იბრაჰიმოვიჩი: “დავიდ ლუისს პსჟ-სთან შეგუება არ გაუჭირდება”

“პსჟ”-ს ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დავიდ ლუისის ტრანსფერზე ისაუბრა.

“ლუისის ტრასნფერი ძალიან დადებითი მომენტია. მას მთელი კლუბი და გულშემატკივრები ელიან.

ჩვენს კოლექტივთან შეგუება ადვილია და ვფიქრობთ, რომ ეს არც დავიდ ლუისს გაუჭირდება. ადაპტაციაც მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ის პროფესიონალია და ახალ კლუბში ვარჯიშის დაწყებას მოუთმენლად ელის” – განაცხადა ირაჰიმოვიჩმა.

 

იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფინალისტები და გამარჯვებული დაასახელა

შვედეთის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილია იტალიას დაამარცხებს და პლანეტის საუკეთესო ნაკრების წოდებას მეექვსედ მოიპოვებს.

“მუნდიალის ფიალში ბრაზილია იტალიას დაამარცხებს. იმედი მაქვს, ჩემი ფრანგი მეგობრებიც ღირსეულად იასპარეზებე ტურნირზე” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრები ტურნირზე პორტგალიასთან მარაცხის გამო ვერ მოხვდა.

იბრაჰიმოვიჩი მლს-ში?

პსჟ-ს 32 წლის ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში თამაშზე ფიქრობს. ფორვარდის თქმით მას აღნიშნული იდეა ტიერი ანრისთან საუბრის შემდეგ გაუჩნდა.

“მლს-ში თამაშის შესაძლებლობამ დამაინტერესა. ჩემი მეგობარი ტიერი ანრი თვლის, რომ იქ საკმაოდ კარგი პირობებია და მასთან ერთად აშშ-ს ჩემპიონატზე ხშირად ვსაუბრობთ.

2-3 წელიწადში ჩემთვის ეს საინტერესო იქნება” – განაცხადა ზლატანმა.

ზლატანი: „ჩემპიონთა ლიგის მოგების გარეშეც წარმატებული ფეხბურთელი ვარ“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ვერმოგების მიუხედავად, ის წარმატებულ ფეხბურთელად უნდა მოვიხსენიოთ.

„ჯერ ჩემპიონთა ლიგა არ მომიგია. ამ ტიტულის მოგება მინდა, თუმცა ეს ადვილად მისაღწევი მიზანი არ გეგონოთ.

კარიერა სულაც ხვალ რომ დავამთავრო, 22 თასი მექნება მოგროვებული. ბედნიერი ვარ და თავს წარმატებულ მოთამაშედ მივიჩნევ“, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

2013/14: სეზონის 10 საუკეთესო საგოლე პასი

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც 2013-14 წლების საფეხბურთო სეზონში გაკეთებული ათი საუკეთესო საგოლე გადაცემა აღბეჭდილი.

ზლატანს ბრაზილიაში ეპატიჟებიან

შვედეთის ნაკრების თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ბრაზილიაში ეპატიჟებიან. ბრაზილიელებმა სპეციალური ვიდეო დაამზადეს, რომლის მეშვეობითაც ისინი შვედ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრებას სთხოვენ. გულშემატკივრებმა სპეციალური ჰეშთეგიც შექმნეს: #VEMIBRA შეგახსენებთ, რომ შვედეთის ნაკრები მუნდიალზე ვერ მოხვდა, თუმცა ბრაზილიელებს იმედი აქვთ, რომ ზლატანი მსოფლიოს ჩემპიონატს მაყურებლის რანგში მაინც დაესწრება. ვიდეოში იბრაჰიმოვიჩს ისეთი ფეხბურთელებიც მიმართავენ, როგორებიც არიან დანი ალვესი, რონალდო, ბებეტო, დენილსონი და სხვა.

მოგვიანებით იბრაჰიმოვიჩი ბრაზილიელებს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა: „ბრაზილია! ვფიქრობ, დაგეგმილი არდადეგების შეცვლა მომიწევს“.

 

იბრაჰიმოვიჩი მოედანს უბრუნდება

“პსჟ”-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მოიშუშა და სარფანგეთის ჩემპიონატის 36-ე ტური მატჩში შესძლებს მონაწილეობის მიღებას. აღნიშნულ ტურში პარიზელები “რენს” დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ შვედი ფორვარდი მოედანზე 2 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა, როდესაც “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო ტრავმა.

“ზლატანი კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მოედანზე მას “რეანთან” ვიხილავთ, თუმცა ჯერ არ ვიცით გამოვა თუ არა იბრაჰიმოვიჩი სასტარტო შემადგენლობაში” – განაცხადა ბლანმა.

იბრაჰიმოვიჩი: „ჩელსისთან“ მატჩის შემდეგ განადგურებული ვიყავი“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, როგორც ჩანს, ლონდონის „ჩელსისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე წაგებას ჯერ კიდევ ვერ შეეგუა.

„ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ მე განადგურებული და ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ასეთ მომენტებში ყოველთვის ვფიქრობ, რა იქნებოდა, თუკი ამ შეხვედრაში მეც მეთამაშა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ ვიცით, რაც მაწუხებს, რადგან, ჩემი აზრით, „ჩელსიზე“ უკეთესი გუნდი გვყავს. ვფიქრობ, ამ ორმატჩიანი რაუნდში ბევრი ვისწავლეთ, რაც მომავალში გამოგვადგება“, – განაცხადა ზლატანმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზლატანი ვან გალს: „დამეკარგე აქედან, წადი და წერილების წერა განაგრძე“

ხელში ჩაგვივარდა ერთ-ერთი უცხოური გაზეთიდან ამონარიდი, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩი ლუი ვან გალის შესახებ საუბრობს. როგორც გაზეთიდან ვგებულობთ, ქვემოთ მოყვანილი ამბავი 2004 წელს მოხდა, როდესაც იბრაჰიმოვიჩიც და ვან გალიც „აიაქსში“ მუშაობდნენ. ზლატანს ჰოლანდიელ სპეციალისტთან კარგი დამოკიდებულება რომ არ აქვს, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შვედმა თავდამსხმელმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვან გალი დიქტატორს შეადარა და მის შესახებ თქვა, რომ იუმორის გრძნობა არ აქვს.

