შემდეგ, რომაელთა მარცხენა მცველმა, ეშლი კოულმა, ჟურნალიტებთან განვლილ მატჩზე ისაუბრა:

”სიტის” წინააღმდეგ თამაში, ადვილი რა თქმა უნდა არაა, მოგება კი უფრო რთულია. ”მანჩესტერ სიტის” შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ, ამიტომ ასეთ თამაშში, ფრე იდეალური შედეგია. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ. შესაძლოა, ”რომამ” უფრო მეტიც დაიმსახურა, მაგრამ ეს შედეგიც მისაღებია.” – განაცხადა კოულმა.