„დალასი“ და ფაჩულია „ტორონტოსთან“ დამარცხდნენ

ეროვნული საკალაბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის მატჩში „დალას მავერიკსმა“ „ტორონტო რეპტორსი“ მიიღო. სათქმელია, რომ აქამდე კანადელებს სამიდან სამი მოგება ჰქონდათ. „რეპტორსმა“ ამჯერადაც იმარჯვა და მეტოქეს ანგარიშით 102:91 სძლია.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ხსენებულ შეხვედრაში 4 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ჯამში, ზაზას სათამაშო დრომ 28 წუთი შეადგინა.

ამჟამად „მავერიკსი“ კონფერენციაში 7-10 ადგილს იყოფს. 4 მატჩიდან დალასელებმა 2 მოიგეს და, შესაბამისად, ორში დამარცხდნენ.

ფაჩულიას 16 ქულა, 12 მოხსნა და გამარჯვება ლოს ანჯელესში

ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. დღეს, გამთენიისას მისმა „დალას მავერიკსმა“ ლოს ანჯელესში „ლეიკერსი“ 103:93 დასცა და ამ საქმეში ქართველის წვლილი დირკ ნოვიცკისთან ერთად უდიდესია.

ფაჩულია დალასელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ზაზა იყო ერთადერთი მოთამაშე „მავერიკსში“, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა.

ამ შედეგამდე ერთი მოხსნა დააკლდა სუპერვარსკვლავ დირკ ნოვიცკის, რომელმაც 25 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გერმანელმა ფორვარდმა 8-დან 7 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დნ 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულია ნოვიცკის შემდეგ დალასელთაგან შედეგიანობით მეორე იყო. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 10-დნ 8 საჯარიმო ჩააგდო.

ფაჩულიამ დაჩრდილა ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი როი ჰიბერტი, რომელიც ლოსანჯელესელებმა პაუ გასოლის შემცვლელად გუნდში „ინდიანიდან“ მიიყვანეს. როი „ლეიკერსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 4 ქულა, 8 მოხსნა და 2 დაფარება მოაგროვა. მეორე კალათბურთელი, რომელმაც ამ შეხვედრაში ორმაგი დუბლი მიითვალა, ლეიკერსელი ჯულიუს რენდალი გახლდათ. ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ჯულიუსი გასული, 2014 წლის დრაფტის მე-7 ნომერია, რომელმაც შარშან, ნბა-ს სადებიუტო მატჩში ხელი მოიტეხა და მთელი სეზონი გუცდა. ახლა ის მოყოჩაღებულია და „ლეიკერის“ სასარგებლოდ ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვლა – 22 ქულა, 14 მოხსნა.

2 მოგებითა და 1 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 4 ნოემბერს შინ, აღმოსავლეთის დაუმარცხებელ გუნდ „ტორონტოსთან“ გამართავს.

GBF.GE

ნოვიცკი: „ფაჩულიაზე ჭკვიან ცენტრთან არ მითამაშია“

გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „დალას მავერიკსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა, რომელშიც „ფინიქს სანსს“ ესტუმრა და ანგარიშით 111:95 გაიმარჯვა. აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მატჩის შემდეგ მისი თამაში „მავსის“ ლიდერმა, ვეტერანმა დირკ ნოვიცკიმ შეაფასა.

„არამგონია, აქამდე მასზე ჭკვიან ცენტრთან მეთამაშა. ის ბურთს კარგად ხსნის და მოთამაშეებს გახსნის საშუალებას აძლებს. ზაზა კარგი ასისტენტია და მართაც კარგად თამაშობს“, – ციტირებს ნოვიცკის ESPN-ის კორესპონდენტი ტიმ მაკმაჰონი.

ზაზა ფაჩულია: “მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ლიტვის ნაკრებთან გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ მეტოქემ ქართველებს შეცდომები არ აპატია.

“ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი ჩვენივე შეცდომები იყო. მეოთხე მეოთხედში ყველაფერი შეიცვალა. როცა ლიტვის ნაკრების დონის გუნდთან თამაშობ, შეცდომები არ გეპატიება. მეტოქემ დაგვსაჯა და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა.

ლიტველებს ამ ეტაპზე ადრეც უთამაშიათ და რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ, რა უნდა გაკეთებინათ. რაც შეგვეხება ჩვენ, შეგვეძლო, მოგებით ისტორია დაგვეწერა”, – თქვა მატჩის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ.

იგორ კოკოშკოვი: „საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა“

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით ჩვენი ნაკრების უკანახაზელი ჯეიკობ პულენი გამოცხადდა.

ჯეიკობ პულენი:

– ჩვენმა ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი დაცვა ითამაშა. ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. დაცვაში გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ და ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით დავასრულეთ.ვერავის გამოვარჩევ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა. ისინი, ვინც მოედანზე არ გამოვიდნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალას გვმატებდა.

იგორ კოკოშკოვი:

– გახარებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ იპოვა თავისი თამაში. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მთავარი გადამწყვეტი კომპონენტი დაცვა იყო. დავეთანხმები ჯეიკობს, რომელმაც გუნდური და დაცვითი თამაში გამოარჩია. ამის გარეშე წარმოუდგენელი იყო ისეთი ძლიერი ნაკრების დამარცხება, როგორიც ხორვატიაა. ჩვენმა ნაკრებმა დამტკიცა, რომ არაა აუტსაიდერი და იმედი მაქვს, საფრანგეთშიც მოვახერხებთ ჩვენი სიტყვის თქმას.

თამაშის მერე კომენტარები გააკეთეს ქართველმა კალათბურთელებმა:

თორნიკე შენგელია: „ძალიან მოტივირებულად დავიწყეთ და მართალია, პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წავიდა. მჯერა, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს“.

მანუჩარ მარკოიშვილი: „მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მაკედონიასთან მატჩისას მიღებული დადებითი ემოციები დღესაც გადმოგვყვა და ნაკრებმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა. ამოსავალი წერტილი კვლავაც დაცვაში თამაში იყო. როდესაც ისეთი ძლიერი გუნდისგან, როგორც ხორვატიაა, მხოლოდ 58 ქულას იღებ, ნამდვილად შეგიძლია იამაყო. იმედია, ახლა, ჰოლანდია წააგებს და ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება“.

დუდა სანაძე: “უაღრესად კმაყოფილები ვართ. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი ძალების ვირწმუნეთ და ეს, შედეგებზეც აისახა. ძალიან გვინდა, რომ ჯგუფის ბოლო მატჩი საჩვენოდ დასრულდეს და მერვედფინალში გავიდეთ”.

ზაზა ფაჩულია: „დღეს მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები. მარცხიანი სტარტის შემდეგ, მაკედონიასთან მოგებამ დიდი საქმე გაგვიკეთა, რადგანაც გუნდში უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო. დავამტკიცეთ, რომ როდესაც სწორად ვთამაშობთ, საქართველოს ნაკრებს ძლიერი მეტოქეების დამარცხება ძალუძს. ნამდვილად დასანანი იქნება, თუკი ასეთი ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს მიღმა დარჩება“.

GBF.GE

ზაზა ფაჩულია „დალასში“ ოფიციალურად ჩაირიცხა

საქართველოის ნაკრების ცენტრის ზაზა ფაჩულიას „მილუოკი ბაქსიდან“ „დალას მავერიკსში“ გადასვლა ჯერ კიდევ ერთ კვირის წინ გადაწყდა, თუმცა მხარეებმა აღნუშნული გაცვლა მხოლოდ დღეს დაადასტურეს.

„მილუოკის“ ცენტრის სანაცვლოდ „დალასმა“ შემდეგი დრაფტის მეორე რაუნდში არჩევანის უფლება დათმო. „მავერიკსმა“ ქართველ მოთამაშეს ყურადღება მას შემდეგ მაიქცია, რაც დეანდრე ჯორდანისგან უარი მიიღო – ამ მოთამაშემ „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ დარჩენა გადაწყვიტა.

განვლილი სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში ზაზამ 73 მატჩი ჩაატარა, აქედან 45 მან სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მისმა საშუალო მონაგარმა 8,3 ქულა, 6,8 მოხსნა და 2,4 გადაცემა შეადგინა. რაც შეეხება პლეიოფს, აქ ექვს მატჩში მისი საშუალო მაჩვენებელი შემდეგია: 6,7 ქულა, 6,7 მოხსნა, 1,5 გადაცემა და 1,7 ჩაჭრა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ზაზა ფაჩულია „მილუოკის“ წერილით დაემშვიდობა.

ზაზა ფაჩულია „მილუოკის“ წერილით დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრების ცენტრის ზაზა ფაჩყლიას „დალას მავერიკსში“ გადასვლა უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ოფიციალურად ქართველ მოთამაშეს „დალასი“ სულ მალე წარადგენს. მანამდე ქართველი მოთამაშე თავის უკვე ყოფილ კლუბ „მილუოკი აბქსს“ დაემშვიდობა და წარმატება უსურვა.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენი სიყვარულისთვის სათანდო მადლობას ვერც კი გადახიდით. მიხარია, რომ „ბაქსში“ ვთამაშობდი და მილუოკიში ვცხოვრობდი. წარმატებას და წინსვლას გისურვებთ“, – დაწერა ფჩულიამ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

ფაჩულია და „მილუოკი“ პლეიოფს დაემშვიდობნენ

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის მეექვსე მატჩში „მილუოკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულზთან“ შინ გამანადგურებელი ანგარიშით 66:120 დამარცხდა, რითაც სერიაში მეოთხე მატჩი დათმო (4:2) და, შესაბამისად, მიმდინარე სეზონში ასპარეზობას გამოეთიშა.

ხსენებულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია „ირმების“ მხრიდან ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა. 17 წუთში ფაჩულიას მონაგარმა 8 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი შეადგინა.

რაც შეეხება „ჩიკაგოს“, მისი რიგებიდან 20 ქულით, 4 მოხსნითა და 3 პასით მაიკლ დანლივი-უმცროსი გამოირჩა.

ფაჩულიამ და „მილუოკიმ“ სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს

ღამით „მილუოკი ბაქსსა“ და „ჩიკაგო ბულზს“ შორის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა. ამჯერად „ირმები“ „ხარებთან“ ჩავიდნენ. შეხვედრა კვლავ საინტერესო გამოდგა და „მილუოკის“ გამარჯვებით 94:88 დასრულდა.

რაც შეეხება „ბაქსის“ ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ შეხვედრაში 9 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, რითაც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა. ამრიგად, სერიაში ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა, არადა, ჩიკაგოელები მას ანგარიშით 3:0 იგებდნენ.

„ბაქსის“ რიგებში საუკეთესო 22 ქულით, 8 მოხსნიდა და 9 პასით მაიკლ კარტერ-უილიამსი იყო. „ხარების“ მხრიდან კი 25 ქულითა და 10 მოხსნით პაუ გასოლი გამოირჩა.

სერიის შემდეგ შეხვედრას გუნდები 30 აპრილს მილუოკიში გამართავენ.

ფაჩულიამ NBA-ს პირადი რეკორდი დაამყარა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ღამით „მილუოკი ბაქსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მეოთხე მატჩში „ჩიკაგო ბულზი“ ორი ქულით – 92:90 დაამარცხა, რითაც სერიაში ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 

ხსენებულ მატჩში ზაზა ფაჩულიამ 8 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა NBA-ში ჩაჭრების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე ზაზას ერთ შეხვედრაში 6 ჩაჭრა არასდროს ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ სერიის შემდეგი მატჩი 27 აპრილს ჩიკაგოში გაიმართება.

ფაჩულიამ და „მილუოკიმ“ „ჩიკაგოს“ მეოთხე მატჩში მოუგეს

„ჩიკაგო ბულზთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის სამი მატჩის წაგების შემდეგ „მილუოკი ბაქსმა“ სხვაობის შემცირება შეძლო. დაძაბულ შეხვედრაში „ირმებმა“ „ხარებს“ შინ ორი ქულით – 92:90 სძლიეს.

პირველ მეოთხედში „ბულზმა“ 4 ქულით – 19:23 გაიმარჯვა, თუმცა მასპინძლებმა მეორე მეოთხედში წონასწორობა აღადგინეს – დიდი შესვენების წინ ტაბლოზე ანგარიში 50:50 დაფიქსირდა. მესამე მეოთხედში „მილუოკი“ წინ ორი ქულით გავიდა, რამაც შეხვედრის შედეგზე გავლენა იქონია – ბოლო თორმეტმა წუთმა კვლავ თანაბრად ჩაიარა.

რაც შეეხება „მილუოკის“ ქართველ ლეგიონერ ზაზა ფაჩულიას, ცენტრმა 8 ქულა, 6 მოხსნა, 6 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.

სერიის შემდეგი მატჩში 27 აპრილს ჩიკაგოში შედგება.

„მილუოკი“ – „ჩიკაგო“ 92:90 (19:23, 31:27, 23:21, 19:19)

„მილუოკი“: მეიო (18 ქ. 4 ჩ.), დადლი (!3 ქ. 5 პ.), ებილისი (10 ქ. 5 პ.), ადეტოკუნბო (10 ქ. 8 მ.), მიდლტონი (10 ქ.), ფაჩულია (8 ქ. 6 მ. 6 ჩ. 1 პ.)
„ჩიკაგო“: ბატლერი (33 ქ. 7 მ. 3 ჩ.), გასოლი (16 ქ. 10 მ. 5 დ.), როუზი (14 ქ. 6 პ. 5 მ. 8 დ.), დანლივი (10 ქ. 5 მ.)

ანგარიში სერიაში: 1:3

სხვა მატჩების შედეგები:

„ბრუკლინ ნეთსი“ – „ატლანტა ჰოუქსი“ – 91:83 (31:16, 16:24, 20:22, 24:21)

ანგარიში სერიაში: 1:2

„ნიუ-ორლეან პელიკანსი“ – „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ 98:109 (24:31, 30:36, 13:21, 31:21)

ანგარიში სერიაში: 0:4

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – „მემფის გრიზლისი“ 109:115 (19:24, 30:38, 26:23, 34:30)

ანგარიში სერიაში: 0:3

როგორ გასცდა როუზი ზაზა ფაჩულიას და მის სამ თანაგუნდელს (ვიდეო)

„მილუოკიოსთან“ პლეიოფის სერიის მესამე მატჩში „ჩიკაგოს“ ლიდერი დერიკ როუზი სამ მეტოქეს გასცდა, რის შემდეგაც ბურთი ერთი ხელიდან მეორეში გადაიტანა და მეტოქის ფარში ჩააგდო.