„ლოკომოტივი“ გარიგებული მატჩების წინააღმდეგ გამოდის

თბილისის „ლოკომოტივი“ 20:00 საათზე უმაღლესი ლიგის 2015 წლის ბოლო მატჩს „ცხინვალთან“ ჩაატარებს.

აღნიშნულ შეხვედრაზე „რკინიგზელთა“ აკადემიის მოთამაშეები სტადიონზე სპეციალური მაისურებით გამოვლენ, რომლებზე შემდეგი წარწერა იქნება: „არ გაყიდო ფეხბურთი“. ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმა დაწერა. ამ აქციით თბილისური კლუბი ფეხბურთში ყველანაირ გარიგებულ შეხვედრას ეწინააღმდეგება და გუნდებს პატიოსნად გამოსვლისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველ ლიგაში შესაძლო გარიგების გამო ფეხბურთს ფედერაციამ ერთი მატჩი გადაიტანა.

კაჭარავა „ლოკომოტივთან“ ადვილ შეხვედრას არ ელის (ვიდეო)

2015 წლის უმაღლესი ლიგის ბოლო მატჩს „ცხინვალი“ თბილისის „ლოკომოტივთან“ ჩაატარებს. მოახლოებული შეხვედრის შესახებ ცხინვალელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ისაუბრა.

„სერიოზულად ვემზადებით. ბოლო მატჩებში „ლოკომოტივმა“ სიტუაცია გამოასწრორა. ვფიქრობ, რომ მეტოქე კარგ ფორმაში იმყოფება, მას თავის რიგებში გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, ასე რომ, ადვილ თამაშს არ ველოდებით. ეს შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, მესამე ადგილზე გავალთ, რაც მიღწევა იქნება. ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. გვინდა, წელი მოგებით დავასრულოთ და მესამე ადგილზე დავრჩეთ“, – განუცხადა კაჭარავამ „ცხინვალის“ პრესსამსახურს

შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ – „ცხინვალის“ მატჩი ხვალ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 :00 საათზე დაიწყება.

„ცხინვალის“ პრესსამსახურის ვიდეო:

TOP 10: საქართველოს ჩემპიონატში გატანილი საუკეთესო გოლები ნოემბერში (ვიდეო)

ტრადიციულად, სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩვენი ვერსიით, 2015-16 წლების სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ნოემბერში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები.

ვიდეოს ნახვის შემდეგ, თქვენ საშუალება გეძლევათ ათი გოლიდან თქვენი რჩეული დაასახელოთ.

ტრადიციულად, სპორტული ვებ-გვერდი Fanebi.Com-ი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩვენი ვერსიით, 2015-16 წლების სეზონში, საქართველოს უმაღლეს ლიგაში, ოქტომბერში გატანილი ათი საუკეთესო გოლია ნაჩვენები!ვიდეოს ნახვის შემდეგ შეგიძლიათ საუკეთესო გოლი აირჩიოთ: http://fanebi.com/top-10-saqarthvelos-chempionatshi-gatanili-sauketheso-golebi-noembershi-video/

Posted by Fanebi.Com on Wednesday, 2 December 2015

ათკაციანმა „დილამ“ „საბურთალოს“ მოუგო

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-13 ტურის ბოლო მატჩში „საბურთალომ“ „ბენდელაზე“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ამ ტურამდე „დილა“ პირველ ადგილზე მყოფ „დინამოს“ სამი ქულით ჩამორჩებოდა, „საბურთალო“ კი 19 ქულით მე-9 იყო.

სათქმელია, რომ უკვე 34-ე წუთზე ალექსანდრე კვახაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და შეხვედრის დარჩენილი დროის განმავლობაში სტუმრები კაცნაკლულნი იყვნენ. ამის მიუხედავად, მოგება მათ მაინც არ გაიუჭირდათ.

ანგარიში მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გაიხსნა – გოლი ისლამ მაშუკოვმა გაიტანა. 56-ე წუთზე „დილას“ უპირატესობა გოგიტა გოგუამ გაზარდა. 71-ე წუთზე „საბურთალოს“ კარი ნავალოვსკიმ დაამწუხრა, სამ წუთში კი სხვაობა ჯაბა დვალმა შეამცირა.

ამ გამარჯვებით „დილამ“ 31 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე დარჩა. შემდეგ ტურში სოსიაშვილის გუნდი „დილა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს, „საბურთალო“ კი ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება.

