ანდრეი იარმოლენკო უკვე ლონდონში იმყოფება

დორტმუნდის “ბორუსიას” უკრაინელი ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო, დიდი ალბათობით, კარიერას “ვესტ ჰემის” რიგებში გაავრცელებს. ამ ინფორმაციას გერმანული Kicker ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერს დათანხმდა და ახლა მხოლოდ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი. ეს უკანასკნელი უკვე შეამჩნიეს ლონდონში, სადაც სულ მალე გაივლის სამედიცინო შემოწმებას.

წინასწარი ინფორმაციით გერმანული კლუბი ამ ტრანსფერიდან 20 მილიონ ევროს მიიღებს მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ იარმოლენკოს ტრანსფერში 25 მილიონი გადაიხადა.

2017/18 წლების სეზონში იარმოლენკომ ბუნდესლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ სამი გოლი გიატანა.

ანდრეი იარმოლენკო ინგლისურ პრემიერ ლიგაში?

“სტოკ სიტის” ხელმძღვანელები მზად არიან გუნდში ანრეი იარმოლენკო მოიყვანონ, რომელსაც უცხოურ პრესაში მარკო არნაუტოვიჩის შემცვლელად მოისაზრებენ.

როგორც იცით, 27 წლის უკრაინელი ფეხბურთელის მიმართ ბოლო წლებში არაერთი ინგლისური იჩენდა ინტერესს, მაგრამ კიევის “დინამო” გუნდის ლიდერის გაყიდვაზე უარს აცხადებდა.

თუმცა, უკვე იარმოლენკოს თავისუფლად შეუძლია გუნდის დატოვება და ძალიან დიდია შანსი, რომ ის “ბრიტანია სტედიუმზე” ვიხილოთ “ვესტ ჰემში” წასული ავსტრიელი ფეხბურთელის ნაცვლად.

მალიშევი: “იარმოლენკო წაგებას ვერ შეეგუა, ამიტომაც წამოიწყო ჩხუბი”

უკრაინული “შახტარის” ნახევარმცველმა, მაქსიმ მალიშევმა კომენტარი გააკეთა “შახტარისა” და “დინამოს” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ჩხუბზე, რომელშიც კიეველთა ლიდერი, ანდრეი იარმოლენკო ფიგურირებდა.

“იარმოლენკო უბრალოდ ვერ შეეგუა წაგებას, ამიტომაც წამოიწყო ჩხუბი.

მანამდე მან სტეპანენკოს მაისურზე მოქაჩა, თუმცა შემდეგში ბოდიში მოიხადა და უთხრა, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ახლა კი ყველასათვის ნათელია, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა.

მინდა ძალიან ბევრი რამ ვთქვა, თუმცა ეს ამ სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.” – განუცხადა მალიშევმა უკრაინულ ტელეკომპანიას.

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ აქ!

მოურინიო უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს დაესწრო (ფოტო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (0:1) ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაესწრო. პორტუგალიელი სპეციალისტი ტელეკამერების ობიექტივშიც მოხვდა.

უცნობია უკრაინაში მოურინიოს ვიზიტის მიზანი, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტის ცნობით, პორტუგალიელი მწვრთნელი კიევის “დინამოს” ნახევარმცველ ანდრეი იარმოლენკოს დააკვირდა, რომელმაც მატჩში სრულად ითამაშა.

Mourinho

Liverpool Echo: “ევერტონს” იარმოლენკო სჭირდება

მერსისაიდული ავტორიტეტული გამოცემა Liverpool Echo იტყობინება, რომ რობერტო მარტინესს გუნდში უკრაინელი გარემარბი სჭირდება.

ჯერ კიდევ მარტში, როდესაც ორრაუნდიან დაპირისპირებაში კიევის “დინამომ” 6:4 დაამარცხა “ევერტონი” და იარმოლენკომ ლივერპულელები გოლი+საგოლე პასით დაამწუხრა, ესპანელი სპეციალისტი მაშინ ჩაუსაფრა საკმაოდ ფიზიკურად ძლიერ შემტევს.

ახლა “კანფეტები” უკრაინელებს შეთავაზებას გაუკეთებენ.

პრესის ინფორმაციით, ანდრეი იარმოლენკოს გადაბირება ასევე “ტოტენჰემსაც” სურს.

„დინამოს“ ნახევარმცველი „სტოკ სიტიში“ გადასვლასთან ახლოსაა

ინგლისური „სტოკ სიტი“ უკრაინისა და კიევის „დინამოს“ ნახევარმცველით ანდრეი იარმოლენკოთ დაინტერესდა. კიევურ კლუბთან დაახლოებული წყაროს ცნობით, „სტოკ სიტის“ წარმომადგენლები კიევში ჩავიდნენ, სადაც ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირები მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ.

ინგლისელებმა „დინამოს“ ოფიციალური წინადადებით მიმართეს და განაცხადეს, რომ 25 წლის ფეხბუთელის სანაცვლო 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან. თავად ფეხბურთელს „სტოკ სიტი“ საინტერესო კონტრაქტს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე „სტოკ სიტი“ „დნიპროს“ ნახევარმცველით ევგენი კონოპლიანკათი ინტერესდებოდა, რომელმაზც „სევილიაში“ გადასვლა გადაწყვიტა.

„დინამო“ „რომასგან“ ოც მილიონ ევროს ითხოვს

კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობას „რომასგან“ ნახევარმცველ ანდრეი იარმოლენკოს სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღება სურს.

როგორც „ტუტომერკატოვები“ წერს, რომაელები უკრაინულ კლუბს აღნიშნული თანხის ეტაპობრივად გადახდას სთხოვენ.

აქამდე გაირკვა, რომ „რომას“ სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი „დინამოს“ ერთი კვირის წინ დაუკავშირდა და კიევური კლუბისგან დადებითი პასუხი მიიღო.

“პსჟ”-მ იარმოლენკო 25 მილიონად შეაფასა

ფრანგული გუნდი ემზადება უკრაინელთათვის შეთავაზების გასაკეთებლად.

tuttomercatoweb.com-ის ცნობით, “პსჟ” ხშირ კავშირს ამყარებს მინო რაიოლასთან, რომელიც ამ ტრანსფერის შუამავალი იქნება.

საფრანგეთის ჩემპიონებმა უკვე გადადეს თანხა, რომელსაც უკრაინელში დახარჯავენ. წყაროს ცნობით, ეს 25 მილიონია. თუმცა, გაურკვეველია, დაიწყეს თუ არა ფრანგებმა მოლაპარაკება “დინამოსთან” ფეხბურთელის გადაბირების თაობაზე.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ლივერპული” იარმოლენკოში 19,5 მილიონს ჩამოდიოდა, მაგრამ შემდეგ “რომამ” უკეთესი შემოთავაზებით იჩინა თავი.

ანდრეი იარმოლენკომ “ევერტონს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

19 მარტს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, კიევის “დინამოსა” და “ევერტონს” შორის გამართულ მატჩში (5:2), ანდრეი იარმოლენკომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.