ზიდანი: „რონალდუს შეუძლია, რომ მესის „ოქროს ბურთების“ რაოდენობით გადაუსწროს“

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის აზრით, კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია, რომ „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის მოგებული „ოქროს ბურთების“ რაოდენობით აჯობოს.

„რონალდუ როგორც უცხოპლანეტელი თამაშობს. თუ იგი ასე გააგრძელებს, მაშინ მესის უპრობლემოდ გაუსწრებს“.

გარდა ამისა, ზიდანმა ქარიმ ბენზემას თაობაზე ისაუბრა.

„ბენზემა „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ზოგჯერ მესმის, რომ გუნდს სხვა ფორვარდი სჭირდებაა. ქარიმი სეზონში სამოც გოლს ვერ გაიტანს, თუმცა თავისი ნიჭით იგი ძალიან გვეხმარება“, – ციტირებს ზიდანს AS-ი.

ანჩელოტიმ რონალდუ ზიდანს შეადარა

მადრიდის “რეალის” მწრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კრიშტიანუ რონალდუ “სამეფო კლუბის” ყოფილ მოთამაშეს, ზინედინ ზიდანს შეადარა. ორივე ფეხბურთელმა “ოქროს ბურთის” მოგება სამჯერ მოახერხა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ვარჯიშებზე ზიდანის თამაში აღფრთოვანებული ვიყავი. ის მოედანზე სასწაულებს აკეთებდა. კრიშტიაუ რონალდუ კი ყველაზე მეტად თამაშის დროს მაკვირვებს. მას სოცარი ტალანტი აქვს და ის ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე” – განცხადა ანჩელოტიმ/

ბიელსას მასტერკლასი ზიდანს

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “მარსელის” საწვრთნელ პროცესს დაესწრო. ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი მარსელო ბიელსას შეხვდა და მისი მუშაობის მეთოდებსაც გაეცნო. ზიზუს გარდა, ფრანგული გუნდის საწვრთნელ ცენტრს კლოდ მაკელელე, ერიკ რუა და ბერნარ დიომედიც ესტუმრნენ.

შეხვედრის შემდეგ “მარსელის” არგენტინელმა თავკაცმა ზიდანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ზიდანი ფეხბურთის ცოცხალი ძეგლია. მე მას ქანდაკებად უფრო აღვიქვამ, ვიდრე ცოცხალ არსებად. ზიდანი ჩემ გვერდით იდგა და ყურადღებით მისმენდა. დაუვიწყარი მომენტი იყო. ის ყველას ხიბლავს. ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა, რისი გამოხატვაც ძალიან რთულია”, – ბიელსას სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

ზიდანმა თავისი ოცნების გუნდი დაასახელა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა თანამედროვე მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი შეადგინა.

თუ რამდენიმე კვირის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ოცნების გუნდში კრიშტიანუ რონალდუსთვის ადგილი ვერ მოიძებნა, ზიდანის გუნდში, როგორც იბრა, ასევე რონი მოხვდნენ. ჯამში, ზიზუმ თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში „რეალის“ რვა ფეხბურთელი შეიყვანა.

მეკარეები: კასილიასი (მადრიდის „რეალი“)

მცველები: დანი ალვესი („ბარსელონა“), მარსელო (მადრიდის „რეალი“), სერხიო რამოსი (მადრიდის „რეალი“), პეპე (მადრიდის „რეალი)

საყრდენი ნახევარმცველები: მოდრიჩი (მადრიდის „რეალი“), იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“)

გარემარბები: ლიონელ მესი („ბარსელონა“), კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის „რეალი“)

თავდამსხმელები: ბენზემა (მადრიდის „რეალი“), იბრაჰიმოვიჩი („პარი სენ-ჟერმენი“)

,,გამორჩეული’’ – ზინედინ ზიდანი

ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა,ზინედინ იაზიდ ზიდანი დაიბადა მარსელში (საფრანგეთი) 1972 წელს. იგი წარმოშობით ალჟირელი გახლავთ. ბავშვობა ერთ-ერთ ღარიბ უბანში,კასტელანში გაატარა. თანატოლების მსგავსად, ,,ზიზუსაც’’ ასფალტზე უწევდა ფეხბურთის თამაში.
მისი მშობლები გახლავთ ისმაელი და მალიკა. მამა მუშაობდა უნივერმაგში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ქუჩებში გაიარა. ,,ზიზუს’’ ჰყავს და  ლილა, ძმები — ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. გაჭირვების მიუხედავად, წარმოშობით ალჟირელ ბიჭუნას ყოველთვის სურდა ეთამაშა დიდი ფეხბურთი.

,,კანი’’
14 წლის ასაკში მან პირველად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. პირველი სწორედ,  საფეხბურთო კლუბ ,,კანის’’ ხელმძღვანელობამ შეამჩნია ახალგაზრდა ბიჭუნა. მათ დაარწმუნეს ზიზუს მშობლები, რომ მათ შვილს, მართლაც, ჰქონდა დიდი ნიჭი. წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში ზიდანის დებიუტი 1989 წლის 20 მაისს შედგა. გასამჯელოს სახით ზიზუ კლუბისგან  800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით. იგი კლუბის ბაზაზე ცხვორობდა. ძირითად დროს კი ფეხბურთის თამაში ატარებდა.
საბოლოო სტატისტიკა ,,კანში’’: თამაში – 61, გოლი – 6.

