ნედვედი: “როდესაც ზლატანი “იუვენტუსში” გადმოვიდა, გოლებს ვერ იტანდა”

ტურინის “იუვენტუსის” ექს-ნახევარმცველმა, 2003 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულმა პაველ ნედვედმა ორი ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია.

“თუ მხოლოდ ერთი დიდი ფეხბურთელი უნდა დავასახელო, ვისთანაც ერთადაც მითამაშია, მაშინ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვიტყვი. მას აქვს უდიდესი ძალა, სიმაღლე, ბრწყინვალე ტექნიკა, რის ხარჯზეც დაცვის ხაზის გარღვევა შეუძლია.

თუმცა, როდესაც ზლატანი “იუვენტუსში” გადმოვიდა, გოლებს ვერ იტანდა. ფაბიო კაპელო მას ვარჯიშების შემდეგ 30 წუთით მინდორზე ტოვებდა და დარტყმებში ავარჯიშებდა”, – ციტირებს ნედვედის სიტყვებს ESPN.

პაველ ნედვედმა ჯანლუიჯი ბუფონის შესახებაც ისაუბრა.

“როდესაც ბუფონს ვარჯიშებზე ვუყურებ, მიჩნდება სურვილი, რომ მან 50 წლამდე ითამაშოს. ჯიჯი ყოველთვის პირველი მოდიოდა ვარჯიშებზე, იგი ნამდვილი პროფესიონალია. მან ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს”, – აღნიშნა ნედვედმა.

ნედვედი: “იუვეს” ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი აქვს”

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა პაველ ნედვედმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ კენჭისყრაზე “ბებერ სინიორას” მეტოქედ “მონაკო” ერგო.

“მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ნახევარფინალში გასვლის რეალურ პერსპექტივას ვხედავ. ჩვენ შანსი გვაქვს, თუმცა დაპირისპირება ანგარიშით 0:0 იწყება. საბედნიეროდ, შორს წასვლა არ მოგვიწევს. საპასუხო შეხვედრას საკუთარ სახლთან ახლოს ჩავატარებთ.

ვნახოთ, ვინ გააღწევს ნახევარფინალში. მე ყოველთვის ფრთხილი ვარ. “მონაკომ” ტურნირს “არსენალი” გამოთიშა. თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩს კონცენტრირებული არ შეხვდი, დიდი შანსია, რომ განზე დარჩე”, – ნედვედის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

წყვილის პირველი მატჩი ტურინში, 14 აპრილს გაიმართება.

 

ნედვედი: “პოგბას “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს”

ტურინის “იუვენტუსის” დირექტორმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ კლუბის 21 წლის ნახევარმცველი პოლ პოგბა “ბებერი სინიორას” დატოვებას არ აპირებს.

“ბოლო პერიოდში ხშირად მესმის ხმები იმის შესახებ, რომ პოგბა სეზონის ბოლოს “იუვენტუსს” დატოვებს. მას ჩვენს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, პოგბა ტურინში ბედნიერია. მას აქ ყველაფერი აქვს უმაღლესი დონის ფეხბურთელად გახდომისთვის. თუ მოგვიანებით პოგბა კლუბიდან წასვლის თხოვნით მოგვმართავს, ჩვენ ამასაც გეტყვით”, – ნედვედის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას “იუვენტუსთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ივნისში ეწურება.

 

ნედვედი: „კიელინი ბავშვივით მოიქცა“

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორმა პაველ ნედვედმა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

„სუარესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მე მას ბევრი ფიქრის გარეშე დავიმატებდი „იუვენტუსში“.

საერთოდაც, ორი წლის წინათ ძალიან ახლოს ვიყავით სუარესის შეძენასთან. ის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია“, – ნედვედის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ჩეხმა სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტის შესახებაც ისაუბრა და იტალიელ მცველს საქციელი დაუწუნა.

„სუარესის რეაქციას არ ვამართლებ, თუმცა ჯორჯოს საქციელმა აღმაშფოთა. კიელინი ბავშვივით მოიქცა. მსაჯს ნაკბენ ადგილს უჩვენებდა. საბედნიეროდ, როდესაც სუარესმა ბოდიში მოიხადა, კიელინიმ გონივრულად უპასუხა და ფიფას დისკვალიფიკაციის შემცირებაც სთხოვა“, – აღნიშნა ნედვედმა.

 

ნედვედი: „კონტეს „იუვენტუსიდან“ წასვლა ჯერ კიდევ მაისში სურდა“

ტურინის „იუვენტუსისა“ და ჩეხეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ ანტონიო კონტეს „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება ჯერ კიდევ მაისში სურდა.

„ანტონიოს თანამდებობა კლუბის ხელმძღვანელობასთან რაიმე უთანხმოების გამო არ დაუტოვებია. მას უბრალოდ მუშაობის გაგრძელების ძალა აღარ ჰქონდა.

კონტეს პოსტის დატოვება ჯერ კიდევ მაისში სურდა, თუმცა ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და პირობა მოგვცა, რომ გადაწყვეტილებას შვებულების დროს მიიღებდა. დაბრუნების შემდეგ გვითხრა, რომ მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებდა.

რასაც პრესაში წერენ, არ შეესააბამება სინამდვილეს. კონტე უბრალოდ დაიღალა“, – ნედვედის სიტყვები „ლა გაძეტა დელო სპორტში“ გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა.

 

ნედვედი: „ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ დაუპირისპირდება. „ბებერი ქალბატონის“ ელჩი პაველ ნედვედი აღნიშნულ წყვილში ფავორიტად პორტუგალიურ გუნდს თვლის.

„ძალიან რთული მეტოქე გვერგო. გასულ წელს „ბენფიკა“ ფინალში „ჩელსის“ შეხვდა. ფეხბურთელებს, რომლებმაც უკვე ითამაშეს ფინალურ მატჩში, ძალიან უნდათ თასის მოგება. ფავორიტად „ბენფიკას“ ვთვლი. პორტუგალიელები ბოლო წლებში ევროპის ლიგაზე წარმატებით გამოდიან. 2011 წელს „ბენფიკამ“ ნახევარფინალამდე გააღწია, გასულ სეზონში კი – ფინალამდე. ამიტომ, ვთვლი, რომ „ბენფიკას“ უფრო დიდი შანსი აქვს“, – განაცხადა ნედვედმა „ევროსპორტის“ ეთერში.

„ბენფიკასა“ და „იუვენტუსს“ შორის პირველი მატჩი 24 აპრილს, ლისაბონში გაიმართება, განმეორებითი კი – 1-ელ მაისს, ტურინში.

ბექა დოგრაშვილი