ენდი უოკერი: „საქართველოს ნაკრებს შეუძლია, ჯგუფის საუკეთესო გუნდებს ქულები დააკარგვინოს“

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიის, საქართელოსა და გიბრალტარის ნაკრებები ითამაშებენ.

ნიცაში გამართული წილისყრის შედეგები შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ენდი უოკერმა შეაფასა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს შეუძლია, რომ D ჯგუფის საუკეთესო გუნდებს ქულები დააკარგვინოს. მახსოვს, როდესაც „შეფილდ იუნაიტედში“ ვთამაშობდი, „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას გიორგი ქინქლაძე იცავდა. მას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ბრიტანულ ფეხბურთს კარგად იცნობს. მართალია, მას ქინქლაძის დონის ფეხბურთელები არ ჰყავს, თუმცა ეს ის ერია, რომელსაც მუდამ ეზრდება შესანიშნავი ტექნიკით დაჯილდოებული მოთამაშეები“, – უოკერის სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ნევინი: „საქართველოს ნაკრების გოლის გამტანი არ ჰყავს“

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პეტ ნევინმა „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დამდეგი მეტოქეების შესახებ ისაუბრა, საქართველოზე კი ასეთი რამ თქვა:

„საქართველოს ნაკრების შედეგებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს გუნდი ძალიან ცოტას იტანს, თუმცა თამაშის ჩაკეტვა ეხერხება.

მათ ნორმალური შედეგები აქვთ, ხანდახან უმაღლესი დონის გუნდებიც დიდი გაჭირვებით ამარცხებენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებთან ძალიან რთული მატჩები გველის, განსაკუთრებით სტუმრად.

მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ ეს გუნდი ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც რამდენიმე წლის წინათ. მათ არ ჰყავთ გოლის გამტანი მოთამაშე“.

ბექა დოგრაშვილი

გურამ კაშიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაჯამა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ.

„ვფიქრობ, გერმანიის ნაკრები აშკარა ფავორიტია, რომელსაც ჯგუფის თითოეულ წევრთან მაქსიმალური ქულის აღება შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენებს, ირლანდიას, შოტლანდიას, პოლონეთსა და ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ. გერმანიის მსგავსად, ჩვენც ვეცდებით, რომ გიბრალტართან ექვსი ქულა ავიღოთ. ამ შემთხვევაში, ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ რამდენ ქულას აიღებენ გუნდები ურთიერთშეხვედრებში. ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეჯგუფი ყველაზე სუსტია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, იმდენად ძლიერი ჯგუფია, რომ ევრო-2016-ზე გასვლა არ შეგვიძლია-მეთქი“, – კაშიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ჩვენი ქვეჯგუფის კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ქეცბაიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ნიცაში გამართული წილისყრის შედეგები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეაფასა.

„ფავორიტი არის გერმანიის ნაკრები. შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია ისეთი გუნდები არიან, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიბრძოლოთ მესამე ადგილისთვის. სასურველი იქნება, რომ პირველი ორი მატჩი თბილისში ჩავატაროთ“, – აღნიშნა ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 7 სექტემბერს, შინ, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ქვეჯგუფის სრული კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

უკვე ცნობილია ჩვენი ქვეჯგუფის კალენდარი. ის ასე გამოიყურება.

ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დასრულდა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. 53 ნაკრები გუნდი 9 ქვეჯგუფში გადანაწილდა. საქართველო D ჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს. მოგეხსენებათ, ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან დაიწყება.

ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფები ასე დაკომპლექტდა.

A ჯგუფი
ჰოლანდია
ჩეხეთი
თურქეთი
ლატვია
ისლანდია
ყაზახეთი
ჯგუფი

ბოსნია/ჰერცეგოვინა
ბელგია
ისრაელი
უელსი
კვიპროსი
ანდორა
 
ჯგუფი

ესპანეთი
უკრაინა
სლოვაკეთი
ბელორუსი
მაკედონია
ლუქსემბურგი
 
ჯგუფი

გერმანია
ირლანდია
პოლონეთი
შოტლანდია
საქართველო
გიბრალტარი
 
ჯგუფი

ინგლისი
შვეიცარია
სლოვენია
ესტონეთი
ლიტვა
სან მარინო
 
ჯგუფი

საბერძნეთი
უნგრეთი
რუმინეთი
ფინეთი
ჩრდილოეთ ირლანდია
ფარერის კუნძულები Faroe Islands
 
ჯგუფი

რუსეთი
შვედეთი
ავსტრია
მონტენეგრო
მოლდოვა
ლიხტენშტეინი
 
ჯგუფი

იტალია
ხორვატია
ნორვეგია
ბულგარეთი
აზერბაიჯანი
მალტა Malta
 
ჯგუფი

პორტუგალია
დანია
სერბეთი
სომხეთი Armenia
ალბანეთი

 

 

ბექა დოგრაშვილი