ბლანი: “ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენს” უდიდეს კლუბად აქცევს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ამჟამად ამერიკაში, “ბარსელონასთან” ერთად გადის შეკრებას.

“პარიზელებს უნდათ, რომ ევროპის საუკეთესო კლუბის სტატუსი მოიპოვონ, მათ წარმოუდგენლად დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნიათ. ნეიმარის დონეზე მყოფი მოთამაშის წყალობით “პარი სენ-ჟერმენი” ევროპული გრანდების რიგებში თავისუფლად ჩაეწერება.

ჩემპიონთა ლიგის მოგება კი მასთან ერთად და მის გარეშეც დროს მოითხოვს. ეს ისეთი ტურნირი არაა, რომლის მოგებისთვისაც მილიონების ფლანგვაა საკმარისი. ფეხბურთის მექანიზმი ასე არ მუშაობს. მთავარი სტაბილურობაა,” – აცხადებს ლორან ბლანი.

ლორან ბლანმა “პარის სენ-ჟერმენი” დატოვა

“პარის სენ-ჟერმენის” ოფიციალური გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ფრანგული გრანდი ლორან ბლანმა დატოვა.

“სრულად მოკრძალებულ გარემოებაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც 27 ივნის გაიმართა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ემსახურება.

კლუბი ლორან ბლანთან ერთად მისმა დამხმარებმ, ჟან-ლუის გასეტმა და ფილიპ ლამბერტმაც დატოვეს, რაც შეთანხმების ნაწილი იყო.

კლუბს სურს მადლობა გადაუხადოს ლორან ბლანს მის ბოლო 3 წლის მანძილზე გაწეული სამუშაოსათვის. ამ სამი წლის მანძილზე ლორანმა 11 ტიტული მოიგო.” – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ლორან ბლანი: “პარის სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის მოგება სწყურია”

საფრანგეთის თასის ფინალში “მარსელის” დამარცხების შემდეგ (4-2), “პსჟ-ს” თავკაცმა, ლორან ბლანმა პრესასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“აქ მოსვლის დღიდან ამაყი ვარ, უზომოდ ამაყი. ვამაყობ, რომ ასეთ ფეხბურთელებს ვთავკაცობ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანი მარტივია – ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ჩვენ ამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. მაგრამ ეს ძალიან რთული იყო, კონკურენციის დონე ძალიან მაღალია.

ვეცდებით, რომ უკეთ ვიასპარეზოთ, ოღონდ სხვა ფეხბურთელებთან ერთად. ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი გეგმისთვის ზურგის შექცევას. ჩვენ დიდ ევროპულ გრანდებთან ვიბრძოლებთ.”

ბლანი: “თასის ფინალის წინ “მარსელზე” საკმაოდ დიდი ზეწოლაა”

ლორან ბლანმა საფრანგეთის თასის ფინალის წინ “მარსელის” ამჟამინდელ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის გადასარჩენად “მარსელს” აღნიშნული ტიტულის მოგება აუცილებლად სჭირდება.

“მარსელი” უდიდესი ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული, რამეთუ ხვალ მათ საკუთარი სეზონის გადარჩენის შანსი მიეცემათ. ორივე კლუბზეა ზეწოლა, მაგრამ ჩვენ ზეწოლა არასდროს გვაფერხებს.

როდესაც “პსჟ-ში” ხარ, ერთადერთი რამ, რაც გინდა არის მოგება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შაბათს სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მე მხოლოდ ჩემი გუნდის იმედზე ვარ.”

ბლანი შესაძლოა “მანჩსტერ იუნაიტედში” დაბრუნეს

Daily Star-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად,”პარის სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ლორან ბლანი შესაძლოა ინგლისში, კერძოდ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი “მანჩესტერთან” ფეხბურთელის რანგშიც თანამშრომლობდა – 2001-2003 წლებში. ასე რომ საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ჰოლანდიელი ლუი ვან გაალი ფრანგმა ბლანმა ჩაანაცვლოს.

ბლანმა, რომელიც ცნობილია როგორც Le President, “პსჟ-ს” ზედიზედ 3-ჯერ მოაგებინა ლიგა 1 და შესძლო ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპიდან ლონდონის “ჩელსი” გამოეთიშა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვან გაალის ჩამნაცვლებლად ჟოზე მოურინიოსა და მაურისიო პოჩეტინოსაც მოისაზრებენ.

ორიემ ლორან ბლანს შეურაცხყოფისთვის მოუბოდიშა

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პსჟ-ს მცველის სერჟ ორიეს ვიდეოკონფერენცია გავრცელდა, რომელშიც მან გუნდის მთავარ მწვრთნელსა და თანაგუნდელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რისთვისაც ის გუნდიდან გაურკვეველი პერიოდით მოკვეთეს.

„კლუბის სანქციებს ვიღებ და შედეგებისთვის მზად ვარ. ეს ქმედება არ მეპატიება. შეცდომა დავუშვი, რის გამო მწვრთნელს, თანაგუნდელებს, ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით ეს მწვრთნელს ეხება. შემიძლია, ყველაფრისთვის მას მხოლოდ მადლობა გადავუხადო. ბლანს ჩემი გუნდში ხილვა სურდა, რაც მოხდა და აქამდე ყველაფერი კარგად ვითარდებოდა. მომხდარის გამო მართლა ძალიან ვწუხვარ“, – ციტირებს ორიეს „Get French Football News“-ი.

საფრანგეთის ჩემპიონატის 19 მატჩსი ორიეს მონაგარი ორ გოლსა და ორ საგოლე პასს შეადგენს.

ბლანი: „კავანის გამო გუნდის ტაქტიკას ვერ შევცვლი“

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი არ ფიქრობს, რომ თავდამსხმელ ედინსონ კავანის გუნდის თამაშში პრობლემა შეაქვს.

