დროგბას ბედს აბრამოვიჩი გადაწყვეტს

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელ დიდიე დროგბას მომავალს კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი გადაწყვეტს.

37 წლის კოტ დივუარელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ სათამაშო კარიერას კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივებს, თუმცა ფეხბურთელს “ჩელსისთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აპირებს ამ სიტუაციაში ჩარევას და იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად აბრამოვიჩი მოაგვარებს.

დროგბას სამი ვარიანტი აქვს: “ჩელსისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის სამწვრთნელო შტაბში დასაქმება ან სხვა გუნდში გადასვლა. გადაწყვეტილებას ფეხბურთელთან ერთად აბრამოვიჩიც მიიღებს.

“აბრამოვიჩთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ვფიქრობ, გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს.

ეს კლუბის საშინაო საქმეა, რომელიც მისტერ აბრამოვიჩმა უნდა გადაწყვიტოს. მას სურს, რომ დიდიე საკუთარი სურვილის მიხედვით მოიქცეს, თუმცა აბრამოვიჩმა მას ეს უნდა უთხრას.

ცხადია, რომ დროგბა უკვე შევიდა კლუბის ისტორიაში. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია”, – მოურინიოს კომენტარი ბრიტანულმა გამოცემა “მირორმა” გამოაქვეყნა.

მოურინიო კლუბის პრესატაშეს გაეხუმრა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო წინასამატჩო პრესკონფერენციაზე თავის პრესატაშე სტივ ატკინსზე ადრე მივიდა და მასთან გახუმრება სცადა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს შესთავაზა: “როდესაც სტივი შემოვა, ვუთხრათ, რომ პრესკონფერენცია უკვე დასრულებულია და მივდივართ”.

ცოტა ხანში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მოურინიოს შესთავზა, რომ თავად დაესვა მედიის წარმომადგენლებისთვის კითხვები.

საბოლოოდ, საპრესკონფერენციო დარბაზში პრესატაშე გამოჩნდა, მოურინიო უმალ წამოხტა სავარძლიდან, ჟურნალისტებს დაემშვიდობა და გასასვლელისკენ გაეშურა, თუმცა მალევე გაჩერდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.

 

მოურინიო: “აზარის ყოველი ფეხი 100 მილიონი ღირს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯოზე მოურინიომ მისი გუნდის ბელგიელი ნახევარმცველი შეაქო.

ამ კვირაში ედენ აზარს ახალი ჭორები აუგორეს. პრესის თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გადაბირებით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული.

“ის მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში შედის. ედენის ყოველი ფეხი 100 მილიონად ფასობს”.

“არ მჯერა “რეალზე” დაკავშირებული ჭორების. აზარმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. კლუბთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მჯერა, თუ რამე მოხდება, პირველი მე შემატყობინებენ,”-განაცხადა მოურინიომ.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ედენ აზარმა 31 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

მოურინიო: „ზიდანის სიტყვები არ მადარდებს“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ მეორე გუნდის თავკაცის ზინედინ ზიდანის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „ბლანკოსი“ ედენ აზარითაა დაინტერესებული.

„ედენმა „ჩელსისთან“ კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ თავისი სურვილით გაახანგრძლივა. მას ეს გუნდი და ეს ლიგა ძალიან მოსწონს. თავის მომავალს ის ჩვენთან აკავშირებს. არამგონია, მას წასვლა სურდეს. შესაბამისად, ზიდანის სიტყვები არ მაგარდებს.

რა ღირს აზარი? ეს კარგი კითხვაა. მისი პასუხის რამდენიმე ვერსია მაქვს“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

მოურინიო: “მანჩესტერი ბურთს დროის 99% ფლობდა, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს”

ჟოზე მოურინიო კმაყოფილია მისი გუნდის თამაშით, მიუხედავად იმისა, რომ “ჩელსის” თამაშის სტილს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს.

“წითელი ეშმაკები” მატჩის უმეტესობა ბურთს 70%-იანი უპირატესობით ფლობდნენ, თუმცა ამან პორტუგალიელს ხელი არ შეუშალა, ტაქტიკურად ლუი ვან გაალი დაემარცხებინა.

“მე მიყვარს ასე,”-უპასუხა პორტუგალიელმა Sky Sports-ის კითხვას, როდესაც კითხეს, თუ როგორი კმაყოფილი იყო სტატისტიკით.

“შეიძლება, მანჩესტერი ბურთს დროის 99% ფლობდა, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს. ამით პრობლემა არ შემექმნა. მთავარია სტრატეგია, თორემ სტატისტიკას მეორეხარისხოვანს ვთვლი”.

ამ გამარჯვების შემდეგ, ხუთი ტურით ადრე, “ჩელსიმ” “არსენალს” 10 ქულით გაასწრო.

დიეგო ლოპესი: „მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ“

„მილანის“ მეკარემ დიეგო ლოპესმ„Canal Plus“-ის ეთერში 2013 წელი გაიხსენა, როდესაც „სევილიარან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა და „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა.

„მოურინიო გამესაუბრა და „რეალში“ გადასვლაში დამარწმუნა. მან მითხრა, რომ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება ერთი წლით ადრეც სურდა.

