ვენგერი: “ბენდტნერი მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენთვის ხელის შეშლას”

ლონდონის “არსენალის” მთვარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა ინგლისის თასის ეგიდით, “ნოტინგემ ფორესტთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ, “მეთოფეთა” ყოფილი შემტევის, ნიკლას ბენდტნერის ასპარეზობა შეაფასა.

“ბენდტნერი მაქსიმალურად ცდილობდა ჩვენი ფეხბურთელებისათვის ხელის შეშლას. “ნოტინგემ ფორესტი” კარგი გუნდია. მათ ყველაფერი გაიღეს, რათა სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ.

ვფიქრობ, რომ მოტივირებული და ფორმაში მყოფი ბენდტნერისგან ეს კლუბი სწორედ იმას, მიიღებს რაც სურს.

ის სულ რაღაც 28 წლისაა, ასე რომ მას კვლავ შეუძლია უმაღლეს დონეზე ასვლა. “დამშეულ” ბენდტნერს ნებისმიერი გუნდის კარში შეუძლია გოლების გატანა.”

ინგლისის ლიგის თასი: “არსენალმა” “ნოტინგემს” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ვიდეო)

გუშინ ინგლისის ლიგის თასის, 1/16 ფინალის 8 შევხედრა გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ნოტინგემ ფორესტი” საკუთარ მოედანზე ლონდონის “არსენალს” დაუპირისპირდა. 23-ე წუთზე ჯაკამ ულამაზესი და უძლიერესი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე “არსენალის” შემტევმა, ლუკას პერესმა პენალტი ზუსტად შეასრულდა და მისი გუნდი ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა წინ. 11 წუთში იმავე მოთამაშემ შეხვედრის მესამე გოლიც გაიტანა. დაპირისპირებას წერტილი მეორე ტაიმის მესამე დამატებით წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა დაუსვა – 0:4. საბოლოოდ, სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა მატჩი.

ბენდტნერი “არსენალის” კარში გატანილ გოლის აღნიშნვნას აპირებს, თუმცა არა გიჟურად

“ნოტინგემ ფორესტის” ახალწვეულმა, ნიკლას ბენდტნერმა პრესასთან საურისას განაცხადა, რომ “არსენალის” კარში გატანილი გოლის აღნიშვნას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ “მეთოფეთა” რიგებში მას 171 მატჩი აქვს ჩატარებული.

“ნამდვილად დიდებული მატჩის მოლოდინში ვარ სავსე ტრიბუნების ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები ბრწყინვალე ატმოსფეროს შექმნიან.

რთული მატჩი გველის, თუმცა ჩვენ ჩვენს ძალებში დარწმუნებულები ვართ.

ავღნიშნავ თუ არა “არსენალის” კარში გატანილ გოლს? ავღნიშნავ, თუმცა არ გავგიჟდები. “არსენალის”, როგორც კლუბის მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს.”

ვენგერი: “არ ვიცი რატომ დაარტყა პენალტი სანჩესმა – ეს აღარ განმეორდება”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “ჰალ სიტისთან” მოგებული მატჩის შემდეგ (1-4), ალექსის სანჩესის მიერ გაცუდებულ პენალტზე ისაუბრა.

როგორც იცით, ვენგერის “არსენალში” პენალტებს ყოველთვის სანტი კასორლა ასრულებდა, თუმცა დღეს, ბურთთან ესპანელის ნაცვლად ალექსის სანჩესი მივიდა, რომელსაც უკვე ჰქონდა ერთი გოლი გატანილი და რომელმაც პენალტი გააცუდა.

“პენალტი სანტის უნდა შეესრულებინა. არ ვიცი რატომ მოხდა ასე, ჩემგან მათ მსგავსი მითითება არ მიუღიათ, მსგავსი რამ დაგეგმილი არ გვქონია.

არ ვიცი რა მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს მეტჯერ აღარ მოხდება. პენალტის გაცუდება ჩვეულებრივი მოვლენაა, ასეთი რამ ნებისმიერს შეუძლია დაემართოს.”

The Sun: ბელოტის გადაბირებას ორი ინგლისური გრანდი ცდილობს

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელმა, ანდრეა ბელოტიმ ორი ინგლისური გრანდის, “არსენალისა” და “ლივერპულის” ყურადღება მიიპყრო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსენ ვენგერის “არსენალი” იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა ამაოდ.

ბელოტის სანაცვლოდ კი “მეთოფეებმა” გუნდში ლუკას პერესი მოიყვანეს.თუმცა, დენი უელბეკის ტრავმიანობა ვენგერისათვის კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაც მიუბრუნდა ის “ტორინოს” ფორვარდს.

რაც შეეხება “ლივერპულელთა” პოზიციას, მერსესაიდელთა დამრიგებელი, იურგენ კლოპი თვლის, რომ 22 წლის ბელოტი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც მის გუნდს სჭირდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბელოტის შეძენა საკმაოდ დაბალ ფასად, 12.5 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

ედინსონ კავანი: “ჩემი ბრალია”

ედინსონ კავანი ყველანაირ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და აღიარებს, რომ პარიზში “პარის სენ-ჟერმენმა” “არსენალთან” ქულები სწორედ მისი შეცდომების გამო დაკარგა.

“დიდებული მატჩი ჩავატარეთ. გაცილებით უკეთ ვთამაშობდით ლიგის ბოლო თამაშთან შედარებით (“პსჟ” 1-1 “სენტ-ეტიენი”). მატჩში ძალიან ბევრი კარგი ნიშანი იყო. მაგრამ, ბოლოს მაინც დავისაჯეთ იმის გამო, რომ შეტევის დასკვნით მომენტში ვცოდავდით.

ასეთ ტურნირებში უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ თითოეული ქულა დააფასო. ეს ჩვენი პირველი თამაში იყო. ასევე უნდა განვაგრძოთ ასპარეზობა, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

როგორც უკვე ვთქვი, ბოლო მომენტში უკეთ უნდა გვეთამაშა. ყველანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, რამეთუ ბევრი შანსი მქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენე.”

ვენგერი: “გატანილი გოლი დავიმსახურეთ!”

ჩემპიონთა ლიგაზე “არსენალი” სტუმრად “პსჟ”-ს დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან “მეთოფეთა” თავკაცმა, არსენ ვენგრემა ისაუბრა.

“მიუხედავად სწრაფი გოლისა, არ დავიბენით და მენტალურად არ გავტყდით. შესაბამისად, გოლი, რომელიც გავიტანეთ, ნამდვილად დავიმსახურეთ!”

“პირველ ტაიმში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან ბევრ დუელს ვაგებდით. ამ მხრივ სიტუაცია მეორე ნახევარში გამოსწორდა.”

“საბოლოოდ, “პსჟ”-მ ყურადღება მოადუნა და ეს კარგად გამოვიყენეთ. სანჩესმა შესანიშნავი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა,” – განაცხადა ვენგერმა.

არსენ ვენგერის რეკორდი ვერც “პსჟ”-მ დაამხო!

დღეს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “პსჟ”-მ “არსენალთან” პარიზში 1-1 ითამაშა. თავდაპირველად, მასპინძლები იგებდნენ კავანის გოლით, მაგარმ სანჩესმა მაინც მოახერხა გათანაბრება და “მეთოფეები” წაგებას გადაარჩინა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე არსენ ვენგერი საფრანგეთში უეფას ტურნირებზე არასდროს იყო დამარცხებული. ალექსისის გოლმა კი მისი გუნდი მარცხისგან იხსნა და, შესაბამისად, ვენგერის გენიალური სერია გრძელდება.

“არსენალმა” ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა

დღეს ჩემპიონთა ლიგის 7 შეხვედრა გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ლონდონსის “არსენალი” სტუმრად “პსჟ”-ს დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ითამაშა. “მეთოფეებმა” თამაშის დაწყებიდან 42-ე წამზე გოლი მიიღეს. ოსპინას კარის აღება კავანიმ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ნახსენები გოლი ყველაზე სწრაფია, რომელიც “არსენალმა” ჩემპიონთა ლიგაზე გაუშვა საკუთარ კარში. ერთი სიტყვით, ჯგუფური ეტაპის პირველივე ტურში ვენგერის შეგირდება ანტირეკორდი დაამყარეს.

“პსჟ” – “არსენალი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის რვა შეხვედრა გაიმართება. ერთ-ერთ მათგნაში “პსჟ” საკუთარ მოედანზე “არსენალს” უმასპინძლებს. Fanebi .Com გთავაზობთ გუნდების სასტარტო თერთმეტეულს.

“პსჟ”: არეოლა, ტიაგო სილვა, კრიხოვიაკი, მარკინიოსი, ვერატი, კავანი, დი მარია, მატუიდი, მაქსველი, ორიე, რაბიო.

“არსენალი”: ოსპინა, კოშელნი, სანჩესი, ოზილი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, აიობი, მონრეალი, სანტი კასორლა, მუსტაფი, ბელერინი, კოკლინი.

ბელერინი: “იბრას წასვლა “პსჟს” დიდად არ დატყობია”

ლონდონის “არსენალის” მცველმა, ჰექტორ ბელერინმა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით პარიზში გასამართ მატჩზე ისაუბრა, სადაც ადგილობრივი “პსჟ” “მეთოფეებს” შეერკინება.

“მათ ძალიან ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ვფიქრობ, რომ იბრაჰიმოვიჩის წასვლა გუნდს დიდად არ დატყობია. მათ დიდებული შემტევი ტრიო ჰყავთ. თითოეული მათგანი ძალზედ სახიფათოა.

მნიშვნელობა არ აქვს, ჰყავთ თუ არა მათ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჩვენ ამ მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.” – განაცხადა ბელერინმა.

ჰექტორმა ანხელ დი მარიაზეც ისაუბრა, რომელთანაც სწორედ მას მოუწევს პაექრობა:”ვიცით, რომ ის ძალიან სახიფათოა, კარგად თამაშობს მარცხენა ფეხით და მისგან თავის დაცვა ძალიან რთულია. მაგრამ, ტოპ დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ აქამდეც მითამაშია. სრულებით მზად ვარ.”

ალექსის სანჩესი: “მე მათ დონეს მივაღწიე!”

ლონდონის “არსენალის” შემტევი, ალექსის სანჩესი, რომელიც “მეთოფეებს” 2014 წელს შეუერთდა, თვლის, რომ მან უკვე მიაღწია სუპერვარსკვლავების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დონეს.

სანჩესმა 2 წელში, 68 პრემიერლიგურ მატჩში 30 გოლი გაიტანა. ნახსენებმა რონალდუმ ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპის ჩემპიონატი და წინა სეზონში ყველა ტურნირზე 54 გოლი გაიტანა. ასევე, დაახლოებით ასეთი ფანტასტიკური შედეგები აქვს ლიონელ მესისაც, თუმცა სანჩესი მაინც თვლის, რომ იგი ნახსენებ ორ სპორტსმენს არაფრით ჩამოუვარდება.

“მე მივაღწიე იმ საფეხურს, რომელზეც მაღალი დონის მოთამაშეები ასპარეზობენ. არავისზე ნაკლებად არ მივიჩნევ თავს. ვთვლი, რომ იგივე შესაძლებლობები მაქვს, რაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს,” – განაცხადა ჩილელმა მოთამაშემ.