„მესმის, კავანის სურს, რომ სხვანაირად ვითამაშოთ, მაგრამ მე მთელი გუნდის ინტერესები უნდა გავითვალისწინო.

ედინსონით აღფრთოვანებული ვარ და მას ვენდობი, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია. ჩვენ კარგი შედეგები გვაქვს, ფეხბურთელების უმეტესობას კი მოსწონს, როგორც ვთამაშობთ. ერთი ფეხბურთელის გამო ტაქტიკის შეცვლა ძნელია.

ყველაფერს პირდაპირ გეტყვით. დოხაში შეხვედრა გვქონდა, რომელზეც კავანის საკითხიც განვიხილეთ. ასევე გუნდზე, მოთამაშეებზე დ კლუბის მედპერსონალზე ვისაუბრეთ. ედინსონი ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, – ციტირებს ბლანს Goal.com.

ბლანი თვლის, რომ ტერაქტების გამო მძიმე ვითარების მიუხედავად, მატჩების ჩატარება საჭიროა

„პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი „ლორიანთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩის წინ თვლის, რომ ერთი კვირის წინ პარიზში მოხმდარი ტერაქტის მიუხედავად, გუნდები მოედანზე სათამაშოდ უნდა გამოდიოდნენ.

„სიტუაცია მძიმეა. ეს არამხოლოდ პსჟ-ს, არამედ სხვა გუნდის ფებურთელებსაც ეხებათ. ყველაზე მეტად ამ შემთხვევამ ლეგიონერებზე იმოქმედა, რადგან ისინი პარიზისგან შორს იყვნენ და ამ საშინელ კადრებს ტელევიზორში ხედავდნენ.

წინ, როგორც სხვებს, სამუშაო გველის. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ საუბარი, რა თქმა უნდა, ადვილია…

ვფიქრობ, მატჩების თამაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს ყველასთვის მძიმე იქნება, თუმცა ამ ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარება აუცილებლად საჭიროა.

ჩემი გუნდის ერთ ფეხბურთელიც კი არ მოსულა და ჩემთვის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოედანზე გამოსვლა არ სურს“, – ციტირებს ბლანს Goal.com.

“პარი სენ-ჟერმენმა” ბლანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენმა” მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს ახალი სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. 50 წლის ფრანგ სპეციალისტს მოქმედი შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტი 2018 წლამდე იქნება ძალაში. კლუბში დარწმუნებულნი არიან, რომ ბლანი ხელშეკრულებას ხელს 2015 წლის ბოლომდე მოაწერს.

შეგახსენებთ, რომ ლორან ბლანი “პარი სენ-ჟერმენს” 2013 წლის ზაფხულიდან თავკაცობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, ერთხელ კი ქვეყნის თასს დაეუფლა.

 

ტიაგო სილვა: „ვფიქრობ, კრიშტიანუ რონალდუ პსჟ-ში გადავა“

პსჟ-ს მცველის ტიაგო სივლას აზრით, მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ კარიერას მის გუნდში გააგრძელებს.

„ვფიქრობ, რონალდუ პსჟ-ში გადავა. არ ვიცი, ბლანს მან კონკრეტულად რა უთხრა, რადგან მწვრთნელი ჩვენ თავის საუბრებს არ გვიზიარებს, მაგრამ მე საუკეთესოს იმედი მაქვს. სხვათა შორის, რონალდუ ფრანგულად კარგად საუბრობს. შესაძლოა, ენა მან ჩემზე უკეთესადაც კი იცოდეს. ასე რომ, პსჟ-ში გადასვლის შემთხვევაში, კრიშტიანუს ადაპტაციის პრობლემა ნაკლებად ექნება“, – ციტირებს ფეხბურთელს „Le Parisien“-ი.

ბლანი: „მეტი გოლი უნდა გაგვეტანა“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი „მალმოსთნა“ ანაგრიშით 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ თავისი გუნდის გამოუყენებელი მომენტები უკმაყოფილო დარჩა.

„ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ადვილი არასდროსაა, რაშიც დღევანდელი სხვა მატჩების შედეგების ნახვისას დავრწმუნდი. ამ ტურნირზე მაქსიმალურად კოცნენტრირებულები უნდა ვიყოთ.

პირველ ტაიმში საკმარისად ყურადღებით არ გვითამაშია. შეტევების უკეთ მომზადება გვმართებდა. ვფიქრობ, ასეთი თამაშით კიდევ 1-2 გოლი უნდა გაგვეტანა“, – თვლის პსჟ-ს დამრიგებელი.

ბლანი: „მეკარეები შეცდომებს უშვებენ“

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა „ბორდოსთან“ მატჩის შემდეგ თავისი გუნდის მეკარე კევინ ტრაპი დაშვებული შეცდომების გამო არ გააკრიტიკა.

„მეკარეები შეცდომებს უშვებენ. მატჩში შეცდომა ჩვენი მეტოქის გოლკიპერმაც დაუშვა.

ტრაპის ფილოსოფია ჩემს ფილოსოფიას ჰგგავს. როდესაც რისკავთ, შესაძლოა, გოლი გაუშვათ.

იმედია, ის თავის სათამაშო სტილს არ შეცვლის და თავის სამუშაოს უფრო ეფექტურად შეასრულებს. სამშაბათს, მალმესთან მატჩში, ეს აუცილებლად გამოგვადგებოდა.

ასეა თუ ისე, გუნდს იდეალურად არ უთამაშია. ბურთი ბევრჯერ დავკარგეთ, როდესაც უპირატესობას ვფილობდით. პირველი ტაიმის ბოლოს კიდევ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი სათამაშო სტილით მოგება შეგვეძლო“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.