“ევერტონის” ლიდერმა, რომელუ ლუკაკუმ აღიარა, რომ მისთვის ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა პრობლემას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლუკაკუ 2014 წელს საკუთარი გუნდიდან გაუშვა.
ბელგიელ თავდამსხმელს, რომელმაც წლევანდელ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა, “გუდისონ პარკის” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. რომელუს მამა თვლის ,რომ მისი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი “მანჩესტერში” ან “ბაიერნში” გადასვლა იქნება.
“ზოგი ალბათ თვლის, რომ მე მასზე ნაწყენი უნდა ვიყო, თუმცა ეს ასე არ არის. 3 წლის წინ 20 წლის ვიყავი და ჩემი დიდ გუნდში თამაში არც ისე ეფექტური იქნებოდა.
რამოდენიმე კარგმა სეზონმა, მათ შორის მიმდინარემ, ყველაფერი შეცვალა. მაისში 23 წლის გავხდები და შეიძლება კლუბის დატოვებაც გადავწყვიტო.
რაც შეეხება მამაჩემის ნათქვამს, მესმის რისი თქმა უნდოდა მას. “ბაიერნი” და “მანჩესტერი” ის კლუბებია, რომელთა შეტევაზე ორიენტირებული თამაშიც ბავშვობიდან მაკვირვებდა. ეს ორი კლუბი მამაჩემს ძალიან მოსწონს.”