ოფიციალურად: მაცარი „უოტფორდს“ გაწვრთნის

„უოტფორდმა“ ვალტერ მაცარის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა. იტალიელი თავისი მოვალეობის შესრულებას 2016 წლის 1 ივლისიდან დაიწყებს.

კიკე სანჩეს ფლორესის ხელმძღვანელობით „უოტფორდმა“ ამ სეზონში ინგლისის თასის 1/2 ფინალამდე მიაღწია, პრემიერლიგაში კი მე-13 პოზიცია დაიკავა.

„ინტერიდან“ გათავისუფლების შემდეგ მაცარი 2014 წლის შემოდგომიდან უმუშევარი იყო. ბოლო დროს 54 წლის ფეხბურთის სპეციალისტი მანჩესტერში ცხოვრობდა და ინგლისურ ენას სწავლობდა.

მაცარიმ იაპონელები უარით გაისტუმრა

“ინტერის” ყოფილმა დამრიგებელმა ვალტერ მაცარიმ იაპონიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან ცოტა ხნის წინ ხავიაერ აგირე გაათავისუფლეს.

იტალიური პრესის ცნობით, იაპონელებმა მაცარის კანდიდატურაზე ფიქრი ჩეზარე პრანდელის უარის შემდეგ დაიწყეს. იტალიაში იმაზე საუბრობენ, რომ მაცარის ცოტა ხნის წინ “რომა” და “ფიორენტინა” დაუკავშირდნენ.

 

მაცარის კიდევ ერთი შანსი

“ჩეზენასთან” მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვება “ინტერისთვის” უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში პირველი გახდა.

დადებითი რეზულტატის შემდეგ მილანური კლუბის პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ “სამპროდიასთან” და “პარმასთან” გასამართი ორი უახლოესი შეხვედრა კლუბის მწვრთნელისთვის გადამწყვეტი იქნება. ასე რომ, ვალტერ მაცარის თამანდებობის შენარჩუნების კიდევ ერთი შანსი მიეცა.

“მწვრთნელის პრობლემების ყველა მხრიდან უნდა შევხედოთ. ვნახოთ, როგორ წარიმართება ორი უახლოესი მატჩი. სეზონის მსვლელობისას მწვრთნელის შეცვლა კარგი არ არის. მაცარის კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ” – განაცხადა ტოჰირმა.

რა შემთხვევაში გაუშვებს ინტერი მაცარის?

ჩემპიონატში ზედიზედ ორი წაგების გამო “ინტერში” ვალტერ მაცარის გათავისუფლებაზე დაფიქრდნენ. იტალიური პრესის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ მილანელები შემდეგ ტურში წააგებენ, ერიკ ტოჰირი მწვრთნელის შეცვლას გადაწყვეტს. უახლოეს შეხვედრა “ინტერს” “ნაპოლისთან” უწევს.

მილანში მაცარის შესაძლო შემცვლელზე ფიქრობენ და ამ პოსტზე ვალტერ ძენგას კანდიდატურას მოიაზრებენ. განიხილება დიეგო სიმეონეს და სინიშა მიხაილოვიჩის ვარიანტებიც.

ვალტერ მაცარი: ”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ”

”კალიარისთან” განამადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, ”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან მარცხის მიზეზებზე ისაუბრა.

”შესაძლოა, შემადგენლობის არჩევაში რაღაც შეცდომები დავუშვი. ვფიქრობდი, რომ გუნდი, ამ კვირაში შესანიშნავ ფორმაში იყო და ფიზიკურ მომზადებას, სათანადო ყურადღება აღარ მივაქციე, ამიტომ შემადგენლობაში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ზედიზედ მე-3 ან მე-4 შეხვედრაში მოუწიათ თამაში.”

”კალიარი” შეუჩერებელი აღმოჩნდა, ჩვენ კი ფიზიკურად ვერ გავუძელით.”

”ვიდიჩი? ის ძლიერია და შესანიშნავი ლიდერის ფუნქციები გააჩნია, ამიტომ არ მივეცი მას დასვენების საშუალება, მაგრამ იგი გადაღლილი აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე ვერ ვიხილეთ მისი ჩვეული თამაში.”

”ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ. რაღაც ცვლილებებს განვახორციელებ, დავაკვირები ფეხბურთელებს და გავიგებ, თუ ვის შეუძლია ზედიზედ 4 მატჩის თამაში და ვის არა.” – განაცხადა მაცარიმ.

ტევესი: ”ინტერი” უკვე ძლიერია”

”იუვენტუსის” არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა ”ინტერის” ხელმძღვანელობა წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკა მიულოცა და “ინტერის” შესახებ ისაუბრა.