,,ბორდოდან’’ ,,იუვენტუსში’’
1992 წელს ზიზუ ,,ბორდოში’’ აღმოჩნდა. ეს გუნდი აღმოჩნა მისი პროფესიული კარიერის დასაწყისი. ფრანგულ გუნდში ზიზუმ 139 თამაში ჩაატარა. მან 28 გოლის გატანა მოახერხა.
საბოლოო სტატისტიკა ,,ბორდოში’’ :  თამაში – 139, გოლი –  28

„რა მისცა იტალიამ ზიდანს? ის საბოლოოდ გამელოტდა.
დირიჟორს თავიდან გაუჭირდა იტალიურ ფეხბურთთან შეგუება, მაგრამ უდიდესი ნიჭის პატრონმა ამ წინააღმდეგობის დაძლევა მალე მოახერხა. ასევე იგი მალევე იქცა ,,ბებერი ქალბატონის’’ ერთ-ერთ წამყვან ფიგურად. ზიზუს კარგი თამაშის დროს, ,,იუვენტუსის’’ შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ზიდანმა თავის გამოჩენა იტალიაში შეძლო და ამასთან ერთად, მან მრავალრიცხოვანი გულშემატკივარის სიყვარული მოიპოვა.
საბოლოო სტატისტიკა ,,იუვენტუსში’’: თამაში 151, გოლი – 24.

ოქროს წლები – მადრიდის ,,რეალი’’
2001 წლის 9 ივლისი. ეს თარიღი ზიზუს საფეხბურთო ისტორიაში სწორედ ,,ოქროს ხანის’’ დასაწყისად ითვლება. ეს პერიოდი მადრიდის ,,რეალისთვისაც’’  აღზევების დრო იყო. ზიდანთან ერთად, გუნდის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: რაულ გონსალესი, რონალდო, კარლოსი, ბექჰემი, ლუის ფიგუ. ,,მადრიდისტების’’ უდიდესი ნაწილი სწორედ ამ შემადგენლობას მიიჩნევს გუნდის არსობობის ისტორიაში საუკეთესოდ.
გვერდს ვერ ავუვლით ზიდანზე საუბრისას 2002 წლის ,,ჩემპიონთა ლიგის’’ ფინალს. საფეხბურთო კარიერის მანძილზე მან ულამაზესი გოლი გაიტანა ,,ლევერკუზენის’’ კარში. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. საბოოლოო შედეგი სწორედ რობერტო კარლოსის ჩაწოდებული ბურთის შემდეგ დაფიქსირდა თამაში. ,,თეთრებმა’’ ფინალი 1-2 მოიგეს. ზიზუმ 5 წელი გაატარა მადრიდელთა შემადგენლობაში.
საბოლოო სტატისტიკა ,,რეალში’’: თამაში – 155, გოლი – 37.

სანაკრებო კარიერა
რა თქმა უნდა, ამ დონის ფეხბურთელს წარმატებული სანაკრებო კარიერაც ჰქონდა. რა საკვირველია, იგი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა. დებიუტი ნაკრებიში 1994 წლის 14 აგვისტოს შედგა. საფრანგეთის ნაკრები ჩეხეთს მასპინძლობდა საკუთარ კედლებში. ასეთ სანაკრებო დებიუტს ვერცერთი ფეხბურთელი ინატრებს. ზიზუმ საფრანგეთის ნაკრები მარცხისაგან იხსნა. მან მატჩი ორი გატანილი გოლით დაამთავრა, ანგარიშით: 2-2.
ფეხბურთელის საფეხბურთო ისტორიაში იყო კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თარიღი: 2006 წელი. ამ წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა. მათ ნახევარფინალში მოახერხეს უძლიერესი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დამარცხება. ფინალში კი ფრანგები იტალიელებს დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, ფრანგებმა ეს თამაში თერთმეტმეტრიანების სერიაში დათმეს.ფინალში ზიდანი შესანიშნავად თამაშობდა. მის შესანიშნავ თამაშს გატანილი გოლიც კი მოყვა. ალბათ, ყველას გემახსოვრებათ ის არასასიამოვნო ფაქტი, რომელიც ზიზუს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეექმნა მარკო მატერაცისთან შეექმნა.  ეს ბოლო თამაში იყო ზინედინ ზიდანის კარიერაში.

სამწვრთნელო კარიერა
ამჟამად, ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო კარიერითაა დაკავებული. იგი ,,კასტილიას’’ მთავარი მწვრთნელი გახდა. იმედია, მისი სამწვრთნელო კარიერაც წარმატებული იქნება.

