დიბალა აღიარებს: “პოგბას “იუვენტუსი” ენატრება”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელმა ფორვარდმა, პაულო დიბალამ აღიარა, რომ მის ექს-თანაგუნდელს, პოლ პოგბას სერია ა-ს ჩემპიონი, “იუვენტუსი” მოენატრა.

როგორც იცით, ფრანგმა ნახევარმცველმა ტურინი რეკორდული თანხის სანაცვლოდ დატოვა ზაფხულში და გადაბარგდა კლუბში, რომელმაც ის 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით “მოიშორა”.

Corriere dello Sport-ის ჟურნალისტებთან საუბრისას, დიბალამ განაცხადა: “პოგბასთან კვლავ ვსაუბრობთ. ძალიან გვენატრება მისი შესაძლებლობები მოედანზე და ხუმრობები – გასახდელში.

მასაც ვენატრებით ჩვენ. უბრალოდ, დააკვირდით ჩვენს პოზიციას ლიგაში და შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედისას.”

„პალერმოს“ პრეზიდენტი: „მილანი“ დიბალაში ორმოც მილიონს იხდიდა“

„პალერმოს“ პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ გაიხსენა, რომ 2015 წლის ზაფხულში თავდამსხმელ პაულო დიბალას შეძენა, „იუვენტუსის“ გარდა, ასევე „მილანს“ სურდა, რომელმაც მის კლუბს 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

„ბერლუსკონი გულდაწყვეტილი იყო, რადგან მისმა კლუბმა დიბალა ვერ დაიმატა, როდესაც 40 მილიონი ევრო შემოგვთავაზა. იმ დროისთვის პაულოს აგენტები უკვე „იუვენტუსს“ შეუთანხმდნენ.

ვწუხვარ, რომ დიბალა „მილანში“ ვერ გავყიდე, რადგან ამ კლუბთან „იუვენტუსზე“ უკეთესი ურთიერთობა მაკავშირებს.

რამდენად შეუძლია ფრანკო ვასკესს „მილანში“ გადასვლა? მასზე კონკრეტული ფასი არ დამიწერესია“, – განაცხადა ძამრინიმ.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის არგენტინელის სანაცვლოდ ტურინელებმა 32 მილიონი ევრო გადაიხადეს. ასევე 8 მილიონ „პალერმო“ ბობნუსის სახით მიიღებს.

მიმდინარე სეზონის 24 მატჩში დიბალამ 13 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

ანჩელოტის ლევანდოვსკის ჩანაცვლება პაულო დიბალათი სურს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” მომავალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი გუნდში პაულო დიბალას მიყვანას აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის “რეალს” შეუერთდება.

როგორც იცით, ანჩელოტი ბავარიულ გრანდს მხოლოდ მას შემდეგ ჩაიბარებს, რაც პეპ გვარდიოლა კლუბს დატოვებს, ეს კი მიმდინარე სეზონის დასასრულს მოხდება.

პაულო დიბალა წელს მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება, იტალიელმა შემტევმა სერია ა-ს 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 8 შედეგიანი გადაცემა.

„ალეგრი დიბალას, როგორც ფეხბურთელს აფუჭებს“

„პალერმოს“ პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის მუშაობას ნეგატიურად აფასებს. კონკრეტულად, სიცილიელთა „ბოსს“ არ მოსწონს, თუ როგორ იყენებს ალეგრი მისი გუნდის ყოფილ მოთამაშეს პაულო დიბალას.

„ალეგრი დიბალას, როგორც ფეხბურთელის გაფუჭებასთან ახლოსაა. დიბალა – ფეხბურთია, ალეგრი – არა. ამ ფეხბურთელს მეტი თავისუფლება სჭირდება. როგორც მესის, მას მარჯვენა ფლანგიდან გადასვლა შეუძლია.

ალეგრი კონტეს მიერ გაწეულ სამუშაოს ანგრებს. მისმა იდეებმა ის ჩიხში მოაქცია.

მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ მატში გატარებულ შვიდ წუთში დიბალამ თავისი შესაძლებლობების ჩვენება მოასწრო. ჩემი აზრით, რობერტო მანჩინის დონის სპეციალისტთან ის მეტს მიაღწევდა“, – თვლის ძამპარინი.

დიბალა: „პირველ გოლსა და მოგებას ოჯახსა და გელფრენდს ვუძღვნი“

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ, რომელმაც „ლაციოსთან“ ანგარიშით 2:0 მოგებული იტალიის სუპერთასის მატჩში გოლი გაიტანა, განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„დღეს ბევრი დადებით ემოციაა: სუპერთასი მოვიგეთ, მე კი „იუვენტუსის“ მაისურით პირველი გოლი გავიტანე, რაც დაუვიწყარია. კლუბს ჩემი სჯერა, ხელმძღვანელობამ ტრანსფერზე დიდი თანხა დახარჯა. „იუვენტუსის“ მიზანი ყოველი მატჩის მოგებაა. ახლა უკვე შემდეგ შეხვედრაზე ვფიქრობთ. ამ მოგებას ოჯახსა და გერლფრენდს ვუძღვნი“, – განაცხადა „იუვეს“ ფორვარდმა.

„იუვენტუსმა“ დიბალა წარადგინა

დღეს „იუვენტუს სთედიუმზე“ ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ კლუბის ახალწვეული პაულო დიბალა წარადგინა. თავდამსხმელმა ახალ კლუბში 21-ნომრიანი მაისური მიიღო.

„იუვენტუსის“ დონის კლუბში თამაში ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. იმედია, როგორც მოთამაშე და პიროვნება კიდევ უფრო განვვითთარდები და გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდები. წარმატების მისაღწევად ეს ჩინებული ადგილია“, – ციტირებს დიბალას „იუვეს“ ოფიციალური საიტი.

პრესის ინფორმაციით, არგენტინელის სანაცვლოდ „იუვემ“ 32 მილიონი ევრო გადაიხადა. განვილი სეზონში „პალერმოს“ მაისურით დიბალამ 34 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: დიბალა – “იუვენტუსის” ფეხბურთელი

იტალიის ჩემპიონებმა ოფიციალურად მნიშვნელოვანი ტრანსფერი გამოაცხადეს.

ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა დიბალას ტრანსფერი, რომელმაც ხელშეკრულებას ხელი “იუვენტუსთან” მოაწერა.

“ბებერმა ქალბატონებმა” ახალგაზრდა ფეხბურთელში 32 მილიონი დახარჯეს. იტალიური წყაროს ცნობით, რვა მილიონი ბონუსიც დაემატა.

21 წლის შემტევმა სერია ა-ში 34 მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში და ყველა სასტარტო შემადგენლობაში. გაიტანა 13 გოლი.

დიბალა ტურინში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩავიდა

„პალერმოს“ თავდამსხმელი პაულო დიბალა ტურინში ჩავიდა, სადაც „იუვენტუსში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ამის შესახებ „სქაი სპორტსის“ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა. 21 წლის არგენტინელი ტურინის ერთ-ერთ კლინიკაში „იუვეს“ უფროს მატეო ფაბრისთან ერთად მივიდა. შემოწმებამ „ბიანკონერის“ ექიმის ლუკა სტეფანინის ხელმძღვნაელობით ჩაიარა.

სამედიცინო შემოწმების მეორე ნაწილი სხვა კლინიკაში ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუ ის დადებითი იქნება, დიბალასთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის არგენტინელის სანაცვლოდ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ორმოცი მილიონი ევროს გადახდას აპირებდა.

პოგბა და კიდევ 4 ფეხბურთელი, რომლებშიც ძალიან დიდ თანხას ითხოვენ

Fanebi.com იმ ფეხბურთელების შესახებ მოგითხრობთ, რომელთა სატრანსფერო ღირებულება მათ რეალურ ფასს აღემატება.

პოლ პოგბა, “იუვენტუსი”

ნათელია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოლის სახით შესანიშნავი მოთამაშე გაუშვა ხელიდან. თუმცა, “იუვენტუსში” პოგბა ნამდვილად მონსტრად და მსოფლიო დონის მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

პოგბა თანამედროვა საყრდენის იდეალს წარმოადგენს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულებისას, ასევე შეტევაშიც. ამიტომ, სავსებით ლოგიკურია, რომ მისი გადაბირება ფაქტობრივად ყველა ტოპ კლუბს სურს. მაგრამ, პოგბას სანაცვლოდ მოთხოვილი თანხა ყოველგვარ საზღვრებს სცდილდება.

მისი აგენტი, მინო რაიოლა სრული სერიოზულობით აცხადებს, რომ პოლის სატრანსფერო ფასი 200 მილიონია. “იუვენტუსი” კი არ მალავს, რომ პოგბას სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონის მიღება სურს. ამ მომენტისთვის “ბარსელონა” 75 მილიონს იხდის. “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსის”, “რეალის”, პსჟ-ს და “ბაიერნის” ინტერესზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.

პაულო დიბალა, “პალერმო”

“პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი სატრანსფერო მაქინაციებში საკმაოდ გამოცდილი კაცია. მაგალითად, პსჟ-ში ხავიერ პასტორეს 42 მილიონად გაყიდვა სწორედ მისი ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია იყო.

ახლა კი ისტორია კვლავ მეორდება. “პალერმოს” მორიგი გამორჩეული არგენტინელი, ფორვარდი პაულო დიბალაა, რომელმაც მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი შეასრულა. მის სანაცვლოდ ძამპარინი 50 მილიონს ითხოვს.

მისი არგუმენტი საკმაოდ მარტივი და ცოტა უცნაურიცაა: “დიბალა – ახალი მესია. ეს უნიკალური ფეხბურთელია, რომლის მსგავსი მსოფლიოში უბრალოდ არ არის. მას ყველაფერი შეუძლია. დიბალას სანაცვლოდ 40 მილიონის მიღება მურს, მაგრამ პსჟ-ს პრეზიდენტს 50 ვთოხვე.”

რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. მაგრამ არ უნდა გაგვკიკვირდეს თუ უახლოეს მომავალში დიბალა ფრანგული კლუბის მაისურს მოირგებს, ძამპარინი კი კვლავ მილიონებს ჩაიჯიბებს.

კევინ დე ბრეინე, “ვოლფსბურგი”

გერმანული კლუბის შეტევის მთავარი მოქმედი პირია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში შედეგიანობის შესანიშნავი, 10+20 მაჩვენებელი აქვს. მართალია, მოურინიომ კევინი “ჩელსიში” არ დაიტოვა, მაგრამ სხვა მწვრთნელებმა მისი გამოყენება სრულფასოვნად შეძლეს და გუნდში მთავარი როლის შემსრულებლად აქციეს. თმცა 60 მილიონი მის სანაცვლოდ ცოტა არ იყოს და გადამეტებულია.

ფეხბურთელის აგენტის თქმით, მისი კლიენტის რეალური პრეტენდენტები “ბარსელონას” და პსჟ-ს დონის გუნდები არიან, რომლებსაც 50-60 მილიონის გადახდა არ უნდა გაუჭირდეთ.

ედენ აზარი, “ჩელსი”

ბელგიელი პრემიერლიგის საუკეთესო და მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია  და მის სანაცვლოდ 60 მილიონი სავსებით ადეკვატური ფასია. მაგრამ “რეალისთვის”, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით მისი შეძენის მცდელობა ჰქონდა, სულ სხვა ფასი იქნა დასახელებული.

“თუ სამეფო კლუბს ედენი ყიდვა მოუნდება, მათ იციან ვის უნდა მიმართონ. მის სანაცვლოდ 200 მილიონ გირვანქასთან ერთად “რეალის” ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშესაც ვითხოვთ” – ხუმრობით განაცხადა მოურინიომ, მაგრამ ნათლად გამოჩნდა, რომ რეალური მცდელობის შემთხვევაში აზარს 60 მილიონად არ გაუშვებენ.

აქსელ ვიტსელი, “ზენიტი”

რუსულ ბაზარზე სატრანსფერო ფასები რომ გაბერილია ახალი არ არის, თუმცა ვიტსელის შემთხვევა ამის ფონზეც ცოტა არ იყოს უცნაურად ჩანს.