”ინტერი” არის კიდევ ერთი დიდ გუნდი იტალიურ ფეხბურთში. ”ნერაძურიმ” სატრანსფერო ბაზარზე ძლიერი და გამოციდლი ფეხბურთელები დაიმატა: მედელი, ოსვალდო, მ’ვილა, ვიდიჩი.  მაცარის სახით მათ უძლიერესი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც საკუთრი საქმის პროფესიონალია. მან იცის თუ როგორ მოამზადოს გუნდი კარგად თამაშისთვის.”-განაცხადა ტევესმა

მაცარი: “იდეალური ფეხბურთი ვაჩვენეთ”

იტალიის სერია A-ს II ტურში მილანის “ინტერმა” “სასუოლო” ანგარიშით 7:0 გაანადგურა.

“ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი კმაყოფილი დარჩა არამხოლოდ მატჩის საბოლოო შედეგით, არამედ თამაშის ხარისხითაც.

“გასული სეზონიც ასეთივე სტილში დავასრულეთ, თუმცა მას შემდეგ გუნდი ცოტაოდენ შეიცვალა.
ფლანგის ნახევარმცველებს ვუთხარი, რომ სწრაფად და აგრესიულად ემოქმედათ.
სწორედ ასეთი ფეხბურთი მომწონს. ვთვლი, რომ იდეალური ფეხბურთი ასეთ სტილში და ტემპში თამაშით მიიღწევა”, – ციტირებს მაცარის სიტყვებს Goal.com-ი.

იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილის სანახავად გადადით ბმულზე: http://fanebi.com/cxrilebi/

 

მაცარის სანაკრებო დონეზე მუშაობა არ სურს

მილანის „ინტერის“ მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის ანტონიო კონტეს ირგვლის შექმნილ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა „ნერიაძურის“ თავკაცმა აღნიშნულ თემაზე საუბარი არ ისურვა. იქვე ისიც დაამატა, რომ სანაკრებო დონეზე მუშაობა არ სურს.

„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. თითოეული ჩვენგანი რაღაც არჩევანს აკეთებს. არ მაინტერესებს, რა ხდება სხვა კლუბებში და არც კონტეს ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე მინდა კომენტარის გაკეთება.

ვისურვებდი თუ არა ნაკრებში მუშაობას? ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მიყვარს, როდესაც ზეწოლას ვგრძნობ. მე ჩემს ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობა უფრო მიზიდავს“, – განაცხადა მაცარიმ.

 

ტოჰირი: “მაცარი რჩება”

“ინტერის” პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი დაკავებულ თანამდებობას შეინარჩუნებს.

“მაცარი რჩება. ჩვენ კონტრაქტი გვაკავშირებს, რომლის დარღვევას არც ვაპირებთ.

ფანების კარგად მესმის. სეზონი წარმატებულიო ნამდვილად არ იყო, მაგრამ მწვრთნელს შანსი უნდა მივცეთ. ახალი სეზონი გუნდში სტაბილური სიტუაციით უნდა დავიწყოთ, რათა შემდეგ პროგრესის საშუალება გვქონდეს” – განაცხადა ტოჰირმა.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება “ინტერის” პრეზიდენტმა “ლაციოსთან” მოგებულ მატჩამდე გააკეთა.

ვალტერ მაცარი: „პროგრესის ნიშნებს ვხედავ“

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაცარი თვლის, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში უკეთ გამოიყურება, ვიდრე – გასულ სეზონში.

„პროგრესის ნიშნებს ვხედავ. ტაქტიკა და გუნდური მუშაობა გაუმჯობესდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ კლუბმა შესაძლებლობის ფარგლებში სეზონი მაღალ პოზიციაზე დაასრულოს. სეზონის საბოლოო შედეგის ხილვის შემდეგ უფრო ადვილი იქნება სამომავლო გეგმების დასახვა.

ვისაც გუნდში დარჩენა სურს, გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ყველაფერს განვსაზღვრავთ. მაღალ დონეზე დასარჩენად მუდმივი კონცენტრაცია არის საჭირო. ეს ადვილი საქმე არ გეგონოთ, რამდენიმე ფეხბურთელი ამისთვის მზად არ არის“, – მაცარის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ვალტერ მაცარის ორმატჩიანი შანსი

გუშინ, ტურინის „იუვენტუსთან“ უშანსოდ დამარცხების შემდეგ (1:3), მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაცარის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა.

