“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა 2016-17 წლების სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის ახალ საფეხურზე გადავიდეს. შაბათს, ჟოზე მოურინიო პირველ მატჩს გამართავს “წითელ ეშმაკთა” თავკაცის რანგში, მისი მეტოქე კი უიგანის “ატლეტიკი” იქნება.
“იუნაიტედის” ფეხბურთელები თავიანთ ბანაკში 4 ივლისიდან ბრუნდებოდნენ. მომდევნო 18 დღის მანძილზე, ინგლისური გრანდი 5 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ უეინ რუნის “ევერტონის” წინააღმდეგაც მოუწევს თამაში.
“უიგან ატლეტიკი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – შაბათი, 16 ივლისი – DW Stadium, უიგანი – 16:30
“ბორუსია დორტმუნდი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – პარასკევი, 22 ივლისი – Shanghai Stadium, შანხაი – 16:00
“მანჩესტერ სიტი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – ორშაბათი, 25 ივლისი – Bird’s Nest Stadium, ბეიძინი – 15:30
“გალათასარაი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” – შაბათი, 30 ივლისი – Ullevi Stadium, გოტენბურგი – 21:30
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ევერტონი” – ოთხშაბათი, 3 აგვისტო – Old Trafford, მანჩესტერი – 23:00
აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ პრე-სეზონში ლუი ვან გაალს მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა მოურინიომ “უიგანთან” და “გალათასარაისთანაც” მოინდომა ძალების მოსინჯვა.
“იუნაიტედი” მომავალი სეზონის პირველ მატჩს “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ გამართავს, 7 აგვისტოს. პრემიერ ლიგაში კი 14 აგვისტოს ჩაერთვება, მათი პირველი მეტოქე კი ედი ჰაუს “ბორნმუთი” იქნება.