კრუიფი: “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი დარწმუნებულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარული კლუბია, ვიდრე მიუნხენის “ბაიერნი”. მისი თქმით, ასეთი ვითარება სრულიად ბუნებრივია.

“გლობალური მასშტაბით “ბარსელონა” უფრო პოპულარულია, ვიდრე “ბაიერნი”. მაგალითად, სამხრეთ ამერკაში ყველა უყურებს ესპანეთის ჩემპიონატს. იქ “ბარსელონა” გაცილებით ფასეული კლუბია, ვიდრე “ბაიერნი” და ასე იქნება ყოველთვის”, – ციტრებს კრუიფის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ღირსებას 1973-დან 1978 წლამდე იცავდა. 1988–1996 წლებში კი, ის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ამპლუაში თავკაცობდა.

 

განსხვავება კრუიფისა და ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიებს შორის

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიას.

“საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ბევრი საერთო არ გვაქვს. კი ბატონო, ორივენი ჰოლანდიელები ვართ და ძირითადი ცნებები მსგავსი გვაქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ გუნდმა უნდა ითამაშოს სწრაფი ფეხბურთი და ბურთსაც უნდა ფლობდეს.
შესაძლოა, ვან გაალმა ჩემზე მეტი იცის, მაგრამ მე მინდა, რომ ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ. როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, გუნდმა პრესინგს უნდა მიმართოს, რათა ის დაიბრუნოს. ეს თავდაცვითი ხერხიც არის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ბურთის ფლობაა”, – კრუიფის სიტყვებს “დეილი მეილი” აქვეყნებს.

ცნობისათვის, ვან გაალის “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის პრემიერლიგის IV ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსს” უმასპინძლებს. მატჩი “ოლდ ტრაფორდზე”, კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

კრუიფი: “ადრე ფლეიმეიქერებს “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა ამას “რეალი” აკეთებს”

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა მადრიდის “რეალს” სატრანსფერო პოლიტიკა მოუწონა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში “სამეფო კლუბმა” ტონი კროოსისა და ხამეს როდრიგესის დამატება მოახერხა.

“კროოსი “ბაიერნის” და გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მას შესანიშნავად შეუძლია გუნდის თამაშის წაყვანა. ხამესიც გასაოცარი ფლეიმეიქერია. ადრე ასეთ მოთამაშეებს ძირითადად “ბარსელონა” ყიდულობდა, ახლა კი ამას “რეალი” აკეთებს”, – ციტირებს კრუიფის სიტყვებს goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ იოჰან კრუიფს “ბარსელონას” ხელმძღვანელობასთან არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს.

 

კრუიფი: “ვერ ვხვდები ბარსელონა როგორ ფეხბურთს ითამაშებს”

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა ლუის სუარესის ტრანსფერი შეაფასა.

“ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონი გერმანია გახდა. ისინი ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომელზეც “ბარსელონა” უარს ამბობს. რა თქმა უნდა სუარესი გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ მას რთული ხასიათი აქვს. ვერ ვხვდები, თუ როგორ ითამაშებს ბარსელონა, როდესაც ძირითადში მესი, ნეიმარი და სუარესი ეყოლება. სამივე მოთმაშის ძლიერი მხარე ინდივიდუალურ თვისებებშია.

“ბარსელონა” ყოველთვის კომბინაციური თამაშით გამოირჩეოდა, რომელზეც ახლა უარს ამბობს” – განაცხადა კრუიფმა.

კრუიფი ფავორიტად ბრაზილიას მიიჩნევს

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ბრაზილიას მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ მუნდიალის მოქმედი გამარჯვებული ესპანეთის ეროვნული ნაკრებია.

“ესპანეთს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ახლა ფავორიტი ბრაზილიაა. ისინი სახლში თამაშობენ და ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორი იყო კონფედერაციათა თასის ფინალი” – განაცხადა კრუიფმა.