საკლუბო კარიერა

,,ბორდო
ინტერტოტოს თასი

,,იუვენტუსი
იტალიის ჩემპიონი: 1997, 1998
იტალიის სუპერ თასი: 1997
ევროპის სუპერ თასი: 1996
საკონტინენტთაშორისო თასი:1996

,,რეალი
ესპანეთის ჩემპიონი: 2003
ესპანეთის სუპერ თასი: 2001, 2003
ჩემპიონთა ლიგა: 2002
ევროპის სუპერ თასი: 2002
საკონტინენტთაშორისო თასი: 2002

სანაკრებო კარიერა
მსოფლიოს ჩემპიონი: 1998
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი:2006
ევროპის ჩემპიონი: 2000

პირადი მიღწევები
1993 – საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი
1998, 2000, 2003 – ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
1998 – ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
2006 – მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 – ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი
2000 – ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
2002 – ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 – ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი
1997, 2000, 2001 – იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი
1998, 2002 – წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი
2004 – უეფას ოქროს საიუბილეო გამოკითხვა (ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი)

როჯერ ფედერერმა ბავშვობის საყვარელი სპორტსმენები დაასახელა

„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა თავისი ბავშვობის საყვარელ სპორტსმენებზე ისაუბრა.

„მე ზიდანი მიყვარდა. მის თამაშს ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.

ჩემზე ძლიერად მაიკლ ჯორდანმაც იმოქმედა. მაიკლი წელს „US Open“-ზე გავიცანი. იგი მშვიდი და თავაზიანი იყო, ზუსტად ისეთივე, როგორიც მინდორზე. ვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ჯორდანი ყოველთვის თავშეკავებულია, რაც ძალიან მომწონს“, – ციტირებს ფედერერს „Le 10 Sport“-ი.

დეშამი ანრისთვის გამოსათხოვარი მატჩის ჩატარების წინააღმდეგი არ არის

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ზინედინ ზიდანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულმა გუნდმა ტიერი ანრის გამოსათხოვარი მატჩი უნდა მოუწყოს.

ზიზუს აზრით, ანრის გამოსამშვიდობებლად იდეალური ვარიანტი იქნებოდა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მომავალ წელს გასამართი ამხანაგური შეხვედრა.

Zinedine Zidane - Thierry Henry

“ანრი მართლაც იმსახურებს ნაკრების მხრიდან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, თუმცა ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან აღნიშნული საკითხი ფედერაციასთან ერთად უნდა გადაწყდეს.

კი ბატონო, ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩი ამხანაგური იქნება, თუმცა ეს შეხვედრა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ჩატარდება და ძალიან კარგი იქნება ისეთი ფეხბურთელის გასაცილებლად, როგორიც ანრია”, – განაცხადა დეშამმა RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

ზინედინ ზიდანის შვილის მშვენიერი ფინტები (ვიდეო)

ზინედინ ზიდანის შვილს, ენცო ზიდანს მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

ზიდანის შვილმა “რეალ კასტილიაში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა

ზინედინ ზიდანის შვილ ენცო ფერნანდესს გუშინ “რეალ კასტილიას” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ გუნდს სწორედ ზიზუ თავკაცობს.

19 წლის ნახევარმცველი “კონკენსეს” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:1) 88-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

Enzo - Zizou

ზიდანი ლიცენზიას მაისში მიიღებს

მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო კურსებს გადის და 2015 წლის მაისში საკუთარი საქმიანობის განხორციელებას ოფიციალურად შეძლებს.

მასთან ერთად საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კურსებზე ცოდნას “რეალ სოსიედადის” ყოფილი დამრიგებელი ფილიპ მონტანიერი, “ბასტიას” ყოფილი დამრიგებელი კლოდ მაკელელე და “ბორდოს” თავკაცი ვილი სანიოლი იღებენ.

შეგახსენებთ, რომ ლიცენზიის გარეშე მუშაობის გამო ზიდანს სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვლაა.

ზიდანს დისკვალიფიკაცია გაუუქმეს

“რეალის” მეორე გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანს სამთვიანი დისკვალიფიკაცია გაუუქმეს.

შეგახსენებთ, ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ბრალს სდებდნენ, რომ შესაბამისი სამწვრთნელო ლიცენზიის გარეშე მუშაობდა. მადრიდულ კლუბში თვლიდნენ, რომ აღნიშნული ბრალდება სრულიად უსაფუძვლო იყო.

“რეალმა” ყველა შესაბამისი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ზიდანს საფრანგეთში ჰქონდა აღებული, კლუბმა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოშიც იჩივლა და საქმე მოიგო. შესაბამისად, ფრანგ მწვრთნელს სამთვიანი დისკვალიფიკაცია გაუუქმდა.

 

ზიდანი იმედს არ კარგავს

ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი იმედოვნებს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სანაკრებო კარიერის დასრულებას გადაიფიქრებს და ეროვნულ გუნდს დაუბრუნდება. შეგახსენებთ, რიბერიმ ზაფხულში სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

“კარგი იქნებოდა, ნაკრებში რიბერის დაბრუნება. იმედი მაქვს, ის კიდევ ერთხელ დაფიქრდება ამ საკითხზე და გუნდში დაბრუნების გადაწყვეტლებას მიიღებს. რიბერი ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარებოდა”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Todomercadoweb-ი.