ხვიჩა კვარაცხელია: “ფეხბურთი “რეალის” ამ ფეხბურთელმა შემაყვარა”

ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მის საყვარელ გუნდზე და ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ერთ-ერთი მეოცნებე ბიჭია, რომელმაც ბავშვობიდან დაიწყო ოცნება და ამ ოცნებისკენ მიისწრაფვის.  ჩემ თავზე არ მიყვარს დიდად საუბარი, მაგრამ ხვიჩა არის მშრომელი ადამიანი, რომელიც თავის საქმისთვის და ოჯახისთვის აკეთებს ყველაფერს”

“ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. მთლი ცხოვრების განმავლობაში ჩემ ოჯახთან ერთად მადრიდის “რეალს” ვგულშემატკივრობ. ბავშვობიდან ვუყურებდი “რეალის” თამაშებს და ფეხბურთი გუტიმ შემაყვარა. ძალიან მომწონდა 14 რიცხვიც. ძაან მაგარი პასი ჰქონდა, ყველას უყვარს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გოლს იტანს. გუტი იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ჭკვიანურად თამაშობდა და სასწრაულ რამეებს აკეთებდა ნელი თამაშით”, – თქვა კვარამ.

 

ხვიჩა კვარაცხელია: “მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გადაცემაში “ნოესთან” მამუკა ჯუღელზე ისაუბრა.

“ჩემი ოჯახის წევრია, მამაჩემის ძალიან ახლო მეგობარია. 13-14 წლის ასაკიდან ერთად მოვდივართ. ის მაქცევდა საფეხბურთო ყურადღებას. მარტივ რამეს გეტყვით. აგენტთან როცა მიდიხართ და ის შენი აგენტი ხდება, ყველა ფეხბურთელი კონტრაქტს აწერს ხელს. მე არ ვიცი ერთი მოთამაშეც კი, რომელიც მამუკასთან არის, კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდეს. იმდენად მეგობრული ურთიერთობა და ნდობაა, ეს ჩვენთვის უბრალო ფურცელია”

“ყველა ხედავს, რომ “ლოკომოტივიდან” წამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მხოლოდ მე, მამუკა და ჩემი ოჯახი ვიყავით ამ გადაწყვეტილების მხარეს, უდიდესი ზეწოლაც, მაგრამ ფაქტია, სწორად ვქენით. შესაძლოა სხვა შემთხვევაში, ამდენად არ გამოვჩენილყიავი და ამდენი სათამაშო დრო არ მქონოდა”

“კარიერული თვალსაზრისით, მთავარი ადამიანი ჩემს წარმატებაში მამუკა ჯუღელია”

“ბოლოს მამუკას ყველაზე მეტად “იუვენტუსთან” ჰქონდა მოლაპარაკებები, თუმცა “იუვენტუსში” ხელმძღვანელობა შეიცვალა და არ გამოვიდა”

“ბოლო დროს აღარც ვეკითხები რომელიმე გუნდის ინტერესის შესახებ, რადგან ამან ჩემზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ვიცი, რომ მამუკა ჩემთვის ყოველთვის საუკეთესოს იზამს”

ამ ინტერვიუდან 5 თვეში კვარა “ნაპოლიში” წავიდა.

საბა ლობჟანიძემ “გალათასარაის” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ევერტონმა” ბენიტესი გუნდიდან გაუშვა

“ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა.

61 წლის ესპანელი სპეციალისტი “კანფეტებს” გასული წლის ზაფხულიდან თავკაცობდა.

ინგლისის პრემიერლიგის 19 ტურის თავზე “ევერტონს” აქტივში 19 ქულა აქვს. გუნდს გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიცია უკავია.

რომან გოცირიძე ჯოკოვიჩზე: “მასე სადაა ძმაო, ეს ავსტრალიაა და არა საქართველოო”

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ მსოფლიოს ნ1 ჩოგანზე, ნოვაკ ჯოკოვიჩზე დაწერა.

ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო. კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.

სიმირთლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ( ანუ მღვდლმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას.
ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი”.

ჯოკოვიჩი ავსტრალიაში 6 იანვარს ჩავიდა, მაგრამ აუცრელობის გამო საზღვარზე არ გადაუშვეს. დღეს საბოლოოდ ავსტრალიის სასამართლომ ნოლეს აპელაცია არ დააკმაყოფილა და სერბეთში დაადეპორტებენ

გიგა ჭიკაძე: “შენი დედაც კორეელო ზომბო, მალე დავბრუნდები”

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ კელვინ კატართან წაგების შემდგომ სოციალურ ქსელში კომენტარი გამოაქვეყნა.

დიდი მადლობა ჩემო რეალურო მხარდამჭერებო. ყველა მიყვარხართ და თქვენი სწრაფი დაბრუნება მმართებს. ძალიან ბევრი ყალბი ხალხია გარშემო, მაგრამ არაუშავს.

ასევე შენი დედაც კორეელო ზომბო, როცა სხვისი წაგებით ბედნიერი ხარ. იაფი…” – დაწერა გიგამ ინსტაგრამზე.

