უეფამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე ხშირად მოხვდნენ.

მეკარე

იკერ კასილასი – 6 (2007, 08, 09, 10, 11, 12)

მცველები

კარლეს პუიოლი – 6 (2002, 05, 06, 08, 09, 10)
ფილიპ ლამი – 5 (2006, 08, 12, 13, 14)
სერხიო რამოსი – 4 (2008, 12, 13, 14)
ალესანდრო ნესტა – 4 (2002, 03, 04, 07)

ნახევარმცველები

ჩავი – 5 (2008, 09, 10, 11, 12)
ანდრეს ინიესტა – 4 (2009, 10, 11, 12)
სტევენ ჯერარდი – 3 (2005, 06, 07)

თავდამსხმელები

კრიშტიანო რონალდუ – 9 (2004, 07, 08, 09, 10, 11, 12, 13, 14)
ლიონელ მესი – 6 (2008, 09, 10, 11, 12, 14)
ტიერი ანრი – 5 (2001, 02, 03, 04, 06)

სათადარიგოები

ჯანლუიჯი ბუფონი – 3 (2003, 04, 06)
ჯონ ტერი – 4 (2005, 07, 08, 09)
კაკა – 3 (2006, 07, 09)
ზინედინ ზიდანი – 3 (2001, 02, 03)
პაველ ნედვედი – 3 (2003, 04, 05)
რონალდინიო – 3 (2004, 05, 06)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 4 (2007, 09, 13, 14)

ალესანდრო ნესტა ამერიკულ კლუბს გაწვრთნის

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ყოფილი ცენტრალური მცველი ალესანდრო ნესტა ამერიკული “მაიამის” მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ში კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

როგორც ცნობილია, “მაიამი” 2016 წლიდან ამერიკის რანგით მეორე დივიზიონში დაიწყებს თამაშს, შემდეგ კი MLS-ში გადასვლას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ “მაიამის” თანამფლობელი ლეგენდარული ფეხბურთელი პაოლო მალდინია.

ალესანდრო ნესტამ მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მილანის” ყოფილმა მცველმა, ალესანდრო ნესტამ ხუთი ფეხბურთელისაგან შემდგარი გუნდი დაასახელა. ნესტას რჩეულებს შორის “ბარსელონას” სამი ფეხბურთელი და მისი ყოფილი თანაგუნდელები მოხვდნენ.

ანდრეა პირლო

1

რონალდო

2

ლიონელ მესი

3

ჩავი

5

ანდრეს ინიესტა

4

Screen-Shot-2015-05-06-at-21.04.06

ვის უგულშემატკივრებს ნესტა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში?

“მილანის” ყოფილი მცველმა, ალესანდრო ნესტამ, რომელიც ამჟამად ინდოეთში ასპარეზობს, “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გასამართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში საკუთარი ფავორიტი დაასახელა.

“დღეს საღამოს “იუვენტუსს” ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ტურინელებს ძალიან გაუჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ “იუვე” საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს, ალეგრისა და ანჩელოტის შორის შესანიშნავ შეხვედრას ვიხილავთ. მაღალი დონის მწვრთნელების, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო” – განაცხადა ნესტამ.

ანდრეა პირლომ მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, ანდრეა პირლომ სპეციალურად უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისათვის ხუთკაციანი გუნდი შეადგინა, რომელშიც მისი ყოფილი თანაგუნდელები მოხვდნენ.

ჯანლუიჯი ბუფონი

1

პაოლო მალდინი

2

ალესანდრო ნესტა

3

ანდრეა პირლო

FBL-EUR-C3-JUVENTUS-LYON

რონალდო

4

cats

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები

იმის შემდეგ, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს ჩემპიონთა ლიგა დაერქვა, გულშემატკივრებმა არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი იხილეს.

სპორტულმა პორტალმა Sportskeeda-მ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

იკერ კასილასი

Real Madrid v Atletico de Madrid - UEFA Champions League Final

პაოლო მალდინი

Fußball - Champions League-Finale - AC Mailand - FC Liverpool 2:1

კარლეს პუიოლი

BARCELONA 08/09

ალესანდრო ნესტა

nesta-milan

რობერტო კარლოსი

roberto-carlos-ligue-des-champions_full_diapos_large

კლარენს ზეედორფი

8ea31ac1f72e211c724c76a74ef5c210c4d256da

ჩავი

Xavi+Hernandez+FC+Barcelona+v+FC+Porto+UEFA+gkkAkw9_l86x

დეკუ

1985721_w2

რაიან გიგზი

article-2440140-186F9ADD00000578-983_634x522

ლიონელ მესი

csp_championsleaguefinal-77

რაული

pa-photos_t_raul-gonzalez-real-madrid-career-photos-2707p

ნესტამ ბრაზილიის შანსები შეაფასა

“მილანის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალესანდრო ნესტამ ბრაზილია-გერმანიის მატჩზე ისაუბრა და ხაზი ტიაგო სილავს არყოფნას გაუსვა.