„საბურთალო“ – „დილა“ 1:3
გოლები: დვალი 75′ – მაშუკოვი 45+1′, გოგუა 56′, ნავალოვსკი 71′

„საბურთალო“: ქურდაძე, თოთაძე, მარგველაშვილი (ჩოგაძე 85′), ჩაბრაძე, ნადარაია, ხარაიშვილი, სოფრომაძე, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 64′), ალთუნაშვილი (დვალი 56′), საბანაძე, გოშთელიანი

„დილა“: მუჯრიშვილი, ნავალოვსკი, კვახაძე, ღონღაძე, ხურცილავა, კარკუზაშვილი, გოგუა, ფალავანდიშვილი, ერისთავი (თომაშვილი 46′), ნონიკაშვილი (მოდებაძე 84′), მაშუკოვი (გვალია 68′)

გაფრთხილებები: მარგველაშვილი 29′, ხარაიშვილი 66′, ჩაბრაძე 83′ – კვახაძე 30′, 34′, ხურცილავა 34′, გოგუა 73′

გაძევება: კვახაძე 34′

უხვგოლიანი დერბი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს უმაღლესი ლიგის მეცხრე ტური თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა, სადაც „ლოკომოტივმა“ თანაქალაქელი „საბურთალო“ მიიღო. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და „რკინიგზელთა“ გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

არადა, „ლოკომოტივი“ ანგარიშით 3:0 იგებდ.

სათქმელია, რომ პირველ 45 წუთში „საბურთალოელებს“ გოლის გატანის ერთი რეალური შანსიც არ ჰქონიათ – „ლოკომოტივს“ კი მეტოქის კარის აღება სამზე მეტჯერაც შეეძლო.

შეხვედრის დასაწყისში შერმანდინ ართმელაძე „საბურთალოელთა“ საჯარიმოში შევიდა, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა. მე-12 წუთზე „საბურთალოს“ მეკარე ბექა ქურდაძე რატომღაც კარიდან გავიდა და დავით უბილავასთვის ხელის შეშლა სურდა – „ლოკომოტივის“ მოთამაშემ მას აჯობა და ბურთი უკვე ცარიელ კარში გაიტანა – 1:0. ცოტა ხანში ცენტრიდან ართმელაძე დაიძრა, რომელმაც შორიდან დაარტყა – ქურდაძე ამჯერად ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. მე-20 წუთზე მეტოქის კარის მიმართლებით კვლავ უბილავამ დაარტყა – ქურდაძემ ამ ეპიზოდშიც ივარგა. ორ წუთში ზვიად ქანთარია მარჯვენა საპირისპირო ფლანგზე გადავიდა, მეტოქის საჯარიმოში უპრობლემოდ შევიდა, მაგრამ ქურდაძის მოტყუება ამ ეპიზოდში ვერც მან შეძლო. სამაგიეროდ, 25-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, სადაც მეორე სართულზე ყველას ართმელაძემ აჯობა და გოლიც გაიტანა. 27-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ მეტოქეები მოატყუა, „საბურთალოს“ კარის მიმართლებით მისი ტექნიკური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. 32-ე წუთზე ხარაიშვილი „ლოკომოტივის“ საჯარიმოში შევიდა და ბენაშვილთან შეჯახების შედეგად, წაიქცა – მსაჯმა პენალტი არ დანიშნა, „საბურთალოს“ ათიანი კი სიმულაციისთვის ყვითელი აბრათით „დაასაჩუქრა“. 38-ე წუთზე გია ჭიაბრიშვილმა ორმაგი ცვლილების გაკეთება გადაწყვიტა – ბიძინაშვილის ნაცვლად მოედანზე ფანცულაია გამოვიდა, გოშთელიანის ნაცვლად – ბექა გვარაძე.

მეორე ტაიმი „ლოკომოტივმა“ ასევე აქტიურად დაიწყო. 49-ე წუთზე ალექსი ბენაშვილმა „საბურთალოს“ კარი მესამედ დაამწუხრა – 3:0.

მესამე გოლის შემდეგ უკვე სტუმართა ჯერი დადგა, მათ გაცილებით აქტიურმა თამაშმა შედეგი გამოიღო. 56-ე წუთზე ალთუნაიშვილმა ერთი შეხებით დაარტყა – მისი შორეული და ძლიერი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 3:1. 58-ე წუთზე ჩიხლაძის ნაცვლად მეოდანზე ვატო არველაძე გამოვიდა. 69-ე წუთზე ხარაიშვილის მიერ შესრულებულ საჯარიმოს მეკარე კუპატაძე დაეუფლა. 73-ე წუთზე კი „ლოკომოტივის“ თავკაცმა ჟერარდ სარაგოსამ მოულოდნელ ცვლილებას მიმართა, გიორგი თექთურმანიძე ვატო არველაძის ნაცვლად შემოვიდა, რომელმაც სულ 15 წუთი ითამაშა.

76-ე წუთზე ნიკა საბანაძე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა, თუმცა პასის გაკეთება დააგვიანდა. 78-ე წუთზე ხარაიშვილმა ჯარიმა შეასრულა, კუპატაძემ ბურთი მოიგერია, რის შემდეგაც „ლოკომოტივის“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც გოშთელიანმა ისარგებლა და ძლიერი დარტყმით ანაგრიში მინიმუმამდე შეამცირა. 81-ე წუთზე „საბურთალომ“ წონასწორობის აღდგენის რეალური შანსი გაუშვა, როდესაც საბანაძის დარტყმული ძელს მოხვდა. ცოტა ხანში დროის გაყვანისთვის კუპატაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

ძირითად დროს მსაჯმა ოთხი წუთი დაუმატა, რომლის დროსაც მომენტი ორივე გუნდს შეექმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საბოლოოდ, 3:2 და „ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა – ახლა, 9 ტურის შემდეგ, „რკინიგზელები“ 7 ქულით მე-14 ადგილზე დარჩნენ, თუმცა „საპოვნელას“ 1 ქულით ჩამორჩებიან. შემდეგ ტურში „ლოკო“ მარტვილის „მერანს“ ესტუმრება.

რაც შეეხება „საბურთალოს“, გუნდი 13 ქულით მე-9 პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს გასვლაზე ფოთის „კოლხეთთან“ გამართავს.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 3:2
გოლები: უბილავა 12′, არრთმელაძე 25′, ბენაშვილი 49′ – ალთუნაშვილი 57′, გოშთელიანი 78′

„ლოკომოტივი“: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ჩიხლაძე, ართმელაძე, ხიდეშელი, ქიქავა, ქანთარია, სულთანიშვილი, ბენაშვილი, უბილავა (კ)

„საბურთალო“: ქურდაძე, მარგველაშვილი, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, ხორხელი, ხარაიშვილი (კ), ჩაბრაძე, ბიძნაშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, საბანაძე

„დილამ“ კონკურენტ „სიონს“ მოუგო, „სამტრედიამ“ „ტორპედო“ დაამარცხა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის მეცხრე ტურის ხუთი შეხვედრა. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს ბოლნისის „სიონისა“ და გორის „დილას“ მატჩი იწვევდა. ბოლნისელები 17 ქულით მესამე ადგილზე იმყოფებოდნენ და მეორეზე მყოფ „დილას“ 2 ქულით ჩამორჩებოდნენ. საბოლოოდ „დილამ“ მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა – ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მე-16 ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.

ამრიგად, „დილა“ მინიმუმ „დინამო“ – „ცხინვალის“ მატჩის დასრულებამდე პირველ ადგილზე გადავიდა.

„სიონი“ – „დილა“ 0:1
გოლი: მარცვალაძე 61′
გაფრთხილება: ვასაძე 14′

სამტრედიაში იმერული დერბი შედგა – ადგილობრივმა კლუბმა ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა, რომელმაც გასულ კვირას „დინამოსთან“ პრინციპულ შეხვედრაში გოლი ბოლო წუთზე გაუშვა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. ქუთაისელებმა წარმატებას ვერც ამ მატში მიაღწიეს და ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ. მე-10 წუთზე ქუთაისელების კარი ავთო ენდელაძემ აიღო. 31-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს – გოლი ირაკლი კლიმიაშვილმა გაიტანა. გადამწყვეტი მეორე ნახევრის მეორე ნახევარი გამოდგა – 71-ე წუთზე „სამტრეედია“ „ტორპედოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ დააწინაურა, წერტილი კი 14 წუთში დავით ჯიქიამ დასვა.

„სამტრედია“ – „ტორპედო“ 3:1
გოლები: ენდელაძე 10′, ზივზივაძე 71′, ჯიქია 85′ – კლიმიაშვილი 10′
გაფრთხილებები: ქიმაძე 52′, სიჭინავა 64′, ნერგაძე 74′

ქულები დაკარგა ბათუმის „დინამომ“, რომელიც ლანჩხუთში „გურიას“ ეწვია. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ნახევარი უგოლოდ მორჩა, მეორე ტაიმის მე-6 წუთზე კი მასპინძლები ვანო წილოსანმა დააწინაურა. ბათუმელებმა წონასწორობა ცხრამეტ წუთში აღადგინეს, გოლი ავთო აბუსელიძემ გაიტანა.

ამჟამად „გურიას“ აქტივში 9 ტურში 9 ქულაა – გუნდი მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო „დინამო“ 13 ქულით მერვეა.

„გურია“ – „დინამო ბთ.“ 1:1
გოლები: წილოსანი 51′ – აბუსელიძე 70′
გაფრთხილებები: ნოზაძე 72′ – მახარაძე 89′

თავისი სატურნირო მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ფოთის „კოლხეთმა“ გამოასწორა, რომელმაც „ჩიხურას“ გასვლაზე ანგარიშით 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე ომარ გოგონაიამ გაიტანა. ამჟამად ფოთელთა აქტივში 10 ქულაა და მათ მეათე პოზიციაზე გადაინაცვლეს.

„ჩიხურა“ – „კოლხეთი“ 0:1
გოლი: გოგონაია 33′

კვლავ წააგო ბოლო ადგილზე მყოფმა „ზუგდიდმა“, რომელიც ქობულეთში ადგილობრივ „შუქურას“ შეხვდა. მე-14 წუთზე პენალტით ანგარიში გიორგი ჩელებამ გახსნა, 8 წუთში კი აჭარელთა უპირატესობა ელგუჯა ლობჟანიძემ გაზარდა. 38-ე წუთზე სტუმრებმა ნიკა ნარმანიას გოლით სხვაობა შეამცირეს, თუმცა ანგარიშის შეცვლა ვერც პირველი ნახევრის დარჩენილ დროში და ვერც მეორე ტაიმში შეძლეს.

„შუქურა“ – „ზუგდიდი“ 2:1
გოლები: ჩელებაძე 14′ (პენ), ლობჟანიძე 22′ – ნარმანია 38′

ტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში დღეს, 18:00 საათზე დაიწყება – „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამო“ „ცხინვალს“ მიიღებს. ხვალ თერჯოლის „საპოვნელა“ მარტვილის „მერანს“ უმასპინძლებს, კვირას კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „ლოკომოტივისა“ და „საბურთალოს“ დერბი შედგება.

„დინამომ“ „ტორპედოსთან“ ანგარიში ბოლო წუთზე გაათანაბრა

დასრულდა ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩი. „ქართულ დერბად“ წოდებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ამ ტურის წინ „დინამოელები“ 18 ქულით პირველ ადგილს იკავებდნენ, „ტორპედოს“ კი 8 ქულით მე-11 იყო.

სათქმელია, რომ სტატუსის მიუხედავად, მატჩი ნელ ტემპში მიმდინარეობდა.

მეოთხე წუთზე დათა სიჭინავას მიერ შესრულებული ჯარიმა კედელში მდგომ ერთ-ერთ „დინამოელს“ მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ორ წუთში მომენტი უკვე ქუთაისელთა კართან შეიქმნა, ქვილითაიას დარტყმის შემდეგ ბურთი რიკოშეტით ასევე კუთხურზე გადავიდა. მე-12 წუთზე იაშვილმა ქვილითაიას მიმართლებით პასი გააკეთა, ამ უკანასკვნელმა კი ცენტრალურ მცველებს აჯობა და დარტყმაც მოახერხა, რომელიც მეტოქის კარს მცირე მანძილის ასცდა. მე-14 წუთზე ტაბატაძემ მარჯვნიდან ქიმაძე გადაცემით მოამარაგა, „დინამოელმა“ მცველებმა სათანადოდ ითამაშეს და მეტოქეს დარტყმის საშუალება არ მისცეს. 21-ე წუთზე სიჭინავას კიდევ ერთ ჯარიმის შესრულება, ამჯერად უფრო შორი პოზიციიდან მოუწია. ერთ წუთში „დინამომ“ შეუტია, მარცხნიდან ქვილითაიას პასის შემდეგ არაზუსტი მათე ციცნაძის დარტყმაც გამოდგა. 24-ე წუთზე კლიმიაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ადამაძემ ყველას აჯობა, ზუსტად დარტყმა კი ვერ შეძლო. ტაიმის დარჩენილ ნაწილში გუნდები განსაკუთრებული მომენტებით არ გამორჩეულან. 43-ე წუთზე ქვილითაიამ მეორე სართულზე ჩაწოდებულის შემდეგ კვლავ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მათე ცინცაძემ ძლიერად და არაზუსტად დაარტყა. მსგავსი დარტყმით უკვე „ტორპედოელთა“ მხრიდან 52-ე წუთზე დათა სიჭნავაც გამოირჩა. 55-ე წუთზე სიჭინავას ჩაოწოდებას „დინამოს“ საჯარიმოში ერთდროულად ორი ფეხბურთელი ეხმაურებოდა, მაგრამ უშედეგოდ. 64-ე წუთზე ჭიჭინაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ადგილი გიორგი ნერგაძემ დაიკავა. 68-ე წუთზე კუხიანიძემ და ქიმაძემ მეტოქის მარჯვენა ფლანგზე ბურთი გაითამაშეს და ქიმაძის ჩაწოდების შემდეგ სიჭინავამ ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 1:0.