ჭიკაძემ UFC-ში პირველი მატჩი წააგო, ხოლო, კორეელი ზომბი, რომელმაც საჩემპიონო მატჩი მიიღო, გიგას მეტოქედ მიიჩნევა.

ლევან კობიაშვილი: “ქართულ ფეხბურთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნულ ლიგაში არსებულ სიტუაციაზე გადაცემა “სპორტი იმედზე” ისაუბრა.

“საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიდის ისევ გაზაფხულზე, როდესაც ევროტურნირები მოდის და ვხედავთ, სად ვართ და რა არის რეალურად. ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვხედავ. კარგია შიდა ტრანსფერები, მაგრამ ეს უკვე გავიარეთ. არ ვიცი კლუბების ფინანსურები დეტალები, თუმცა არ მაქვს განცდა, რომ რამე განსაკუთრებული ხდება”

“თუ ჩვენ არ გვეყოლება ძლიერი ლეგიონერები, უბრალოდ წარმოუდგენელია წარმატებას მივაღწიოთ. ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები. თუ კლუბები ფინანსურად არ იქნენ ძლიერნი, არაფერი გამოვა. ვინმეს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ვისაც იმატებენ. “ლოკომოტივმა” ძველი რესურსით მიაღწია წარმატებას და 2 ბარიერი დაძლია. მაგრამ მაინც, წარმოუდგენეlia ლეგიონერის გარეშე შედეგის მიღწევა, ვერც ელიგის დონის აწევა”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ქართული გუნდები ლეგიონერებს ძირითადად ბელარუსიდან იმატებენ ან მათ, ვინც ნაკლებად კვალიფიციურია და ნაკლები ფინანსური მოთხოვნები აქვს.

შევჩენკო ახალ მიწვევებს უკვე იღებს

იტალიური “ჯენოადან” ახლახან გათავისუფლებული ანდრეი შევჩენკო, როგორც ჩანს, უმუშევარი დიდხანს არ დარჩება.

45 წლის უკრაინელ სპეციალისტს პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ. იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ შევჩენკოსა და პოლონეთის ფეხბურთის კავშირს შორის მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

მერაბ დვალიშვილმა კარიერაში ყველაზე რთული ტრავმა მიიღო (ფოტო+ვიდეო)

მერაბ დვალიშვილმა საქარტველოში ყოფნისას, ერთ-ერთი ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო.

“Badly injured my clavicle bone. Fortunately no surgery is necessary. Lots of Physical Therapy and time to heal! I will be back stronger than before. სამწუხაროდ საქართველოში ყოფნის დროს ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე ყველაზე რთული ტრამვა მივიღე რაც კი აქამდე მქონია ბრძოლის დროს თუ ვარჯიშზე. საბედნიეროდ ოპერაცის გარეშე მხოლოდ ფიზიო თერაპიის კურსებით სპეციალური ვარჯიშებით და მკურნალობით მოვირჩენ ამ ტრამვას. მალე დავუბრუნდები ჩვეულ ვარჯიშს და რეჟიმს…”, – წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში და ტრავმის ფოტოებს აქვეყნებს.

გარდა ამისა, ვიდეო-მიმართვაში დვალიშვილი ახსენებს, რომ საქართველოში 2 ადგილას იყო, ორივეგან ოპერაცია ურჩიეს, თუმცა ამერიკაში სხვაგვარად უთხრეს.

“ინტერი” დიბალას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა პაულო დიბალამ კარიერა შესაძლოა, მილანის “ინტერში” გააგრძელოს. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი და “ბებერი სინიორა” შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. საქმეში აქტიურად ჩაერთო “ინტერი” და მისი გამობრძმედილი აღმასრულებელი დირექტორი ჯუზეპე მაროტა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნერაძურის” ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა დიბალას აგენტ ხორხე ანტუნს და ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი და წელიწადში ხელფასის სახით შვიდნახევარი მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ბონუსებიც დაემატება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა პაულო დიბალას შესახებ კითხვა “ინტერის” თავკაც სიმონე ინძაგის დაუსვეს.

“ამ ამბის შესახებ მეც წავიკითხე და მოვისმინე, მაგრამ სხვა გუნდების ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. მე იმ მოთამაშეებით ვამაყობ, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.

პაულო დიბალასა და “იუვენტუსს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს სხვა კლუბებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების უფლება აქვს.

პაულო დიბალას დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ტოტენჰემ ჰოთსპურიც” არიან დაინტერესებულნი.

“ჯენოამ” შევჩენკო გუნდის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლა

“ჯენოას” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეი შევჩენკო გაათავისუფლა.

“კლუბი მადლობას უხდის ანდრეი შევჩენკოსა და მის თანაშემწეებს ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული შრომისთვის”, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

“ჯენოა” 45 წლის უკრაინელ სპეციალისტს გასული წლის ნოემბერში ჩააბარეს. გუნდმა შევჩენკოს ხელმძღვანელობით 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ ერთ შეხვედრაში გაიმარჯვა, სამჯერ ფრედ ითამაშა, შვიდჯერ კი დამარცხდა.

გენუელებს დროებით აბდულაი კონკო უთავკაცებს, რომელსაც რობერტო მურგიტა დაეხმარება.

“ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 12 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავია.