ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა სპეციალურად Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგი ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინდა.
მეკარე
იკერ კასილასი
“როცა ახალგაზრდა ვიყავი ტომას ნკონოს თამაში ძალიან მომწონდა. რაც შეეხება ჩემი თაობის მეკარეებს, იკერ კასილასი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდით.”
დაცვა
რობერტო კარლოსი
“მისი დარტყმული ბურთი არაერთხელ მომიგერიებია და თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძლიერად ურტყამს ის.”
პაოლო მალდინი
“ყველა იმ ბავშვს, ვისაც უნდა, რომ მომავალში მცველი გამოვიდეს, მოვუწოდებ, რომ პაოლო მალდინის ვიდეოები იხილოს.”
ფაბიო კანავარო
“მას ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ იმას, რომ 2006 წელს, ევროპის საუკეთესო ფეხბურელის წოდებისათვის მაჯობა. რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი იყო.”
ლილიან ტურამი
“იუვენტუსში” ერთად გადავედით. ის ძალიან აგრესიული, ძლიერი და ამავე დროს, დახვეწილი ფეხბურთელი იყო.”
ნახევარდაცვა
ანდრეა პირლო
“ნამდვილი გენიოსი. ხშირად, გუნდები მის შესაჩერებლად ტაქტიკას ადგენენ, თუმცა პირლო მათ ანადგურებს.”
ჯენარო გატუზო
“კარგი მეგობარი. მის წინააღმდეგ თამაში ყველასათვის რთული იყო. ვფიქრობ, ჯენარო თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იყო.”
პაველ ნედვედი
“ძალიან ერთგული ადამიანი, რომელიც ქვედა დივიზიონში დაქვეითების შემდეგაც “იუვენტუსსში” დარჩა. მას შეეძლო სხვა ნებისმიერ ევროპულ გრანდში ეთამაშა, თუმცა ასე არ მოიქცა.”
თავდასხმა
ლიონელ მესი
“როცა ის თავისი შესაძლებლობების 100 პროცენტს იყენებს, მეტოქემ ფეხბურთის თამაშს თავი უნდა დაანებოს. მისი თამაში ჩემს გაოცებას იწვევს.”
რობერტო ბაჯო
“17 წლის ვიყავი, როცა ბაჯოს წინააღმდეგ დებიუტი მქონდა. პირლოსთან ერთად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელია.”
რონალდო
“ვფიქრობ, რონალდო საუკეთესოა იმ ფეხბურთელთა შორის, ვის წინააღმდეგაც მითამაშია. რომ არა ტრავმები, ის ახლა პელესა და მარადონას გვერდით იქნებოდა.”