ცისკარიძე: “ვფიქრობთ, როგორ შევაჩეროთ ბეილი”

დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩში უელსის გუნდს დაუპირისპირდება.

ქართველმა მარცხენა მცველმა, ზურაბ ცისკარიძემ წინასამატჩოდ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ირლანდიასთან კარგი  მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ იმ შეხვედრაში დავმარცხდით, სადაც სამ ქულას ვიმსახურებდით. დაახლოებით, იგივე სიტუაცია იყო ავსტრიასთან შეხვედრაში. იმ მატჩშიც 3-4 ას პროცენტიანი შანსი გვქონდა, თუმცა მომენტების რეალიზება ვერ შევძელით.”

“იმედია, უელსელებთან შანსებს გამოვიყენებთ.”

“გარეთ ბეილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. იგი პროფესიონალი მოთამაშეა. ვფიქრობთ, როგორ შევაჩეროთ ბეილი. დიდი პატივი იქნება, თუ მის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. იმედია, ამის საშუალება მომეცემა,” – განაცხადა ცისკარიძემ.

პრევიუ: უელსი – საქართველო

9 ოქტომბერს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად უელსის გუნდს დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ შეხვედრის პრევიუს.

უელსი – საქართველო

სტადიონი: “კარდიფ სითი სთეიდიუმი”

დაწყების დრო: 20:00 საათი, 9 ოქტომბერი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: პაოლო სილვიო მაცოლენი

ჩვენმა ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ორი მატჩი ჩაატარა. პირველი მათგანი 5 სექტემბერს “დინამო არენაზე” გაიმართა და სტუმრების – ავსტრიელების გამარჯვებით, ანგარიშით, 2-1 დასრულდა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა იგი 6 ოქტომბერს ადგილობრივ ნაკრებთან გამართა ირლანდიაში და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია (0:1). ორი ტურის შემდეგ ქართველები 0 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და, ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით, მოლდოვას უსწრებენ.

ვლადიმერ ვაისის კოლექტივი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით შეერკინება უელსურ ნაკრებს. ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ მართალია, ტრავმა მოიშუშა, თუმცა ის ვერ შეძლებს დახმარებას. ასევე, რამდენიმე ხანია დაზიანება აღენიშნებათ ლევან ყენიას, გიორგი აბურჯანიას და ნიკა კვეკვესკირს.

აღსნაიშნავია, რომ ირლანდიასთან გიორგი ლორიამ და სოლომონ კვერკველიამ მიიღეს მიკროტრავმები. მათ, მედიკოსთა რჩევით, ერთი დღე დაისვენეს და ნაკრებთან ერთად არ ივარჯიშეს. როგორც ლორია, ასევე კვერკველია მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან. ლაზარეთში კიდევ ერთი ფეხბურთელია – “ჩერნომორეცის” მცველი, დავით ხოჭოლავა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ახერხებს ვარჯიშს. მისი უელსთან გამოჩენა სათუოა.

ცალკე უნდა ვთქვათ მარჯვენა მცველზე, უჩა ლობჟანიძეზე, რომელიც ირლანდიასთან შეხვედრაში, ტრავმის ქონის გამო, ოთარ კაკაბაძემ ჩაანაცვლა. საგულისხმოა, რომ გამოცდილი მცველი ვარჯიშზე გამოჩნდა და შესაძლოა, მან ბრიტანელების წინააღმდეგ იასარეზოს.

სხვა მხრივ, ჩვენი ნაკრების მოთამაშეები სრულ მწყობრში არიან.

ორი სიტყვა მოწინააღმდეგეზეც ვთქვათ… ულესის ნაკრებმა 5 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს, შესაბამისად, ჯერ მოლდოვას მოუგო (4-0), შემდეგ კი ავსტრიასთან გაიყო ქულები (2-2). უელსელები  4 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.

ბრიტანელებს სერიოზული დანაკლისი აქვთ იმ მხრივ, რომ მათ გუნდის ორი ლიდერი, აარონ რემზი და ჯო ალენი არ ჰყავთ. გარდა “არსენალის” სპორტსმენისა, ამ გუნდს 22 წლის ნახევარმცველი, ჯონი უილიამსი დააკლდება. სხვა ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში არიან.

აქამდე ეს ორი ნაკრები ერთმანეთს სამჯერ შეხვდა:

საქართველო – უელსი 5:0 (16/11/94)

უელსი – საქართველო 0:1 (07/06/95)

უელსი – საქართველო 1-2 (20/08/08)

მწვრთნელების კომენტარები

ვლადიმერ ვაისი: ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია. ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის. საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია.”

