მოურინიო: “სურს ფალკაოს თამაში? აჯობოს დიეგო კოსტას”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბში იჯარით მოთამაშე რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს სათანადო სათამაშო დრო არ ეძლევა იმის გამო, რომ იგი დიეგო კოსტას კონკურენციას ვერ უწევს.

“ფალკაომ დიეგო კოსტას უნდა აჯობოს. ჩვენ ერთი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ვიყენებთ იმ ფორვარდს, რომელიც უკეთეს ფორმაშია. ეს პირდაპირი კონკურენციაა. ჩვენთან საუკეთესოები თამაშობენ. რაც შეეხება ჭორებს იმის შესახებ, რომ ფალკაოს კლუბიდან წასვლა სურს, მე მას ყოველდღე ვესუაბრები. უცნაურია, რომ პრესამ იცის ის, რაც მე არ ვიცი”, – მოურინიოს სიტყვებს A Bola აქვეყნებს.

 

“ჩელსის” ფეხბურთელები მოურინიოს განუდგნენ?

ბრიტანული პრესის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ ამხედრდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის მხრიდან მხარდაჭერა დაკარგა. მეტიც, გუნდის მთავარი მოთამაშეები მოურინიოს მეტსახელით მოიხსენიებენ, რაც დანარჩენი ფეხბურთელების თვალში პორტუგალიელ სპეციალისტს ავტორიტეტს კიდევ უფრო ულახავს.

სხვადასხვა წყაროების ცნობით, “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დიეგო სიმეონეს კანდიდატურა განიხილება.

 

ინგლისის პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი

წარმოგიდგენთ ინგლისის პრემიერლიგაშ მომუშავე 11 ყველაზე ამღალანაზღაურებადი სპეციალისტის სიას.

11. „The Telegraph“-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასში“ ალან პარდიუს ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონ ფუნტს შეადგენს. ზამთარში ინგლისელი „ნიუკასლიდან“ თითქმის მშობლიურ კლუბში გადავიდა და მოღვაწეობა, ტრადიციულად, ძალიან კარგად დაიწყო.

Barclays Premiership 2014/15 - Stoke v Crystal Palace
9-10. ტიმ შერვუდი („ასტონ ვილა“) – £2 მილიონი. ბირმინგემელთა ცუდი სტარტის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, სულ მალე არა ამ მწვრთნელის ხელფასზე, არამედ მის გათავისუფლებისთვის მიღებულ კომპენსაციაზე საუბარი მოგვიწევს.

Aston Villa v Arsenal - FA Cup Final
9-10 მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“) – £2 არგენტინელის ხელფასი პარდიუს კომპენსაციაზე ოდნავ მეტია, რაც სავსებით დამსახურებულია.

Tottenham Hotspur v Crystal Palace - Premier League
8. სემ ელერდაისი („სანდერლენდი“) – დაახლოებით £ 2,5 მილიონი. „ვესტ ჰემიდან“ წასვლის შემდეგ სემ ელერდაისი უმუშევარი დიდიხნით არ დარჩენილა. „სანდერლენდის“ პრემიერლიგაში დარჩენის შემთხვევაში, სპეციალისტი ბონუსის სახით ასევე დამატებით ორ მილიონ ფუნტს მიიღებს.

Football - Sunderland v Borussia Monchengladbach - Under 21 Premier League International Cup Group D - Stadium of Light - 12/10/15 Sunderland manager Sam Allardyce in the stands before the match Action Images via Reuters / Lee Smith Livepic EDITORIAL USE ONLY.
6-7. რობერტო მარტინესი („ევერტონი“) – £ 3 მილიონი. 2014 წლის ზაფხულში ესპანელმა მერსესაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც მას 2015 წლის ზაფხულში, ალბათ, არ შესთავაზებდნენ.

Everton v Liverpool - Premier League
6-7. სლავენ ბილიჩი („ვესტ ჰემი“) – £ 3 მილიონი. ოლიმპიურ სტადიონზე და პრემიერლიგასთან ახალი სატელევიზიო კონტრაქტის გაფორმების შემდეგ „ვესტ ჰემმა“ თანხის მწვრთნელზე დახარჯვა გადაწყვიტა.

