რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯი ხსნის, რატომ უჩვენა ზიდანს წითელი ბარათი

2006 წლის მსოფლიიოს ჩემპიონატის ფინალში, რომელშიც იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები უპირისპირდებოდბნენ ერთამენთს, ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის გულ-მკერდის არეში თავი ჩაარტყა და იტალიელიც ძირს დაეცა. მთავარმა არბიტრმა, ჰორასიო ელისონდომ ფრანგთა კაპიტანს წითელი ბარათი უჩვენა.

12 წლის შემდეგ ნახსენები არბიტრი ფინალში მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

“დავინახე, რომ ჩემიდან 30-40 მეტრის მანძილზე მატერაცი ძირს იწვა. ამიტომ, მე გავაჩერე თამაში. ჩემს თავს ვკითხე, “ოუ, რა შეიძლება, მომხდარიყო?” სწრაფადვე, გადამცემით ვკითხე ასისტენეტებს, “რა მოხდა?” გასაკვირად, მათ მითხრეს, რომ არაფერი დაუნახავთ. გავიფიქრე, რომ პრობლემა მქონდა. მაგრამ ჩემი დამცველი ანგელოზი გამოჩნდა: მეოთხე მსაჯი, ლუის მედინა კანტალეხო. მან მითხრა: “ჰორასიო, ჰორასიო, ზიდანმა მატერაცის ძლიერად თავი ჩაარტყა. როცა ვიდეოს ნახავ, ამას ვერ დაიჯერებ. როდესაც დანაშაულის ადგილზე დავბრუნდი, გადაწყვეტილება მიღებული მქონდა, რომ ზიდანი მოედნიდან გამეგდო,” – ამბობს ელისონდო.

ჟირუ: “ზიდანს გავუტოლდი და ამ მიღწევას ვერავინ წამართმევს”

ოლივიე ჟირუს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში 31 გოლი დაუგროვდა. ზუსტად ამდენივე აქვს გატანილი ზინედინ ზიდანს, რომელსაც ამ შედეგის დასაფიქსირებლად 108 შეხვედრა დასჭირდა. ხოლო, “ჩელსის” თავდამსხმელმა კი თავის 73-ე მატჩში (მაისში, ირლანდიის წინააღმდეგ) შეაგდო 31-ე გოლი. ოლივიე “ზიზუსთან” ერთად ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილს ინაწილებს. მათ მხოლოდ დავიდ ტრეზეგე (34), მიშელ პლატინი (41) და ტიერი ანრი (51) უსწრებენ.

ჟირუმ მიღწევაზე ისაუბრა.

“გავუტოლდი ზიდანს და ეს ის არის, რასაც ვერავინ წამართმევს. ტრეზეგეს სამით მეტი გოლი აქვს გატანილი. მინდა, მას გადავუსწრო და, რაც შეიძლება, მეტი გოლი შევაგდო. პიროვნული გადმოსახედიდან, ეს სრულიად ობიექტური და ამბიციური ნათქვამია,” – ამბობს ლონდონელთა შემტევი.

გვარდიოლა: “ზიდანმა უჩვეულო რამ გააკეთა”

ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და ამის შემდეგ გუნდი დატოვა. ეს, გარკვეულ დონეზე, ჰგავდა პეპ გვარდიოლას წასვლას კატალონიის “ბარსელონადან”.

ჟირონაში მიმდინარე გოლფის ტურნირზე მყოფ გვარდიოლას ფრანგზე ჰკითხეს.

“ჩვენ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა არ მოგვიგია, ამიტომ მისი წასვლის მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ. რაც ზიდანმა და მისმა ფეხბურთელებმა გააკეთეს, ქებას იმსახურებს. მწვრთნელები, ჩვეულებრივ, იმიტომ ტოვებენ კლუბს, რომ ცუდი შედეგები დააფიქსირეს. ზიდანის ასეთი საქციელი კი, ძალიან უჩვეულო იყო. არის რამე საერთო ჩვენს შორის? კი, სამწუხაროდ, თმა. მე მას დიდ პატივს ვცემ. ის, როგორც ფეხბურთელი, კუმირი იყო. მას შევადარებ ლუის ენრიკეს, რომელმაც ასევე ბევრი ტიტული მოიგო “ბარსელონაში” და ისე დატოვა კლუბი,” – აცხადებს გვარდიოლა.

“რეალის” გამოსამშვიდობებელი ვიდეო ზინედინ ზიდანს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ზინედინ ზიდანმა ოფიციალურად დატოვა. კლუბი ფრანგ მწვრთნელს, რომელმაც ორ წელსა და ხუთ თვეში გუნდს ცრხა ტიტული მოაგებინა, ემოციური ვიდეოთი ემშვიდობება.

 

ვის მიიჩნევენ ბუკმეკერები “რეალის” მთავარი მწვრთნელობის ფავორიტებად?

ყველასათვის გასაკვირად, მადრიდის “რეალი” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, თავისივე სურვილით დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას “ზიზუ”, ან ვინ შეცვლის მას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ტოტალიზატორები “რეალის” მთავარ მწვრთნელზე დანიშვნის მთავარ ფავორიტად არსენ ვენგერს მიიჩნევენ (2.00; 3/1).

ზიდანის შემცვლელად ანტონიო კონტეც განიხილება, რომლის შანსებსაც ბუკმეკერები 3.00 კოეფიციენტით განსაზღვრავენ. განიხილება გუტის ვარიანტიც (4.00), პოჩეტინოსა (6.00) და მაურისიო სარის (7.00) კანდიდატურებთან ერთად.

ფლორენტინო პერესი ზიდანის წასვლას გამოეხმაურა

მადრიდის “რეალში” გატარებული სამი ბრწყივნალე წლის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა, ყველასათვის მოულოდნელად კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ფრანგის ეს ქმედება კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, განიხილა.

“ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ, მისი ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო. ძალიან ცუდი დღეა ჩემთვის, ფეხბურთელებისა და ფანებისთვის.

მან ძალიან კარგად იცის, რომ ისევე როგორც ფეხბურთელი, ასევე მწვრთნელი, ყოველთვის სასურველი იყო ჩემთვის. მინდოდა ის კიდევ დიდი ხნით დარჩენილიყო ჩვენთან. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვუთხრა – ეს კლუბი შენი ოჯახია.

გუშინ სახლში მივაკითხე იმის სანახავად, იყო თუ არა მზად. მითხრა, რომ დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში. მადლობას ვუხდი მას ყველაფრისთვის, რაც “რეალისთვის” გააკეთა.

არ მინდა მას დავემშვიდობო – “მალე გნახავ”. დარწმუნებული ვარ, რომ ის “რეალში” დაბრუნდება”, – აცხადებს ფლორენტინო პერესი.

ზიდანი თავის მომავალზე: “არ გეტყვით…”

საუბარია იმასთან დაკაშირებით, რომ თუ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო და წელს უტიტულოდ დარჩა, მას “რეალიდან” აბარგება მოუწევს. ვიგოს “სელტასთან” დაპირისპირებამდე წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ფრანგს თავის მომავალზეც ჰკითხეს.

“არ ვაპირებ, ახლა ზუსტი პასუხი, “კი”, ან “არა” გითხრათ. ამას არ გეტყვით! კიევის ფინალის შემდეგ, რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება,” – ამბობს “ბლანკოსის” დამრიგებელი.

 

ზიდანი: “ლა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგებია, თუმცა ჩემპიონთა ლიგა საუკეთესო ტურნირია”

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის 37-ე ტურში მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის ბოლო საშიანო მატჩს გამართავს. მისი მეტოქე ვიგოს “სელტა” იქნება.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩვენ ვართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ ტიტულის დაცვა გვსურს. ეს ის ჩემპიონატია, რომლის მოგებაც ყველას უნდა. დიახ, მე ვთქვი, რომ ლა ლიგა ყველაზე რთულად მოსაგებია, თუმცა, საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგა საუკეთესოა. გვინდა, სეზონის ბოლო საშინაო მატჩი დამაჯერებლად ჩავატაროთ. სირცხვილი იქნება, რომ ჩვენს სტადიონზე უკანასნელი შეხვედრა სათანადოდ ვერ ვითამაშოთ. გვსურს, ჩვენი ფანები ამ გამარჯვებით გავახალისოთ.”

“კრიტიკა? ამის კონტროლი არ შეგვიძლია. ეს ცხოვრების ნაწილია. თუ ამ სამუშაოს ვაკეთებთ, კრიტიკასაც უნდა შევეგუოთ მაშინ, როცა საქმე კარგად არ მიგვდის. შეცდომა ის არაა, რომ კონკრეტული ფეხბურთელები ცოტას თამაშობენ, შეცდომა ყველა ჩვენგანშია და, პირველ რიგში, ეს ჩემშია. ყველა ერთ ნავზე ვართ, თუმცა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ჩემზეა,” – ამბობს “ზიზუ”.

ზიდანი: “ტრავმები? რონალდუ, ისკო და კარვახალი კიევში 150%-ით იქნებიან!”

ხვალ მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის 34-ე ტურის მატჩს ანდალუსიის “სევილიასთან” ჩაატარებს. დაპირისპირებამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“წარმოუდგენელი ის არის, რომ რონალდუ, ტრავმის მიღებიდან 48 საათის შემდეგ, ჩვეულებრივად დადის. ეს მის ამბიციაზე მეტყველებს. თუმცა, არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის “ვილიარეალთან”, ლა იგის ბოლო მატჩის გამართვას. თუმცა გეტყვით, რომ, როგორც ის, ასევე კარვახალი და ისკო, მზად იქნებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის. ამას 150%-ით ვამბობ. პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილნი, როცა ჩვენს ფეხბურთელებს ტრავმა აქვთ. როგორც მწვრთნელს, მევალება, გუნდი ვათამაშო ჩემს მიერ შერჩეული შემადგენლობით. ლა ლიგის ბოლო მატჩებშიც ამას ისე გავაკეთებ, როგორც შესაძლებელი იქნება,” – ამბობს ზიდანი.

ხამეს როდრიგესი: “ბერნაბეუსთან” კარგი გრძნობები მაკავშირებს”

დღეს მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” და მიუნხენის “ბაიერნი” ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

“ბლანკოსის” კუთვნილებაში მყოფმა და “რეკორდმაისტერში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ძალიან მიხარია, რომ ერთი წლის შემდეგ “ბერნაბეუზე” ვბრუნდები. ეს ჩემი სახლი იყო და მასთან კარგი გრძნობები მაკავშირებს. არ მინდა, ვინმეს რამე დავუმტკიცო, ან რევანშზე ვიფიქრო; უბრალოდ, მსურს, ჩემს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში დავეხმარო. “რეალს” თუ გავუტან, ამას არ აღვნიშნავ. აქ სამი უნიკალური წელი გავატარე, როცა საერთოდ ყველაფერი მოვიგე. ეს პატივისცემის საკითხია და ამას ვითვალისწინებ. ზიდანის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. არ ვარ გაბრაზებული და კონკრეტულად მისისდამარცხებაც არ მსურს. უბრალოდ, მოწყურებული ვარ, რომ კარგი თამაში ჩავატარო,” – ამბობს ხამესი.

ზიდანი: “არ ვიცი, რატომ მოიგო “რეალმა” ჩემს ხელში მეტი ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე ლა ლიგა”

დღეს “რეალსა” და “იუვენტუსს” შორის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი მატჩი შედგება. ამ დაპირისპირებამდე “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“არ ვიცი, რატომ მოიგო “რეალმა” ჩემს ხელში მეტი ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე ლა ლიგა. ამის ახსნა არ შემიძლია. ჩვენ ყველაფრის მოგება გვსურს, თუმცა ზოგჯერ, კონკრეტულ ასპარეზზე საქმე სათანადოდ არ მიდის. ამის მაგალითი ეს სეზონია. გვქონდა რთული დრო, განსაკუთრებით, მაშინ, როცა გატანა გვიჭირდა – თუმცა, ახლა ეს ფაზაც გამოვასწორეთ. მინდა, ჩემპიონთა ლიგა მოვიგო – ანუ გავაკეთო ყველაზე რთული რამ. სწორედ ეს სურთ ბიჭებსაც.”

“უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, ხესუს ვალეხო მწყობრშია და მას შეუძლია დაცვაში დანაკლისის (ნაჩო და რამოსი, ავტ.) შევსება გარკვეულ დონეზე. ბენზემა ისევ ისე აკეთებს სამქეს, როგორც ადრე ასრულებდა. თუმცა, მან მეტი გოლი უნდა გაიტანოს. მთავარია, რომ მუდამ შრომობს და ცდილობს, უკეთესი იყოს,” – აცხადებს “ზიზუ”.