ენერ ვალენსიამ, პოლიციისგან გასაქცევად, თავი მოიკატუნა, რომ ტრავმა მიიღო (ვიდეო)

გუშინ რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ეკვადორის ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 3-0 დაამარცხა.

მატჩის გამორჩეული მომენტი იყო, როცა მეორე ტაიმში ეკვადორელმა ფეხბურთელმა, ენერ ვალენსიამ თავი მოიკატუნა, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა; მოედანზე დაწვა და საკაცით გაყვანა მოითხოვა.

რეალურად, საქმე იმაში იყო, რომ ვალენსიას გაქცევა უნდოდა პოლიცილებისგან, რომლებიც მის დასაკავებლად იყვნენ სტადიონზე. ვალენსიას ბრალად ედება მისი ხუთი წლის გოოგნას ალიმენტის გადაუხდელობა (17 000 დოლარის ოდენობით).

საბოოლოდ, ენერს ნება დართეს, გასახდელში მოწესრიგებულიყო და ისე ჩაბარებოდა პოლიციას.

კლინსმანი: “მე ინგლისის ნაკრების მწვრთნელად?”

გუშინ ინგლისის ნაკრების თავკაცი, სემ ელერდაისი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც იცით, იგი დიდი სკანდალში გაეხვა.

ამის შემდეგ, უმალვე, ვაკანტურ პოსტს ბევრი სპეციალისტი დაუკავშირეს, მათ შორის ამერიკის ნაკრების მწვრთნელი, იურგენ კლინსმანი.

გერმანელმა გავრცელებულ ხმებს სოციალური ქსელის საშუალებით უაპსუხა.

“მე ინგლისის ნაკრების მწვრთნელად? ეს არ შეეფერება სიმართლეს. ახლა არაფერზე ვფიქრობ გარდა იმ მატჩისა, რომელშიც 11 ოქტომბერს კოლუმბიის ეროვნულ გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ,” – განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა და აშშ-ის ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა.

FIFA 17: საჯარიმო დარტყმების შემსრულებელების საუკეთესო ათეული

Fanebi.Com-ი გთავაზობთ ცნობილ საფეხბურთო თამაშში, FIFA 17-ში საჯარიმო დარტყმების შემსრულებლების საუეკთესო ათეულს.

10.გილფი სიგურდსონი

9.შუნსუკე ნაკამურა

8.ფრანჩესკო ლოდი

7.მემფის დეპაი

6.ლიონელ მესი

5.მეჰმედ ეკიჩი

4.დიმიტრი პაიე

3.მირალემ პიანიჩი

2.ჰაქან ჩალხანოღლუ

1.ანდრეა პირლო

კაკამ MLS-ში პირველი წითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

5 ივლისს, ამერიკის MLS-ში, “რეალ სოლთ ლეიქმა” საკუთარ მოედანზე “ორლანდო სიტი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა კაკამ, მატჩის 45-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო.

“ამერიკელთა ამომავალი ვარსკვლავის” შესანიშნავი ფინტი ჰონდურასელთა წინააღმდეგ (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჰონდურასის 17-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში “ამერიკელთა ამომავალმა ვარსკვლავმა” კრისტიან პულისიჩმა მეტოქე შესანიშნავი ფინტით მოატყუა.

აღსანიშნავია, რომ პულისიჩი დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელია. როგორც გერმანულ პრესაში წერენ, იურგენ კლოპს ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოწონს.

მაიკლ ბრედლიმ პანამის ნაკრების კარში გოლი კუთხურიდან გაიტანა (ვიდეო)

9 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და პანამის ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც ამერიკელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი მაიკლ ბრედლიმაც გაიტანა, რომელმაც კუთხურიდან ჩახვევა მოახერხა.

ასეთი რამ არ გინახავთ – ფეხბურთელმა აუტიდან გოლი ხელით გაიტანა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სკოლების საფეხბურთო გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში საკმაოდ უცნაური გოლი გავიდა.

ხამეს როდრიგესი წლის სპორტსმენად დასახელდა

ამერიკის სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ 2014 წლის შედეგები შეაჯამა.

წლის საუკეთესო სპორტსმენად მადრიდის „რეალისა“ და კოლუმბიის ნაკრების ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი დასახელდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში კოლუმბიელი „მონაკოდან“ „რეალში“ გადავიდა და ახალ კლუბთან ერთას უეფა-ს სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო.

ბრაზილიურ კლუბს 21 ქულა ჩამოაკლეს

მინას-ჟერაისის “ამერიკა”, რომელიც ბრაზილიის სერია B-ში გამოდის, რეგლამენტის დარღვევისთვის 21 ქულით დააჯარიმეს.

გუნდმა ჩემპონატის ერთ-ერთ მატჩში გამოიყენა ფეხბურთელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ორი სხვადასხვა გუნდის რიგებში უკვე ითამაშა. ეს ტურნირის რეგლამენტის დარღვევაა და სანქციამაც არ დააყოვნა — “ამერიკას” 21 ქულა ჩამოაკლეს.

მკაცრი სასჯელის შემდეგ კლუბი სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა.

 

საუკეთესო მსახიობი ფეხბურთის ისტორიაში?

31 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში ძალიან სასაცილო რამ მოხდა.

დემპსი: “მერვედფინალში თამაში დავიმსახურეთ”

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ლიდერი კლინტ დემპსი აცხადებს, რომ მისმა გუნდმა მუნდიალის მერვედფინალში თამაში დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანელებთან მატჩი ანგარიშით 0:1 დათმეს, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხეს.

“ცხადია, არ გვიხარია, რომ მატჩი დავთმეთ, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძელით. ჩვენ მერვედფინალში თამაში დავიმსახურეთ”, – ამბობს დემპსი.