„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „სუონსისთან“ ანგარიშით 1:3 წაგებული მატჩი შეაფასა.
„ასეთი შემადგენლობითაც კი, ნათელია, ისე კარგად არ ვთამაშობდით, როგორც შეგვეძლო. შევეცადეთ, შემადგენლობაში ახალი იდეები და მოთამაშეები ჩაგვერთო. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ვიცი, რომ უკეთესად გამოსვლის შესაძლებლობა გვქონდა.
პირველი ორი გოლი ძალიან უბრალო იყო. წაგება დავიმსახურეთ, დიდწილად ეს შედეგი ჩვენმა თამაშმა განაპირობა.
მომავალში ამის პრობლემა არ უნდა გვქონდეს“, – ციტირებს კლოპს thisisanfield.com-ი.