Peterborough United v West Ham United - Pre Season Friendly
5. მანუელ პელეგრინი („მანჩესტერ სიტი“) – £ 4 მილიონი. მიუხედავად იმისა, რომ ჩილელი სპეციალისტის „სიტიდან“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრს საუბრობდნენ, ზაფხულშ მან „ქალაქელებთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

Manuel-Pellegrini11-1
4. იურგენ კლოპი – £ 7 მილიონი. „ლივერპულმა“ წინა კვირას ნამდვილად დიდი ფსონი დადო და ახლა სათანადო შედეგის მიღწევასაც იმედოვნებს.

Jürgen Klopp
3. ლუი ვან გაალი – £ 7,3 მილიონი. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ, ძველი დიდების დასაბრუნებლად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ თანხას არ ზოგავს.

Louis van Gaal
2. არსენ ვენგერი – £ 8,3 მილიონი. „არსენალს“ 10 წლის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის ხელფასის გარდა, ყველაფერზე ეკონომია შეეძლო.

wenger
1. ჟოზე მოურინიო – £ 8,5 მილიონი. პორტუგალიელის წლიური შემოსავალი 1,5-2-ჯერ მეტია, თუმცა მას ერთ ხელფასზე ცხოვრებაც შეუძლია.

Jose Mourinho

მოურინიოს დისკვალიფიკაცია მისცეს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაცია მისცა. პორტუგალიელი სპეციალისტი “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის (1:3) შემდეგ მსაჯის მკაცრად გაკრიტიკებისთვის დასაჯეს.

მაშინ მოურინიომ თქვა, რომ არბიტრს მისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების ეშინოდა.

მოურინიო დისკვალიფიცირებულია პრემიერლიგის ერთი მატჩით. პორტუგალიელს არამხოლოდ მწვრთნელისთვის განკუთვნილ ადგილას ყოფნა, არამედ სტადიონზე მისვლაც კი აეკრძალა. გარდა ამისა, “ჩელსის” თავკაცი 50 ათასი ფუნტითაც დაჯარიმებულია.

2016 წლის 13 ოქტომბრამდე საჯარო სივრცეში ანალოგიური განცხადების გაკეთების შემთხვევაში, მოურინიოს სტადიონზე დისკვალიფიკაცია მყისიერად მიესჯება.

 

მოურინიო უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო (ფოტო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (0:1) ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაესწრო. პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

უცნობია უკრაინაში მოურინიოს ვიზიტის მიზანი, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტის ცნობით, პორტუგალიელი მწვრთნელი კიევის “დინამოს” ნახევარმცველ ანდრეი იარმოლენკოს დააკვირდა, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა.

Mourinho

“ჩელსი” მოურინიოსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ლონდონის “ჩელსი” კლუბის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება, რომ ცუდი შედეგების გამო პორტუგალიელი სპეციალისტს მალე კლუბიდან გაათავისუფლებენ.

“კლუბი სრულად ენდობა ჟოზეს. როგორც თავად ჟოზემ თქვა, შედეგები არცთუ სახარბიელოა და გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ის მწვრთნელი გვყავს, რომელსაც სიტუაციის გამოსწორება შეუძლია და მას ჰყავს გუნდი, რომელიც ამას გააკეთებს”, – ნათქვამია “ჩელსის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

მოურინიო: “სულელური შეცდომების გამო დავისაჯეთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ლონდონის “ჩელსი” სტუმრად “პორტუსთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი სულელური შეცდომების გამო დაისაჯა.

“კარგი თამაში იყო ორი სულელური შეცდომით. ზოგჯერ ასეთ შეცდომებს უშვებ, მაგრამ არ ისჯები, ჩვენ კი დავისაჯეთ.

არაერთხელ ვნახეთ, როგორ ასრულებს “პორტუ” კუთხურებს. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, თუმცა როდესაც თამაშს ვაკონტროლებდით, ზუსტად მაშინ მივიღეთ გოლი და სწორედ ეს არის სასაცილო.

მეორე ასეთი შეცდომა მაშინ დავუშვით, როდესაც მეტოქემ ბურთი ძელს გაარტყა. ეს შეცდომები რომ არ ჩავთვალოთ, თანაბარი თამაში იყო. ფეხბურთელები კარგად მოქმედებდნენ.

