“ვესტ ჰემმა” თვალი ჯონ ტერის დაადგა

Brentwood Gazzette-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ თვალი ლონდონის “ჩელსის” კაპიტანს, ჯონ ტერის დაადგა.

ჩაქუჩებს ჯონ ტერის გადაბირება, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ზაფხულში სურთ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ინგლისელი მცველი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, სლავენ ბილიჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს უმიზნებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობაში კი ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი, როგორიც ტერია ძალიან საჭირო იქნება “ჩაქუჩებისათვის”.

ბენიტესი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნება მსურს”

მადრიდის “რეალის” ექს-თავკაცმა, რაფაელ ბენიტესმა პრემიერ ლიგისადმი საკუთარი სიმპატიები არ დამალა და აღნიშნა, რომ დიდი სიამოვნებით დაუბრუნებოდა ბრიტანულ ლიგას.

“პრემიერ ლიგა ძალიან მომწონს. ჩემი მომავლისთვის ეს ლიგა უფრო პრიორიტეტულია, რადგანაც ჩემი ოჯახი ჯერ კიდევ ვირალში ცხოვრობს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარეობისას მწვრთნელს არავინ შეცვლის. ისღა დამრჩენია, უბრალოდ ვუყურო და გავაანალიზო მატჩები.”

შეგახსენებთ, რომ ბენიტესს ინგლისში მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს – რაფა “ლივერპულს” წვრთნიდა, მან კლუბს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა.

 

“ლევერკუზენის” აღმასრულებელმა დირექტორმა ჩიჩარიტოს მომავალზე ისაუბრა

“ბაიერ ლევერკუზენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ შადემ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ გერმანული კლუბი ხავიერ ერნანდესის გაყიდვას არ აპირებს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ის ჩვენთან ფულის გამო არ მოსულა. მას არასდროს უთქვამს, რომ კლუბიდან წასვლა სურს. ის აქ თავს კომფორტულად გრძნობს.

ჩვენ მას პატივს ვცემთ. ჩიჩარიტო ჩვენს სათამაშო სტილს ბრწყინვალედ მოერგო, ის დიდ დახმარებას გვიწევს. ჩემპიონთა ლიგის საგზურს თუ მოვიპოვებთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის მისი დარჩენის შანსებს. მას ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს.”

რომელუს ძმისთვის ბრძოლაში “ჩელსის” “ტოტენჰემი” დაუპირისპირდება

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ევერტონის” ბელგიელი მცველით, რომელუ ლუკაკუთი ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემია” დაინტერესებული.

21 წლის ფეხბურთელი, რომლის ძმაც, რომელუ “ევერტონის” რიგებში ასპარეზობს, “ოსტენდეს” რიგებში ასპარეზობს.  იორდანი უკვე გამოიძახეს ბელგიის ნაკრებში და დიდია შანსი, რომ ევრო 2016-ზე ძირითადის ფეხბურთელი გახდეს.

ორივე ლონდონური კლუბი მზადაა ლუკაკუს სანაცვლოდ დაახლოებით 3 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, რაც  ბელგიური კლუბისთვის სრულიად საკმარისი იქნება .

“ატლეტიკომ” მატას ტრანსფერის თაობაზე “მანჩესტერთან” მოლაპარაკებები წამოიწყო

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელობამ ხუან მატას ტრანსფერის თობაზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებები წამოიწყო.

“როხიბლანკოს” თავკაცმა, დიეგო სიმეონემ უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა ნუსხა, რომელთა გადაბირებასაც ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება.

მადრიდული გრანდის თავკაცი დარწმუნებულია, რომ ესპანელი ნახევარმცველის ლა ლიგაში დაბრუნებას შეძლებს. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა დაჯდება მატას ტრანსფერი.

რედნაპი:”აზარის სანცვლოდ 15 მილიონსაც არ გადაიხდიან”

“ტოტენჰემისა” და “ლივერპულის” ყოფილ ნახევარმცველს, ჯეიმი რედნაპს სჯერა, რომ ედენ აზარი წლევანდელი ასპარეზობიდან გამომდინარე 15 მილიონიც არ ღირს.

“ფეხბურთში ყველაფერს ძალიან მალე ივიწყებენ. მთავარია აჩვენო, რომ კარგად თამაში შეგიძლია. აზარი ტოპ-კლასის ფეხბურთელია, თუმცა მან ეს მოედანზე უნდა დაამტკიცოს.

გასულ წელს ჩვენ მას რონალდოსა და მესის დონეზე ვაყენებდით, წელს კი მის სანაცვლოდ 15-20 მილიონსაც არ გადაიხდიან. აი ასე სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ”

 

მოურინიოს უნდა, რომ მისი პირველი “მანჩესტერული” შენაძენი რაფაელ ვარანი იყოს

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედში” მოსვლისთანავე შეეცდება რაფაელ ვარანის შეძენას.

