ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მის ძაღლთან ერთად არის. მისი მეგობარი არც თუ ისე პატარაა. ამასთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.
ჭდე: კრიშტიანუ რონალდო
რონალდო: ”მესის კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ”ოქროს ბურთი” რონალდუს ეკუთვნის”
მადრიდის ”რეალისა” და კატალონიის ”ბარსელონას” ყოფილი თავდასხმელი, ლუის ნაზარიო დე ლიმა ფიქრობს, რომ წელს ”ოქროს ბურთს” რონალდუ მოიპოვებს. ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ რონალდუმ შედარებით უფრო კარგი სეზონი ჩაატარა, ვიდრე არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ.
”მე მჯერა, რომ ”ოქროს ბურთს” რონალდუ მიიღებს. მან ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და გაიტანა ბევრი გოლი. მესიც ასევე კარგ ფორმაში იყო, მაგრამ წელს მისი თამაში დასამახსოვრებელი არ ყოფილა. დაველოდოთ, თუ ვინ მოიპოვებს ”ოქროს ბურთს”- დაასრულა რონალდომ.
რონალდუ ტრავმირებულია
როგორც ფიფას ოფიციალური საიტი იტყობინება პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბარძაყის კუნთის ტრამვა და მუხლის მყესის ანთება აღენიშნება.
ასევე პრობლემა აქვთ პეპეს, რაულ მეირელეშს და ბეტუს. მათ გამოტოვეს საბერძნეთთან გამართული ამხანაგური მატჩი და სავარაუდოდ მომდევნო 2 შეხვედრაშიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
შეძლებს თუ არა კრიშტიანუ მუნდიალის დაწყებამდე გამოჯანმრთელებას მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რონალდო:”მჯერა რომ ფინალში გავიმარჯვებთ”
პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა რომელსაც ახლა გთავაზობთ.
“ჩვენ ფინალში ვართ,სადაც საკმაოდ ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით,ასეთი ტიპის შეხვედრებში შანსები ყოველთვის 50-50_ზეა,მაგრამ გვჯერა რომ გავიმარჯვებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ”
“ატლეტიკო საოცარი გუნდია,ამაზე ისიც მეტყველებს,რომ ისინი ლა ლიგაში პირველ ადგილზე არიან და ჩემპიონობის არაჩვეულებრივი შანსი აქვთ,ლამაზი სანახავი იქნება ორი ესპანური გუნდი ფინალში”
“რათქმაუნდა ლიგაზე რეკორდის დამყარებამ უზომოდ გამახარა,მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს,ვეცდები თავი ფინალშიც გამოვიჩინო”
“რაც შეეხება მუნდიალს, აქ საუკეთესო ნაკრებები არიან თავმოყრილი.მთავარ ფავორიტებად ესპანეთი და ბრაზილია მიმაჩნია,ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან მსოფლიოში”
„დორტმუნდთან“ კრიშტიანუ რონალდუს თამაში საეჭვოა
ესპანური „ასის“ ცნობით, მადრიდის „რეალის“ თავამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ გუშინდელ საწვრთნელ პროცესში მხოლოდ 20 წუთით ივარჯიშა. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ მატჩში (3:0) ფეხი დაიშავა, რის გამო ესპანეთის პრიმერადივიზიონის 32-ე ტურში „სოსიედადთან“ შეხვედრა გამოტოვა. რონალდუს, სავარაუდოდ, „ბორუსიასთან“ გასამართი განმეორებითი მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.
კრიშტიანუ რონალდუს შესახებ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„რონალდუმ საერთო გუნდთან ერთად ბევრი ივარჯიშა. ის თავს კარგად გრძნობს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, კრიშტიანუ მოედანზე პირველივე წუთებიდანვე იქნება, თუმცა გარისკვა არ მინდა. რონალდუს ყოველ მატჩში სურს თამაში, მაგრამ მისი სათადარიგოთა სკამზე გამწესებაც შემიძლია. ვემხრობი მისგან ასეთი ინიციატივის გამოჩენას. რონალდუ პროფესიონალი ფეხბურთელია. თუ რაიმე პრობლემა აქვს, მე უკითხავად შემიძლია, რომ მას დასვენების საშუალება მივცე“, – ანჩელოტის სიტყვები მადრიდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი „ბორუსიასა“ და „რეალს“ შორის 8 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას სლოვენი არბიტრი დამირ სკომინა განსჯის.
ბექა დოგრაშვილი
ნეიმარმა რონალდუს „ოქროს ბურთის“ მოგება მიულოცა
კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ნეიმარმა მადრიდის „რეალის“ ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს „ოქრო ბურთის“ მოგება მიულოცა.
„ყველა ფეხბურთელმა იცის, რამდენად რთულია ტიტულების მოგება, განსაკუთრებით, თუ მსგავს პრესტიჟულ ჯილდოზე ვისაურებთ. რა თქმა უნდა, მსურდა, რომ ეს პრიზი წელსაც მესის მოეგო, თუმცა ეს შედეგი სამართლიანია. სხვათაშორის, ჩემს საყვარელ მოთამაშეებს შორის კრიშტიანუც არის. მას ამ წარმატებას ვულოცავ“, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი