“შანხაი შენჰუა” კიკე სანჩეს ფლორესმა ჩაიბარა

ცნობილი ესპანელი სპეციალისტი კიკე სანჩეს ფლორესი ჩინური “შახაი შენჰუას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ჩინეთში 53 წლის ესპანელმა მწვრთნელმა ხუთი თანაშემწე გაიყოლა.

კიკე სანჩეს ფლორესი მეტწილად “ვალენსიაში”, “ბენფიკაში”, მადრიდის “ატლეტიკოსა” და “უოტფორდში” მუშაობით არის ცნობილი. ბოლოს ის “ესპანიოლს” თავკაცობდა, საიდანაც აპრილის თვეში გაათავისუფლეს.

“შანხაი შენჰუამ” ჩინეთის სუპერლიგის ბოლო გათამაშება მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. გუნდში ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებად ფრედი გუარინი და დემბა ბა ითვლებიან.

ჩინური გუნდი ანდრეს ინიესტასგან ექვს მილიონ ბოთლ ღვინოს იყიდის

ანდრეს ინიესტა კატალონიის “ბარსელონას” სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს და ჩინეთში გადაბარგდება. ჯერ ოფიციალურად არაა დადასტურებული, თუმცა უკვე ბევრი გამოცემა წერს, რომ ესპანელი სუპერლიგის კლუბ “ჩონგქინგ დანგდაისთან” გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის ხანგრძლივობა სამი წელი იქნება. ანდრესი ერთ სეზონში 27 მილიონ ევროს მიიღებს (მთლიანად, 81 მილიონი).

გეტყვით, რომ მხოლოდ ხელფასი არაა ის სარგებელი, რომელსაც ინიესტა აზიურ გუნდში გადასვლით ნახავს. როგორც ცნობილია, ესპანელ ფეხბურთელს აქვს ღვინის ბრენდი “ბოდეგა ინიესტა”. სწორედ ამ ბრენდის ექვს მილიონ ბოთლ ღვინოს იყიდის “ჩონგქინგის” ხელმძღვანელობა. ერთი ბოთლი ღვინო ექვსი ევრო ღირს. შესაბამისად, ინიესტა დამატებით 36 მილიონით გაისქელებს ჯიბეს. ხოლო, აზიაში წავლიდან მიღებული შემოსავალი, საერთო ჯამში, სამი წლის მანძილზე 117 მილიონი ევრო იქნება.

პაულინიო: “დამირეკეს თუ არა “ბაიერნიდან”?”

ბრაზილიელი ნახევარმცველი, პაულინიო 2016 წლიდან გამოდის ჩინური სუპელიგის გუნდ “გუანჯოუში”. ბოლო ხანებში გავრცელდა ხმები, რომ 28 წლის საყრდენით სერიოზულად ინტერესდებოდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი და რომ ბრაზილიელი იტალიელი სპეციალისტის უმთავრესი სამიზნე იყო.

ამის შესახებ თავად მოთამაშემ ისაუბრა.

“ბუნებრივია, რომ საფეხბურთო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი სპეკულაციაა. მინდა, მოკლედ და კონკრეტულად განვაცხადო, რომ “ბაიერნიდან” არავის დაურეკავს და, შესაბამისად, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა.”

“ახლა მხოლოდ ჩემი გუნდის წარმატებასა და საკუთარ განვითარებაზე ვფიქრობ,” – განაცხადა ბრაზილიელმა.

დი მარია: “წავალ თუ არა ჩინეთში?”

ჩინელები მიმდინარე სატრასნფერო ფანჯარაზე ევროპის წამყავნ კლუბებს ძარცვავენ. მათ რამდენიემ უმაღლესი დონის ვარსკვლავი შეიძინეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზიურ სუპერ ლიგაშე მოთამაშე რამდენიმე გუნდს “პსჟ”-ს შემტევის, ანხელ დი მარიას შეძენა სურს. ამ თემაზე არგენტინელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ. კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წელი დამრჩა.”