ბელგიელი ფეხბურთელის გადაბირება ტურინის “იუვენტუსს” სურდა და პეტერბურგელებს 18 მილიონი ევროც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. საქმე იმაშია, რომ “ზენიტი” ვიტსელის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს, რაც მოთამაშის კონტრაქტშიც არის ჩაწერილი.

ნათელია, რომ ასეთ თანხას ბელგიელში არავინ გადაიხდის, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ “ზენიტი” მას საკმაოდ სარფიანად გაასხვისებს.

ძანეტის დიბალა მოსწონს

„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ „პალერმოს“ თავდამსხმელის პაულო დიბალას მიმართ ინტერესო დაადასტურა.

„შეუძლია თუ არა დიბალას „ინტერში“ გადასვლა? კარგ მოთამაშეებს კარგ გუნდებში ადგილის პოვნა ყოველთვის შეუძლიათ.

თუ მასთან კონტრაქტის გაფორების შანსი გვექნება, მას აუცილებლად გამოვიყენებთ. ამავდროულად რეალისტები უნდა ვიყოთ. ფინანსური ფეარპლეის შესახებ არ დაგავიწყდეს.

ამ ფეხბურთელის იტალიაში ნაჩვენები თამაში არ მაკვირვებს. მისი გამოსვლა არგენტინაში მინახავს და ის ძალიან კარგი იყო. მიმდინარე სეზონში დიბალა სტაბიურია და წინ კიდევ დიდი მომავალი ელის“, – განაცხადა ძანეტიმ.

ძანეტი: „იაია ტურესთან კონტრაქტის გაფორმებას შევეცდებით“

ძამპარინი: “იმედი მაქვს, “ნაპოლი” დიბალას შეიძენს”

“პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურისიო ძამპარინიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდის ლიდერი “ნაპოლიში” გადავა.

გუშინ “ნაპოლიში” დაადასტურეს ის ინფორმაცია, რომ დიბალას ტრანსფერის საკითხზე მათ მოლაპარაკება “პალერმოს” ვიცე-პრეზიდენტ, გულიელმო მიჩიკესთან გამართეს.

“ნაპოლი დაინტერესებულია დიბალათი? – მართალია. ნეაპოლელთა პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პირადად მითხრა, რომ ის აპირებს გუნდი გააძლიეროს მაშინაც, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდებიან. ჩვენ ამ ტრანსფერის საკითხზე მალე შევხვდებით ერთმანეთს”.

“რა თქმა უნდა, აურელიოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. იმედი მაქვს, დიბალას სწორედ ის შეიძენს, რადგან პაულო “ახალი მესია”,-განაცხადა ძამპარინიმ Radio Crc-თან.

შეგახსენებთ, რომ დიბალათი ასევე ინტერესდებიან “რომა” და “იუვენტუსიც”. ახალგაზრდა ინგლისურ კლუბებსაც დაუკავშირეს, მაგრამ როგორც თავად თქვა, სერია ა-ში დარჩენა სურს.

“იუვენტუსმა” “პალერმოს” დიბალას სანაცვლოდ 32 მილიონი შესთავაზა

“პალერმოს” ახალგაზრდა შემტევის, პაულო დიბალას აგენტის, პაულო მასკარდის თქმით, იტალიის ჩემპიონები მისი კლიენტით სერიოზულად ინტერესდებიან.

მასკარდის ინფორმაციით, “იუვენტუსი” დიბალაში 32 მილიონს იხდის, მაგრამ ეს კიდევ არაა საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ “პალერმოს” პრეზიდენტის, მაურისიო ძამპარინის შეთავაზება.

“დიბალა შეარჩევს გუნდს, რომელიც მისცემს შანსს თავისი ნიჭი საუკეთესოდ წარმოაჩინოს. გარდა ამისა, ძამპარინი გაუშვებს მას იქ, რომელი გუნდისგანაც უკეთესს სარგებელს მიიღებს,”-განაცხადა აგენტმა Tuttosport-თან ინტერვიუში.

“იუვენტუსის გარდა, იტალიაში დიბალათი “რომა” და “ინტერიც” ინტერესდება. მაურისიო არ ჩქარობს”.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმლის ანგარიშზე 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, 29 მატჩში.