გაშვებული გოლის შემდეგ გეგუჩაძემ ბოლო ცვლილება გამოიყენა – 71-ე წუთზე ჭანტურიშვილის ადგილი არაბულმა დაიკავა, „ტორპედოს“ მხრიდან კი გოლის ავტორი დათა სიჭინავა შოთა ბაბუნაშვილმა შეცვალა. 73-ე წუთზე ქიმაძემ „დინამოს“ საჯარიმოში კვლავ ჩააწოდა, მეკარე ბეგიაშვილმა ბურთი მოგიერია, იქვე ტაბატაძე აღმოჩნდა – მისი დარტყმა მეტად არაზუსტი გამოდგა. 81-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გველესიანმა ბურთი დაკარგა, რომელიც იქვე კაპანაძემ მიიღო, „დინამოს“ მცველს ქუთაისური კლუბის ფეხბურთელის შეჩერება და თამაშის წესის დარღვევა მოუწია, მსაჯმა გიორგის ყვითელი ბარათი უჩვენა. 83-ე წუთზე მარჯვნიდან შეტევა შეცვლაზე შესულმა არაბულმა სცადა, რომლის ჩაწოდება კახელიშვილმა გამოიტანა, ბურთი პარუნაშვილმა მიიღო და შორიდან მის დარტყმას შედეგი არ მოჰყოლია. 85-ე სტუმრებმა ანგარიშს გათანაბრების შანსი ხელიდან გაუშვეს, როდესაც წუთზე კლიმიაშვილის ხელით თამაშის გამო „ტორპედოს“ კარის მიმართლებთ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც მათე ციცნაძემ შეასრულა – „დინამოს“ ნახევარმცველის დარტყმული თევდორაძემ მოიგერია, დამატებაზე ქვილითაიამ ზუსტად დარტყმა ვეღარ მოახერხა. თითქოს, შეხვედრა ამ ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსაჯის მეირ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე ქვილითაიამ მეტოქის ნახევარზე ბურთი მცველებს აართვა და პასი არაბულს გაუკეთა, რომელიც „ტორპედოს“ საჯარიმოში შევიდა, მეკარესთან პირისპირ გასულს კი ანგარიშს გათანაბრება არ გაუჭირდა.

საბოლოოდ, 1:1 – „ქართული დერბი“ ამჯერად ფრედ დასრულდა. შემდეგ ტურში „დინამო“ „ცხინვალს“ უმასპინძებს, „ტორპედო“ კი „სამტრედიაში“ ჩავა.

„დინამო“ – „ტორპედო“ 1:1
გოლები: სიჭინავა 68′ – არაბული 90+3′

„ტორპედო“: თევდორაძე, ადამაძე, ქიმაძე, ტაბატაძე, მამასახლისი, ჭიჭინაძე (ნერგაძე 65′), კლიმიაშვილი, კახელიშვილი, კუხიანიძე, სიჭინავა (ბაბუნაშვილი 71′), კაპანაძე (ფურცხვანიძე 90′)

„დინამო“: ბეგაშვილი, გველესიანი, რენე, ტვილდიანი, თევზაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური (კიტეიშვილი 58′), ცინცაძე, ჭანტურიშვილი (არაბული 71′), იაშვილი (ლობჟანიძე 66′), ქვილითაია

უმაღლესი ლიგა „მესხზე“ დაძაბული მატჩით განახლდა

სანაკრებო პაუზის შემდეგს აქართველოს უმაღლესი ლიგა განახლდა. მერვე ტური დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, სადაც „საბურთალო“ თერჯოლის „საპოვნელას“ შეხვდა. მოგეხსენებათ, „საბურთალო“ საშინაო მატჩებს ბენდელაზე მართავს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ 21 ოქტომბერს იუნიორთა ახალგაზრდულ ლიგაზე დედაქალაქური კლუბი დანიურ მიდტიულანდს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს, გადაწყდა, რომ საპოვნელასთან მატჩიც ვაკეში ჩატარებულიყო.

აქამდე „საბურთალო“ 10 ქულით მე-8 ადგილს იკავებდა, თერჯოლელები კი 5 ქულით მე მე-12 საფეხურზე იმყოფებოდნენ.

პირველი ნახევარი განსაკუთრებულად სახიფათო მომენტებით არ გამორჩეულა.

