ტურინის “იუვენტუსი” ფაბინიოს ტრანსფერით ინტერესდება

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები კვლავ განაგრძობენ “ბებერი ქალბატონის” დონის ნახევარმცველის ძიებას. უცხოური პრესის ცნობით, ბეპე მაროტა შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესოდ ფაბინიოს ტრანსფერს მიიჩნევს.

როგორც იცით, “მონაკოს” ბრაზილიელი ფეხბურთელი მარჯვენა მცველია ამპულით, თუმცა ლეონარდო ჟარდიმის წყალობით მან ნახევარმცველის პოზიციაც საკმაოდ მოკლე პერიოდში შეისისხლხორცა.

იტალიური პრესის ცნობით, “შავ-თეთრები” ზაფხულშიც ცდილობდნენ ფაბინიოს გადაბირებას, მაგრამ მოლაპარაკებები მალევე ჩაიშალა – მხარეები ტრანსფერის ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

ასე რომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იტალიელები კვლავ ეცდებიან ფაბინიოს გულის მოგებას, რომლის სანაცვლოდაც საფრანგეთის ჩემპიონები 60-65 მილიონ ევროს ითხოვენ.

პოგბას კარი “სიტისთვის” ღიაა: ” შეიძლება მომავალში გვარდიოლასთან ერთად ვიმუშავო”

ტურინის “იუვენტუსის” ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასასრულს “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდება.

“გვარდიოლა საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელია, მისი ფილოსოფია განსაკუთრებულია. მას ყველა პატივს სცემს, აღიარებს. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

ის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სახეა. როგორც გავიგე, მისი დახმარებით  ფეხბურთელები ძალიან ძლიერდებიან. ახლა “იუვეს” ფეხბურთელი ვარ, თუმცა სავსებით შესაძლებელია, მომავალში პეპთან ერთად ვიმუშავო”.

 

სიმეონემ ტევესისადმი ინტერესი დაადასტურა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის კარლოს ტევესისა და „ვილიარეალის“ ფორვარდის ლუსიანო ვიეტოს მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„კარლოსთან არ მისაუბრია, მაგრამ მის აგენტს კლუბის ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ. ჩვენი გუნდისთვის ტევესი ჩინებული გაძლიერება იქნებოდა.

ვიეტო? ის ჩვენი მიზანია და მის ტრანსფერთან ახლოს ვართ. მას ახალ სეზონში ჩვენთან ველი. ვფიქრობ, ამ ფეხბურთელს ექსტრაორდინალური შესაძლებლობები გააჩნია“, – განაცხადა „ატლეტიკოს“ დამრიგებელმა.

ხედირა: „რეალი“ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩა“

ნახევარმცველმა სამი ხედირამ, რომელიც მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, აღიარა, რომ „სამეფო კლუბთან“ დაშორება მისთვის ადვილი არ ყოფილა.

„რეალის“ დატოვება ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რაც საიდუმლო არაა. თუმცა, ყველაფერი გაცილებით ადვილია, როდესაც გადაწყვეტილებას მხოლოდ შენ იღებ. „რეალიდან“ წასვლა რთული იყო, ყველაფერმა ემოციურად ჩაიარა. მოგატყუებდით, თუ საპირისპიროს გეტყოდით. ეს ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ „რეალში“ თამაში მომწონდა.

გამიხარდება, თუ „რეალში“ ყველა კვლავ ნამდვილ „მადრიდისტად“ ჩამთვლის. ხუთი წლის განმავლობაში ამ კლუბში მთელ ძალებს ვხარჯავდი. იმედია, ხალხი ჩემს სამუშაოს დააფასებს. „რეალი“ ჩემს გულში სამუდამოდ რჩება“, – განაცხადა ხედირამ.

რა განაცხადა ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ტურინის „იუვენტუსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

„შესვენების შემდეგ „იუვენტუსმა“ ზეწოლას მოუმატა, ჩვენი პრობლემების რიცხვმა კი უფრო იმატა. როდესაც მეტოქე 3-5-2 სქემაზე გადავიდა, მინდორზე ნაკლები თავისუფალი ზონა იყო.

მეორე გოლის დროს არ გაგვიმართლა – „იუვეს“ კონტრშეტევა მოგერიებული დარტყმის შემდეგ დაიწყო. გარდა ამისა, ხამესის ეპიზოდშიც არ გაგვიმართლა, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა.

ჯამში, „იუვენტუსმა“ ისე ითამაშა, როგორც მოველოდი – გუნდმა ორგანიზებული თამაში აჩვენა და შანსები გამოიყენა. ვფიქრობ, საყურებლად მატჩი ძალიან საინტერესო გამოდგა.

საპასუხი შეხვედრაში, პირველ რიგში, მოთმინება გვმართებს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.


მაროტას აზრით, ტევესი „იუვენტუსში“ დარჩება

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური მენეჯერი ჯუზეპე მაროტა ვარაუდობს, რომ ზაფხულში კარლოს ტევესი კლუბს არ დატოვებს.

