ტორპედოდან მწვრთნელი და ფეხბურთელები წავიდნენ

უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩის დასრულების შემდეგ ქუთაისის “ტორპედოდან” რევაზ ძოძუაშვილთან ერთად ყველა მოთამაშე წავიდა. კონტრაქტების დასრულების შემდეგ ფეხბურთელები და მწვრთნელი ერთმანეთს დაემშვიდობნენ.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ ქუთაისური კლუბიდან “ვისოლიც” საბოლოოდ წავიდა. ასე რომ, ახალ წელს და ჩემპიონატის მეორე ნაწილს “ტორპედო” ახალი ხელმძღვანელებით და კადრებით შეხვდება.

მიმდინარე სეზონი ქუთაისელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს, თუმცა მე-7 ტურიდან “ტორპედოს” აღარ მოუგია. საბოლოოდ ქუთათურებმა პირველი ეტაპი 16 ქულით მე-13 ეტაპზე დაასრულეს.

„დინამო“ ისევ დამარცხდა, „დილამ“ მცხეთაში ვერ მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტური საინტერესო შედეგებით დასრულდა.

შაბათს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცხინვალის „სპარტაკი“ ფოთის „კოლხეთს“ შეხვდა და ანგარიშით 1:2 დაამარცხა, ხოლო ბათუმის „დინამოსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის აჭარული დერბი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა.

დღეს კი, ცენტრალური მატჩი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც „ჩიხურამ“ თბილისის „დინამო“ მიიღო. ამ მატჩის წინ მასპინძლებმა „სამტრედიასთან“ 0:1 წააგეს, „დინამომ“ კი შინ „გურიას“ ანგარიშით 1:2 დაუთმო.

საბოლოოდ, 44-ე წუთზე თორნიკე მუმლაძის ერთადერთი გოლის წყალობით, მატჩი „ჩიხურას“ გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს მომენტები მრავლად არ ჰქონია. როგორც საჩხერლებმა, ისე თბილისელებმა ზუსტად კარის მიმართლებით მხოლოდ ორჯერ დაარტყეს.

ამ გამარჯვებით „ჩიხურამ“ 22 ქულა დააგროვა და მეშვიდე ადგილზე აიწია. „დინამო“ 29 ქულით პირველ ადგილზე მხოლოდ იმის წყალობით დარჩა, რომ გორის „დილამ“ გასვლაზე „ვიტ-ჯორჯიას“ დამარცხება ვერ მოახერხა – „მცხეთა პარკზე“ შემდგარი შეხვედრა საინტერესო გამოდგა და ანგარიშით 2:2 მორჩა, რითაც გორელები დინამოელებს ქულით მიუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ 3 ქულა ამ ტურში სამეულის კიდევ ერთმა წევრმა ვერ მოიპოვა – მარტვილის „მერანისა“ და „სამტრედიას“ მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ამჟამად სამტრედიელებს 25 ქულა აქვთ.

სხვა შეხვედრების შედეგები:

„ტორპედო“ – „მეტალურგი“ 0:1
„ზუგდიდი“ – „ზესტაფონი“ 0:0
„გურია“ – „სიონი“ 0:0

ამით 2014 წელს გუნდებმა ეროვნულ ჩემპიონატში თავისი ბოლო მატჩები ჩაატარეს. მიმდინარე წელს გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ ვინ გახდება სუპერთასის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს სუპერთასისთვის ერთმანეთს კვლავ თბილისის „დინამო“ და „ჩიხურა“ შეხვდებიან. შარშან სუპერთასზე ამ გუნდების დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე საჩხერელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა, ხოლო მაისში თასის ფინალი „დინამომ“ 2:1 მოიგო.

უმაღლესი ლიგა: პირველი წრე დასასრულს მიუახლოვდა

დღეს, თბილისსა და ქობულეთში უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლო, მე-15 ტური ორი მატჩით აიღებს სტარტს.

მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” ფოთის “კოლხეთს” მიიღებს და ზამთრის არდადეგებზე გასვლის წინ მესამე ადგილზე დაბრუნებას ეცდება. ცხინვალელებმა აღნიშნული პოზიცია გასულ ტურში რუსთავში დაკარგეს. მათ უშუალო კონკურენტ “სამტრედიას” კი მარტვილის “მერანთან” ელის დაპირისპირება. მარტვილელები მთელი სეზონის განმავლობაში მეტოქეებს სწორედ სამტრედიაში მასპინძლობდნენ, თუმცა ბოლო ტურის შეხვედრას ზესტაფონის “დავით აბაშიძეზე” ჩაატარებენ.

დღის მეორე შეხვედრას ქობულეთი უმასპინძლებს, სადაც აჭარული დერბი გაიმართება. უმაღლესში დაბრუნებული ზღვისპირული კლუბებიდან უფრო წარმატებულად ბათუმელები ასპარეზობენ. “დინამომ” ზედიზედ სამი შეხვედრის მოგება და მეხუთე პოზიციაზე აღზევება შეძლო. წლის ბოლო ტურის შემდეგ კი ბათუმელებს სამეულში მოხვედრაც კი შეუძიათ. შეადრებით მოკრძალებულია ქობულეთური გუნდის გეგმები, თუმცა “შუქურამ” ყველას თავი როგორც საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი დაამახსოვრა და იოლად საქმე არც ბათუმელებს ექნებათ.

