Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩინური სუპერ ლიგის კიდევ ერთი სამიზნე ჟოზე მოურინიოა, რომლითაც “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდება.
როგორც იცით, ბოლო დროს ჩინური კლუბები ძალზედ გააქტიურდნენ, გადაიბირეს რა ალექს ტეიშეირა, ჯექსონ მარტინესი და რამირესი.
პორტუგალიელის ძირითადი მიზანი ჩინეთში არსებული სიტუაციის გაანალიზება და ჩემპიონატის გაუმჯობესება იქნება, რათა ჩინური სუპერ ლიგა ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ევროპულ ჩემპიონატებს.