„ვიცი, რომ მის კარიერაში ბევრი ტრანსფერი იყო და კარლოსს სამშობლო ენატრება. თუმცა, ამ ეტაპზე მისი წასვლის წინაპირობა არ არსებობს. მოქმედი კონტრაქტი ჩვენ 2016 წლის ზაფხულამდე გვაკავშირებს“, – განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ევროპული მედია კარლოსის „ბოკა ხუნიორსში“ დაბრუნების შესახებ ალაპარაკდა.

მორატა: „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის ალვარო მორატას აზრით, მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეუძლია.

„გაიხსენეთ ტურნირის ბოლო გათამაშებები – ბოლო სტადიამდე ის გუნდები მივიდნენ, რომლებიც ფავორიტთა შორის არ იყვნენ. ხშირად თავდადება და ბოლომდე ბრძოლა, სათამაშო კლასის მიუიხედავად, ბევრს წყვეტს. „იუვენტუსს“ ჩინებული გუნდური ხასიათი აქვს. აქ მოსვლილსას ბუფონისა და პირლოს დონის შემსრულებლების მხრიდან მხარდაჭერა მივიღე. ამის წყალობით ბევრის მიღწევა შეგვიძლია, მათ შორის ფინალშიც გასვლა. ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში გასვლა ძალიან რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. მთავარია, რწმენა არ დავკარგოთ“, – განაცხადა ესპანელმა.

ალეგრი: „ლაციოსთან“ მატჩმა, შესაძლოა, სკუდეტოს ბედი გადაწყვიტოს“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაცისოთან“ იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ამ მატჩს სკუდეტოსთვის ბრძოლის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. „ლაციოს“ ჩინებული სეზონი აქვს. სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს გუნდი სატურნირო ცხრილში ასეთ პოზიციაზე იქნებოდა. რომაელებს 82 ქულის დაგროვება შეუძლიათ, ასე რომ, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. წინ კიდევ დიდი გზაა.

ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა, რომელშიც საუკეთესო შემადგენლობას გამოვიყვან. პოგბა მეოდანზე დაბრუნებისგან ჯერ შორსაა. პირლო ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, თუმცა სათამაშო რითმში ჯერ ვერ შევიდა. ანდრეამ საჭირო ფორმა რამდენიმე შეხვედრაში უნდა აღიდგინოს“, – განაცხადა ალეგრიმ.

“იუვენტუსის” 18 წლის ფეხბურთელმა “ჰელას ვერონას” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

15 იანვარს, იტალიის თასზე, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ჰელას ვერონა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:1 დაამარცხა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი “ბიანკონერის” 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კინგლის კომანმა გაიტანა.

პოლ პოგბამ კარების უკნიდან გაიტანა (ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთ ვარჯიშზე პოლ პოგბამ ზუსტი დარტყმა განახორციელა.

ბონუჩი: ”რომას” სუსტი წერტილები უნდა გამოვიყენოთ”

იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურის ცენტრალურ მატჩში, ”იუვენტუსი” ”რომას” უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩი, დიდ ინტერესს იწვევს, როგორც გულშემატკივრებში, ასევე ფეხბურთელებშიც. ტურინულ-რომაული დაპირისპირების წინ, ”ბებერი სინიორას” მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

”ბურთის ფლობაში, ”რომა” ძალიან ძლიერია, ასევე გამოვყოფდი ჟერვინიოს. მაგრამ ჩვენ ვიცით მეტოქე გუნდის სუსტი წერტილები, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ”იუვენტუსში” განხორციელებული ცვლილებები, გუნდისთვის ნეგატიურად არ აისახა და უფრო გაგვაძლიერა.” – განაცხადა ბონუჩიმ.

”იუვენტუსისა” და ”რომას” დაპირისპირება, ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

რა ვიხილეთ სექტემბერში სერია A-ში?

სექტემბერი მიილია… იტალიის სერია A-ში, ნამდვილად იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს. შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ეს მომენტები და ფაქტები შემოგთავაზოთ.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი (უდინეზე).

”ინტერიდან” წასვლის შემდეგ, ანდრეა სტრამაჩონიმ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობა მაღალ დონეზე კვლავ შეუძლია.

Udinese Calcio v SSC Napoli - Serie A

”უდინეზეს” სერია A-ში ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. სექტემბერში, სტრამაჩონის გუნდს ადვილი კალენდარი არ ჰქონდა, 5 თამაშიდან, ”ზებრებს” 3 თამაში, ”ლაციოსთან”, ”ნაპოლისთან” და ”იუვენტუსთან უწევდათ. ”უდინეზე”, მხოლოდ ”იუვენტუსთან” დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა სტრამაჩონიმ და მისმა ასისტენტმა, დეიან სტანკოვიჩმა, ”უდინეზეს” სათამაშო სტილში კორექტირება შეიტანეს. მათ ასევე გარკვეული საკარდრო ცვლილებებიც განახორციელეს (ძირითადი მეკარე გახდა ორესტის კარნეზისი, მარჯვენა მცველად მუდამ გვევლინება – სილვან ვიდმერი, ნახევარდაცვის ცენტრში კი – პანაიოტის კონე). შედეგად, ”უდინეზე” შედეგების მხრივ უფრო პროდუქტიული გახდა.
არ შეიძლება, რომ დი ნატალეს თამაში არ აღინიშნოს. 36 წლის ფეხბურთელი, ახალი  სეზონის დასაწყისში, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. აღარავინ ფიქრობდა, რომ ის 36 წლის ასაკში, კვლავ შესძლებდა გუნდისთვის ნაყოფიერი სარგებლის მოტანას. 2013 წლის მაისში, სტრამაჩონი ”ინტერიდან” გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ იგი აღარავის ახსოვდა, მაგრამ მან, სერია A-ში დაბრუნება, ტრიუმფალურად აღნიშნა. დღეისთვის, ”უდინეზე” სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ”იუვენტუსს” და ”რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი).