მოცემული გაზეთის ამონარიდში იბრაჰიმოვიჩი ვან გაალზე საუბრობს:

„ის ტექნიკური დირექტორი იყო და ფანქრის დახმარებით მიხსნიდან, სად უნდა მერბინა.
მე მას ვუთხარი: „შენი მოსმენა არ მჭირდება, დაბრუნდი ოფისში და წერილები წერე!“
რაფაელ ვან დერ ვარტთან დავა მქონდა და ვან გალს ვუთხარი: „თუ ეს ბიჭი ითამაშებს, მე არ გავალ მოედანზე“.
მან თამაში მიბრძანა, მე კი ვუპასუხე: „დამეკარგე აქედან!“ (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით). ერთი კვირის შემდეგ უკვე „იუვენტუსში“ ვთამაშობდი. ახლობლების მდგომარეობას უნდა განიცდიდე, ვან გალი არ განიცდის“.

ბექა დოგრაშვილი

ზლატანი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს

ცნობილი გახდა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლ მოთამაშეთა ვინაობა.

ტიტულის მოსაპოვებლად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ტიაგო სილვა და ტიაგო მოტა, აგრეთვე „მონაკოს“ მოთამაშე ხამეს როდრიგესი იბრძოლებენ.

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლაივენ კურზავა („მონაკო“), ხამეს როდრიგესი („მონაკო“), მარკო ვერატი („პსჟ“), სერჟ ორიე („ტულუზა“);

სეზონის საუკეთესო მეკარის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ვინსენტ ენიეამა („ლილი“), სტეფან რუფიე („სენტ-ეტიენი“), სტივ მანდანდა („მარსელი“), სალვატორე სირიგუ („პსჟ“);

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის წოდებაზე წარდგენილნი არიან: ლორან ბლანი („პსჟ“), კლაუდიო რანიერი („მონაკო“), რამი გარდი („ლიონი“), რენე ჟირარი („ლილი“).

გამარჯვებულებს 11 მაისს დაასახელებენ.

ბექა დოგრაშვილი

იბრაჰიმოვიჩმა სეზონი დაასრულა

პსჟ-ს ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საკუთარ გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ტრავმა ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ ჩატარებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო.

ბოლო ცნობებით, იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელი ტემპით არ მიმდინარეობს. პსჟ-ს ექმები ვარაუდობენ, რომ იბრაჰიმოვიჩი სეზონის ბოლომდე ვერ გავა მოედანზე.

 

“მოდი ჩემს სახლში და განახებ, ვარ თუ არა გეი” – ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო გამონათქვამები

როგორც ყველასათვისაა ცნობილი, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ხშირად, შვედი მოთამაშე ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ ივიწყებენ.

“ანშო ჰოთ-დოგზე გავუშვი”

Paris St Germain v Barcelona - UEFA Champions League Quarter Final

ერთხელ, როდესაც ზლატანის გუნდს “ლივერპულის” წინააღმდეგ თამაში უწევდა, საინტერესო რამ მოხდა. მთელი მატჩის განმავლობაში, შვედ მოთამაშეს შვეიცარიელი მცველი სტეფან ანშო მეურვეობდა.

იბრაჰიმოვიჩი ამბობს: “თავიდან, ბურთი მარცხნივ წავიღე. შემდეგ მარჯვნივ. ბოლოს, ისევ მარცხნივ, ხოლო ის ჰოთ-დოგზე გავუშვი.”

“ვენგერი ჩემს დარწმუნებას არ ცდილობდა”

ყველამ იცის, რომ 2000 წელს, იბრაჰიმოვიჩს ლონდონის “არსენალში” გადასვლა შეეძლო. “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ზლატანს სინჯების გავლა სთხოვა, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეს იუარა.

“არსენ ვენგერმა “არსენალის” 9-ნომრიანი მაისური გადმომცა, რომელზედაც ჩემი გვარი იყო დაწერილი. აღტაცებული ვიყავი და მაისურში გამოწყობილი ფოტოებს ვიღებდი. ველოდი, ვენგერი შეეცდებოდა, რომ მის გუნდში დავეტოვებინე. თუმცა, ის საერთოდ არაფერს ცდილობდა”, – აღნიშნავს იბრაჰიმოვიჩი.

“შენი დაც გამოიყოლე”

FC Barcelona Training Session & Press Conference

როდესაც იბრაჰიმოვიჩი “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, პრესაში მის სექსუალურ ორიენტაციაზე ბევრი რამ იწერებოდა. ერთხელ, მას ჟურნალისტმა ქალბატონმა ჰკითხა, იყო თუ არა ის გეი. ზლატანმა კი ასე უპასუხა: “მოდი ჩემს სახლში და განახებ, ვარ თუ არა გეი. შენი დაც გამოიყოლე.”

“შენს ცოლს ჰკითხე”

Zlatan Ibrahimovic Signs For Paris Saint-Germain

ერთხელ, პრესკონფერენციაზე, ზლატანს ჟურნალისტმა ჰკითხა: “რატომ გაქვთ სახეზე ნაკაწრები?”. შვედმა კი უპასაუხა: “არ ვიცი… თქვენს ცოლს ჰკიხეთ…”

დიტო ჭიჭინაძე