“ჩემი ოჯახს ეს ქალაქი მოსწონს. აქ ძლაიან მყუდროდ ვართ. გავიგე ჩინეთში ჩემს წასვლასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ. მინდა, ყველა გავრცელებულ ხმას პასუხი გავცე: არსად გადასვლას არ ვაპირებ.”

“ყველა ფეხბურთელს აქვს არჩევნის გაკეთების უფლება.ზოგ მათგანს უნდა, რომ ჩინეთში წავიდს, ითამაშოს და გაცილებით მეტი ფული იშოვოს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. მე კი ჩემი გზა გამაჩნია, რომელსაც საკუთარ ოჯახთან ერთად ბედნიერად მივყვები,” – აცხადებს 28 წლის არგენტინელი.

ოფიციალურად: ვიტსელი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

რუსული “ზენიტის” ბელგიელი ვარსკვლავი, აქსელ ვიტსელი, რომელიც ძალიან ახლოს იყო “იუვენტუსში” გადაბარგებასთან, კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგაში გაგრძელებს.

ასე რომ, “ბებერი ქალბატონის” ღირსების დაცვას, ვიტსელმა კვირაში 300 000 ევროიანი ხელფასი არჩია და ახლო აღმოსავლეთში გადაბარგდა. “ზენიტმა” კი ამ ტრანსფერიტ 21 მილიონი ევრო იშოვა.

ვიტსელმა, რომელსაც 70-ზე მეტი მატჩი აქვს ბელგიის ნაკრებში ჩატარებული, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ჩინურ კლუბ “ტიანცინთან”, რომელსაც სათავეში ფაბიო კანავარო უდგას.

ოფიციალურად: ტევესი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა

“ბოკა ხუნიორის” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი, კარლოს ტევესი “შანხაი შენშუას” რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის კარლოს ტევესის მიერ ჩინურ კლუბთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, არგენტინელი ფორვარდი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

Goal-ის ცნობით, “იუვეს” ექს-შემტევი ხელფასის სახით 32 მილიონ ფუნტს მიიღებს წელიწადში ჩინური კლუბისაგან.

სნეიდერმა ჩინური კლუბისგან შემოთავაზებას უპასუხა

თურქული პრესა იტყობინება, რომ ცოტა ხნის წინ “გალათასარაის” ფეხბურთელს, უესლი სნეიდერს ერთ-ერთი ჩინური კლუბისგან სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა.

აზიური ქვეყნის სუპერლიგის გუნდი ჰოლანდიელ სპორტსმენში 25 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა სნეიდერმა სარფიანად გაყიდვასა და დიდ ფულს, “გალაში” დარჩენა ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ “აიაქსისა” და “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი 2013 წელს “ინტერიდან” გადავიდა თურქულ კლუბში, სადაც ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და სამჯერ მოიგო თურქეთის თასი.

რიო 2016 ხუთი დღის შემდეგ: რომელ ქვეყანას რამდენი მედალი აქვს?

რიოს ოლიმპიური თამაშები მხოლოდ ხუთი დღეა დაიწყო და უკვე ძალიან ბევრი სხვადასხვა სინჯის მედალი გათამაშდა.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, რომლებმაც რიოში, პირველი ხუთი დღის მანძილზე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვეს.

 აშშ
ოქრო – 11
ვერცხლი – 11
ბრინჯაო – 10

ჩინეთი
ოქრო – 10
ვერცხლი – 5
ბრინჯაო – 8

იაპონია
ოქრო – 6
ვერცხლი – 1
ბრინჯაო – 11

ავსტრალია
ოქრო – 5
ვერცხლი – 2
ბრინჯაო – 5

უნგრეთი
ოქრო – 5
ვერცხლი – 1
ბრინჯაო – 1

რუსეთი
ოქრო – 4
ვერცხლი – 7
ბრინჯაო – 4

სამხრეთ კორეა
ოქრო – 4
ვერცხლი – 2
ბრინჯაო – 3

იტალია
ოქრო – 3
ვერცხლი – 6
ბრინჯაო – 2

დიდი ბრიტანეთი
ოქრო – 3
ვერცხლი – 3
ბრინჯაო – 6

საფრანგეთი
ოქრო – 2
ვერცხლი – 3
ბრინჯაო – 1

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას – საქართველოს, იგი 35-ე ადგილს იკავებს, თითო-თითო ვერცხლითა და ბრინჯაოთი.

ოფიციალურად: ლავეცი ჩინურმა კლუბმა გადაიბირა

დადასტურდა ინოფმრაცია, რომლის თანახმადაც ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” არგენტინელი შემტევი, ეზეკილ ლავეცი ჩინურ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

ლავეცის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა. თუმცა, ლავეციმ სეზონის დასასრულს არ დაუცადა და ჩინელებთან გააფორმა კონტრაქტი.

წყაროს ცნობით, “პსჟ” ლავეცის სანაცვლოდ დაახლოებით 4 მილიონ ევროს მიიღებს, 30 წლის თავდამსხმელი კი – 10 მილიონ ევროს ყოველ წელს ( + ბონუსები 6 მილიონამდე).

“ვეიბოს” ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ: “მისი მოსვლა გუნდს გაცილებით უფრო გააძლიერებს. ის მართლაც რომ შეუჩერებელი შემტევია.”

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩინეთში, სეზონში 50 მილიონ ევროს თავაზობენ

თურქული ვებ-გვერდი fanatik.com.tr იუწყება, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩინური კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს.

მოგეხსენებათ, შვედეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ერქან ზენგინი, რომელიც ზლატანის მეგობარია, “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავს. იბრას ჩინურ კლუბში შესაძლო გადასვლის ამბავი კი სწორედ ამ მოთამაშემ გაახმაურა.

იმ შემთხვევაში, თუ იბრაჰიმოვიჩი ჩინურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ის სეზონში 50 მილიონს, ხოლო ორ სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს.

რონალდო ჩინეთში 30 საფეხბურთო სკოლის გახსნას აპირებს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რონალდო ჩინეთში 30 საფეხბურთო სკოლის გახსნას აპირებს.

„საქმიანი ფაქტორის გარდა, ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც აქ სკოლის გახსნა გადავწყვიტე, ისაა, რომ ჩინეთში ბევრი ფეხბურთელი და ფეხბურთის გულშემატკივარია. სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე ასევე ხელისუფლება და ორგანიზაციები ზრუნავენ.

ვფიქრობ, ჩინეთში ფეხბურთი მასობრივი მხარდაჭერით სარგებლობს და მისი განვითარება აუცილებელია. ჯერჯერობით, ალბათ, აქ სწორი ვარჯიშის მეთოდების შემოღებაა საჭირო“, – აღნიშნა რონალდომ.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთის სუპერლიგის კლუბებმა ტრანსფერებზე 2014/15 წლების სეზონში 121,5 მილიონი დოლარი დახარჯეს. ჩინეთის სუპერლიგის ჩვენებების უფლებები კი 2020 წლამდე 1,26 მილიარდ დოლარად გაიყიდა. ამასთანავე, როგორც კლუბების, ასევე ნაკრების შედეგები არც თუ ისე წარმატებულია.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ცნობილია

2019 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატს ჩინეთი უმასპინძლებს. მასპინძელი ქვეყანა ტოკიოში საერთაშორისო საკალათბურთო ფედერაციის სხდომაზე გაირკვა.

ჩინეთის განაცხადს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი იაო მინი წარმოადგენდა. მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის კიდევ ერთი კანდიდატი ფილიპინები იყო.

2019 წლის პლანეტის პირველობა ფიბას ახალი ფორულით ჩატარდება. საკვალიფიკაციო ეტაპი 2017 წელს დაიწყება და 2019 წლამდე გაგრძელდება. ტურნირში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აშშ-ს ნაკრებია.

ცნობისთვის, მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატი ჩინეთში აქამდე არასდროს ჩატარებულა.