შემდეგ ჟოზემ ისიც ახსენა, რომ კარში საუკეთესო მეკარეს დააყენებდა. მთავარია, ვარჯიშზე თავი გამოგვეჩინა. იკერის წინააღმდეგ მას არაფერი ჰქონდა და მისი საყვარელი ფეხბურთელი არც ვყოფილვარ“, – განაცხადა ლოპესმა.

მოურინიო: „იმედია, კოსტა ოთხ მატჩზე მეტს არ გამოტოვებს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავდამსხმელ დიეგო კოსტას ტრავმის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კოსტამ ტრავმა „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში მიიღო.

„წინ რვა მატჩი გველის., ნორმალური იქნება, თუ დიეგო მათ შორის მხოლოდ ოთხს გამოტოვებს. სამი შეხვედრის გამოტოვების შემთხვევაში, ჩემი პროგნოზი გამართლდება. ხუთ შეხვედრაში მის გარეშე თამაში კი ძალიან ცუდი იქნება“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: „დიეგო კოსტა რამდენიმე კვირას ნამდვილად გამოტოვებს“

„სტოკ სიტისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურნიომ დიეგო კოსტას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ცნობისთვის, ფორვარდს ტრავმის გამო მოედნის დატოვება უკვე შეხვედრის მე-11 წუთზე მოუწია.

„ყველაზე გამოკვლევა და სამედიცინო შემოწმება ჩავატარეთ. კოსტა ორი დღე 100%-თ მუშაობდა.

სამედიცინო შტაბი და თავად ფეხბურთელი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის ის მზად არ იყო, თუმცა გუნდის დახმარება მაინც შეეძლო.

სამედიცინო შტაბი, რომელიც ამბობს, რომ 2-3-კვირიანი ტრავმისგან გამოჯანმრთელებას ერთი თვე დასჭირდება, ჩემთან არ იმუშავებს.

უცნობია, კოსტა რამდენი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ის სახლში უნდა დაბრუნდეს და 48 საათი მოიცადოს, შემდეგ დიეგო კიდევ ერთ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს. რამდენიმე კვირას ის ნამდვილად გამოტოვებს. სეზონის ბოლომდე კიდევ 7-8 კვირაა და ამ პერიოდის ნახევრისთვის კოსტა მზად უნდა იყოს“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

კოსტა: „მოურინიომ სიმშვიდის შენარჩუნება გვირჩია“

„ჩელსის“ თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ განაცხადა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელებს მშვიდად ყოფნისკენ მოუწოდა.

„ჩვენს მწვრთნელს არაერთი ჩემპიონატი აქვს მოგებული და მან იცის, თუ როგორ იმოქმედოს ასეთ სიტუაციებში. მან გვითხრა, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ის მართალია, რადგან ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

ვიცით, რომ პრემიერლიგა რთულია. ამიტომაც, აუცილებლად უნდა მოვუმატოთ. ტიტული ჩვენს ხელშია და მისი მოგების შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება“, – ციტირებს კოსკოსტა:ტას „დეილი მირორი“.

იხილეთ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების თავკაცობა უნდა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

„მსურს, პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ვუთავკაცო. თუმცა, თუ ეს სურვილი არ ამისრულდება, ტრაგედია ნამდვილად არ მოხდება.

რაც შეეხება ჩემს კარიერას, ვფიქრობ, კიდევ 15-20 წლის განმავლობაში ვიმუშავებ. სამსახურისგან სიამოვნებას ვიღებ, ბრძოლა, მოგება და წაგება თანაბრად მიყვარს“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

პეპე: „მოურინიო არ მენატრება“

მადრიდის „რეალის“ მცველმა პეპემ განაცხადა, რომ მას კარლო ანჩელოტის თავკაცობით მუშაობა მოსწონს და ჟოზე მოურინიო არ ენატრება.

„მოურინიო არ მენატრება. ეს სხვა ეპოქა იყო, რომელიც დსასრულდა. ვერ ვიტყვი, რომ ანჩელოტი მკაცრი არ არის. ის ორიგინალურ ვარჯიშებს წარმოგვიდგენს და ჩვენგან ბევრს ითხოვს. მოურინიოსთან შედარებით, მისი მუშაობა უფრო ინტენსიურია“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ინგლისსა და შოტლანდიაში მოურინიო საუკეთესოა

ინგლისსა და შოტლანდიაში მოასპარეზე 123 ფეხბურთელს შორის ჩატარებული გამოკითხვით, ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო იდეალურ მენეჯერად დასახელდა.

შეკითხვაზე, თუ ვისი ხელმძღვანელობით ისურვებდნენ თამაშს, ფეხბურთელთა უმეტესობამ პორტუგალიელის სასარგებლოდ გასცა პასუხი.

მოურინიო 48%-ით პირველზეა, მეორე ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” მესაჭეს, პეპ გვარდიოლას ერგო(31%), მომდევნო ადგილებზე გასულები კი, ჟოზეს და პეპს ძალზე დიდი სხვაობით ჩამორჩებიან. “არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მხოლოდ 8% მიიღო, “დორტმუნდის” თავკაცმა იურგენ კლოპმა კი 6%, “ვესტ ჰემის” დამრიგებელმა სემ ელერდაისმა 6%, ხოლო ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მხოლოდ 1%-ს დააჯერეს.