დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში მოსკოვის “ლოკომოტივი” “კრასნოდარს” დაუპრისიპირდა და მეტოქე ანგარიშით, 2:0 დაამარცხა. გოლები 25-ე და 85-ე წუთებზე შესაბამისად, ალექსეი მირანჩუკმა და მანუელ ფერნანდესმა გაიტანეს. საგულისხმოა, რომ ქართველმა მოთამაშემ, სოლომონ კვერკველიამ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ასპარეზობა და შეუცვლელად ითამაშა.
ამ გამარჯვების შემდეგ “ლოკოს” 29 ქულა დაუგროვდა და ცხრილში გალიდერდა. თორნიკე ოქრიაშვილის (რომელსაც ამჟამად ტრავმა აწუხებს) “კრასნოდარი” კი 21 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.