კობიაშვილი: “მჯერა, ყაზახეთის ნაკრებთან მატჩი მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს”

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. დამდეგი შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხხადებას აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

“ეროვნული ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა. ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წლის სადებიუტო მატჩი. მჯერა, ეს შეხვედრა გარდამტეხი იქნება ჩვენი გუნდისთვის და მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქომაგს იმ თანადგომისა და ინტერესისთვის, რასაც იჩენენ.
29 მარტს, საღამოს 9 საათზე, “დინამო არენაზე” ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს”, – განცხადება ლევან კობიაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 29 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

ტიმოშჩუკი ყაზახეთში ითამაშებს

უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს.

36 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა “ქაირათთან” 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტიმოშჩუკი ახალ კლუბში 44-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“ქაირათი” ევროპის ლიგაზეც მონაწილეობს, რომლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბული “ცრვენა ზვეზდა” სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა ყაზახეთში 9 ივლისს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ფეხბურთელი მანამდე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” თამაშობდა. ტიმოშჩუკმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 11 მატჩი ჩაატარა.

 

საქართველოში დაბადებულმა ფეხბურთელმა ამხანაგური მატჩი ჩაშალა (ვიდეო)

17 თებერვალს, ყაზახურ “ქაირათსა” და უკრაინულ ზაპოროჟიეს “მეტალურგს” შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც 36-ე წუთის შემდეგ აღარ გაგრძელებულა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში “ქაირათის” კაპიტნის მიხაილ ბაკაევის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, რამაც ბაკაევი გააბრაზა. მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და ამის შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბა.

აღსანიშნავია, რომ მიხაილ ბაკაევი 1987 წელს, ცხინვალში დაიბადა. მას “ქაირათამდე” ვლადიკავკაზის “ალანიასა” და მახაჩკალის “ანჟიში” უთამაშია.

ყაზახეთში მუნდიალის მასპინძლობაზე ფიქრობენ

ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ალდიბეკ ჯაკსიბეკოვმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას 2026 წლის მუნდიალის მასპინძლობა სურს.

“ვხვდებით, რომ ამისთვის ყაზახეთი უკვე მზად არის. ჩვენს ქვეყანას მუნდიალის მასპინძობის რეალური შესაძლებლობა აქვს. ყაზახეთში გამართული უეფას კონგრესის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

გარდა ამისა არსებობს სიტყვიერი შეთანხმება 2017 წლის უეფას სუპერთასის მასპნიძლობაზე. ასევე გვსურს, რომ 2019 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზეც გავაკეთოთ განაცხადი” – ამბობსჯაკსიბეკოვი.

ტრიბუნიდან თურქი ფანების შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო ვოლკან დემირელმა თამაშზე უარი თქვა

თურქეთსა და ყაზახეთს შორის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ, რომელიც „გალათასარაის“ სტადიონზე ჩატარდა, უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.

როდესაც გუნდები მოედანზე სავარჯიშოდ გავიდნენ, „გალათასარაის“ ფანებმა თავისი ქგვეყნის ნაკრების მეკარეს 33 წლის ვოლკან დემირელს შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგეხსენებათ, დემირელი „გალათასარაის“ მთავარი მტერის „ფენერბაჰჩეს“ ღირსებას იცავს. შემდგომ, ფანების შეურაცხმყოფელი შეძახილებისთვის ვოლკანმა თამაში იუარა, ამ მატჩში მის ნაცვლად „ისტანბულის“ მეკარემ ვოლკან ბაბაჯანმა ითამაშა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე თურქეთის ნაკრებისთვის პირველი გამოდგა.

რობენი: “ყაზახეთის ნაკრებთან ხელბურთი ვითამაშეთ”

ჰოლანდიის ნაკრების ვინგერმა, არიენ რობენმა, ყაზახეთთან მოგებული შეხვედრა შეაფასა. ჰოლანდიელებმა მეტოქეს 3-1 სძიეს.

“ვულოცა ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ჩვენ ხელბურთს ვთამაშობდით. მთელი მატჩის განმავლობაში თავისუფალი ზონების ძიებაში ვიყავით, რაც საკმაოდ რთული იყო.

ვან პერსის და ჰუნტელაარს შორის მომხდარი ინციდენტი დავიწყებულია. რობინი უბრალოდ დარტყმაზე იყო კონცენტრირებული” – განაცხადა რობენმა.

ყაზახმა ფეხბურთელმა თავისი გოლით არიენ რობენი გააოგნა

10 ოქტომბერს ჰოლანდიისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში აბდულინმა ჰოლანდიელთა კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

ვან დერ ვილი: “ყაზახეთი? მხოლოდ ბორატის შესახებ ვიცი”

ჰოლანდიის ნაკრების მცველი გრეგორი ვან დერ ვილი ევრო 2016-ის შესარჩევში მომდევნო მეტოქეს კარგად არ იცნობს.

“ყაზახეთზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ბორატი იქაურია” – იხუმრა ჰოლანდიელმა PowNews-თან საუბრისას.

“იმედი მაქვს, მოედანზე პირველივე წუთებიდან გავალ. ეს ძალიან კარგი იქნებოდა”.

საინტერესოა, რომ არიენ რობენი, ერიკ პიტერსი, ჯეფრი ბრუმა, ჟოელ ველტმანი დავი კლაასენიც ყაზახეთის ნაკრების არცერთ ფეხბურთელს არ იცნობენ და არც ქვეყანაზე აქვთ რაიმე ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვერაში ჰოლანდიელები ჩეხეთთან დამარცხდნენ.

ემოციური ყაზახი გულშემატკივარი

სახალისო ვიდეო გავრცელდა ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩიდან, სადაც ტრიბუნაზე მყოფ გულშემატკივრებს შორის საკმაოდ ემოციური ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელიც საყვარელი კლუბის ფეხბურთელებს რჩევებითა და მითითებებით ეხმარებოდა.

17-წლამდელების სპარინგები ყაზახეთის ნაკრებთან

13 და 15 თებერვალს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ორ ტესტ-მატჩს გამართავს ყაზახეთის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებთან.

ყაზახები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში არიან და შეკრებას გადიან. როგორც იცით, ყაზახეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ყოველწლიურად გვაქვს ამხანაგური მატჩები სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების დონეზე.
13 თებერვალს, ამხანაგური მატჩი „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართება და დღის 13:00 საათზე დაიწყება. რადგან ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები თავის გუნდებთან ერთად შეკრებებზე არიან, ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ამ ორ მატჩს ნაკრების კანდიდატების გასასინჯად და მათზე დასაკვირვებლად გამოიყენებს.
მეორე მატჩს აკობიას გუნდი 15 თებერვალს, ისევ „ბენდელას“ სტადიონზე ჩაატარებს. ეს მატჩიც დღის 13:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური