ზიდანის ახალი მიღწევა!

დღეს მადრიდის “რეალმა” “სევილია” 120-წუთიან ბრძოლაში ანგარიშით 3-2 დაამარცხა და სუპერთასის ტიტულს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ “ბლანკოსის” მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ნახსენები ტიტული ფეხბურთელის რანგში უკვე მოგებული ჰქონდა. დღეს კი ფრანგი სპეციალისტი გახდა ადამიანი, რომელმაც ერთგავრი დუბლი შეასრულა და მწვრთნელის თანამდებობაზე მყოფმაც მოიგო სუპერთასი.

აღნიშნული რამ კიდევ მხოლოდ ოთხ მწვრთნელს აქვს გაკეთბული. ესენი არიან: დიეგო სიმეონე, კარლო ანჩელოტი, პეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე.

რამოსი: “დაუვიწყარი შეხვედრა იყო!”

სუპერ თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელმაც დღეს გუნდი წაგებას გადაარჩინა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს დაუვიწყარი შეხვედრა იყო. როდესაც ოცნებობ, რომ რამეს მიაღწიო, შენ ყველაფერს აკეთებ და ბოლო წამამდე ბრძოლობ მიზნის მისაღწევად. სწორედ ასეთ მომეტებში ჩნდება, თუ რა ძალა აქვს კოლექტივს… ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერები ვართ.”

“ტიტულის მოგება ყოველთვის დაუვიწყარია. რაც შეეხება მატჩს, თამაშში იყო რთული ფაზები, რომლებიდანაც, საბოლოოდ, თავის დაძვრენა შევძელით და გავიმარჯვეთ კიდეც. მუშაობა უნდა განვაგრძოთ და მალე შევიდეთ საუკეთესო ფორმაში,” – განაცხადა “ბლანკოსის” კაპიტანმა.

 

ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს სამი ნომინანტი გაირკვა!

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ სიაში არ არის არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელმაც “კოპა ამერიკა” ვერ მოიგო, მაგრამ “ბარსას” შემადგენლობაში “პრიმერა დივიზიონისა” და “კოპა დელ რეის” თასების მოპოვება მოახერხა.

სამეული კი ასე გამოიყურება: კრიშტიანუ რონალდუ, გარეთ ბელი და ანტუან გრიზმანი.

სუპერთასის მატჩში “რეალს” რონალდუსთან ერთად შესაძლოა, ბეილი და ბენზემაც დააკლდნენ

მადრიდის “რეალის” თავკაცს, ზინედინ ზიდანს შესაძლოა, გუნდის სამი ვარსკვლავის (რონალდუ, ბენზემა, ბეილი) გარეშე მოუწიოს უეფას სუპერთასის მატჩის თამაში.

როგორც იცით, “ბლანკოსის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ევრო 2016-ის ფინალში მიიღო ტრავმა.უკვე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ კრიშტიანუ სუპერთასის მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება – “ამჟამად ის კვლავ ტრავმირებულია” – განაცხადა ზიდანმა “ბაიერნთან” გამართული მატჩის შემდეგ.

მსგავსად რონალდუსა, კვლავ შვებულებაშია გარეთ ბეილიც, რომელიც ამ ევროპის ჩემპიონატზე მართლაც გამორჩეული იყო. ბეილი მადრიდელთა ბანაკში 5 აგვისტოს, მატჩამდე 4 დღით ადრე უნდა დაბრუნებულიყო.

ბეილის მსგავსად, 5 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყვნენ პეპე და ტონი კროოსი. როდესაც ფრანგ სპეციალისტს ჰკითხეს, მიიღებდნენ თუ არა ისინი მონაწილეობას “სევილიასთან” გასამართ მატჩში, მან განაცხადა: “არა, არამგონია. ისინი ჯერ კიდევ უნდა დაბრუნდნენ. მადრიდში მისვლის შემდეგ, ყველაფერს გავარკვევთ.”

ზიდანი გაცილებით უფრო ოპტიმისტურად უყურებს ბენზემას გარშემო არსებულ სიტუაციას: “ის უკვე დაბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ბენზემა სუპერთასის მატჩში თამაშს შეძლებს.”

“რეალმა” “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.

ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

რატომ სუფევს სიჩუმე “ბერნაბეუზე” მაშინ, როდესაც “ბარსა” და “ატლეტიკო” ძლიერდებიან?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი. “სანტიაგო ბერნაბეუზე” კი კვლავ სიჩუმე სუფევს. ამ დროისთვის, კლუბმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატა, მაშინ, როდესაც მისი მოსისხლე მტრები გუნდებს სერიოზულად აძლირებენ. რატომ არ აქტიურობს “სანტიაგო ბერნაბეუ”?

სანამ “ბარსელონას” ორფანჯრიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია გააქტიურდებოდა, “ბარსამ” საკმაოდ დიდი ტრანსფერები განახორციელა (2014 წელს). კატალონიურმა კლუბმა 166 მილიონი ევრო დახარჯა ისეთი ფეხბურთელების შესაძენად, როგორებიც იყვნენ: ლუის სუარესი, ივან რაკიტიჩი, კლაუდიო ბრავო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ჟერემი მატიე. შედეგად, “ბლაუგრანამ” მიიღო ბრწყინვალე სეზონი, რომელშიც კლუბმა ტრიპლეტი მოიპოვა (2014-15).

დაახლოებით ასეთი რამ იყო მოსალოდნელი მადრიდშიც. თუმცა, ამ დროისთვის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. “რეალმა” მხოლოდ ალვარო მორატა დაიმატა, რომელიც “იუვენტუსში” ასპარეზობდა.

რაფა ბენიტესის ტურბოლენტური პერიოდის დროს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ “რეალს” ცვლილებები ესაჭიროებოდა. მაგრამ, ზინედინ ზიდანმა იგივე გუნდით ჩემპიონთა ლიგის მოგება და “ბარსასთან” სხვაობის ერთ ქულამდე შემცირება მოახერხა. გამომდინარე აქიდან, ფრანგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ გუნდში ცვლილებების საჭიროება არ არსებობს.

54

წინა ზაფხულთან შედარებით, “რეალი” აღარ ცდილობს დავიდ დე ხეას გადაბირებას – ზიდანი კმაყოფილია ისევე როგორც კეილორ ნავასით, ასევე კიკო კასილიათი. ფრანგმა ისიც ცხადყო, რომ ხამეს როდრიგესი კლუბიდან არ წავიდოდა. ხამესის დარჩენამ კი “რეალს” ანდრე გომეშის გადაბირების სურვილიც გაუქრო (სურვილის ქონის შემთხვევაშიც, პორტუგალიელი მაინც “ბარსელონაში” გადავიდოდა).

იგივე სიტუაციაა რაფაელ ვარანისა და ნაჩოს შემთხვევაშიც. კლუბი – კერძოდ კი ზიდანი – მათ დატოვებას აპირებს. კლუბი გაძლიერდება ფაბიო კოენტრაუთითაც, რომელიც მარსელოს დამხმარე იქნება. პორტუგალიელი უკვე დაუბრუნდა გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ კოენტრაუ მის ფასს (30 მილიონი ევრო) ვერასდროს ვერ ამართლებდა, ზიდანს მასზე დაყრდნობის საშუალება მაინც აქვს.

“რეალი” ზაფხულში რამოდენიმე ისეთ ფეხბურთელთანაც დააკავშირეს, როგორებიც არიან: მარკო ვერატი, დავიდ ალაბა და რობერტ ლევანდოვსკი. მაგრამ, სამივე მათგანმა გააფორმა ახალი კონტრაქტი თავიანთ კლუბთან (ან ძალიან ახლოს არიან) და მათი ტრანსფერიც გამოირიცხა.