“ტიაგო სულვას არყოფნა ბრაზილიისთვის დიდი დანაკლისია. მასპინძლებს გარკვეული რეზერვი კი აქვთ, მაგალითად დანტეს სახით, მაგრამ ტიაგოზე ბევრი რამ იყტო დამოკიდებული. ამიტომ, ბრაზილიას დღეს გაუჭირდება. რაც შეეხება დანტეს, ის “ბაიერნში” თამაშობს და დღევანდელი ოპონენტებიდან ბევრის თამაშს ძალიან კარგად იცნობს” – განაცხადა ნესტამ.

ტოპ 10: ყველაზე ძვირადღირებული მცველები ფეხბურთის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირად შეძენილი ათი მცველი დაასახელა.

ათეული ასე გამოიყურება:

*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით

10. რიკარდო კავალიუ

“პორტუდან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

Chelsea v Cardiff City - FA Cup 5th Round

9. პეპე

“პორტუდან” “რეალში” – 26.5 მილიონი

FBL-EUR-C1-DORTMUND-REAL-MADRID

8. დავიდ ლუისი

“ბენფიკადან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი

8

7. ფაბიო კოენტრაო

“ბენფიკადან” “რეალში” – 26.5 მილიონი

7

6. ალესანდრო ნესტა

“ლაციოდან” “მილანში” – 27 მილიონი

6

5. მარკინიოსი 

“რომადან” “პარი სენ-ჟერმენში” – 27.5 მილიონი

5

4. დანი ალვეში 

“სევილიადან” “ბარსელონაში” – 31 მილიონი

4

3. ლილიან ტურამი 

“პარმადან” “იუვენტუსში” – 36.5 მილიონი

France's former World Cup winner Lilian

2. ტიაგო სილვა 

“მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” – 37 მილიონი

2

1. რიო ფერდინანდი 

“ლიდსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – 40.5 მილიონი

1

ნესტა: “ეს ჩემი მილანი აღარ არის”

“მილანის” ყოფილმა მცველ ალესანდრო ნესტას კლუბში მიმდინარე მოვლენები აღელვებს.

ნესტამ კარიერა გასულ წელს დაასრულა. ახლა კი მლს-ის კლუბის, “მონრეალ იმპაკტის” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

“ეს ჩემი “მილანი” აღარ არის. დღეს “მილანსა” და ზოგადად იტალიურ ფეხბურთს რესურსი არ აქვს და რეზულტატებიც შესაბამისია.

წარმატებულ პერიოდში ახალგაზრდულ გუნდებში ინვესტიციები არ იდებოდა. შესაბამისად, რაც დღეს ხდება სავსებით ლოგიკურია” – განაცხადა ნესტამ.

21-ე საუკუნის 10 საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა 21-ე საუკუნეში მოთამაშე ათი საუკეთესო იტალიელი დაასახელა.

10. ჯენარო გატუზო

Paris Saint-Germain FC v AC Milan - Dubai Challenge Cup

9. მარიო ბალოტელი

AC Milan v Bologna FC - Serie A

8. ჯანლუკა ძამბროტა

Barcelona v Valladolid - La Liga

7. ალესანდრო ნესტა

New England Revolution v Montreal Impact

6. პაოლო მალდინი

AC Milan's defender and captain Paolo Ma

5. ანდრეა პირლო

Juventus v AC Chievo Verona - Serie A

4. ფაბიო კანავარო

Italy's Fabio Cannavaro poses before the

3. ჯანლუიჯი ბუფონი

FBL-EUR-C1-GALATASARAY-JUVENTUS

2. ფრანჩესკო ტოტი

SS Lazio v AS Roma - Serie A

1. ალესანდრო დელ პიერო

Juventus' forward Alessandro Del Piero c

იღბლიანი 13

უკანასკნელი წელიწადი საკმაოდ მდიდარი იყო მოვლენებით, ბევრი საინტერესო ფაქტიც მოხდა. მოგრამ ყველაზე მეტად ის 13-ით დაგვამახსოვრდა.

წლების მანძილზე 13 გარკვეულ მისტიკურ ელფერს ატარებს და უიღბლობის სიმბოლოდაც იქცა ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის. ამ საკითხში ფეხბურთიც არ არის გამონაკლისი. ცრურწმენები აქ დიდი ხანია გაბატონებულია. ბევრი მოთამაშისათვის მაისურზე დატანილი ნომრის არჩევა კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. ზოგს ეშინია 13-ის, ზოგი კი მას მთელს თავის წარმატებას უკავშირებს.

გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს, რომლებიც 13-ს უკავშირდება.

 

ისტორიული ექსკურსი

ფეხბურთელებისათვის ნომრების მინიჭება, ისევე როგორც თვითონ ფეხბურთის იდეა რა თქმა უნდა ინგლისელებს მოუვიდათ თავში. თუმცა, ნუმერაციის დანეგრვა მხოლოდ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა. ლონდონის “არსენალის” მწვრთნელმა ჰერბერტ ჩეპმენმა, რომელიც გამორჩეული ნოვატორი იყო, 1928 წლის 25 აგვისტოს ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთი შეხვედრაში საკუთარი ფეხბურთელები დანომრილი მაისურებით გამოიყვანა მოედანზე. ეს ექსპერიმენტი ერთჯერად ხასიათს ატარებდა და მხოლოდ 5 წლის შემდეგ გაგრძელდა. 1933 წლის ინგლისის თასის ფინალში “ევერტონსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის ორივე გუნდის ფეხბურთელები დანომრილი მაისურით წარდგნენ გულშემატკივართა წინაშე. ლივერპულელებს 1-დან 11-მდე ეცვათ, ხოლო “სიტის” ფეხბურთელებს 12-დან 22-მდე.

ნუმერაცია ინგლისში სავალდებულო 1939 წლიდან გახდა.

“მეთორმეტე მოთამაშე” მეცამეტე ნომრით

ყველა იცის, რომ გულშემატკივარს ხშირად მეთორმეტე მოთამშეს ეძახიან. თუმცა, არსებობს საინტერესო ვარაუდი, რომ ეს ტერმინი ევროპაში ამერიკიდან შემოვიდა. 1922 წელს ერთ-ერთი ამერიკული ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი ტრავმების ეპიდემიის გამო კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მას გუნდის დასაკომპლექტებლად მოთამშე არ ჰყოფნიდა. სპეციალისტი არ დაიბნა და გუნდის შემადგენლობაში დარჩენილი ვაკანტური ადგილი გულშემატკივარს დაუთმო. ტრიბუნებიდან ვინმე ჯონ ბაიბლი ჩამოვიდა, რომელმაც საბოლოო ჯამში გუნდს გამარჯვება მოუტანა. მას “მეოთერმეტე მოთამაშე” შეარქვეს. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გახდა ეს ტერმინი აქტუალური გულშემატკივართან მიმართებაში.

თუმცა, რამოდენიმე ევროპული გუნდის გულშემატკივრები საკუთარ თავს მეცამეტე ნომრით აღნიშნავენ. როგორც ჩანს ბერძნული “პანაითინაიკოსის” და ინგლისური “რედიგნისა” და “ნორვიჩის” ფანებს ცრურწმენების არ სჯერათ.

ცამეტით ზურგზე

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთა უმრავლესობა 13-ს თავს არიდებს, არიან ისეთებიც, ვისაც ამ რიცხვის მისტიკური დატვირთვის ნაკლებად სჯერა.

ამის ნათელი მაგალითი გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკია. შესანიშნავი ფეხბურთელი და ნამდვილი ლიდერი, რომელსაც ყოველთვის მცირე ნაბიჯი აკლდებოდა დიდი წარმატების მისაღწევათ. ბალაკი ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი (ვერცხლი 2002, ბრინჯაო 2006). ასევე გერმანელს 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

კიდევ ერთი გამორჩეული 13 ნომერი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი პარკ ჯი სუნია. საერთო ჯამში “ეშმაკებთან” ერთად მან 11 ტიტულის მოპოვება შესძლო. მათ შორის 2008 წლის ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. გახდა პირველი აზიელი, ვისაც ოდესმე მანჩესტერული კლუბისთვის უკაპიტნია.
აღსანიშნავია, რომ კორეასა, იაპონიაშ და ჩინეთში 13 ბედნიერ რიცხვად ითვლება.

“ოქროს ბუცის” მფლობელი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე – თომას მიულერი. ახალგაზრდა გერმანელს 13 ნომრიანი მაისურა მიხაელ ბალაკისგან ერგო. აღსანიშნავია, რომ მიულერი 13 სექტემბერს არის დაბადებული. მაგრამ ეს მას ხელს არანაირად არ უშლის წარმატებულ საფეხბურთო კარიერაში.

კიდევ ერთი “13-ნომრიანი” გერმანელი – ლეგენდარული გერდ მიულერი. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთსო ბომბარდირის საყვარელი რიცხვი 13 იყო.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი. “სკუადრა აძურას” განუმეორებელი მცველი ალსეანდრო ნესტაც ღირსეულად ატარებდა საყვარელ 13 ნომერს. ბევრი მის ხშირ ტრავმებს სწორედ არჩეულ სათამაშო ნომერს უკავშირებდა, მაგრამ ნესტას არასდროს არ გასჩენია მისი შეცვლის სურვილი.

ცამეტ რიცხვში დაბადებულები

ბუნებრივია, რომ საფეხბურთო სამყაროში უამრავი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც 13-ში დაიბადა. მათ შორის არიან: რენატ დასაევი, ალან შირერი, ფაბიო კანავარო, კარლეს პუიოლი, პიერლუიჯი კოლინა.

კამათი ამ თემასთან დაკავშირებით დაუსრულებლად შეიძლება. როგორც ყოველთვის, ორივე მხარეს უამრავი არგუმენტი ექნება თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. თუმცა, ერთი ცხადია. ფეხბურთში ისტორია ნომერი კი არა, არამედ ნომრის მფლობელი ქმნის.