ინგლისში ხმა დაირხა, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელ ჰარი კეინს გუნდის გამოცვლა სურს. ამის მიზეზად ის სახელდება, რომ 27 წლის ფეხბურთელს ტიტულის მოგება უნდა და დარწმუნებული არ არის, რომ ამას “დეზების” შემადგენლობაში მოახერხებს.
თავის მხრივ, “ტოტენჰემი” კეინის მსურველ კლუბებს საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებს. ლონდონური კლუბის პრეზიდენტი დენიელ ლევი ინგლისელი ფორვარდის სანაცვლოდ მინიმუმ 120 მილიონ ფუნსტ სტერლინგს მოითხოვს. გარდა ამისა, “ტოტენჰემს” ფეხბურთელის პრემიერლიგის მასშტაბით კონკურენტ გუნდში გაყიდვა არ სურს.
ჰარი კეინმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.