კვირას გასამართი დაპირისპირებებიდან ინტერესს მცხეთაში ჩასატარებელი მატჩი იწვევს. მეორე საფეხურზე მყოფი გორის “დილა” ბოლოდან მეორეზე მყოფ “ვიტ ჯორჯიას” ესტუმრება. გორელებს “დინამოს” მარცხის შემთხვევაში გალიდერების და ზამთრის ჩემპიონის წოდების მოპოვების შანსი აქვთ, რისთვისაც არც თუ ისე კარგ ფორმაში მყოფ “ვეტერინარებთან”, რომლებიც ჩემპიონატში უკვე 8 მატჩია ვერ იგებენ, ბოლომდე იბრძოლებენ.

“დინამოს” ბოლო ტურში ივანწმინდაში ტრადიციულად რთული მატჩი ელის. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თბილისელები ამ რთული შეხვედრების მოგებასაც ახერხებენ და ასევე ტრადიციულად ამას ჩისკოს გოლებით აკეთებენ. თბილისელთა ესპანელი კაპიტნისთვის ხსენებული შეხვედრა უმაღლეს ლიგაში უკანასკნელი, ხოლო “დინამოს” შემადგენლობაში ბოლოსწინა იქნება. როგორც უკვე მოგეხსენებათ, 11 დეკემბერს ასევე “ჩიხურასთან” გასამართი შეხვედრა ჩისკოსთვის კარიერაში უკანასკნელი იქნება.

 

ტურის ყველა მატჩი

06.12 14:00 მერანი მერანი -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
06.12 14:00 სპარტაკი სპარტაკი -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით
06.12 14:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
07.12 14:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- დილა დილა დაწვრილებით
07.12 14:00 ტორპედო ტორპედო -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
07.12 14:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
07.12 14:00 გურია გურია -:- სიონი სიონი დაწვრილებით
07.12 14:00 ჩიხურა ჩიხურა -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით

 

 

უმაღლესი ლიგა: მე-14 ტური დასრულდა

დღეს, საქართველოს სტადიონებზე უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა, მე-14 ტურის მატჩები შედგა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა, რომელშიც გათამაშების ლიდერმა ლანჩხუთი “გურიას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. თბილისური კლუბის წაფორხილებით “დინამოს” მთავარმა მდევარმა, “დილამ” ისარგებლა. გორელებმა საკუთარ სტადიონზე მარტვილის “მერანი” მიიღეს და მე-6 წუთზე ახალკაცის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით პირველ ადგილთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირეს.

ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ზესტაფონში შედგა. ადგილობრივი კლუბისა და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება სტუმართა გამარჯვებით, 2:4 დასრულდა. ზღვისპირელებმა უპირატესობა პირველ ნახევარში მოიპოვეს, რომელიც 1:3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს.

ტურის ყველა მატჩი 

30.11 14:00 სამტრედია სამტრედია 3:1 ჩიხურა ჩიხურა გოლები: გორგიაშვილი 67′ (1:0); სიხარულია 78′ (1:1); კერძევაძ 79′ ; 83′ (3:1)
30.11 14:00 სიონი სიონი 0:0 ზუგდიდი ზუგდიდი
30.11 14:00 ზესტაფონი ზესტაფონი 2:4 დინამო ბათუმი ბათუმი
გოლები: შონია 18′ (0:1); ილურიძე 25′ (1:1); ტატანაშვილი 39′(1:2); გოგიტიძე 43′ (1:3); ბერიაშვილი 66′ (1:4); ხიდეშელი 74′ (2:4)
30.11 14:00 შუქურა შუქურა 2:1 ტორპედო ტორპედო
გოლები: ხოჭოლოავა 52′ (1:0); ფიფია 65′ (1:1); ტუღუში 82′ (2:1)
30.11 14:00 მეტალურგი მეტალურგი 1:1 სპარტაკი სპარტაკი
გოლები: ცნობილაძე 2′ (1:0); კაჭარავა 80′ (1:1)
30.11 14:00 კოლხეთი კოლხეთი 2:1 ვიტ ჯორჯია ვიტ 
გოლები: სიჭინავა 54′ (1:0); ჯიქია 59′ (2:0); კუხალეიშვილი 65′ (2:1)
30.11 14:00 დილა დილა 1:0 მერანი მერანი გოლი: ახალკაცი 6′
30.11 15:00 დინამო  დინამო თბილისი 1:2 გურია გურია გოლები: კოშკაძე 42′ (0:1); შერგელაშილი 45′ (1:1); შალამბერიძე 47′ (1:2

„დინამომ“ საკუთარ მოედანზე „გურიასთან“ წააგო

საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში თბილისის „დინამომ“ ლანჩხუთის „გურია“ მიიღო და, უპირატესობის მიუხედავად, ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

არადა, კახა გოგიჩაიშვილი გუნდის ფეხბურთელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს. მე-10 წუთზე მეტოქის კარის მიმართლებით ლაშა პარუნაშვილმა დაარტყა. ორ წუთში დინამოელებს უფრო კარგი შანსი ჰქონდათ, როდესაც მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურთი ლობჟანიძეს მიუვიდა, ამ უკანასკნელის დარტყმულ ბურთს კი მეკარე ზუხბაია დაეუფლა. დინამოელებმა მეტოქის კარს 25-ე და 28-ე წუთებზეც დაუმიზნეს, თუმცა ორივე დარტყმა არაზუსტი გამოდგა. რამდენიმეჯერ წინ ლანჩხუთელებიც გამოირჩნენ, რამაც შედეგი 43-ე წუთზე მოიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან კობა შალამბერიძემ შეუტია, ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ჩაწოდებულს კი ალექსანდრე კოშკაძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. სათქმელია, რომ კოშკაძემ ყოფილი გუნდის კარში გოლი არ აღნიშნა. თუმცა, მასპინძლებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლაშა შერგელაშვილმა დაარტყა და „გურიას“ კარში ჩინებული გოლი გაიტანა – 1:1.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კახა გოგიჩაიშვილმა ცვლილება გამოიყენა და ლაშა პარუნაშვილის ადგილი მოედანზე ირაკლი ძარიამ დაიკავა.

