“სუონსი” ფრანჩესკო გვიდოლინს ჩააბარეს

“სუონსი სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანჩესკო გვიდოლინი დაინიშნა. ალან კარტისი კი, რომელიც გუნდის თავკაცის მოვალეობას ასრულებდა, სამწვრთნელო შტაბში დარჩება და 60 წლის იტალიელ სპეციალიტს მიეხმარება.

ფრანჩესკო გვიდოლინს არაერთ იტალიურ კლუბში უმუშავია, მათ შორის “ემპოლიში”, “უდინეზეში”, “ბოლონიაში”, “პალერმოსა” და “პარმაში. უცხოური კლუბებიდან იგი “მონაკოს” ხელმძღვანელობდა. გვიდოლინიმ 1997 წელს “ვიჩენცასთან” ერთად იტალიის თასი მოიგო.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “სუონსის” მე-18 ადგილი უკავია.

 

“სუონსიმ” მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

“სუონსი სიტიმ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გარი მონკი გაათავისუფლა.

უელსური კლუბის პრესსამსახური ამ გადაწყვეტილებას ასე ხსნის: “გუნდის გარშემო არსებულ გაურკვევლობასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც “სუონსისა” და კლუბის ფანების ინტერესებშია”.

გარი მონკი “სუონსი” სიტის” 2014 წლის თებერვლიდან თავკაცობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 77 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 28 გამარჯვებით, 17 ფრედ, 32 კი მარცხით დაასრულა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის გარი მონკს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სუონსი” შესაძლოა, დევიდ მოიესმა ან ბრენდან როჯერსმა ჩაიბაროს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში “სუონსი” სიტის” 14 ქულით სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიცია უკავია. გუნდმა შარშანდელი სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა.

 

ჯონჯო შელვიმ ბავშვს ოცნება აუხდინა

როდესაც 7 წლის ჰარი ჯეიკობსი “სუონსი სიტის” ნახევარმცველ ჯონჯო შელვის წერილს უგზავნიდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთელისგან პასუხს მიიღებდა. ჯეიკობსსაც და შელვისაც ერთი დაავადება აწუხებთ — ალოპეცია, რაც თმის საფარველის დაკარგვას ნიშნავს. ინგლისელმა ნახევარმცველმა ბავშვს საპასუხო წერილი გაუგზავნა, სტადიონზე დაპატიჟა და პრემიერლიგის V ტურში “საუთჰემპტონთან” გამართული მატჩის წინ მოედანზეც წაიმძღვარა.

ამ ისტორიის შესახებ უფრო დაწვრილებით აღნიშნული სიუჟეტიდან გაიგებთ.

პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესონი

ინგლისის პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის “ჩელსის” ახალწვეული დიეგო კოსტა დასახელდა. თვის საუკეთესო მწვრთნელი “სუონსი სიტის” თავკაცი გარი მონკი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის “ატლეტიკოდან” “ჩელსიში” გადასულმა დიეგო კოსტამ პრემიერლიგის საწყის სამ ტურში ოთხი გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება მონკს, ის უელსურ კლუბს მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით “სუონსიმ” აგვისტოს თვეში სამიდან სამი შეხვედრა დაასრულა გამარჯვებით, აქედან ერთი მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” მოიგო (2:1).

 

ვან გაალის კომენტარი დღევანდელი მარცხის შესახებ

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “სუონსი სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შესახებ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ისაუბრა.

“როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ჩვენ გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ მხოლოდ შანსის ქონა საკმარისი არ არის. მეგონა კიდეც, რომ მოვიგებდით, თუმცა შესაძლებლობებს გამოყენება უნდა. დღეს გუნდურად ვერ ვითამაშეთ. მანამდე შედარებით უკეთ ვთამაშობდით და ცუდია, რომ დღეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ.
პირველ ტაიმში ვნერვიულობდით, რის გამოც არასწორ გადაწყვეტილებებს ვღებულობდით. მატჩის მეორე ნახევარში გუნდურად ვერ ვითამაშეთ, რაზეც მე ვარ პასუხისმგებელი. სამწუხაროა, რომ შინ გამართულ პირველივე მატჩში დავმარცხდით.
ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ — ქომაგები, ფეხბურთელები, მე. ძალიან ცუდი დღე იყო”, – განაცხადა ვან გაალმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სანდერლენდს” ესტუმრება.

 

„ტოტენჰემმა“ „სუონსის“ ორი მოთამაშე დაიმატა

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „სუონსი სიტის“ ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაიმატა: მეკარე მიშელ ვორმი და მცველი ბენ დევისი.

დევისმა „დეზებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ვორმა კი ხელი ოთხწლიან ხელშეკრულებას მოაწერა.

დევისი „სუონსის“ აღზრდილი გახლავთ, ვორმი კი აღნიშნულ კლუბში 2011 წლიდან გამოდიოდა. უელსელმა მცველმა „გედების“ რიგებში 91 მატჩი ჩაატარა, ჰოლანდიელმა კი — 97.

 

ოფიციალურად: მიჩუ „ნაპოლიში“ ითამაშებს

უელსური „სუონსი სიტის“ თავდამსხმელი მიჩუ „ნაპოლიში“ ითამაშებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი ნეაპოლიტანურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა. იჯარის ღირებულება 1,75 მილიონ ევროს შეადგენს. ცნობილი ხდება ისიც, რომ მიჩუს ხელფასი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ მატჩს ჩაატარებს ის „ნაპოლიში“. საიჯარო პერიოდის დასრულების შემდეგ იტალიურ კლუბს 7,5 მილიონ ევროდ ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

გასულ სეზონში მიჩუმ ტრავმის გამო ინგლისის პრემიერლიგის მხოლოდ 17 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი.

 

„სუონსიმ“ ლაუდრუპი გაათავისუფლა

მიკაელ ლაუდრუპი „სუონსი სიტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.

„ეს გადაწყვეტილება ყოველგვარი ხალისის გარეშე მივიღეთ, თუმცა კლუბისა და გულშემატკივრების ინტერესები დავაკმაყოფილეთ.

მიკაელს უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდით და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, – განაცხადა „სუონსი სიტის“ პრეზიდენტმა ჰიუ ჯენკინსმა.

შეგახსენებთ, რომ უელსური კლუბი ევროპის ლიგაზე ასპარეზობს, სადაც მას მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე მეტოქედ იტალიური „ნაპოლი“ ელის.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „სუონსის“ მე-12 ადგილი აქვს დაკავებული. გუნდმა ჩემპიონატის 24 მატჩიდან 24 ქულა მოიპოვა (6 გამარჯვება, 6 ფრე, 12 მარცხი).

ბექა დოგრაშვილი

მიხვდებით, მსაჯს რა ეწყინა?

გუშინ, ინგლისის თასზე, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „სუონსი სიტის“ შორის გამართულ მატჩში (1:2) საინტერესო ეპიზოდი მოხდა. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავარმა არბიტრმა მაიკ დინმა უელსელ ფეხბურთელებს სათამაშო უპირატესობა მისცა, თუმცა სტუმრებმა ბურთი მალევე დაკარგეს და მსაჯმაც ისეთი რეაქცია გააკეთა, თითქოს „სუონსის“ თავგადაკლული ქომაგი ყოფილიყო. ისე კი, დინი მერსისაიდელია.

გთავაზობთ ამ კომიკური ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს.

ბექა დოგრაშვილი