კრის კოულმენი: “ყველა მხირვ მზად ვართ. რემზის ამბავს შეგუებულნი ვიყავით, თუმცა ახლა ჯო ალენიც დაგვიზიანდა. ექიმებმა მას გამოკვლევა ჩაუტარეს და გვირჩიეს, რომ გარისკვა არ ღირს. მიუხედავად დანაკლისებისა, თავს ძლიერად ვთვლით – ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის.”

“არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და 3 ქულისთვის ყველაფრის გაკეთება!

სავარაუდო შემადგენლობები:

უელსი

2

საქართველო

1

ვლადიმერ ვაისი: “ჩვენ გვაქვს მიზანი და მისი მიღწევა ძალიან რეალურია!”

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს. ჩვენები უელსელების წინააღმდეგ შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ალბათ, ეს იქნება ბოლო შანსი, რომ სასურველი მიზნისთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ გვაქვს ოცნება, რომლის ახდენაც ძალიან რეალურია.”

“ვიმედოვნებ, არა მარტო უელსთან, არამედ სხვა დანარჩენ გუნდებთან, ყველა მატჩში შევძლებთ ქულების აღებას. გვაქვს პოტენციალი, რომელიც ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ: უნდა გამოვიყენოთ საგოლე მომენტები და დაცვაში უაზრო შეცდომები არ დავუშვათ. აუცილებელია ბალანსის პოვნა შეტევასა და დაცვას შორის.”

“საქართველოსთვის წარმატების მიღწევა საკმაოდ რეალურია,” – განუცხადა ჟურნალისტებს ვაისმა.

 

ზიდანი: “რეალს” რთული დრო უდგას”

მადრიდის “რეალმა” სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან პრიმერა დივიზიონში პირველი 4 მატჩი მიყოლებით მოიგო. თუმცა, ამ წარმატებულ სვლას მოჰყვა ჩავარდნა: სამი ფრე (“ვილიარეალი”, “ლას პალმასი”, “ეიბარი”).

ზინედინ ზიდანმა გუშინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “რეალს”მცირე ჩავარდნა აქვს, რომელიც მალე აღმოიფხვრება.

“ფეხბურთელებში შესანიშნავი განწყობაა. მათ ძალიან სურთ თამაში და წარმატების მიღწევა. ზედიზედ სამი ფრე? დიახ, ჩვენ ახლა რთული პერიოდი გვაქვს, რომელიც მალე დასრულდება.”

“ჩემი მოთამაშეები ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან. თუნდაც, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ტრავმის შემდეგ, ცდილობს, ფრომაში შევიდეს და ისევ ბევრი გაიტანოს. მარტო მას კი არა, ყველას პროგრესი და, რაც შეიძლება, მეტის მიღწევა სურს.”

ზიდანს ჰკითხეს მის თანამემამულეზეც, კარიმ ბენზემაზეც, რომელმაც ახლახანს მოიშუშა ტრავმა და იგი ნაკრებში ისევ არ გამოიძახეს: “ვიცი, რომ ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდება ეს. მე აღნიშნული საკითხი არ მეხება. კარიმი “რეალის” მოთამაშეა და იგი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება,” – განაცხადა “ზიზუმ”.

10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდი მსოფლიოში

Fanebi.Com-ი გთავაზობთ 10 ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობის მქონე გუნდების სიას.

10. “ლივერპული” (356 მილიონი ევრო)

9. “ბაიერნი” (357 მილიონი ევრო)

668646

8.”არსენალი” (381 მილიონი ევრო)

7. “იუვენტუსი” (395 მილიონი ევრო)

6. “პსჟ” (455 მილიონი ევრო)

5. “ჩელსი” (481 მილიონი ევრო)

4. “ბარსელონა” (485 მილიონი ევრო)

3. “მანჩესტერ სიტი” (611 მილიონი ევრო)

2. “რეალი” (634 მილიონი ევრო)

1. “მანჩესტერ იუნაიტედი” (718 მილიონი ევრო)

“რეალმა” ანტირეკორდი გაიმეორა

დღეს პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვდრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” მიიღო. გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს და, საბოლოოდ, ანგარიში 1-1 დააფიქსირეს. ეს ფრე ზედიზედ მეოთხეა ზიდანის “რეალისთვის”.

საგულისხმოა, რომ “ბლანკოსმა” დღეს ანტირეკორდი გაიმეორა, რადგან ზედიზედ ოთხი ფრე ბოლოს მას “ზიზუს” ფეხბურთელობის ბოლო სეზონში (2005/2006), კონკრეტულად, მარტში ჰქონდა.

ტომას ტუხელი: “ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” დორტმუნდს ესტუმრა და “ბორუსიას” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. გერმანელებმა ორჯერ მოახერხეს ესპანელებისთვის ანგარიშის გათანაბრება. შეხვედრა, ფრედ, 2-2 დასრულდა.

თამაშის შემდეგ, “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ. ჩვენ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გრანდთან ვაგებდით ორჯერ და ორივეჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება.”

“შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. მეორე ნახევარშიც გვქონდა შანსები, მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი იყო შედომაც. ამ ყველაფერმა გამოიწვია მეორე გოლი.”

“საბოლოოდ, შეუპოვრად ვითამაშეთ, არ დავნებდით, რამაც შედეგი გამოიღო!” – განაცხადა ტუხელმა.

ანდრე შურლე: “შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში დორტმუნდის “ბორუსიამ” მადრიდიდის “რეალი” მიიღო. გერმანულ-ესპანური დაპირისპირება, ფრედ, 2-2 დასრულდა. “ბლანკოსი” ორჯერ იგებდა, თუმცა ორივეჯერ გაუთანაბრა მეტოქემ ანგარიში.

მატჩის ბოლო გოლის ავტორმა, ანდრე შურლემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“შეხვედრა შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ ბოლო ნახევარ საათში კონკრეტული შეცდომები დავუშვით, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იმაში, რომ ვერ მოვიგეთ დაპირისპირება.”

“შესანიშნავი გრძნობაა, როცა “რეალს” ზედიზედ ორჯერ უთანაბრებ ანგარიშს! ეს ნამდვილად დაეხმარება გუნდს, რათა კიდევ უფრო შეიკრას და გაძლიერდეს!” – განაცხადა გერმანელმა სპორტსმენმა.

“ლას პალმასმა” “რეალს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. ანგარიში 33-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. მასპინძლებმა 5 წთში ტანას გოლით გააათანაბრეს.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ბენზემას გოლს არაუხომ უპასუხა. საბოლოოდ – 2-2.

“რეალმა” პრიმერაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 14 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარსა და მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

არსენ ვენგერი “რეალის” ვარსკვლავში დიდ თანხას იხდის

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “რეალის” თავდამსხმელით, კარიმ ბენზემათი.

ირკვევა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბენზემას სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტის გადახდას აპირებს ამ ზამთარში.

წესით, ვენგერს ძალიან უნდა გაუჭირდეს “ბლანკოსის” ძირითადი თავდამსხმელის ყიდვა, რადგან ზიდანი ასე მარტივად მის თანამემამულეს “რეალიდან” ნამდვილად არ გაუშვებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.

მორატა: “პრემიერ ლიგის გუნდი ჩემს სანაცვლოდ სარეკორდო თანხას იხდიდა, მაგრამ…”

ალვარო მორატამ “იუვენტუსში” ორი წელი გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. გასულ ზაფხულზე ესპანელი მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა. ბევრი ვარაუდობდა, რომ “ბლანკოსმა” იმისთვის გადადგა ეს ნაბიჯი, შემდეგ ალვარო უფრო ძვირად გაეყიდა. მაგრამ “რეალმა” ასე არ გააკეთა და ახლაგაზრდა ფეხბურთელი დაიტოვა.

“ფურია როხას” შემტევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გასულ სატრანფერო ფანჯარაზე “თეთრებს” ლონდონის “ჩელსიმ” ესპანური ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხა შესთავაზა, მაგრამ პერესმა იგი არ დათმო.

“ეს იყო ძალიან მსუყე შემოთავაზება. მე გავხდებოდი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი მოთამაშე.”

“მადრიდის “რეალმა” “ჩელსის” შემოთავაზება დაბლოკა; პერესმა თქვა, რომ მე გუნდის გეგმებში შევდიოდი. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება!” – განაცხადა ესპანელმა.

“რეალმა” და “ვილიარეალმა” ბერნაბეუზე ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა,

ერთ-ერთ შეხვედრაში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და “ვილიარეალი” დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში სტუმრები პენალტიდან სორიანოს მიერ გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ წინ.

მეორე ნახევარში სერხიო რამოსმა აღადგინა წონასწორობა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.