მე-16 წუთზე ამბროლაძე ცენტრიდან დაიძრა და მარცხნივ ბუხაიძეს პასი გაუკეთა, თუმცა ამ უკანასკვნელმა ბურთის მიღება ვერ მოახერხა. ორ წუთში იაშვილი თერჯოლელთა საჯარიმოში შევიდა, თუმცა ამ გარღვევას შედეგი არ მოჰყოლია. 33-ე წუთზე ისევ მარჯვნიდან ამჯერად ხორხელმა ჩააწოდა, რასაც გოშთელიანის თავური დარტყმა მოჰყვა, მეკარე გიორგაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომელსაც კვლავ გოშთელიანის ამჯერად მახვილი კუთხიდან არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. ცოტახანში მამუჩაშვილმა ბურთს ფეხი ააცილა, ბუხაიძემ ბურთი იქვე მიიღო, შეტევის ბოლო მომენტში კი „საბურთალოს“ შვიდმა ნომერმა თავისი შეცდომა გამოასწორა და „საპოვნელას“ მოთამაშის დარტყმულს გადაეღობა. ერთ წუთში თავის ფლანგზე აქტიურმა იაშვილმა დარტყმა სცადა, ამჯერად სტუმართა მცველებმა ივარგეს – კუთხური. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ტყეშელაშვილის კარგი პასის მიუხედავად, ბუხაიძემ დარტყმა ვერ მოახერხა.

საბურთალო-საპოვნელა_750
საბურთალო-საპოვნელა_7504

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო გამოდგა, რაც ანგარიშზეც აიოსახა. პირველივე წუთზე მარჯვნიდან „საპოვნელას“ საჯარიმოში სოფრომაძე შევიდა, მეკარეს თავზე ბურთი ვერ გადაუდგო, თანაც მცირედით დაშავდა კიდეც, მაგრამ თამაშის გაგრძელება შეძლო. 53-ე წუთზე გოშთელიანის პასით ხორხელმა გოლი გაიტანა, მაგრამ გვერდითა მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. 57-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა „საპოვნელას“ კარს შორიდან დაუმიზნა, ბურთი ძელს მოხვდა, ერთ წუთში, დაახლოებით მსგავსი პოზიციიდან, იაშვილმა დაარტყა – ამჯერად ანაგრიში გაიხსნა. ორ წუთში იაშვილი მეტოქის საჯარიმოში კვლავ შევიდა, თუმცა ამჯერად დიდი მანძილით ააცილა.

საბურთალო-საპოვნელა_74

სათქმელია, რომ 66-ე წუთისთვის „საპოვნელას“ მთავარმა მწვრთნელმა მამუკა ხუნდაძემ სამივე ცვლილება გამოიტენა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მეტოქეს არაერთი პრობლემა შეუქმნეს. მანამდე, 70-ე წუთზე ბიძინაშვილმა შორიდან დარტყმა კვლავ სცადა, ამჯერად ვერ გაიტანა. ერთ წუთში ბანძელაძის თავურის შემდეგ ბუხაიძეს „საბურთალოს“ კარში თავით გატანა არ გასჭირვებია. სტუმართათვის სამწუხაროდ, მსაჯმა ალამი აწია და თამაშგარე დაფიქსირდა – ანგარიში უცვლელი დარჩა. 75-ე წუთზე ამბროლაძის შორეული ქურდაძემ მოიგერია, დამატებაზე ვერც ბუხაიძემ გაიტანა, იქვე მყოფმა ტყეშელაშვილმა კი მახვილი კუთხიდან კარს გადააცილა – „საბურთალო“ გაშვებულ გოლს ისევ გადაურჩა. 79-ე წუთზე თბილისური კლუბის მეკარეს ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან შეცვლაძე შესული აბესაძის ჯარიმის მოგერიება მოუწია. 82-ე წუთზე ჯარიმა ბუხაიძემაც შეასრულა – „საპოვნელამ“ ანგარიში ვერც ამჯერად გაათანაბრა. სამაგიეროდ, ორ წუთში სტუმრებმა თავისი გაიტანეს, როდესაც ქურდაძე აბესაძის დარტყმულს გაუმკლავდა, მაგრამ მოგერიების შემდეგ ბურთი ძელსაც მოხვდა, იქვე მყოფ ბუხაიძეს თავით ბურთს კარში შეტანა ვერც ახლა გაუჭირდა. თითქოს, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ უდნა შეცვლილიყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „საპოვნელას“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რითიც გურამ გოშთელიანმა ისარგებლა და მატჩის ბოლოს თავის გუნდს მაინც მოაგებინა.

საბოლოოდ, 2:1 და „საბურთალო“ 13 ქულით, მინიმუმ ხვალამდე, მე-7 პოზიციაზე რჩება.