დიდ ხანს არც დინამოელთა სიხარული გაგრძელებულა. უპირატესობა ლანჩხუთელებმა მეორე ნახევრის მეორე წუთზევე დაიბრუნეს, როდესაც კვლავ სტუმართა რიგებში მატჩის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა შალამბერიძემ შეუტია – კობა მოედნის ცენტრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ დაიძრა და საბოლოოდ შედარებით შორეულ დარტმულს მიგინეიშვილი ვერ გაუმკლავდა – 1:2. დარჩენილ დროში „დინამომ“ ოთხჯერ დაარტყა, ძირითადად მტკვრისპირელები მეტოქის საჯარიმოში აწვდიდნენ, მაგრამ ლანჩხუთელი მცველები ბურთს იგერიებდნენ. მე-60 წუთზე შერგელაშვილის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩირგაძემ მიიღო, თუმცა გოლამდე სულ ცოტა დააკლდა. 79-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა ირაკლი ძარიას გოლი არ ჩათვალა, რადგან მანამდე ჩისკოზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

საბოლოოდ, 1:2 და 29 ქულით „დინამო“ პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა ამჟამად თბილისელები გორის „დილას“ მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „გურიას“, ლანჩხუთელები 18 ქულით მეათე ადგილზე იმყოფებიან.

შემდეგ ტურში „დინამო“ ივანწმინდაში „ჩიხურას“ დაუპირისპირდება, ხოლო „გურია“ „სიონს“ მიიღებს.

დინამო – გურია 1:2 (0:1)

გოლები: კოშკაძე 43′, შალამბერიძე 47′ – შერგელაშვილი 45′

„დინამო“: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, ხიზანიშვილი, გველესიანი, შერგელაშვილი, პაპავა (ჩისკო 53′), ცინცაძე, პარუნაშვილი (ძარია 46′), ლობჟანიძე (ჯანელიძე 72′), პაპუნაშვილი, ჩირგაძე

გურია: ზუხბაია, კილაძე, ხარაბაძე, ჭეიშვილი, მეგრელიშვილი, ჯოჯუა, გაბრიჩიძე, კოშკაძე, მიქაბერიძე (წილოსანიმ 90′), შალამბერიძე (ინგოროყვა 82′), ლომია (კვერენჩხილაძე 90′)

გაფრთხილებები: გაბრიჩიძე 48’ მეგრელიშვილი 72’ პაპუნაშვილი 85’ ჭეიშვილი 89’ ლომია 89’ ჯანელიძე 90’ პაპუნაშვილი

უმაღლესი ლიგა: მე-14 ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგის პირველი წრის ბოლოსწინა ტურის ფაქტობრივად ყველა მატჩი ერთდროულად დაიწყება. გამონაკლისი, მხოლოდ “დინამო არენაზე” გასამართი დაპირისპირებაა, რომელიც სტარტს 15:00-ზე აიღებს. ქვეყნის მთავარ სტადიონზე თბილისის “დინამო” ტრადიციულ მეტოქეს, ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. გურულები ცხრილის ქვედა ნაწილში არიან და ბოლო ტურებში დამაჯერებელი ასპარეზობით თავს ვერ მოიწინებენ. საპირისპირო ვითარებაა თბილისელთა ბანაკში. ბათუმელ თანაკლუბელებთან მარცხს თუ არ ჩავთვლით, “დინამო” საშინაო ასპარეზზე დაუმარცხებელია და არც სტუმრად ირცხვენს თავს. გარდა ამისა, ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც თბილისელთა უპირატესობაზე მეტყველებს. უმაღლესში დაბრუნდების შემდეგ “გურიამ” მხოლოდ ერთხელ მოახერხა “დინამოს” დამარცხება. შესაბამისად, “დინამო” – “გურიას” დაპირისპირებაში გამარჯვებულის გამოვლენა რთული არ უნდა იყოს.

“დინამოს” მდევარი, გორის “დილა” საკუთარ მეოდანზე მარტივილი “მერანს” მიიღებს. ლობასის გუნდი ცუდი სტარტის შემდეგ გამოფხიზლდა და ახლა მოწინავე პოზიციებზე მყოფ გუნდებს თანაბრად ეთამაშება. მარტვილელები ჩემპიონატში უკვე 7 ტურია დაუმარცხებლად ასპარეზობენ და ნებისმიერი მეტოქისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

საინტერესო დაპირისპირებას უმასპინძებს ზესტაფონი, სადაც ადგილობრივი გუნდი ბათუმის “დინამოს” მიიღებს. გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მოპოვებული ორი გამაჯრვების შემდეგ გასულ ტურში ქუთაისში მორიგი ფრე ითამაშეს. ბათუმელები კი საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. “დინამოსთან” თბილისში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ზღვისპირელებმა სამი ქულა “სიონთანაც” მოიპოვეს და მეხუთე პოზიციაზე აღზევდნენ.