„ნერიაძურის“ მიმდინარე წელს გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია, უმეტესი შეხვედრები კი მისი დამარცხებით დასრულდა. მილანური გუნდი იტალიის თასის გათამაშებიდანაც გამოვარდა. „ინტერს“ აქტივში 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე დაეშვა.

„სპორტ მედიასეტისა“ და „კალჩო მერკატოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ „ნერიაძური“ უახლოეს ორ მატჩში დადებით შედეგს ვერ მიაღწევს, მაცარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ.

„ინტერი“ 9 თებერვალს მაჩანჩალა „სასუოლოს“ მიიღებს, 15 თებერვალს კი „ფიორენტინას“ ესტუმრება.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ „ინტერი“ უპრობლემოდ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს XXII ტურის ცენტრალური მატჩი ტურნიში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა

ვნებათაღელვა მატჩამდე კარგა ხნითა დრე დაიწყო. სტადიონის მიმართულებით მიმავალი „ინტერის“ ავტობუსს გზაზე „ბებერი ქალბატონის“ ტიფოზები ხვდებოდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამის გამო, არ არის გამორიცხული, „ბიანკონერი“ დასაჯონ კიდეც. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძლებს პირველივე წუთზე ჰქონდათ დაწინაურების შანსი, თუმცა კარლოს ტევესს სტუმართა კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ახლო მანძილიდან ორჯერ აუღო. მე-16 წუთზე ტურინელებმა მაინც გაიტანეს: ანდრეა პირლომ საჯარიმოში გენიალური პასი გაუკეთა უყურადღებოდ დარჩენილ სტეფან ლიხტშტაინერს და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ჰანდანოვიჩის კარის ბადე პირველად შეარხია — 1:0. ვერ ვიტყვით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ „ინტერი“ უპირატესობას დაეუფლა, პირიქით – „იუვენტუსის“ შეტევები უფრო მწვავედ გამოიყურებოდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ინტერმა“ კარგი კონტრიერიში მოაწყო, როდესაც „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელი სტუმართა გუნდის სამი მოთამაშის წინააღმდეგ აღმოჩნდა, თუმცა მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გასულმა როდრიგო პალასიომ ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ნახევარი „ბებერმა ქალბატონმა“ მინიმალური უპირატესობით მოიგო.

მეორე ტაიმი კვლავ „იუვენტუსის“ აქტურობით დაიწყო და ამან შედეგი დებიუტშივე გამოიღო:  ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა, რომლის მოწოდების შემდეგაც მილანელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხეს და შეტევაში წასულმა ჯორჯო კიელინიმ ახლო მანძილიდან ჰანდანოვიჩი მეორედ დაამწუხრა. სათქმელია, რომ დისკვალიფიცირებული ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ კიელინის ჰქონდა მორგებული.

56-ე წუთზე არტურო ვიდალის ჯერი დადგა. „ინტერის“ დაცვა ჩავარდა. მართალია, ახლო მანძილიდან პოლ პოგბას დარტყმული ჰანდანოვიჩმა მოიგერია, მაგრამ ვიდალის დამატებაზე სლოვენიელმა მეკარემ რეაგირება ვეღარ მოახერხა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა — 3:0.

71-ე წუთზე „ინტერმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. გოლიც ამჯერადაც კუთხურს მოჰყვა, რის შემდეგაც ტურინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით როლანდომ ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.

საბოლოო ჯამში, „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. „ბებერ ქალბატონს“ აქტივში 59 ქულა აქვს და მთელი 9 ქულით უსწრებს მადევარ „რომას“, რომლის შეხვედრაც „პარმასთან“ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. მეექვსეადგილოსან „ინტერს“ 33 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
22-ე ტური
„იუვენტუსი“—„ინტერი“ 3:1 (1:0)

„იუვენტუსი“: სტორარი, ბარძალი (კასერესი 63′), ლიხტშტაინერი (ისლა 82′), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ვიდალი, ასამოა, პოგბა, ტევესი, ლორენტე (ვუჩინიჩი 86′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, ჟონათანი (დამბროზიო 58′), როლანდო, კამპანიარო, ნაგატომო, ჟუანი, კუზმანოვიჩი (მილიტო 55′), ალვარესი, ტაიდერი, კოვაჩიჩი (ბოტა 66′), პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.

გოლები: ლიხტშტაინერი 16′, კიელინი 47′, ვიდალი 56′ — როლანდო 71′.
გაფრთხილებები: პოგბა 59′ — კუზმანოვიჩი 13′, ალვარესი 73′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი.

ბექა დოგრაშვილი