„საბურთალო“ – „საპოვნელა“ 2:1
გოლები: იაშვილი 58′, გოშთელიანი 90+’ – ბუხაიძე 84′

„საბურთალო“: ქურდაძე, თოთაძე, ჩაბრაძე, იაშვილი (ვაჭარაძე 80′), სოფრომაძე (ფანცულაია 77′), ხორხელი, მამუკაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე (რუხაძე 76′), ალთუნაშვილი, გოშთელიანი


„საპოვნელა“:
გიორგაძე, ენდელაძე, რობაქიძე, შალამბერიძე, ბანძელაძე, შუღლაძე (მურადაშვილი 53′), ამბროლაძე, ჯიმშელიშვილი (აბესაძე 66′), მაკარიძე (ზეინპლიშვილი 64′), ტყეშელაშვილი, ბუხაიძე

გაფრთხილებები: ბიძინაშვილი 300′, თთაძე 87′ – ბანძელაძე 27′

სულთანიშვილი: „ალბათ, გამოცდილება გვაკლია“

„შუქურასთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩი თბილისის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველმა ერეკლე სულთანიშვილმა შეაფასა, რომელიც ტრავმის შემდეგ მეოდანზე სწორედ ამ შეხვედრში დაბრუნდა.

„თამაში საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. არაერთი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, ალაბთ, გამოცდილება გვაკლია. „შუქურა“ კარგი გუნდია და თამაშიდან გამომდინარე, შედეგი ლოგიკურია. იმედია, ფორმაში რაც შეიძება მალე დავბრუნდები“, – განაცხადა სულთანიშვილმა.

ცნობისთვის, „ლოკომოტივი“ ოთხი ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 ადგილს იკავებს.

„ლოკომოტივმა“ და „შუქურამ“ სეზონში ფრედ პირველად ითამაშეს

საქართველოს ჩემპიონატის მეექვსე ტურის მეორე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის „ლოკომოტივმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა. „რკინიგზელები“ აქამდე 3 ქულით მე-12 ადგილს იკავებდნენ, აჭარლები კი 6 ქულით მათზე ორი პოზიციით უფრო მაღლა იყვნენ.

თამაშის პირველი ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი იყო – გუნდბეი მხოლოდ რამდენიმე სახიფათო შეტევით გამოირჩნენ. მდგომარეობა, მეტ-ნაკლებად, ტაიმის ბოლოს გაუმჯობესდა. 35-ე წუთზე გიორგი თექთურმანიძე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში კარგად შევიდა, მისი არც ისე ძლიერი დარტყმის ხელში აღება „შუქურას“ მეკარისთვის პრობლემა არ ყოფილა. ცოტა ხანში ვასილ მაისურაძეს იძულებითი ცვლილება მოუწია – გიორგი გაბაძემ ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ადგილი გიორგი დუმბაძემ დაიკავა. 44-ე წუთზე ზვიად ქანთარია ფლანგიდან ცენტრისკენ დაიძრა და მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ცვლილების უფლება „შუქურამაც“ გამოიყენა – ელგუჯა ლობჟანიძემ ილია კერძივაძე შეცვალა. 49-ე წუთზე კიკნაძემ შეუტია და დაარტყა კიდეც, მეკარე ამჯერადაც ადგილზე იყო. სამ წუთში დუმბაძე მარჯვენა ფლანგიდან კარგად დაიძრა და მეტოქის საჯარიმოშიც შეიჭრა, ქანთარია პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი ბურთი აეჭრა. 56-ე წუთზე ფლანგიდან შეტევა სტუმრებმაც სცადეს, ჩელებაძის ჩაწოდებულს მეკარე ადვილად დაეუფლა. ოთხ წუთში „შუქურას“ შემადგენლობიდან ლუკა გუგუჩიას ნაცვლად რევაზ გეწაძე შემოვიდა. სათქმელია, რომ გუგუჩია მოედნის დატოვებისას ძალიან უკმაყოფილო იყო. 66-ე წუთზე ჩელებაძის მიერ შესრულებული ჯარიმა კედელში მდგომ მოთამაშეს მოხვდა, დანიშნული კუთხირის შემდეგ კი ცხოვრებოვმა გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა, როდესაც კართან ახლოს მდგომი ცხოვრებოვის დარტყმული მეკარე ბაჩო მიქავამ საჯარიმოს ხაზზე აიღო. სტუმრები თვლიდნენ, რომ ბურთმა კარის ხაზი მთლიანად გადაკვეთა, მაგრამ მთავარ არბიტრს ჟენერი ხორავას სულ სხვა აზრი ჰქონდა. ერთ წუთში „ლოკომოტივმაც“ შეუტია, ამჯერად თამაშში „შუქურას“ კარის დარაჯი თეიმურაზ კაკალაძე ჩაერთო,რომელმაც კიკნაძის დარტყმა მოიგერია. 73-ე წუთზე იმავე კიკნაძემ კვლავ უშედეგოდ დაუმიზნა, ისევ ერთ წუთში კი ფლანგიდან შეჭრილი გეგეჩკორის დარტყმის შემდეგ „ლოკომოტივი“ მეკარის ოსტატობის დახმარებით გაშვებულ გოლს გადაურჩა. ცოტა ხანში ჩელებაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მასპინძელთა კარის ბადეს მხოლოდ გარედან მოხვდა. 81-ე წუთზე დიასამიძემ მეტოქის საჯარიმოში პაპუაშვილის მიმართულებით საკმაოდ კარგად ჩააწოდა, რომ არა შარიქაძის მეორე სართულზე საიმედო თამაში, ანგარიში, შესაძლოა, გახსნილიყო კიდეც. მსაჯიერ მიერ კომპენსირებული დროის მესამე წუთზე „ლოკომოტივი“ ნამდვილად გადარჩა – ბაგაევმა ეგრედ წოდებული „მაკრატელა“ ბრწყინვალედ შეასრულა, თუმცა სტუმართათვის სამწუხაროდ, ბურთი მეტოქის კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე გატანილი გოლი კი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