 

ტურის ყველა მატჩი

30.11 14:00 სამტრედია სამტრედია -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით
30.11 14:00 სიონი სიონი -:- ზუგდიდი ზუგდიდი დაწვრილებით
30.11 14:00 ზესტაფონი ზესტაფონი -:- დინამო ბათუმი დინამო ბათუმი დაწვრილებით
30.11 14:00 შუქურა შუქურა -:- ტორპედო ტორპედო დაწვრილებით
30.11 14:00 მეტალურგი მეტალურგი -:- სპარტაკი სპარტაკი დაწვრილებით
30.11 14:00 კოლხეთი კოლხეთი -:- ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია დაწვრილებით
30.11 14:00 დილა დილა -:- მერანი მერანი დაწვრილებით
30.11 15:00 დინამო თბილისი დინამო თბილისი -:- გურია გურია დაწვრილებით

უმაღლესი ლიგა: მე-13 ტურის პრევიუ

სანაკრებო და სათასო პაუზის შემდეგ ქართულ სტადიონებზე უმაღლესი ლიგა, მე-13 ტურის მატჩებით ბრუნდება. მორიგი სათამაშო კვირის შეხვედრები ორ დღეზეა გადანაწილებული და რამდენიმე საინტერესო დაპირისპირებასაც გვპირდება.

დიდ ინტერესს იწვევს გორში, ადგილობრივ “დილასა” და “სამტრედიას” შორის გასამართი შეხვედრა. ლიდერთა სამეულში მყოფი ორივე გუნდის სუსტი წერტილი სტაბილურობის ნაკლებობაა. “დილამაც” და “სამტრედიამაც” მიმდინარე გათამაშებაში რამდენიმე დასამახსოვრებელ მატჩთან ერთად უსახური შეხვედრებიც ჩაატარეს და ქულებიც მრავლად დაკარგეს. სამტრედიელები ვერც სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილებების შემდეგ გამოიყურებიან დამაჯერებლად. საინტერესოა, რომ აღნიშნულ შეხვედრას მარკო ბორგის ხელმძღვანელობით, მალტელი არბირტრები მოემსახურებიან.

პრინციპული მატჩია მოსალოდნელი მცხეთაში, სადაც “ვიტ ჯორჯია” რუსთავის “მეტალურგს უმასპინძლებს. “ვეტერინარები” უკვე 6 ტურია ვერ იგებენ, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. ზურაბ ბერიძის გუნდი გასავარდნ ზონას მიუახლოვდა და მდგომარეობის გამოსწორებას რუსთაველებთან მატჩში ეცდება. საქმე კარგად არც რუსთეველებს აქვთ, რომლებმაც ჩემპიონატის უკანასკნელ ორ ტურში ამდენივე მარცხი იწვნეს, თუმცა მომავალი მეტოქის მსგავსად ხასიათი სათასო მატჩში გამოისწორეს.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას ქუთაისი უმასპინძლებს, სადაც იმერული დერბის ფარგლებში ურთიერთობას “ტორპედო” და “ზესტაფონის” გაარკვევენ. ორივე გუნდი არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში. “ფრეების სინდრომის” შედეგად ქუთაისელებმაც და ზესტაფონელებმაც საკმაოდ ბევრი მნიშნველოვანი ქულა დაკარგეს და 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფებიან. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბოლო ორ ტურში “ზესტაფონმა” 6 ქულა აიღო, “ტორეპდომ” კი – 0.

ტურის ყველა მატჩი

21.11 14:00 დილა დილა -:- სამტრედია სამტრედია დაწვრილებით
21.11 14:00 მერანი მერანი -:- კოლხეთი კოლხეთი დაწვრილებით
21.11 14:00 ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია -:- მეტალურგი მეტალურგი დაწვრილებით
21.11 14:00 დინამო ბათუმი დინამო ბათუმი -:- სიონი სიონი დაწვრილებით
22.11 14:00 სპარტაკი სპარტაკი -:- შუქურა შუქურა დაწვრილებით
22.11 14:00 ტორპედო ტორპედო -:- ზესტაფონი ზესტაფონი დაწვრილებით
22.11 14:00 ზუგდიდი ზუგდიდი -:- დინამო თბილისი დინამო თბილისი დაწვრილებით
22.11 14:00 გურია გურია -:- ჩიხურა ჩიხურა დაწვრილებით

უმაღლესი ლიგა: ტურის უკრაინული დასასრული

უმაღლესი ლიგის მე-12 ტური ქობულეთსა და რუსთავში გამართული ორი მატჩით დასრულდა.

“ჩელე არენაზე” “შუქურამ” კონსტანტინ ფროლოვის თავკაცობით პირველი მატჩი “ვიტ ჯორჯის” წინააღმდეგ გამართა. უკრაინელი სპეციალისტის სადებიუტო შეხვედრა წარმატებული გამოდგა. ქობულეთელებმა მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით სძლიეს. “შუქურას” შემადგენლობაში გოლები ტუღუშმა და მეტრეველმა გაიტანეს.

წარმატებულ სვლას განადგრძობს კიდევ ერთი უკრაინელის, ვლადიმერ ლობასის გაწვრთნილი “მერანი”. მარტივლელები რუსთავში “მეტალურგს” ესტუმრნენ და 1:2 გაიმარჯვეს.

შუქურა 2-0 ვიტ ჯორჯია

გოლები: ტუღუში 39′ ; მეტრეველი 76′

მეტალურგი 1-2 მერანი

გოლები: ბოლქვაძე 20′ (0:1); ქავთარაძე 34′ (1:1); ჩიმაკაძე 68′ (1:2)

16-გუნდიანი ჩემპიონატი და მისი მთავარი პრობლემა…

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაარსების დღიდან მუდმივ პრობლემებს განიცდის. საშინელი ინფრასტრუქტურა, დაუფინანსებლობა, სტადიონებისა და სხვა ელემენტარული პირობების არქონა გუნდთა და ლიგის დონეზე საგრძნობლად მეტყველებენ.

