გერმანული ბუნდესლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, “ფელტინს არენამ” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “შალკეს” დორტმუნდის “ბორუსია” დაუპირისპირდა.
პრინციპულ მეტოქეებს შორის გამართული საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.
თუმცა, გელზენკირხენული კლუბის გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ ფრე უსამართლო შედეგი იყო და ფელიქს ცვაიერს წესების დაცვით რომ ემსაჯა, გამარჯვება სწორედ მათ გუნდს დარჩებოდა.
სწორედ ამიტომაც, მატჩის შემდეგ, გულშემატკივართა მიერ შეგულიანებული “შალკეს” მასკოტი მოედანზე გავიდა და მატჩის მთავარ არბიტრს წითელი ბარათი უჩვენა.