მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები უკვე ეძებენ ზინედინ ზიდანის სავარაუდო ჩამნაცვლებლებს იმ შემთხვევისთვის, თუ ფრანგი სპეციალისტი ახალ სეზონში გაცემულ ავანსებს ვერ გაამართლებს.
ბრიტანული გამოცემის, Mirror-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდში ყველაზე მეტად მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურა მოსწონთ, რომელიც ამჟამად ლონდონის “ტოტენჰემს” უდგას სათავეში.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით “რეალისა” და “იუვენტუსის” ლეგენდა მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს თავს საკმაოდ კარგად ართმევს – 26 მატჩია, რაც “რეალს” არ წაუგია. ამასთანავე გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილსაც ლიდერობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანიელ ლევიმ (“ტოტენჰემის” პრეზიდენტი) უკვე იცის მადრიდელთა ინტერესის შესახებ და მზადაა არგენტინელი სპეციალისტის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს, რომელმაც ამ ზაფხულში კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მადრიდის “რეალი” ისევე როგორც მთელი მსოფლიო სანაკრებო ვირუსმა მოიცვა. ზიდანმა გასულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ბედნიერია მისი ფეხბურთელები ნაკრებებში რომ გამოიძახეს, თუმცა საეჭვოა იგივე გაიმეოროს ხვალაც, როდესაც ის ორ-დღიანი შესვენების შემდეგ “ვალდებებასს” დაუბრუნდება.
“რეალის” სავარჯიშო ბაზაზე მისულ ფრანგ სპეციალისტს ხვალ მხოლოდ 4 ფეხბურთელი დახვდება : კასილია, რუბენ იანესი, დანილო და მარიანო. ორი მეკარით, ერთი მცველითა და ერთი თავდამსხმელით ზიდანს ორი-ორზე თამაშის ვარიანტიღა რჩება და ასე იქნება მომდევნო 10 დღის მანძილზე.
თუმცა, შესაძლებელია ამ 4 ფეხბურთელსა და ზიდანს ლაზარეთიდან დაბრუნებული რომელიმე ფეხბურთელიც შეუერთდეს, მაგალითად მარსელო, კაზემირო, მოდრიჩი, კოენტრაო ან სულაც ბენზემა.
*Lesionado – ტრავმირებული
*Seleccion – ნაკრებში გამოძახებული
ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” გულშემატკივრებს სიმშვიდის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი საყვარელი გუნდი ზედიზედ მეოთხე მატჩია გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.
“როგორც ამ გუნდის თავკაცი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებს. ამ პრობლემი გადაჭრის გზა უნდა ვიპოვო. რაღაც უნდა შევცვალოთ.
ამას კრიზისს ვერ ვუწოდებთ. ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. ამის გამო პანიკის ატეხა არ ღირს.
თუმცა ფაქტია, რომ რაღაცას ცუდად ვაკეთებთ; ზედიზედ სამი ფრე ლა ლიგაში. სანაკრებო შესვენების შემდეგ, ყველაფერს ხელმეორედ გავაანალიზებთ და პრობლემების გადაჭრის გზებზე ვიმსჯელებთ. ასე გაგრძელება არ შეიძლება.”
დღეს პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვდრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო. გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს. ეს ფრე ზედიზედ მეოთხეა ზიდანის “რეალისთვის”.
საგულისხმოა, რომ “ბლანკოსმა” დღეს ანტირეკორდი გაიმეორა, რადგან ზედიზედ ოთხი ფრე ბოლოს მას “ზიზუს” ფეხბურთელობის ბოლო სეზონში (2005/2006), კონკრეტულად, მარტში ჰქონდა.
დღეს ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში უეფას სუპერ თასის მატჩი გაიმართება. “ლერკენდალ სთეიდიუმზე” ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები, მადრიდის “რეალი” და ანდალუსიის “სევილია” დაუპირისპირდება.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩის პრევიუს.
მადრიდის “რეალი” – ანდალუსიის “სევილია”
მოედანი: “ლერკენდალ სთეიდიუმი”, ტრონჰეიმი
დაწყების დრო: 9 აგვისტო, 22:45 საათი
შეხვედრის მთავარი არბიტრი: მილორდ მაჟიჩი (სერბეთი)
მადრიდის “რეალმა” ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთვარაი მიზეზი ისაა, რომ ესპანური გიგანტი წლებია ინარჩუნებს ძირითად ბირთვს, რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
ამ შეხვედრაში “რეალს” იმ ძრითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე დააკლდება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენა. კონკრეტულად, დედაქალაქურ კლუბს მთავარი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ არ ეყოლება. 31 წლის მოთამაშემ “ევრო 2016”-ის ფინალში დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს მიიღო ტრავმა და მას, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, პრიმერა დივიზიონის რამდენიმე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ტრავმა აწუხებს კეილორ ნავასსაც, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით კიკო კასილია ჩაანაცვლებს. იგივე მიზეზით მატჩს გამოტოვებს ფაბიო კოენტრაოც. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გარეთ ბეილი, კლეპერ პეპე და ტონი კროოსი ისევ ისვენებენ.
მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მადრიდის “რეალი” საკმაოდ კარგ ფორმაშია. თუმცა “ბლანკოსი” მიმდინარე ზაფხულზე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა “პსჟ”-სთან, შემდეგ საკმაოდ ძლიერ “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” გამარჯვება მოახერხა.
მოკლედ, მადრიდელებს ბევრი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან და, წესით, “სევილიას” დიდი პრობლემები უნდა შეუქმნან.
რაც შეეხება ანდალუსიელებს… პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი, არც მეტი არც ნაკლები, ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა; კოკე, გამეირო, კრიხოვიაკი, ნევა, ბანეგა, ნავარო, სანჩესი – ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ამ ზაფხულზე სხვა კლუბებს მიაშურეს. სამაგიეროდ, “სევილიაში” ახალი სპორტსმენები მოვიდნენ – სარაბია “ხეტაფედან”, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოდან”, განსო “საო პაულოდნა” და ასე შემდეგ. მოკლედ, ანდალუსიელებს რესურსი აქვთ.
ზემოთ აღნიშნულს ემატება ყველაზე მთავარი – ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, რომელიც ახალი ხედვებითა და ფილოსოფიით მოვიდა გუნდში. მისი ხელმძღვანელობით “სევილიამ” ექვსი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.
ორი სიტყვა ტრავმებზეც ვთქვათ… ანდალუსიელებს ბენუა ტრემულინასი და მაიკლ კრონ-დევილი ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აქვთ.
ზინედინ ზიდანი: “ფინალი იმ გუნდებს, შორის გაიმართება, რომლებსაც ძალიან უნდათ ამ ტიტულის მოგება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შეხვედრისთვის. წინასასეზონო მომზადება გავიარეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს დანაკლისი: არის ტრავმები და, ასევე, ის მოთამაშეებიც არ იქნებიან, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. ცალკე თემაა კარიმ ბენზემა, რომელის საკითხი თამაშამდე რამდენიმე სათით ადრე გადაწყდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებასა და მეტოქის კარის აღებას. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. შანსებს 50:50-ზე შევაფასებდი.”
ხორხე სამპაოლი: “ძალიან მიხარია, რომ ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი. ჩვენ ახალი სტილი გვაქვს. დრო გვჭირდება, რათა ახლებური საფეხბურთო ფილოსოფია კარგად გავითავისოთ. მჯერა ჩემი მოთამაშეების. რაც შეეხება მეტოქეს, მათ შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საკვანძო მოთამაშე აკლიათ და ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. უბრალოდ მინდა, ჩემი სპორტსმენები გავიდნენ მოედანზე და მაყურებელს მაღალი კლასი აჩვენონ. გეტყვით, რომ არ ვფიქრობ, რომელიმე გუნდი სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებს მთელი მატჩის მანძლზე.”
მადრიდის “რეალის” ფრანგი თავკაცი, ზინედინ ზიდანი არ გამორიცხავს, რომ “ბლანკოსმა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამოდენიმე საინტერესო ტრანსფერი განახორციელოს.
“ვფიქრობ, რომ ჩვენი საუკეთესო გუნდი გვყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, ამის დამტკიცება მოგვიწევს, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ.
31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც შეიძლება გუნდი დატოვონ და არიან ისეთები, რომლებმაც შესაძლოა თავი ჩვენს გუნდში ამოყონ.”
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალმა” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი (ალვარო მორატა) იყიდა. ამასთანავე, კლუბს დაუბრუნდა ასენსიო და ფაბიო კოენტრაო.
მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელსა და კლუბის პრეზიდენტს შორის მცირე უთანხმოება ჩამოვარდა. საქმე “რეალის” 17 წლის ფეხბურთელს, მარტინ ედეგორს ეხება, რომელიც კლუბში პირადად ფლორენტინო პერესის მოთხოვნით გადმობარგდა.
მადრიდელთა ფრანგ სპეციალისტს ჩრდილო ამერიკულ ტურზე დანიელი ფეხბურთელის წაყვანა არ სურდა, თუმცა განსხვავებული ინტერესები გააჩნდა კლუბის პრეზიდენტს. საბოლოო ჯამში, საქმეში პერესი ჩაერია, ედეგორი კი კლუბის განაცხადში მოხვდა.