როგორც იცით, ლუი ვან გაალის შესაძლო ჩამნაცვლებელთა სიაში “ჩელსის” ექს-თავკაცი პირველ პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ ვარანი ჯერ კიდევ მადრიდში ყოფნისას შეამჩნია და ფრანგი მცველი მაშინვე გადაიბირა “ლენსიდან”.

2014 წელს, პორტუგალიელმა განაცხადა: “ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდებს შორის საუკეთესოა თავის პოზიციაზე, ამაში დარწმუნებული ვარ.”

ანჩელოტის ლევანდოვსკის ჩანაცვლება პაულო დიბალათი სურს

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” მომავალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი გუნდში პაულო დიბალას მიყვანას აპირებს იმ შემთხვევაში, თუკი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის “რეალს” შეუერთდება.

როგორც იცით, ანჩელოტი ბავარიულ გრანდს მხოლოდ მას შემდეგ ჩაიბარებს, რაც პეპ გვარდიოლა კლუბს დატოვებს, ეს კი მიმდინარე სეზონის დასასრულს მოხდება.

პაულო დიბალა წელს მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურება, იტალიელმა შემტევმა სერია ა-ს 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 8 შედეგიანი გადაცემა.

“პსჟ-ს” პოგბაზე მეტად ბუსკეტსის გადაბირება სურს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული “პარის სენ-ჟერმენი” ზაფხულში კვლავ ეცდება სერხიო ბუსკეტსის გადაბირებას, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ღირსებას იცავს.

აქამდე  ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ფრანგებმა უკვე გაუგზავნეს კლუბს ოფიციალური შეთავაზება ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა კლუბისგან უარი მიიღეს.

წყაროს ცნობით, პარიზელთა თავკაცს, ლორან ბლანს პოლ პოგბაზე მეტად ბუსკეტსის გადაბირება სურს.

ბლანს მხარს კლუბის ხელმძღვანელობაც უჭერს, გამომდინარე იქიდან, რომ ტიაგო მოტა სულ მალე გახდება 34 წლის, მარკო ვერატის გადაბირებასთან კი ტურინის “იუვენტუსია” ახლოს.

“ლესტერი” ჰოლანდიელი ვარსკვლავისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში ჩაერთო

The Hinckley Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თნახმად, “ლესტერ სიტი” “ფეინოორდის” ნახევარმცველის, ტონი ვილენას გადაბირებით არის დაინტერესებული.

ჰოლანდიელ ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაბირება ზაფხულში მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.

წყაროს ცნობით, “ლესტერის” გარდა 21 წლის ჰოლანდიელის გადაბირებით “სუონსი”, “ვესტ ბრომი” და “სანდერლენდია” დაინტერესებული.

ახალგაზრდა ნახევარმცველი “ფეინოორდის” აკადემიაშია აღზრდილი, მან კლუბის მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატის 80 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 13 გოლით დაგვამახსოვრა.

“სტოკმა” შესაძლოა არნაუტოვიჩი 12,5 მილიონად გაუშვას

The Telegraph-ის ინფორმაციით, “სტოკ სიტის” თავდამსხმელმა მარკო არნაუტოვიჩმა შესაძლოა ინგლისური კლუბი ზაფხულში დატოვოს.

არნაუტოვიჩის ამჟამინდელი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში იწურება, მის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე კი ამოქმედდება პუნქტი, რომლის თანახმადაც მისი ყიდვა 12.5 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

ამჟამად “ბრიტანიაზე” მოთამაშე კლუბის ხელმძღვანელობა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს, თუმცა ორი მხარე ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით ვერ უთანხმდება ერთმანეთს – არნაუტოვიჩი კვირაში 70 ათას ფუნტს ითხოვს, რაც მას გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს.

26 წლის თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “პსჟ” და “ფენერბახჩე” იჩენს.

გვარდიოლას მთავარი სამიზნე ლუის სუარესი იქნება

მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელ თავკაცს, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” ლუის სუარესის მიყვანა სურს.

Sunday Mirror-ის ცნობით, “ლივერპულის” ექს-შემტევი, რომელიც გასაოცარ სეზონს ატარებს, გვარდიოლასთვის მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

გვარდიოლამ უკვე დაიწყო ფიქრი თავის ინგლისურ კარიერაზე და მზადაა, მისი ყოფილი გუნდის შემტევისათვის 40 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ სუარესის წარმომადგენელი პეპ გვარდიოლას ძმა პერე გვარდიოლაა, ასე რომ მსგავსი ტრანსფერის განხორციელება არც ისე რთული იქნება.