ზოგადად, ჩვენი ქვეყნის პირველობის ისტორიას თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ ყოველ სეზონს თავისი პრობლემა ჰქონდა. გვახსოვს გუნდები, რომლებსაც სათამაშო ფორმაც კი არ ჰქონდათ, გვახსოვს ისეთი გუნდები, რომლებიც ჩემპიონატის ყველა მატჩს ვერ ატარებდნენ…

მიმდინარე სეზონის ყველაზე მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, გუნდების რაოდენობაა. ფეხბურთის ფედერაციამ გასული სეზონის ბოლოს გადაწყვიტა, რომ საქართველოს რიგით 25-ე უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა თექვსმეტმა გუნდმა უნდა მიიღოს, რასაც, რასაკვირველია, საფეხბურთო წრეებსა და გულშემატკივრებში, ძირითადად, უკმაყოფილება მოჰყვა. სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო სეზონების მიხედვით, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე 12 გუნდიც კი ბევრია. ეს მართლაც ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთდროულად რამდენიმე კლუბი საშინაო შეხვედრებს მუდმივად ნეიტრალურ სტადიონზე ატარებს. ყოველ წელს ჩემპიონატის რეგლამენტის შეცვლას მხოლოდ უარყოფითი შედეგი რომ მოაქვს, ამაში კომპეტენტური პირები რამდენიმე წლის წინ უნდა დარწმუნებულიყვნენ. არადა, გვახსოვს ისეთი პირველობაც, რომელშიც მონაწილეობა თერთმეტმა გუნდმა მიიღო, რის გამოც ყოველ ტურში ერთ გუნდს დასვენება უწევდა (საუბარია 2008/09 წლების სეზონზე). საბოლოოდ, იმ სეზონში უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილი „ბორჯომმა“ დაიკავა, რომელმაც მხოლოდ 13 ქულა დააგროვა და გატანილი-გაშვებული ბურთების გრაფაში -64 „მიითვალა“.

ჩემპიონატი რეგლამენტის და გუნდთა რაოდენობის მხვრივ მუდმივ ცვლილებებს შემდგომ წლებშიც განიცდიდა. ასე, 2011/12 წლების სეზონში, როდესაც 12-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარება იგეგმებოდა, საინტერესო რეგლამენტი შემოიღეს. ორი წრის შემდგომ პირველი ექვსეულის გუნდები საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებდნენ, შესაბამისად, ქვედა ექვსეულის კლუბები უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეეცდებოდნენ. აღნიშნული სისტემით ჩემპიონატი შემდგომ ორ წელიწადშიც ჩატარდა. თუმცა 2011/12 წლების სეზონი დასამახსოვრებელი იმით იყო, რომ პირველი ექვსეულის კლუბებს მესამე წრეში მხოლოდ ის ქულები რჩებოდათ, რომლებიც მათ ამ ექვსეულის სხვა კლუბებთან მოიპოვეს. იგივენაირად ქულები ქვედა ექვსეულის გუნდებზეც ნაწილდებოდა, შესაბამისად, ასეთ გუნდებს მარტო ქვედა ექვსეულში მოასპარეზე კლუბებთან მიღებული ქულები ეთვლებოდათ. ამ სისტემით ბევრი უკმაყოფილო დარჩა და გადაწყდა, რომ შემდეგი სეზონიდან გუნდებს ყველა მიღებული ქულა სეზონის ბოლომდე ჩაეთვლებოდათ.

და, აი, მაშინ, როდესაც, თითქოს, ყველანი ამ სისტემას შევეჩვიეთ, ფეხბურთის ფედერაცია 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბების იდეით გამოვიდა. არადა, თავიდან, მაგალითად, სეზონის დაწყების წინ „სამტრედიას“ ლიცენზიასაც კი არ აძლევდნენ (მართალია, მოგვიანებით ეს პრობლემა მოგვარდა, ახლა კი, კლუბი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანხით ფინანსედება)… წლევანდელ სეზონში კვლავ გამოდის ერთდროულად რამდენიმე კლუბი, რომელიც თავის საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მინდორზე ატარებს. ბოლნისის „სიონის“ სტადიონი ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტებსაც რომ ვერ აკმაყოფილებს, ქართული ფეხბურთით დაინტერესებულმა პირებმა დიდი ხნის განმავლობაში იციან, შესაბამისად, გუნდს, რომელიც ქვეყანას მიმდინარე წლის ზაფხულში ევროსარბიელზე წარმოადგენდა, მუდმივად გასვლაზე თამაშობს. „ლოკომოტივზე“ თავის მატჩებს ცხინვალის „სპარტაკიც“ ატარებს, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და პირველ პოზიციაზე მყოფ თბილისის „დინამოს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.

იმისთვის, რომ ჩემპიონატი 16-გუნდიანი იყოს, ყველა კლუბი, მინიმუმ, ელემენტარულ სტანდარტებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა, რა სტანდარტებზეა საუბარი, როდესაც უკვე სტადიონების მაგალითი განვიხილეთ. წარმოიდგინეთ, რა სიტუაციაა სხვა განხრით, მაგალითად, ხელფასების და ა.შ.

სეზონის წინ ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ კლუბი იმ მოთამაშეებს ვერ აიყვანს, რომლებსაც ქუთაისში სახლის დაქირავების საშუალება არ ექნებათ…

საქართველოს ჩემპიონატი, მაქსიმუმ, 10-გუნდიანი რომ უნდა იყოს, ამაში თითქმის ყოველ ტურში ვრწმუნდებით. თუნდაც, ამის ნათელ მაგალითს მარტვილის „მერანსა“ და ქობულეთის „შუქურას“ შორის სამტრედიაში გამართულ მატჩზე (და კვლავ გვახსენდება სტადიონების პრობლემა!) გადაღებული სურათ წარმოადგენს… მგონი, აქ რაიმე კომენტარის დამატება ზედმეტია, უბრალოდ, ნახეთ ეს სურათი და დასკვნას თვითონ გამოიტანთ:

3

როდესაც შოტლანდიის პრემიერლიგაში თორმეტი გუნდი გამოდის, ხოლო შვეიცარია, საერთოდ, ათი გუნდითაც კმაყოფილდება, საქართველოს უმაღლესი ლიგის დონის ჩემპიონატში თექვსმეტი გუნდი გამოდის.