“პორტუ” ძლიერი მეტოქეა, “დრაგაოზე” თამაში რთულია”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com-ი.

ცნობისთვის, “ჩელსი” მიმდიანრე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 11 მატჩიდან უკვე მეხუთედ დამარცხდა.

 

ჩამოართმევს თუ არა ხელს მოურინიო იკერ კასილიასს?

„პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მეკარე იკერ კასილიასთან დაკავშირებულ კითხვას ელოდებოდა და ამ თემაზე ჟურნალისტს კითხვის დასმამდე ესაუბრა.

„ვიცი, რაც უნდა მკითხოთ. დიახ, კასილიასს მატჩის დაწყებამდე ან მისი დამთავრების შემდეგ აუცილებლად მივესალმები. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მას ხელს ჩამოვართმევ. მოდით, ამ თემაზე მეტი არაფერი მკითხოთ“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტა.

მოურინიო: „არსენალის“ ყველა ფეხბურთელი მომწონს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს აზრით, „არსენალის“ შემადგენლობას ინგლისის ჩემპიპნატის მოგება შეუძლია.

„არსენალის“ ყოველი ფეხბურთელი მომწონს. თუ რომელიმე მათგანი თავისუფალი აგენტი გახდება და „ემირეითზე“ არ დარჩება, მას აუცილებლად დავიმატებ. ამ გუნდის ყველა მოთამაშე მომწონს. ვფიქრობ, „არსენალს“ საჩემპიონო შემადგენლობა ჰყავს. მეტიც, ასეთი შემადგენლობით გუნდს ყოველწლიურად უკეთესად თამაში შეუძლია“, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

დე ბრუინე: „ჩელსიში“ ყოფნის პერიოდში მოურინიოს მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინემ ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა, როდესაც მას სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.

„ამ ორ წელიწადში ძალიან შევიცვალე. ახლა სულ სხვა ადამიანი ვარ – მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და უბრალოდ სათამაშო პრაქტიკა არ გამაჩნდა.

არანაირი ახსნა არ მიმიღია, მოურინიოს მხოლოდ ორჯერ ვესაუბრე. პირველად „ბაზელთან“ მატჩის წინ, მაშინ ის დამპირდა, რომ შანსს მომცემდა. მეორედ კი მას ვუთხარი, რომ წასვლა მსურს. „ჩელსი“ სწორედ უშანსობის გამო დავტოვე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვვარჯიშობდი“, – განაცხადა კევინმა.

მოურინიო შესაძლოა, სექსიზმის გამოვლინებისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯონ

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა, სექსიზმის გამოვლინებისთვის დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის I ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს მოურინიო კლუბის ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ. მოგვიანებით კარნეიროსა და კლუბის კიდევ ერთ მედიკოს ჯონ ფირნს “ჩელსის” მატჩებსა და ვარჯიშებზე საქმიანობის განხორციელება შეუჩერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში ანონიმური წერილი შევიდა, რომელშიც მოურინიოს სექსიზმში ადანაშაულებენ. თუ პორტუგალიელ მწვრთნელს დამნაშავედ სცნობენ, მას შესაძლოა, ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ ევა კარნეირო და ჯონ ფირნი მიმდინარე კვირის განმავლობაში კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და მათ “ჩელსის” მატჩებზე საკუთარი ფუნქციების შესრულება უკვე შეეძლებათ.

 

ლემანი: „არ ვიცი, გამოასწორებს თუ არა სიტუაციას მოურინიო“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მეკარემ „ჩელსის“ სეზონის ცუდი სტარტის შესახებ ისაუბრა.

„შესაძლოა, მოურინიოს სურს, უჩვენოს ხალხს, რომ ცუდ სტარტთან ერთადაც კი ადამიანს ჩემპიონად ჩამოყალიბება შეუძლია და ეს კვლავ ორიგინალურად შეფასდება. ისინი „მანჩესტერ სიტის“ 11-12 ქულით ჩამორჩებიან, ამიტომაც რაიმე მნიშვნელოვანის ჩვენება ნამდვილად საჭიროა. არ ვიცი, მოურინიოს ეს გამოუვა თუ არა“, – განაცხადა ლემანმა.