სადიო მანე “ლივერპულს” ტოვებს

“ლივერპულის” თავდამსხმელმა სადიო მანემ მერსისაიდული გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

30 წლის სენეგალელი ფეხბურთელის დამატებით ყველაზე მეტად მიუნხენის “ბაიერნია” მოწადინებული, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მხარეებს ჯერ არ მიუღიათ.

სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წლიდან თამაშობს. მან აწ უკვე გასულ სეზონში 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. სენეგალელ ფორვარდს “ენფილდროუდელებთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მანეს სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.

“ბაიერნი” მანეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

გერმანული “სქაის” ინფორმაციით, “ლივერპულის” თავდამსხმელმა სადიო მანემ კარიერა შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელოს.

წყაროს თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბავარიული გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სენეგალელი ფეხბურთელი იქნება. კლუბებს მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა გასულ უქმეებზე “ბაიერნის” სპორტული დირექტორი ჰასან სამიჰამიჯიჩი შესაძლო ტრანსფერის განსახილველად მანეს აგენტს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წელს “საუთჰემპტონიდან” გადავიდა. 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სენეგალში სადიო მანეს სახელობის სტადიონი შენდება

სენეგალში ახალ საფეხბურთო სტადიონს “ლივერპულის” თავდამსხმელ სადიო მანეს სახელს უწოდებენ.

კვირას, აფრიკის ერთა თასის ფინალურ მატჩში სენეგალმა ეგვიპტის ნაკრები თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში დაამარცხა. გადამწყვეტი პენალტი სწორედ მანემ გაიტანა, სენეგალის ნაკრები კი აფრიკის ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.

სტადიონი ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია. არენის გახსნა 2023 წელს არის დაგეგმილი.

ანრი: “სადიო მანე კლოპის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი “ლივერპულის” გარემარბ სადიო მანეს თამაშით მოხიბლულია. ფრანგის თქმით, სენეგალელი ფეხბურთელი მერსისაიდული გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია.

“მანეს დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის “ზალცბურგში” თამაშობდა. სადიო მანე იურგენ კლოპის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია. ის თავის თავში დარწმუნებული მოთამაშეა, რომელმაც იცის, რა მიზნის წინაშე დგას. მანე მოედანზე არ ერთობა, ზედმეტ მოძრაობებს არ აკეთებს. როდესაც ის ბურთს იღებს, სიჩქარეს კრეფს და წინ მიიწევს”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “სანი”.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულმა” სადიო მანე 2016 წლის ზაფხულში “საუთჰემპტონისგან” შეიძინა. მერსისაიდელებმა სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 34 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადეს. მანე მიმდინარე წლის ზაფხულამდე ყველაზე ძვირაღირებულ აფრიკელ ფეხბურთელად ითვლებოდა. მან წელს ეს სტატუსი მოჰამედ სალაჰს დაუთმო, რომელიც აგრეთვე “ლივერპულში” გადავიდა.

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა (ვიდეო)

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა სადიო მანემ ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა. სენეგალელ ფეხბურთელს სამი გოლის გასატანად მხოლოდ 2 წუთი და 56 წამი ეყო.

წინა რეკორდი “ლივერპულის” ყოფილ თავდამსხმელ რობი ფაულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰეთთრიკი 4 წუთსა და 33 წამში გაიტანა.