23 აგვისტოს, 18:00 საათზე ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ზესტაფონი და დინამო თბილისი დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.
დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 33– ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ– 48/31 არის.
დინამო – ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით ოთხი შეხვედრა დასრულდა. 2012/2013 სეზონის ბოლო ტურის მატჩში 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით– 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს თბილისელები ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად– 1:5 წააგო.
დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს- 10:1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6:0 და 6:1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.
უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის 3 მაისს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება მასპინძელი გუნდის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გოლები ჩისკომ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.
fcdinamo.ge