როდის მოიპოვა “კოლხეთმა” ბოლო გამარჯვება? – მწვრთნელთა რაოდენობა მოგებაზე მეტია

პირველი ქართული გუნდი, ფოთის “კოლხეთი 1913” მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია. “კოლხეთის” ხელმძღვანელობამ 5-ჯერ შეცვალა მთავარი მწვრთნელი ანუ მოგებათა რაოდენობაზე 2-ით მეტჯერ.

პირველი 2 შეხვედრა კონსტანტინ გალკინმა ჩაატარა, რომლის გაწვრთნილმა კლუბმა, 10 გოლი გაუშვა, 2 გაიტანა და მე-3 ტურიდან მის მაგივრად ნუგზარ თვარაძე შეუდგა საქმიანობას. თვარაძე ჯერ ვიქტორ დემიდოვმა შეცვალა, შემდეგ ლანდიმ, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო “კოლხებისთვის” წარმატების მოტანა და ნუგზარ თვარაძე კვლავ თავკაცის მოვალეობის ასრულებს. პრაქტიკულად გუნდში შეუცვლელი მხოლოდ თვარაძეა.

“კოლხეთმა” ბოლო გამარჯვება მე-12 ტურში ბოლნისის “სიონის” (2-0) წინააღმდეგ მოიპოვა და მას შემდეგ, მოედანს ან წაგებული ან 1 ქულით ტოვებს. მიუხედავად ამისა, ფოთს ყველაზე რთული დრო 3 ივლისს დაუდგა, როდესაც ფეხბურთის ფედერაციამ 5 მოთამაშეს  საფეხბურთო ფსონების თაღლითობასთან დაკავშირებით 6 თვიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა, ხოლო, თვითონ გუნდს 6 ქულა ჩამოაკლო. შედეგად, “კოლხეთი” ცხრილში ბოლო ადგილზე ჩამოქვეითდა და წამყვანი ფეხბურთელებიც (ზურაბ არზიანი, ბორის მახარაძე, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, რომლებთაც შემდგომში სასჯელი შეუმსუბუქდათ და ლაშა გოგონაია და გიორგი კილასონია) დაკარგა.

იყო მომენტიც, როდესაც ფოთელებს პერსპექტივის დიდი იმედი მიეცათ, გუნდმა საკმაოდ შეძლებული სპონსორი იპოვა, იტალიიდან ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რობერტო ლანდი ჩამოიყვანა და პირობაც გაიცა ახალი ფეხბურთელების დამატების შესახებ, მაგრამ ჯერ ერთ-ერთმა პარტნიორმა, შემდეგ კი ლანდიმაც წასვლა არჩიეს.

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი 7 გოლით, ილია მიხალიოვი ბოლო რამდენიმე მატჩია აღარ თამაშობს, თუმცა მომავალ შეხვედრაში “რუსთავის” წინააღმდეგ წინასწარ განაცხადში  ფიქსირდება. შესაძლოა, თავდამსხმელმა ეროვნული ლიგა დატოვა ან ტრავმირებულია. მეორე ვარიანტი, ამ შემთხვევაში, აშკარად უკეთესი მოჩანს. მიხალიოვმა 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მის შემდეგ გუნდს ლუკა იმნაძე ლიდერობს, რომელიც “კოლხებიდან” ყველაზე მეტად გამოირჩევა, მაგრამ მარტო აშკარად უჭირს ბარიერების დაძლევა.

“კოლხეთს” წლების განმავლობაში საკმაოდ საინტერესო საფეხბურთო სტრატეგია ჰქონდა არჩეული და ყველაზე გამორჩეული ლეგიონერები სწორედ აქ თამაშობდნენ. სეზონის წინ ბევრი მაინც ვარაუდობდა, რომ კლუბი გადარჩენისთვის მებრძოლთა სიაში იქნებოდა და დღეს ზუსტად ასეა, თუმცა სიტუაცია ფაქტობრივად გამოუვალია. წინ კვლავ ბევრი მატჩია დარჩენილი და ზღვისპირელებს სწორედ ამის იმედი აქვთ.

 

ფოთის “კოლხეთის” მარცხენა მცველი კენიის ნაკრებში გამოიძახეს

სულ მალე აფრიკის თასის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები გაიმართება.

ერთ-ერთ მატჩში კენიის ეროვნული ნაკრები 10 ივნისს სიერა ლეონეს შეერკინება. ამ შეხვედრისთვის კენიელთა მთავარმა მწვრთნელმა ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელს, ოტიენო ოუმას უხმო.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის მარცხენა მცველი წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩამოვიდა საქართველოში. მან მეგრელთა რიგებში ეროვნულ ლიგაში ცხრა შეხვედრა ჩაატარა.

ფოთის “კოლხეთმა” აზერბაიჯანის ნაკრების მცველი გაიფორმა!

საქართველოში ახლოვდება ეროვნული ჩემპიონატის სტარტი და ქართული გუნდები განაგრძობენ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებას.

ზემოთ ნახსენებ საქმეში გამონაკლისი არც ფოთის “კოლხეთია”. სულ ცოტა ხნის წინ, Fanebi.Com-ს მეგრული გუნდის პრეს-სამსახურმა დაუდასტურა, რომ კლუბმა კიდევ ერთი ახალი მოთამაშე შეიძინა. ამჟამად ფოთელთა რიგებში აზერბაიჯანელი მცველი, რასიმ რამალდანოვი ჩაირიცხა. 30 წლის სპორტსმენმა 1 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

გეტყვით, რომ რამალდანოვი მთელი მისი კარიერის განმავლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაშობდა. თავიდან იგი “სიმურქში”, შემდეგ “ხაზარ ლანკარანში”, ბოლოს კი “სუმქაიტში” ასპარეზობდა. რაც ყველაზე მთავარია, ნახსენები სპორტსმენი აზერბაიჯანის ნაკრების წევრია 2013 წლიდან.

ამჟამად “კოლხეთი” თურქულ შეკრებაზე იმყოფება და ხვალ ამხანაგურ შეხვედრაში “ადანადემირსპორს” დაუპირისპირდება. სავარაუდოდ, სწორედ იქ შედგება ახალწვეულის დებიუტი.

 

„კოლხეთმა“ ორი ფეხბურთელი გაუშვა

ფოთის „კოლხეთი“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა. 19 წლის ნახევარმცველი იონა კალაჯიშვილი და 23 წლის თავდამსხმელი ლევან კუხალეიშვილი დღეიდან გელა სანაიას გუნდის მოთამაშეები აღარ არიან. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, რაც ფოთური კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმა დაადასტურა.

ორივე ფეხბურთელი ფოთურ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „ვიტ-ჯორჯიადან“ ჩაირიცხა. კალაჯიშვილმა უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, კუხალეიშვილმა კი – სამჯერ.

თავის ოფიციალურ განცხადებაში „კოლხეთმა“ ორივე ფეხბურთელს სამომავლოდ წარმატება უსურვა.

„დინამო თბილისი“ – „კოლხეთი“ (ფოტორეპორტაჟი)

წარმოგიდგენთ თბილისის „დინამოსა“ და ფოთის „კოლხეთს“ შორის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის ფოტორეპორტაჟს.

შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე“ გამართული ამტჩი თბილისელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

ფოთის „კოლხეთი“ თურქეთიდან დაბრუნდა

სამშაბათს ფოთის „კოლხეთი“ თრქული შეკრებიდან საქართველოში დაბრუნდა. თურქეთში ფოთელებმა 3 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ერთი შეხვედრა „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა, ერთ მატჩში ფოთელები მეტოქეს დაუზავდნენ, ერთშიც – დამარცხდნენ.

როგორც ცნობილია, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა და შვიდ აგვისტომდე დაითხოვა, რის შემდეგაც გუნდი საქართველოს ჩემპოიონატის ახალი სეზონისთის მზადებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის პირველ ტურში „კოლხეთი“ გორის დილას“ ესტუმრება. მატჩი 14 აგვისტოს გაიმართება.

„კოლხეთმა“ შეკრება აზერბაიჯანული გუნდის დამარცხებით დაიწყო

თურქულ ერზურუმში მყოფმა ფოთის „კოლხეთმა“ შაბათს პირველი ტესტმატჩი ჩაატარა. ფოთელთა მეტოქე აზერბაიჯანული „ზირე“ იყო.

შეხვედრა „კოლხეთის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დამთავრდა, მეორე ნახევრის მესამე წუთზე კი ერთადერთი გოლი ფოთელთა ახალვეულმა ამბერკ ინჯიბაშვილმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში გამგზავრების წინ „კოხლეთმა“ 9 ახალწვეული დაიმატა.

„კოლხეთი“ ქართველი ნახევარმცველითა და უკრაინელი ლეგიონერით ძლიერდება

ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში მატებაა – კლუბს ნახევარმცველები ამბერკ ინჯიბაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა პოლულიახი შეუერდნენ. ორივე მოთამაშე ფოთურ კლუბში აგენტ ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა.

ინჯიბაშვილი განვლილი სეზონის მეორე ნახევრიდან „გაგრაში“ თამაშობდა. 23 წლის შუახაზელმა ამ პერიოდში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

„დღეს „ზუგდიდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის მეორე ნახევარში ვითამაშე. უმაღლესი ლიგის კლუბში თამაში პირველი ლიგის კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვისურვებდი. მოხარული ვარ, რომ „კოლხეთში“ დავბრუნდი, კარიერა სწორედ აქ დავიწყე. კონტრაქტს ხვალ გავაფორმებთ, ხვალვე შეთანხმების დეტალებს დავაზუსტებთ“, – განუცხადა Fanebi.com-ს ინჯიბაშვილმა.

2

უკრაინელი ნიკიტა პოლულიახი კი თავდაპირველად სინჯებზე „მერანში“ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფოთელებს შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი უკრაინის 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. პოლულიახს უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს – ის დონეცკის „მეტალურგის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. სამწუხაროდ, პოლულიახს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან იჯარით უკრაინის პირველი ლიგის ალჩევსკის „სტალში“ გაატარა, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან კლუბს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა.

„აქ ჩემი აგენტის დახმარებით მოვხვდი. „კოლხეთთან“ უკვე სამი სპარინგ მატჩის ჩატარება მოვასწარი. გუნდში კარგად მიმიღეს, აქ კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად „მერანში“ ვისინჯებოდი, თუმცა შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. მოგეხსენებათ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. კონტრაქტს ხვალ მოვაწერთ ხელს, ჯერჯერობით ერთწლიან შეთანხმებას გავაფორმებთ“, – გვიამბო პოლულიახმა.

„კოლხეთი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს

დღეს საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“ ფოთში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

როგორც კლუბის „ფეისბუქის“ გვერდი იტყობინება, ივლისში ფოთელები რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გეგმავენ – 12 ივლისს ურეკში „კოლხეთი“ ოზურგეთს „მერცხალს შეხვდება, 16 ივლისს ქობულეთში აზდგილობრივ „შუქურას“ დაუპირისპირდება, 22 ივლისს კი „საპოვნელას“ უმაპინძლებენ“.

23 ივლისიდან ფოთელები თურქეთში გაემგზავრებიუან, სადაც ასევე რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

“კოლხეთი” შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

ფოთის ,,კოლხეთი 1913”-ის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა რომ სხვადასხვა მიზეზთა გამო გუნდი დატოვა შვიდმა ფეხბურთელმა.

ესენი არიან: გიგა ამბროლაძე, ამირან გუგუშვილი, შოთა ჯიქია, ალეკო ჩაკვეტაძე, ლევან შენგელია, აპოლონ სარსანია და ალეკო ქორჩილავა.

,,კოლხეთი 1913” მადლობას უხდის ყველა მათგანს გუნდისათვის გაწეული სამსახურისათვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საფეხბურთო კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ “კოლხეთიდან” რამდნენიმე დღის წინ 22 წლის მერაბ გიგაურიც წავიდა.

პირველი წრის შეჯამება: კოლხეთი

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საფეხბურთ კლუბ ფოთის “კოლხეთზე” ვისაუბრებთ.

ჩემპიონატის დაწყების წინ ფოთელებმა თურქეთში ნაყოფიერი შეკრებაც გაიარეს და გუნდი გაძლიერება ლეგიონერებითაც სცადეს. თუმცა, მათი თამაში სხვადასხვა მიზეზების გამო წარმატებულად ვერ ჩაითვლება, გუნდის მთავარი მინუსი კი პირველ ეტაპზე სტაბილურობის ნაკლებობა იყო.

ფოთელებმა ჩემპიონატი ორი მარცხით დაიწყეს. “ზუგდიდთან” მოპოვებული პირველი ქულის შემდეგ კი საჩხერის “ჩიხურას” დამარცხებაც შეძლეს, რის შემდეგაც ორ შეხვედრაში დამარცხდნენ, თუმცა “გურიასთან” და თბილისის “დინამოსთან” მატჩებში ფოთელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და მინიმუმ თითო ქულის აღებას მაინც იმსახურებდნენ.

ქულების მოპოვება ფოთელებმა შემდეგ ტურებში დაიწყეს, როცა ჯერ “სიონს” ძლიეს, შემდეგ კი “ზესტაფოთან” და “შუქურასთან” მატჩებში მოიპოვეს ორი ქულა, თუმცა ამ წარმატებულ პერიოდს ზედიზედ 4 მოუგებელი მატჩი მოყვა და შესაბამისად გასავარდნ ზონასთან სიახლოვეც.  მდგომარეობის გამოსწორება ფოთელებმა უკანასკნელ ორ ტურში შეძლეს. “ვიტ ჯორჯიასთან” და “სპარტაკთან” მოპოვებული გამარჯვებებით “კოლხეთმა” პირველი წრის ბოლოს 17 ქულის მოგროვება შეძლო და ზამთრის არდადეგებზე მე-12 ადგილით გავიდა. აღსანიშნავია, რომ ცხინვალელებთან შეხვედრაში ფოთელებმა 3 ქულა დათა სიჭინავას მიერ პირდაპირ კუთხურიდან გატანილი გოლით შეძლეს.

პირველ ეტაპზე “კოლხეთის” ნამდვილი ლიდერი სწორედ სიჭინავა იყო. გუნდის 26 წლის ლიდერმა უმაღლესი ლიგის 15 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო, რასაც საქართველოს თასის 4 მატჩი გატანილი 4 გოლიც დაუმატა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით სიჭინავა მეორე ეტაპზე გუნდს აღარ დაეხმარება. საქმე სხვა გუნდების მსგავსად ფოთშიც ფინანსურ პრობელმებთან გვაქვს. მეორე წრეში გუნდს მხოლოდ 300 000 ლარით დააფინანსებენ, რაც უმაღლესი ლიგის ბინადარი კოლექტივისთვსი საკმარისი რა თქმა უნდა არ იქნება.

თასის გათამაშება ვახსენეთ და ისიც ვთქვათ, რმ ფოთელებმა ეს ტურნირი საკმაოდ კარგად დაიწყეს და წალენჯიხის “სქურის” ძლევის შემდეგ (7:0 ორი მატჩი ჯამში), 1/8-ფინალში გორის “დილას” დაუპირისპირდნენ. გორში ნულოვანი ფრის შემდეგ წყვილში გამარჯვებულის ბედი ლანჩხუთის სტადიონზე გადაწყდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და გორელებმაც შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს.

სტაბილურობის ნაკლებობა რაც შეეხება, ამის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი საშინაო სტადიონის არქონაა. “კოლხეთმა” ყველა საშინაო მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, ლანჩუთში ჩაატარა, რამაც ბუნებრივია გარკვეული გავლენა მოახდინა მათ გამოსვლაზე.