ფლორენტინო პერესს ამ ნაბიჯის გადადგმა ედეგორის კონტრაქტში არსებულმა პუნქტმა აიძულა, რომლის თანახმადაც კლუბი ვალდებულია ფეხბურთელს გარკვეული დრო მისცეს მოედანზე. ამასთანავე, ჩრდილოეთ ამერიკაში ედეგორის თამაში მისთვის ახალი კლუბის ძიებაშიც შეუწყობს ხელს “რეალს”.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ედეგორს ბოლო დროს გერმანულ “ჰამბურგსა” და ინგლისურ “ლივერპულს” უკავშირებენ.
მესუტ იოზილის სატრანსფერო გეგმები “არსენალმაც” რომ გაითვალისწინოს, არსენ ვენგერი საკმაოდ საინტერესო გუნდს მიიღებს.
საერთაშორისო ბატალიების მიმდინარეობისას, გერმანელმა ნახევარმცველმა დრო გამონახა გულშემატკივართა კითხვებისთვის პასუხების გსაცემად.
ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას ჰკითხა, თუ რომელ 3 ფეხბურთელს დაიმატებდა გუნდში, კლუბის უფროსი რომ ყოფილიყო. იოზილმა კი ასე უპასუხა : “ზინედინ ზიდანი, გიუნტერ ნეტცერი და კრიშტიანუ რონალდუ”.
დღეს ზიდანსა და რონალდუს ყველა იცნობს, თუმცა შესაძლოა ნეტცერი ბევრისთვის უცნობი იყოს. ამიტომაც გეტყვით, რომ ნეტცერი “მიუნხენგლადბახის” ლეგენდა არის, რომელმაც დასავლეთ გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა მოაგებინა 1972 წელს, ორი წლის შემდეგ კი გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დიდი დახმარება გაუწია. მან “რეალთან” ერთად ორჯერ ლა ლიგაც მოიგო (3 წელში).
„ინტერის“ ექს-მცველის მარკო მატერაცის თქმით, „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ჩემპიონთ ალიგის დღევანდელ ფინალურ მატჩში ის ზინედინ ზიდანის გუნდს უგულშემატკივრებს.
„მხარს ზიდანს დავუჭერ. მათკენ ვარ, ვისაც ჩემთვის არაფერი წაურთმევია, სიმეონემ კი „ლაციოში“ სკუდეტო დამართვა.
ბენიტესი? ჰკითხრეთ „რეალის“ მოთამაშეებს, რაღაცით კარგი ის იყო თუ არა. ფინალში გასასვლელად „რეალს“ საუკეთესო მოტივატორი სჭირდება. მოვიდა ზიდანი და მადრიდელებიც გამოჩნდნენ“, – ციტირებს მატერაცის „Football Espana“.
მარსელო ლიპმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შეაქო, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, მას შემდეგ, რაც რაფაელ ბენიტესი ჩაანაცვლა.
“გულწრფელად რომ ვთქვა, ის ბრწყინვალე იყო. ზიზუ ერთადერთი და განუმეორებელია, მას ვერავინ შეედრება.
მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც მოესურვება. ის ყოველთვის მომთხოვნია. ზიდანი უნაკლოა ისევე როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც.”
ლიპიმ ლიგის ფინალზეც ისაუბრა:”ორივე მადრიდულმა კლუბმა კარგი სამუშაო გასწია და ლიგის ფინალში გასვლა დაიმსახურა, ამაში ეჭვი არ მეპარება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სხვაგვარად ფიქრობს, მე ორივე მათგანის სათამაშო სტილს ვაფასებ. ”
Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” ზაფხულში ახალგაზრდა, ძალზედ პერსპექტიული მცველის, რაფაელ ვარანის შენარჩუნებისთვის დიდი ბრძოლის გამართვა მოუწევს.
როგორც იცით, ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ზინედინ ზიდანის გეგმებში არ ჯდება, რაც ნათლად გამოჩნდა ბოლო მატჩებში – ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ მატჩში ვარანის ნაცვლად მადრიდელთა ღირსება პეპემ დაიცვა.
დიდია ალბათობა იმისა, რომ აღნიშნულმა სიტუაციამ მიუნხენის “ბაიერნის” ყურადღება მიიპყროს, რომლის მომავალი თავკაცი, კარო ანჩელოტი დიდად აფასებს 23 წლის ვარანს.
ამასთანავე ვარანის გადაბირების სურვილი გამოთქვა “მანჩესტერ იუნაიტედმაც”, რომელიც შესაძლოა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს, რომელსაც აქამდეც უმუშავია ფრანგთან.