ინძაგი: „რომა“ ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური გუნდია“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურში თავისი გუნდის მეტოქის „რომას“ შესახებ ისაუბრა.

„რომა“ ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური გუნდია. სამწუხაროდ, ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

ვიცით, რომ ქაღალდზე ეს თამაში რთულია, თუმცა ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც შენდება. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, რისი წყალოვითაც, ბრწყინვალე ფეხბურთის ჩვენებას შევეცდებით“, – განაცხადა სუპერპიპომ.

ცნობისთვის, „რომა“ – „მილანი“, კვირას, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

„მილანმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა (ვიდეო)

დასრულდა „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურის მატჩი, რომელიც ფილიპო ინძაგის გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც ჟერემი მენეზი მეტოქე მცველებს გასცდა და „ნაპოლის“ საჯარიმოში შეიჭრა – ფრანგს საბოლო დარტყმის განხორციელება არ გასჭირვებია. პირველ ნახევარში უკეთესად „მილანი“ გამოიყურებოდა, ნეაპოლიტანელებს კი, რამდენიმე შანსი მხოლოდ ტაიმის მიწურულს ჰქონდათ.

მეორე გოლი მილანელებმა მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიტანეს – მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ჯანკომო ბონავენტურა გამოეხმაურა, რომელმაც თავური დარტყმით გოლი გაიტანა – 2:0.

დარჩენილ დროში „როსონერის“ კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანის შანსი ხელიდან ანდრეა პოლიმ გაუშვა. აქტიური პირველი გოლის ავტორი მენეზიც იყო, რომელიც ნეაპოლიტანელთა საჯარიმოში კიდევ ორჯერ შეიჭრა, თუმცა დუბლის შესრულება ვეღარ შეძლო.

საბოლოოდ, 2:0 და ამ გამარჯვებით „შავ-წითლებმა“ 24 ქულა დააგროვეს, ქულებით „ნაპოლის“ გაუთანაბრდნენ და მე-6 ადგილზე ავიდნენ. ამჟამად მე-3 ადგილზე მყოფ „ლაციოს“ მილანური გუნდი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში „მილანი“ გასვლაზე მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ დაუპირისპირდება, ხოლო ბენიტესის ფეხბურთელები აუტსაიდერ „პარმას“ მიიღებენ.

„მილანის“ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული (ვიდეო)

წარმოგიდგენთ Football Daily-ს ვერსიით „მილანის“ ყველა დროის საუკეთესო თერთეტეულს.

„მილანის“ ახალი სტადიონის შესაძლო პროექტი (ვიდეო)

ინტერნეტში „მილანის“ ახალი სტადიონის შესაძლო პროექტის ამსახველი ვიდეო გაჩნდა. ხსენებული პროექტი ერთ-ერთ კომპანიას ეკუთვნის, რომელმაც, შესაძლოა, „როსონერის“ ახალი სტადიონის აშენებაში მონაწილეობა მიიღოს.

სტადიონის დიზაინი ოფიციალურად დამტკიცებული ჯერ არ არის. იგი ორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა მარკო გუალანდრისმა და ანდრეა პიატიმ შექმნა. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი სწორედ მილანურ კლუბს ქომაგობს.

პროექტში ტრადიციული და ფუტურისტული ელემენტებიც შედის.

„მილანმა“ მიმდინარე სეზონში გოლი მხოლოდ მეორე მატჩში არ გაუშვა

მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს მეცამეტე ტურში „მილანმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „როსონერისთვის“ ეს მხოლოდ მეორე ოფიციალური შეხვედრაა, რომელშიც გუნდმა გოლი არ გაუშვა.

სხვა 12 მატჩიდან ფილიპო ინძაგის გუნდმა კარი მშრალად მხოლოდ „კიევოსთან“ შეხვედრაში შეინარჩუნა. ხსენებული თამაში მილანელებმა „სან-სიროზე“ ოთხ ოქტომბერს ჩაატარეს და „უდინეზესთან“ მატჩის მსგავსად ანგარიშით 2:0 მოიგეს.

ანჩელოტი: „იტალიაში მხოლოდ „მილანის“ გულისთვის დავბრუნდებოდი“

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავისი ყოფილი გუნდის „მილანის“ წევრებთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

„როდესაც „მილანს“ ვწრთვნიდი, არც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ინძაგი, ზეედორფი და გატუზო ჩემი კოლეგები გახდებოდნენ. გატუზო ჩემთვის როგორც ძმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მწვრთNელი ვიყავი. ჩვენ ერთმანეთის კარგად გვესმოდა. მე მას იმას ვეუბნებოდი, რასაც სხვას არავის ვეტყოდი.

გამიხარდება, თუ მეტყვიან, რომ ჩემგან პიპომ, კლარენსმა და ჯენარომ რაღაც ისწავლეს და სამწვრთნელო საქმიანობაში გამოიყენეს.

„მილანის“ ამჟამინდლეი მდგომარეობა? კლუბის ცვლილებების პროცესშია. „როსონერი“ ძველ დიდებას აუცილებლად დაიბრუნებს.

თუ იტალიაში დაბრუნებას გადავწყვიტავ, მაშნ მხოლოდ „მილანში“ ვიმუშავებ“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბალოტელის 17 სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წარმოგიდგენთ „ლივერპულისა“ და იტალიის ნაკრების თავდამსხმელის მარიო ბალოტელის ჩვიდმეტ ყველაზე გამორჩეულ სურათს.

Inter Milan Balotelli celebrates after winning the Italian Cup final soccer match at the Olympic stadium in Rome

Bolton Wanderers' Knight fouls Manchester City's Balotelli during their English Premier League soccer match in Manchester

Manchester City's Balotelli challenges Wolverhampton Wanderers' Johnson during their English Premier League soccer match in Manchester

Manchester City's Mario Balotelli celebrates after scoring the opening goal against Manchester United during their English Premier League soccer match at Old Trafford in Manchester,

Italy's Balotelli puts on a bib during a training session at the Olympic Stadium in Kiev

Italy's soccer player Balotelli attends a training session during the Euro 2012 in Krakow

Manchester City's Balotelli scores past Norwich City's Ruddy during their English Premier League soccer match in Manchester

Italy's Balotelli tries to score against England's Hart during their Euro 2012 quarter-final soccer match at the Olympic stadium in Kiev

Italy's Balotelli falls over during their Euro 2012 quarter-final soccer match against England at the Olympic Stadium in Kiev

Germany v Italy - UEFA EURO 2012 Semi Final

Spain v Italy - UEFA EURO 2012 Final

Spain players comfort Italy's Balotelli after defeating Italy to win the Euro 2012 final soccer match at the Olympic stadium in Kiev

Italy's Mario Balotelli is escorted as he arrives with the national soccer team at the Railway Central station in Milan

 

Italy's national team player Balotelli attends a training session during the EURO 2012 soccer tournament in Krakow

 

Pope Francis Meets Italy and Argentina Football Teams

West Ham United v Liverpool - Premier League

Mario Balotelli of Italy's national soccer team is pictured inside the bus during their arrival at Rio de Janeiro's international airport

საუკეთესო ეპიზოდები პაოლო მალდინის კარიერიდან

დღეს „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ლეგენდარულ მცველს პაოლო მალდინის 46 წელი შეუსრულდა. წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც მისი მონაწილეობით საუკეთესო ეპიზოდებია ასახული.

ჰონდამ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტური „ჯენოასა“ და „მილანს“ შორის გამართული მატჩით დაიხურა. ანგარიში მე-20 წუთზე სტუმართა მაროკოელმა ნახევარმცველმა ადელ ტაარაბტმა გახსნა. 56-ე წუთზე „მილანის“ იაპონელმა ახალწვეულმა კეისუკე ჰონდამ სერია A-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა და კლარენს ზეედორფის გუნდის უპირატესობა განამტკიცა. 73-ე წუთზე მარკო მოტას დარტყმული ხარიხას მოხვდა, შემდეგ კრისტიან აბიატის შეეხო და კარში შეგორდა. ასე გაქვითეს ერთი ბურთი გენუელებმა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და მატჩი ანგარიშით 1:2 დათმეს.

„მილანს“ 45 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილი უკავია, „ჯენოა“ კი 39 ქულით მე-13 პოზიციაზე გახლავთ.

იტალიის სერია A
„ჯენოა“ — „მილანი“ 1:2
გოლები: აბიატი 73′ (ა.გ.)  — ტაარაბტი 20′, ჰონდა 56′.
გაფრთხილებები: ანტონელი 28′ — აბიატი 88′.

ოფიციალურად: ინძაგი თავის პოსტზე რჩება

რამდენიმე საათის წინ Milan Channel-მა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ფილიპო ინძაგი „როსონერის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

აქედან ამომდინარე, გამორიცხული არ არის, „შავ-წითლები“ ამჟამად „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „მილანის“ ხელმძღვანელობამ გუნდის უკვე ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა.

აქვე გეტყვით, „სპეციასთან“ იტალიის თასის 1/16 ფინალის მატჩისთვის გუნდს მაურო ტასოტი მოამზადებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „როსონერის“ თავკაცთა მთავარი ასისტენტი იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

კრისტიან მალდინი „ბრეშაში“ ითამაშებს

პაოლო მალდინის ვაჟი კრისტიან მალდინი, რომლის კონტრაქტიც „მილანს“ ეკუთვნის, იჯარით „ბრეშაში“ ითამაშებს.

„როსონერის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილი იტალიის მეორე დივიზიონის კლუბში გამოცდილების მისაღებად გადაბარგდა.

ცნობისთვის, უმცროსი მალდინი მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს.

სათქმელია ისიც, რომ მილანური გრანდის ხელმძღვანელებმა აქამდე უკვე განაცხადეს, რომ მომავალში 3-ნომრიანი მაისურით გუნდში მხოლოდ მალდინის ოჯახის წევრი ითამაშებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

აბიატი „მილანთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის მზადაა

„მილანის“ მეკარის კრისტიან აბიატის აგენტი კლაუდიო ვიგორელი იმედოვნებს, რომ მისი კლიენტი „როსონერისთან“ ახალ, ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„აბიატი და „მილანი“ ერთმანეთთან ყოველთვის იქნებიან დაკავშირებული. იმ შემთხვევაში, თუ კლუბს ჩემს კლიენტთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების სურვილი ექნება, კრისტიანი თანახმა იქნება, რადგან, მას რომელიმე სხვა კლუბის მაისურით ვერ წარმოვიდგენ.

დადებითი შედეგის იმედი გვაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ „როსონერის“ ვიცე-პრეზიდენტს ადრიანო გალიანის უნდა შევხვდეთ. მასთან შეხვედრის შემდეგ აბიატის ბედი ცნობილი გახდება“, – განაცხადა აგენტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი