სუარესი ფიფასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სურვილი გამოთქვა, რომ ფიფამ მის მიმართ გამოტანილი სასჯელის გამო ბოდიში მოიხადოს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, რის გამოც ურუგვაელმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დონეზე ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

Chiellini - Suarez

“როდესაც დიეგო გოდინმა გოლი გაიტანა, ისე ვერ აღვნიშნე, როგორც მინდოდა, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამო შეიძლება დავსჯილიყავი. ვფიქრობ, ფიფას სადისციპლინო კომიტეტში ხვდებიან, რომ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამომიტანეს. ვისურვებდი, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ, რომ დისკვალიფიკაცია გადაჭარბებული იყო. მე ეს ყველაფერი მოვინანიე.

როდესაც ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ფიფას მიერ გამოტანილი დისკვალიფიკაცია გამაცნო, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მატჩებზე დასწრების აკრძალვა ჩემთვის გაუგებარი რამ გახლავთ”, – სუარესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

კიელინი ფინალს გამოტოვებს?

ტურინის “იუვენტუსის” მცველი, ჯორჯო კიელინი დიდი ალბათობით “ბარსელონასთან” გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა “იუვეს” ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო. ჯერჯერობით ბებერი ქალბატონის სამედიცინო შტაბი მოთამაშის ჯანმრთელობის შესახებ დამატებით ინფორმაციას არ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” და ‘ბარსელონა” ფინალურ მატჩს 6 ივნისს ბერლინში ჩაატარებენ. სერია ა-ს დასრულებულ გათამაშებაში კიელინიმ 28 შეხვედრა ჩაატარა.

კიელინიმ დღევანდელი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ დღევანდელი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა. შეგახსენებთ, რომ მისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 6 ივნისს “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

გავრცელებული ცნობით, კიელინიმ წვივის კუნთები დაიშავა. ტრავმის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც იტალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ჯორჯო კიელინიმ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა.

 

კიელინი: „სუარესს სიამოვნებით ჩავეხუტები“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრისას „ბარსელონას“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თემასაც შეეხო.

„სუარესს სიამოვნებით ჩავეხუტები, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. მის მიმართ პრეტენზიები არ გამაჩნია. იმედია, იგივე მისი მხრიდანაც იქნება.

მხოლოდ იამზე ვფიქრობ, თუ როგორ მოვახერხებ მის შეჩერებას“, – განაცხადა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალია – ურუგვაის მატჩის დროს სამხრეთ ამერიკელმა იტალიელს უკბინა, რის გამოც შემდგომ 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

კიელინიმ სუარესთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

„სუარესთან როგორც ჩინებული ფორვარდის წიონააღმდეგ ვითამაშებ. მასთან ზუსტად ისე ვითამაშებ, როგორც რონალდუსთანს, ბეილთან, ბენზემასა და ჩიჩარიტოსთან ვითამაშე.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარმა ეპიზოდმა კარგი გაკვეთლი მოგვცა. ვფიქრობ, უახლოეს მატჩში ლუისი მხოლოდ ჩემპიონატის მოგებაზე იფიქრებს“, – განაცხადა კილენიმ.



კიელინის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, ტურინის “იუვენტუსმა” ორი მატჩის ჯამში “რეალი” 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი იტალიური გუნდის მცველმა, ჯორჯო კიელინიმ გააკეთა.

“Andiamoooooooo!!! რა გუნდი, ყველანი ბერლინში. სრული სვლით წინ!”

an

კიელინი: „დასაწყისში არასწორად ვმოქმედებდით“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ „მონაკოსთან“ მოგებული შეხვედრა შეაფასა.

„დასაწყისში არასაოწრად ვმოქმედებდით. მეტოქის თავდამსხმელებს საკმაოდ ბევრ სივრცეს ვაძლევბვდით, რაც კონტრშეწტევების დროს ძალიან არისკო იყო. შემდომ სიტუაციის გამოსწორება მვოახერხეთ.

გვემოსდა, რომ გაგვიჭირდებოდა. „მონაკო“ „ბორუსია“ არ არის. ეს გუნდი თავისუფლად თამაშის შესაძლებლობას არ იძლება. პირველ ოც წუთში სიტუაცია დაძაბული იყო. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ“, – განაცხადა ჯორჯომ.

სუარესი: “ივანოვიჩი და კიელინიც არიან დამნაშავენი იმაში, რომ ვუკბინე”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ბრანისლავ ივანოვიჩისა და ჯორჯო კიელინისთვის კბენის ფაქტები. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს მცველები მის პროვოცირებას ცდილობდნენ, რის გამოც მათ უკბინა კიდეც.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში მეხმარებიან. ნაწილობრივ ჩემი ბრალია, თუმცა ნაწილობრივ მცველების ბრალიცაა, რომლებიც პროვოცირებას ცდილობდნენ. მაგალითად, კიელინი და ივანოვიჩი მუდმივად იმის ცდაში არიან, რომ თავდამსხმელი წყობიდან გამოიყვანონ. მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ მეტოქის გაღიზიანება, თუმცა ახლა უკვე სხვანაირად ვიქცევი. მე თავად ვახდენ მცველების პროვოცირებას. მანამდე მათთან ორთაბრძოლებში ვებმეოდი, ახლა უბრალოდ ვერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს cope.es.

 

სუარესი და კიელინი შესარიგებლად შეხვედრას აპირებენ

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი და „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი ერთმანეთთან შეხვედრას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ურუგვაისა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის დროს (1:0) სუარესმა კიელინის უკბინა, რის გამოც ფიფა-მ იგი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ორივე ფეხბურთელის აგენტმა ღონისძიებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება უკვე დაიწყო.

ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება ყველაფერს ხელი შეუშალოს, ორივე მოთამაშის რთული გრაფიკია, ამიტომაც ერთ-ერთ ვარიანტად სოციალურ ქსელებში სპეციალური აქციის ჩატარება მოიაზრება.

კიელინი ორ კვირას გამოტოვებს

“იუვენტუსის” მცველი ჯორჯო კიელინი საკუთარ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. 30 წლის მცველმა იტალიის ნაკრების შეხვერაც გამოტოვა, თუმცა ამით მისი პრობლემები არ დასრულებულა.

უცხოური პრესის ცნობით კიელინის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და ის კიდევ 2 კვირას გამოტოვებს.,

ასე რომ, ჯორჯო “უდინეზესთან” და “მალმიოსთან” გასამართ შეხვედრებსაც გამოტოვებს.

სუარესი სასამართლო სხდომას დაესწრო (ფოტო)

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომას დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ფიფასგან ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ურუგვაელი ფეხბურთელი ცდილობს, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია შეიმციროს.

სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

იუვენტუსი კიელინის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“ბებერი ქალბატონი” ერთ-ერთი ლიდერის შენარჩნებას აპირებს. უახლოეს მომავალში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ჯორჯრო კიელინის ახალ კონტრაქტს შესთვაზებს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ხელშეკრულება მომავალ წელს იწურება.

გასულ სეზონში 29 წლის მცველმა 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლის გატანა შესძლო.