ნოემბრის დასაწყისისთვის საქართველოს ჩემპიონატის მაყურებელმა ნამდვილად არ მოიწყინა, ვინ იცის, მიმდინარე სეზონში კიდევ რამდენ მსგავს სურათს ვნახავთ. ფაქტია, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ყურებით ვერავინ მოიწყენს…

რა მოხდა ქუთაისში? ქართულ კლასიკოს დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია

2 ნოემბერს ქუთაისში ჩატარებული „ტორეპდო“ – „დინამოს“ დაპირისპირება ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი „კლასიკო“ გამოდგა და ფაქტობრივად ინციდენტების გარეშე დასრულდა. თუმცა, მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე სტადიონზე ჩასულ თბილისელ გულშემატკივართა ჯგუფს კონფლიქტი სამართალდამცავებთან მოუვიდათ, რაც 2 პირის დაკავებით დასრულდა. აღნიშნული ინციდენტი მედიისა და გულშემატკივართა უმრავლესობის ყურადღების მიღმა დარჩა.

ჩვენ, „დინამოს“ გულშემატკივართა „ფირმის“, „ფრონტის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და თავად გვიამბო მატჩის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის შესახებ.


“სტადიონზე ჩხრეკის გარეშე, ჩვეულებრივად შევედით. პოლიცია ფაქტობრივად არ იყო. მხოლოდ რამდენიმე ტორპედოს ფანი იყო, რომელთანაც შეხება არ გვქონია.

შემდეგ მოვიდა კრიმინალური-სამხარეო პოლიცია, დაგვიდგნენ წინ და და უფროსისგან მიიღეს მითითება, რომ ჩვენ კონკრეტულ, შეზღუდულ ადგილზე დავეყენებინეთ, მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებისთვის ორი სექტორი იყო გამოყოფილი. ნებისმიერ წვრილმანებზე შენიშვნებს გვაძლევდნენ.

„ფრონტიდან“ 20 კაცი ვიყავით. შემდეგ 6 დინამოს გულშემატკივარი შემოგვიერთდა 4 უკრაინელ სტუმართან ერთად. ერთ-ერთ მათგანს „ანტიტორპედოს“ კაშნე ჰქონდა, რომელიც რკინის ბადეზე ჩამოკიდა, რის შემდეგაც პოლიციამ აბსურდული თხოვნით მიმართა და კაშნეს  ჩამოხნა მოითხოვა. უარის მიღების შემდეგ პოლიციელებმა თავად მოხსნეს კაშნე. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა წინააღმდეგობის გაწევა და ჩვეუელბრივად ვუყურებდით მოვლენების განვითარებს. პოლიციამ კაშნე პატრონს დაუბრუნა და მან ის კისერზე ჩამოიკიდა.

ერთ-ერთმა პოლიციელმა ინფორმაცია რაციის მეშვეობით უფროსობას გადასცა, რაზეც ჩვენ გაგვეცინა. მაგრამ, მან მიიღო ბრძანება, რომ კაშნე ჩამოერთვა ჩვენთვის. პოლიცელმა კარგად ვერ მოკიდა ხელი კაშნეს და პატრონმა ის დაიჭირა და ჩვენ გადმოგვიგდო, რის შემდეგაც რამდენიმე პოლიციელი ჩვენ მოგვვარდა და ორ კაცს, ვისაც კაშნე გვეჭირა ფეხების რტყმა, გინება და მუქარა დაგვიწყო. ერთი და იგივე ადამიანმა ფეხი ამოგვარტყა ფეხებ შუა, რის შემდეგაც კაშნე ვეღარ შევინარჩუნეთ. ამ არეულობსას ერთ-ერთი მეგობარი დაშავდა. ყურადღება იმ ადამიანზე გადავიტანეთ, რა დროსაც ორი კაცი დააკავეს. ვცადეთ გამოკიდება, მაგრამ პოლიციამ შეგვაჩერა. გაიმართა სიტყვიერი კამათი, ერთ-ერთმა პოლკოვნიკმა კი გვითრხა, რომ ჩვემ საფულეში 20 ლარი გვიდევს, მას კი 1800 და ამ მიზეზით უბრალოდ ხმა არ უნდა ამოგვეღო…

დაკავებულები ექსპერტიზაზე წაიყვანეს, რომელზეც დადგინდა, რომ ისინი ფხიზლები იყვნენ. მალევე „გლადიატორებიც“ მოვიდნენ და თამაშიც დაიწყო. დაკავებუკებთან ერთად ჩამოსული ორი ბიჭი პოლიციის განყოფილებაში წავიდა ვითარების გასარკვევად, თუმცა უშედეგოდ. მატჩის შემდეგ 25 კაცამდე რამდენიმე გლადიატორთან ერთად განყოფილებაში მივედით. სწორედ ამ დროს ჩვენი მეგობრები დროებით მოთავსების იზოლატორში გადაყავდათ. პოლიციას მასის შეეშინდა, ხელი იარაღისკენ წაიღეს, ბიჭები უცებ მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს… წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, არც ამ დროს გაგვიწევია.

მეორე დღეს სასამართლომ ორივე დაკავებულს 300 ლარი დააკისრა ჯარიმის სახით. ბრალდება კი სრული აბსურდია, სადაც დაწერილი თითოული სიტყვა სიცრუეა. რატომღაც არაფერი წერია პოლიციელების მიმართ ჩვენი ცემის და შეურაცჰყოფის შესახებ.

„დინამოს“ ფანი ვარ უკვე წლებია. კონფლიქტები ხშირად ხდება, მაგრამ ძირითადად პოლიციასთან, ვინაიდან თავისუფლად გვიყვარს მოქცევა, რაც პოლიციას არ მოსწონს. გვიყურებენ ისე, თითქოს ცეტრალიზირებულად უნდა ვიმართებოდეთ და ცდილობენ ჩვენს ჩარჩოებში ჩასმას. მრავალჯერ იყო დაპირისპირებები, თუმცა რაც ქუთაისში მოხდა ამის ანალოგი ჯერ არ ყოფილა. ვგულისხმობ აგდებულ დამოკიდებულებას და ცინიზმს. ყოფილა, რომ პოლიციის მაღალჩინოსნებს სპეციალურად ჩაურთავდ „ტორპედოს“ ჰიმნი ჩვენს გასაღიზიანებლად და ძალიან ხშირად ეწევიან ჩვენს პროვოცირებას. ზოგადად, ბინძური სისტემაა, რომლის მიზანი ადამიანის დამცირება, დამორჩილება და ჩარჩოებში ჩასმაა. ძველი, კომუნისტური მენტალიტეტის მატარებელი ხალხია. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთის ფანებს და ამ კონკრეტულ სუბკულტურას. ანალოგიური პრობლემები აქვთ სხვა განსხვავებული აზროვნების მქონე ხალხს. მაგალითად, ერთ-ერთ როკ-ფესტივალზე ისეთ აზარტში იყვნენ, რომ  ჯიბეებში ხელის ჩაყოფამდეც მივიდა საქმე. სამწუხარო ის არის, რომ მასა წინააღმდეგობას არ უწევს ამ განუკითხაობას და პოლიციაც კომფორმისტ მასას ჩვენს წინააღმდეგ მთავარ არგუმენტად იყენებს. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელი გულშემატკივრები ჩვენს დაკავებულ მეგობრებს საკმაოდ ყუდაღებიანად მოექცენენ. ყველას მოგიწოდებთ, რომ უგულშემატკივროთ თქვენი ქალაქის გუნდს. ვერანაირი მატერიალური სახსრებით ვერ მიიღებთ ისეთ სიამოვნებას, რომელსაც ვიღებთ გასვლით მატჩებზე სიარულით. მთავარი მონდომება და ფეხბურთის ნამდვილი სიყვარული და არა ტოტალიზატორში ჯდომაა.“ – აცხადებს ჩვენთან საუბარში “დინამოს” ერთ-ერთი გულშემატკივარი. 

უმაღლესი ლიგა: მეთორმეტე ტურის პრევიუ

ხვალ უმაღლესი ლიგის მე-12 ტური აიღებს სტარტს, რომელიც სამ დღეზეა გაწელილი და შაბათს დასრულდება, რის შემდეგაც ქართული საფეხბურთო საზოგადოება მთლიანად სანაკრებო თემატიკაზე გადაერთვება, კლუბებს კი ორკვირიანი პაუზა ელით მომდევნო ტურამდე.

პირველივე სათამაშო დღე გულშემატკივრებს რამდენიმე საინტერეო მატჩით გაანებივრებს. ბოლნისის “სიონი”, რომელიც გასული ტურის შემდეგ უკანასკნელ პოზიციამდე დაქვეითდა, ქუთაისის “ტორეპდოს” გორში უმასპინძლებს. მე-11 ტურში ორივე გუნდმა ერთნაირი ანგარიშით წააგო. საინტერესოა ისიც, რომ “სიონიც” და “ტორეპდოც” აღნიშნულ შეხვედრას მოუგებელი სერიით ხვდებიან. თუმცა, თუ ბოლნისელებმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს, “ტორპედომ” უკანასკნელი 4 მცდელობიდან 3-ჯერ ითამაშა ფრედ, რაც შედარებით უკეთესი შედეგია.

ფრეების სინდრომი კიდევ ერთ იმერულ გუნდს, “ზესტაფონსაც” ჰქონდა, თუმცა გასულ ტურში გეგუჩაძის შეგირდებმა მცხეთაში დრამატული მატჩი მოიგეს და ხასიათიც გამოისწორეს. მაგრამ, ხასიათის გამოსწორება სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის. მოახლოებულ ტურში ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “ზესტაფონს” მეორე საფეხურზე დამკვიდრებული “სპარტაკი” ესტუმრება. კაჭარავას გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და “დინამოსთან” დიდი ანგარიშით წაგებას თუ არ ჩავთვლით, მიმდინარ სეზონში ფაქტობრივად ჩავარდნების გარეშე ასპარეზობს.

პირველი დღის უკანასკნელ მატჩს “დინამო არენა” უმასპინძლებს, სადაც გათამაშების ლიდერს ბათუმის “დინამო” ესტუმრება. ზღვისპირელებმა სეზონი კარგად დაიწყეს და სასტარტო ტურებში თბილისის “დინამოს” მდევრებადაც კი მოგვევლინენ, თუმცა ბოლო დროს მათი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. ამიტომ, რთული წარმოსადგენია, რომ ბათუმელებმა თბილისელებთან გასვლით შეხვედრაში შეძლონ განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა.

ტური რუსთავში, საკმაოდ თანაბარი წყვილის დაპირისპირებით დასრულდება. მე-12 ტურში “მეტალურგს” მარტვილის “მერანი” ესტუმება. ლობასის შეგირდებმა ბოლო დროს თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორეს, რაც შედეგებზეც აისახა. მარტვილელებს უკვე 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ. ასეთ ასპარეზობა სატურნირო მდომარეობაზეც აისახა. რამდენიმე ტურის წინ გასავარდნ ზონასთან მყოფი გუნდი ახლა მე-6 პოზიციაზეა და ნებისმიერ მეტოქეს ღირსეულ წინააღმდეგობასაც უწევს.

ტურის ყველა მატჩი:

სპარტაკმა სიონს დაძაბულ ბრძოლაში სძლია

დღეს, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთს ცხინვალის “სპარტაკი” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.

“სპარტაკმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყო და საკმაოდ სწრაფად, მეორე წუთზე დაწინაურდა. ულამაზესი შორეული დარტყმით ანგარიში ცერცვაძემ გახსნა. მალევე ცხინივალელებს კიდევ ერთი მომენტი შეექმნათ. მარცხენა ფლანგიდან შინდაგორიძემ იაქტიურა და ხელსაყრელ პოზიციაშიც აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ სუსტად დაარტყა.

სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შემქნეს. ლობჯანიძის ჩაწოდების შემდეგ კარში გაფრინდაშვილმა დაარტყა. ბოლნისელთა მცდელობა ცხინვალელთა მცველმა გაანეიტრალა. აღნიშნულ ეპიზოდში “სიონის” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თერთმენმეტრიანის დანიშნვას საკმაოდ აქტიურად ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით ცხინვალელთა უკანახაზელს ბურთი ხელზე მოხვდა.

მე-17 წუთზე ბოლნისელებს კიდევ ერთი რეალური მომენტი შეექმნათ, რომელიც ამჯერადაც მარჯვენა ფლანგზე ლობჯანიძის აქტიურობას მოჰყვა. “სიონი” შემტევის ჩაწოდებას ამჯერად ისიანი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარისკენ თავით გადაგზავნა – “სპარტაკი” ხარიხამ იხსნა. ზუსტად ერთ წუთში გატანა უკვე სირაძეს შეეძლო, თუმცა გამოცდილმა შემტევმა ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა…

“სიონის” ეირიშებს 23-ე წუთზე “სპარტაკმა” საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევით უპასუხა. შინდაგორიძე-თექთურმანიძის კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიგაური აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მის მცდელობას ბოლნისელთა მცველები გადაეღობნენ და ცხინვალელებიც მხოლოდ კუთხურით დაკმაყოფილდნენ.

28-ე წუთზე “სპარტაკმა” მეორე გაიტანა. სტანდარტის შემდეგ ბათიაშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, რის შემდეგაც ერთი დამატებულის მოგერიება კი შესძლო, თუმცა რევაზ ქემოკლიძის დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა – 2:0.

“სიონს” სხვაობის შემცირება ზუსტად ერთ წუთში შეეძლო – მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ისიანის დარტყმა სუსტი გამოდგა.

ტაიმის დამთავრებამდე ბოლნისელებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას გოგობერიშვილმა დაასწრო და 42-ე წუთზე ანგარიშით 2:1 გახადა.

მეორე ნახევარი ბოლნისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სასტარო 10 წუთში რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო შეტევაც განახორციელეს. “სპარტაკმა” კი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კონტრშეტევებზე გააკეთა. პირელი ტაიმისგან განსხვეავებით თამაშის ტემპმა იკლო, რაც საგოლე მომენტების რაოდენობაზეც აისახა.

71-ე წუთზე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს. მახარობლიძის კარგი გადაცემით საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ივანიშვილი შეიჭრა, თუმცა დარტყმას პასი ამჯობინა და ბოლნისელთა მცველებმაც ბურთი უპრობლემოდ მოიგერიეს.

82-ე წუთზე “სიონს” გათანაბარების საკმაოდ რეალური შანსი მიეცა. საშუალო დისტანციიდან შესრულებული უგულავას დარტყმა ნადირაძემ მოიგერია, დამატებაზე კი მიზანს შეცვალზე შემოსულმა სამხარაძემ ააცილა.

85-ე წუთზე “სპარტაკის” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. ცერცვაძის კარგი პასით მეკარესთან პირისპირ კაჭარავა დარჩა, თუმცა ფორვარდმა დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა. საპასუხო შეტევაში კი ბოლნისელემბა საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, თუმცა სტუმრებმა სტანდარტული ვერ გამოიყენეს.

მსაჯის მიერე კომპენსირებულ წუთში მოთამაშეთა შორის მცირე წაკინკლავება მოხდა, თუმცა მდგომარეობა მალევე განიმუხტა. 94 წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ლექვთაძემ ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტა, რის შემდეგაც მსაჯის სასტვენიც გაისმა – 2:1 “სპარტაკის” სასარგებლოდ.

 

სპარტაკი 2-1 სიონი

გოლები: ცერცვაძე 2′  (1:0); ქემოკლიძე 28′ (2:0); გოგობერიშვილი 42′ (2:1)

სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, ივანიშვილი (ლექვთაძე 83 ‘), ცერცვაძე, მახარობლიძე, ქემოკლიძე, გიგაური (ბურძენაძე 80′), კაჭკაჭიშვილი, შინგადორიძე, თექთურმანიძე, კაჭარავა (მაქაცარია 90’).

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, კვარაცხელია, ფელიპე ლიმა (განუგრავა 46′), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (სამხარაძე 77′), გაფრინდაშვილი (უგულავა 56′), ლობჯანიძე, სირაძე, ისიანი. 

სიონი_სპარტაკი_6923142424 ილია კანდელაკი_792323 ილია კანდელაკი_79535 სიონი_სპარტაკი_69231

მარიამ ნიშნიანიძე