საბოლოოდ, სანახაობრივი მეორე ტაიმის მიუხედავად, გუნდებმა ვერც ერთ გოლი ვერ გაიტანეს. ამრიგად, მიმდინარე სეზონში როგორც თბილისელებმა, ასევე ქობულეთელებმა ფრე პირველად ითამაშეს. შემდეგ ტურში „შუქურა“ „საბურთალოს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლოკომოტივი“ თერჯოლაში „საპოვნელასთან“ ჩავა.

„დინამო“ – „ზუგდიდი“: მსაჯთა ვინაობა ცნობილია

„დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოსა“ და „ზუგდიდს“ შორის საქართველოს უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურის მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია.

როგორც ზუგდიდელთა ოფიციალური საიტი ადასტურებს, მთავარი არბიტრად ამ შეხვედრაში გიორგი კიკაჩეიშვილი იმუშავებს, გვერდითა მსაჯების ფუნქციებს ზ. ფიფია და დ. გვეტენაძე შეასრულებენ. რაც შეეხება მეორე მსაჯს, დამხმარე ამ თამაშში არსენ ნონიკაშვილი იქნება.

ცნობისთვის, „დინამო“ – „ზუგდიდის“ შეხვედრა ხვალ, 18:00 საათზე დაიწყება.

ამჟამად „დინამო“ 12 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, თბილისელებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ, „ზუგდიდი“ კი 1 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

ცნობილაძე: „ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ“

საქართველოს უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურამდე თბილისის „დინამო“ და „სამტრედია“ სატურნირო ცხრილს 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობდნენ. „დინამოელებმა“ მეოთხე ტურში მარტვილის „მერანს“ ანგარიშით 4:1 სძლიეს და წარმატებული სერია გააგრძელეს, სამტრედიელები კი თბილისში „საბურთალოსთან“ ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ. აღნიშნული მატჩის შეფასება „სამტრედიას“ ახალგაზრდა ნახევარმცველ დაჩი ცნობილაძეს ვთხოვეთ, რომელმაც ამ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი გოლი გაიტანა.

„თამაში დაძაბული იყო, საწყის წუთებში გაგვიჭირდა, რასაც კონცენტრაციის დაკარგა და გოლის გაშვება მოჰყვა. წაგების მიზეზი მთელ რიგ შემთხვევებში უყურადღებოდ თამაში და მომენტების გამოუყენებლობა იყო. ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, რომელიც ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ.

დღეს ბურთის კონტროლი და კომბინაციური თამაში ვერ გამოგვივიდა. წინა მატჩებში, ამ მხვრივ, გაცილებით კარგად გამოვიყურებოდით. ჩემი აზრით, ეს ჩვენი ბრალია, რადგან მეორე ტაიმში, როდესაც მობილიზება შევძელით და ჩვენს სათამაშო სტილს დავუბრუნდით, მეტი მომენტიც შევქმენით“, – გვიამბო ცნობილაძემ.

ამ წაგების შემდეგ „სამტრედია“ ცხრა ქულით მეოთხე ადგილზე დაეშვა. შემდეგ ტურში გიორგი ცეცხლაძის გუნდი „მერანს“ მიიღებს, მანამდე კი თასის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ცხინვალის „ლიახვს“ უმასპინძლებს.