rueed00d7e342

სექტემბერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კარლოს ტევესი, სერია A-საუკეთესო თავდამსხმელია. არგენტინელი ფეხბურთელი, ”იუვენტუსის” მიერ დაფიქსირებული წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ თვეში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაფიქსირდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი გაიტანა. კარლიტო თითქმის ყველა თამაშში იტანს, ასეთი ფეხბურთელის ხელში, ”იუვენტუსს” სადარდებელი ნამდვილად არ ექნება (მინიმუმ იტალიაში).

საუკეთესო მატჩი: ”პარმა” 4-5 ”მილანი”

ჩვენ ვიხილეთ ისეთი თამაში, რომელიც სერია A-ს დამახასიათებელ მოსაწყენ თამაშებს არ განეკუთვნება. ეს იყო გრანდიოზული შედეგი, რომელიც ჰოკეის სტილში მიმდინარეობდა. ესეთი თამაშები, ჩემპიონატს მართლაც რომ შესანიშნავ ხიბლს მატებს.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი).

E9834F741A8BBBFACA34DAA2A52BAB_h416_w622_m2_q80_ceAMZqwLG

”ნაპოლის” მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა. ამ კლუბში, მფლობელებმა წარმოუდგენელი შრომა ჩადეს და რაფაელ ბენიტესმა აშკარად გაუცრუა იმედები. გუნდი უაზროდ კარგავს ქულებს. ”ნაპოლიში” აშკარად შეინიშნება დაცვის სუსტი თამაში და გუნდს უფრო მაღალკვალიფიციური მცველები ესაჭიროება. თურქეთსი გაყიდული გორან პანდევის აგენტი, კარლო პალავიჩინო ამბობს: ”ნაპოლის” გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია, დიდი გამარჯვების მისაღწევად, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, რაფა ბენიტესი, გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანიდატად მოიაზრება.

ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (ინტერი).

FC Internazionale Milano v Cagliari Calcio - Serie A

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიდიჩი, დაბალი დონის მცველთა სიას არ განეკუთვნება, მაგრამ სერბი ფეხბურთელი, სექტემბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მცველი იყო სერია A-ში. ვიდიჩი იღებს წითელ ბარათებს, ”იკიდებს” პენალტებს და უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გუნდის საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ვიდიჩი, ”ინტერის” ტაქტიკურ სქემას ვერ შეეჩვია, რომელიც 3 მცველით თამაშს გულისხმობს. ვიდიჩი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებს, რის გამოც გუნდის მფლობელი კი მისგან გაცილებით მეტს ელის.

თვის შოკი: ”ინტერი” 1-4 ”კალიარი”.

ალბათ, ყველას გაუკვირდა ამ მატჩის საბოლოო შედეგი. გასულ თვეში, ”კალიარი” სერია A-ს გუნდებს შორის, ყველაზე ნაკლებად ჩანდა და საპატიო ბოლო ადგილიც ეკავა, მაგრამ მოვიდა ”ინტერთან” თამაშის დრო და ამ გუნდმა სასწაული ჩაიდინა, ”ინტერი”, ანგარიშით 1-4 გაანადგურა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო ნამდვილი შოკი.

ფაქტი: ”იუვენტუსი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სექტემბერში გოლი არ გაუშვია.

ციტატა: ”ყველა მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. აწონ-დაწონის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის საუკეთესო და მომგებიანი. 3 წლის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ”იუვენტუსში” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მე მისგან ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდი ჩავიბარე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.” – მასიმილიანო ალეგრი, ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.

საუკეთეთესო 3 გოლი

სტეფანო ოკაკა (სამპტოდია) – გოლი ”ტორინოსთან”.

ჟერემი მენეზი (მილანი) – გოლი ”პარმასთან”. ჟერემი მენეზის მიერ ”პარმასთან” გატანილი გოლი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.

მატია დესტრო (რომა) – ცენტრიდან გატანილი გოლი ”ვერონასთან”.


რა გველის ოქტომბერში?

5 ოქტომბერი: ”იუვენტუსი” – ”რომა”, ”ფიორენტინა” – ”ინტერი”.

19 ოქტომბერი: ”ფიორენტინა” – ”ლაციო”, ”ინტერი” – ”ნაპოლი”.

26 ოქტომბერი: ”მილანი” – ”ფიორენტინა”.