54

არის კიდევ ერთი ფეხბურთელი – პოლ პოგბა. ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც კლუბის გამოცვლას აპირებს. მას შემდეგ, რაც “იუვენტუსმა” გონსალო იგუაინი გადაიბირა 90 მილიონ ევროდ, პოგბას წასვლის შანსი კიდევ უფრო გაიზარდ. მართალია, მადრიდელები პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობენ, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბს უკვე ჰყავს საკმარისი რაოდენობის ნახევარმცველები. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზადაა ფრანგის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როდესაც ზინედინ ზიდანს პოგბას გადაბირების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. არაფრის თქმა არ შემიძლია. დღეს, ის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. არ შეგვიძლია იმაზე საუბარი, თუ რა მოხდება მომავალში.”

გარდა ამის, მადრიდელებს კაზემიროს მსგავსი ფეხბურთელის მოყვანაც სჭირდებათ. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ასეთი ფეხბურთელი ბევრი არ არის – ნ’გოლო კანტემ “რეალში” გადასვლას კარიერის “სტემფორდ ბრიჯზე” გაგრძელება ამჯობინა. გრეგორჟ კრიხოვიაკი “პარის სენ-ჟერმენში” გადავიდა. ბლაიზე მატუიდი კი ფრანგული გრანდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმ ჭორებისა, რომლებიც ბოლო დროს ვრცელდება. რაც შეეხება, ფრანგ მუსა სისოკოს, ვერ ვიტყვით, რომ ის დაცვითი ტიპის ნახევარმცველია.

“ბარსამ” უკვე დახარჯა დაახლოებით 100 მილიონი ევრო. კატალონიელებმა კლუბში ფრანგი მცველები: სამუელ უმტიტი და ლუკას დინიე მოიყვანეს. გუნდმა დაიმატა დენის სუარესი და ანდრე გომეშიც და ეს დასასრული ჯერ კიდევ არ არის – კლუბის ხელმძღვანელები თავდამსხმელის დამატებასაც აპირებენ.

მსგავსად “ბლანკოსისა”, ამ სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, “ატლეტიკოსაც” გაუაქტიურდება დისკვალიფიკაცია. დიეგო სიმეონეს გუნდის დასაკომპლექტებლად, კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი სამუშაო გასწია – ახალი კონტრაქტები გაუფორმეს საულ ნიგესს, ტიაგოს, ფერნანდო ტორესსა და ანტუან გრიზმანს (უახლოეს მომავალში კონტრაქტი გაბიმაც უნდა გაახანგრძლივოს). ამასთანავე, “როხიბლანკომ” დაახლოებით 50 მილიონი ჩადო ნიკო გაიტანის, სიმე ვრსალკოს, დიოგო იოტასა და აქსელ ვერნერის ტრანსფერებში. რამოდენიმე დღეში კი კლუბი ფორვარდსაც დაიმატებს (სავარაუდოდ ეს “სევილიას” კევინ გამეირო იქნება).

სწორად იქცევა “ბლანკოსი”? ამასაც დრო გვიჩვენებს …

კარიკატურა: ობამეიანგი “ბორუსიას” მხოლოდ ზიდანის გუნდის სანაცვლოდ დატოვებს

სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელმა მოთამაშემ, პიერ ემერიკ-ობამეიანგმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ მის ახლანდელ გუნდს მხოლოდ “რეალში” გაცვლიდა.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი სახალისო კარიკატურას გვთავაზობს.

კანტემ შესაძლოა, ჩინეთის ჩემპიონატში ითამაშოს

ესპანური გამოცემა, AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნ’გოლო კანტეთი ჩინური “შანხაი” ინტერესედება. აზიელები ფრანგ მოთამაშეში 40 მილიონ ევროს ჩამოდიან. ეს 15 მილიონით მეტია იმ ფასზე, რომლადაც “ლესტერს” კანტე ჰყავს შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ “მელიებმა” საყრდენ მოთამაშეს უკვე შესთავაზეს ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება კვირაში 120 000 ევრო იქნება. ნუ დაგვავიწყდება მადირიდის “რეალი”, რომლის თავკაცს, ზინედინ ზიდანს მისი თანამემამულის გადაბირება ძალიან სურს. მოკლედ, კანტეს ამ ზაფხულზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ზინედინ ზიდანი “რეალს” ნ’გოლო კანტეს შეძენას თხოვს

ესპანური გამოცემის, Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელთა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა “რეალის” ხელმძღვანელებს ნ’გოლო კანტეს შესახებ ესაუბრა.

წყაროს ცნობით, ფრანგ სპეციალისტს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ დაცვითი ტიპის ნახევარმცველის პოზიციაზე რეზერვში მხოლოდ კაზემიროა და უნდა, რომ მისი თანამემამულის შეძენით არჩევანის გაკეთების უკეთესი შესაძლებლობა ჰქონდეს.

კანტეს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 25 მილიონი ევროა მითითებული. ეს უკანასკნელი “ლესტერში” გასულ წელს, 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმობარგდა და გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა.

ზიდანი: “იუვენტუსი”? ერთ დღესაც …”

ზინადინ ზიდანი არ გამორიცხავს ტურინულ გრანდში დაბრუნების შესაძლებლობას, ოღონდ მწვრთნელის რანგში. შეგახსენებთ, რომ ზიდანმა “ბებერ ქალბატონთან” ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი (1996 და 2001 წლებში).

“იუვესთან” განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს, ასე რომ, არასდროს იცი რა მოხდება. შესაძლოა ერთ დღესაც ტურინში დავბრუნდე.

ასევე დიდი სიამოვნებით გავუძღვებოდი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებსაც.

ბოლო წლებში “იუვე” საკმაოდ გაიზარდა. მათ ყველაფრის მოგება შეუძლიათ, მათ შორის ჩემპიონთა ლიგისაც.” – განაცხადა ახალბედა სპეციალისტმა.

ზიდანი: “რონალდუ 100 პროცენტით მზად არის”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ბლანკოსის” ყველა გულშემატკივარს გაუქარწყლა ყოველგვარი შიში იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერ შეძლებდა თამაშს.

“ის მცირე ტკივილს გრძნობდა, თუმცა ახლა ის 100 პროცენტით მზად არის.

ესეც რომ არ იყოს, საქმე ფინალს ეხება. რაიმე ტკივილს რომ გრძნობდე, ფინალში მაინც ყველაფერი უნდა დაივიწყო.

მცირე ტკივილი და დისკომფორტი არის, თუმცა შაბათისთვის ის 100 პროცენტით მზად იქნება.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ზიდანი: “ბენზემა და რონალდუ “ვალენსიასთან” თამაშს შეძლებენ”

მადრიდის “რეალის” თავკაცი ირწმუნება, რომ კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდუ ლა ლიგის ბოლო ორ მატჩში მადრიდული გრანდის დახმარებას შეძლებენ, მაშინ როცა კეილორ ნავასი და გარეთ ბეილი ლაზარეთში იმყოფებიან.

“ბენზემა ჩვენთან ერთად იქნება, ის მზად არის თამაშისთვის. დარწმუნებული არ ვარ, იქნება თუ არა ის სასტარტოში. ეს მასზეა დამოკიდებული.

იგივე სიტუაციაა კრშტიანოს შემთხვევაშიც – თუ თავს კარგად იგრძნობს, ის ითამაშებს. პირადად ჩემთვის ის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

ფინალზე ჯერ არ ვფიქრობთ. მთლიანად დარჩენილ ორ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ფინალისთვის მოსამზადებლად ეს ორი მატჩი საუკეთესო გზაა.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.