კრუიფი: „ვინც ჩავის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საჭიროებას განიხილავს, სულელია“

ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა იოჰან კრუიფი ამბობს, რომ ჩავი ერნანდესი კვლავაც დიდ სარგებელს მოუტანს „ბარსელონას“, ხოლო ის, ვისაც ესპანელი ფეხბურთელის კატალონიურ გუნდში დარჩენის საჭიროებაში ეჭვი ეპარება, სულელია.

„ჩავი მომდევნო სეზონშიც პროდუქტიული იქნება. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ის, ვინც მის „ბარსელონაში“ დარჩენა-არდარჩენის საკითხს განიხილავს, სულელია“, – კრუიფის სიტყვებს barcastuff-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ პირველ გუნდში 1998 წლიდან გამოდის.

 

კრუიფმა, მარტინო „ბარსელონას“ ხელმძღვანელობისგან ზეწოლას განიცდისო

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას აგრძელებს. ჰოლანიელი სპეციალისტის თქმით, „ბარსელონას“ თავკაცი ხერარდო მარტინო გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდულია, რადგან ის კლუბის ხელმძღვანელობის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„მარტინომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ „ბარსელონას“ თავკაცი მთავარი ფიგურა არ გახლავთ. ძალიან რთულია, როდესაც რაიმეს გაკეთება გინდა და ამის უფლებას რაღაც მიზეზის გამო არ გაძლევენ. დიდი ხანია, „ბარსელონას“ ასეთი გეზი აქვს აღებული და რაც დრო გადის, ეს ყველაფერი მით უარეს სახეს იღებს“, – კრუიფის სიტყვები ესპანურმა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კრუიფი: „მოურინიო „რეალს“ ვერ აკონტროლებდა, იგივე, შესაძლოა, „ჩელსიშიც“ განმეორდეს“

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

„პსჟ-ს ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ისევე, როგორც „ჩელსის“, თუმცა, მოურინიოს თქმით, მი გუნდს დიდებული ფეხბურთელები არ ჰყავს.

მე მოვესწარი იმ პერიოდს, როდესაც იგი „რეალს“ ვერ აკონტროლებდა. გამორიცხული არ არის, იგივე მას „ჩელსიშიც“ მოუვიდეს.

ჟოზეს მთავარი პრობლემა იმაში გამოიხატება, რომ იგი მხოლოდ შედეგზე ფიქრობს. სხვა დანარჩენი მისთვის უკვე მეორეხარისხოვანია. მაგალითად, ის, რომ „ჩელსიში“ მსოფლიო დონის შემსრულებლები ირიცხებიან.

მსგავსი გეგმა მხოლოდ მცირე პერიოდზეა გათვლილი და იგი საერთოდ არ მომწონს“, – განაცხადა კრუიფმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კრუიფი: „ბარსელონას“ პრობლემა ნეიმარია“

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი და თავკაცი იოჰან კრუიფი თვლის, რომ კატალონიური კლუბი ზედმეტად დიდ ხელფასს უხდის ნეიმარს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გუნდის მიკროკლიმატზე.

„ბარსელონას“ პრობლემა ნეიმარია. ის მშვენიერი მოთამაშეა, მაგრამ არ შეიძლება, ახალგაზრდა ბიჭი უფრო დიდ ხელფასს იღებდეს, ვიდრე ის მოთამაშეები, რომლებმაც გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს. 21 წლის ასაკში ღმერთივით ვერავინ ვერ თამაშობს. გარდა ამისა, „ბარსელონას“ ჰყავს ლეო მესი. შეუძლებელია, რომ კლუბისთვის ნეიმარი მესიზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს. როცა 26 წლის გახდება ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა – 21 წლის ასაკში“, – კრუიფის სიტყვები „მუნდო დეპორტივომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „ბარსელონაში“ 2013/2014 წლების სტარტზე გადავიდა და მაშინვე კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ იქცა.

ბექა დოგრაშვილი