არბელოა შესაძლოა, “ჩელსიში” აღმოჩნდეს

ბრიტანული “დეილი ექსპრესის” ცნობით, მადრიდის “რეალის” მცველი ალვარო არბელოა, შესაძლოა ინგლისში დაბრუნდეს.

31 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” იჩენს. არბელოასთვის ინგლისი უცხო არ არის, ის ორწელიწადნახევრის განმავლობაში “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალვარო არბელოას “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც კარგად იცნობს. პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანელ მცველს “რეალში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

 

მოურინიოს გადაცდომაში სდებენ ბრალს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს გადაცდომაში სდებს ბრალს.

კერძოდ, საუბარია 28 დეკემბერს, პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ მოურინიოს მიერ თქმულ ფრაზაზე. აღნიშნულ შეხვედრაში “პენსიონერთა” ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, პორტუგალიელმა თავკაცმა კი თქვა, რომ მისი გუნდის წინაარმდეგ კამპანიაა გაჩაღებული.

13 იანვრამდე მოურინიოს აღნიშნულ ბრალდებაზე პასუხის გაცემის უფლება აქვს, რის შემდეგაც საქმის საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ.

 

მესიმ ცეცხლზე ნავთი დაასხა

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, რომელსაც ცოტა ხნის წინათ “ჩელსისთან” აკავშირებდნენ, ცეცხლზე ნავთი დაასხა და სოციალურ ქსელში ლონდონური კლუბის ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” გახდა.

მოგვიანებით არგენტინელმა ფეხბურთელმა ტიბო კურტუა, ფილიპე ლუისი და სესკ ფაბრეგასიც დაიმატა.

გარდა ამისა, “ჩელსის” ოფიციალური გვერდის “მიმდევარი” ლეო მესის გელფრენდიც გახდა.

Messi - instagram

რომელია პრემიერლიგის ყველაზე სიმულანტი გუნდი

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა მიიჩნია, რომ შეხვედრის 55-ე წუთზე ესპანელი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზე საკუთარი ნებით დაეცა და უმალ გაფრთხილება მისცა.

Opta-ს თანახმად, მიმდინარე სეზონში ეს “ჩელსის” ფეხბურთელებისთვის სიმულაციის გამო ნაჩვენები მეოთხე ყვითელი ბარათი იყო. ამ სეზონში აღნიშნული დარღვევისთვის პრემიერლიგის არცერთი სხვა გუნდი ასე ხშირად არ დასჯილა.

 

აზარი „ჩელსის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

„ჩელსის“ ხელმძღვანელობა თავის წამყვან მოთამაშესთან ედენ აზართან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს – ოფიციალურად ეს ინფორმაცია, შესაძლოა, კათოლიკური შობის წინ დადასტურდეს.

„The Telegraph“-ის ვარაუდით, ბელგიელი კვირაში ორას ათას ფუნტს მიიღებს, მისი კონტრაქტი კი ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს.

აქედან გამომდინარე, აზარი, დიდი ალბათობით, „ჩელსის“ ყველაზე მაღალანაზღეურებადი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ აქამდე აზარის შეძენის სურვილი „პარი სენ-ჟერმენს“ ჰქონდა. ასეა თუ ისე, გასულ კვირას „არისტოკრატების“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელი მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ჩეხი: “თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც” (ფოტოები)

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა პეტრ ჩეხმა ინგლისის ლიგის თასზე “დერბი ქაუნთის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:1) მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩეხი მეკარე და ლონდონელთა მცველი კურტ ზუმა ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რის შემდეგაც ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

“ერთმანეთს თავებით შევასკდით. ზუმას გაუმართლა, რომ თავი ჩემს თავსაბურავს დასცხო. სხვა შემთხვევაში, უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებდა.

ვფიქრობ, თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც. კურტი კარგად არის. სამედიცინო შტაბმა ძალიან კარგად იმუშავა”, – ჩეხის სიტყვები “თაიმსმა” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე “ჩელსი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება. შესაბამისად, მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “შეფილდ იუნაიტედი” შეხვდებიან. მატჩები იანვარში გაიმართება.

Zouma1Zouma2Zouma3Zouma4Zouma5Zouma6

„ჩელსი“ ლიგის თასის ნახევარფინალშია (ვიდეო)

ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში გასვლაზე „დერბი ქაუნთი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ლონდონელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს, ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე ედენ აზარმა გაიტანა. 56-ე წუთზე მოურინიოს გუნდის ოპირატესობა ორამდე ფილიპე ლუისმა გაზარდა. 71-ე წუთზე სხვაობა ბრაისონმა შეამცირა. შვიდ წუთში ლოიკ რემის წაქცევისთვის მსაჯმა ბაქსტონს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვება. 82-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ტაბლოზე შურლემ დააფიქსირა – 1:3

„დერბი“ – „ჩელსი“ 1:3
გოლები: ბრაისონი 71′ – აზარი 23′, ფილიპე ლუისი 56′, შურლე 82′

„დერბი“: გრანტი, კრისტი, კიო, ბაქსტონი, ფორსაიტი, ჰიუზი (დენდრიკი 75′), მასკარელი (ბესტი 83′), ბაისონი, რასელი, მარტინი, დოუინსი (აიბი 56′)

„ჩელსი“: ჩეხი, ასლიპილუეტა, ზუმა (ივანოვიჩ 45′), ტერი, ფილიპე ლუისი, მიკელი, მატიჩი, შურლე, ფაბრეგასი, აზარი (რამირესი 83′), დროგმა (რემი 62′)

გაფრთხილებები: მარტინი – შურლე
გაძევება: ბაქსტონი 78′

ნახევარფინალში „შეფილდ იუნაიტედიც“ გავიდა. პარალელურ მატჩში „შეფილდმა“ პრემიერლიგის მონაწილე „საუთჰემპტონი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი 63-ე წუთზე მაკნალტიმ გაიტანა.

„ჩელსის“ პირველ მარცხთან დაკავშირებული ათი საუკეთესო ხუმრობა (ვიდეო)

„ჩელსიმ“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში პირველად წააგო – ლონდონელები „ნიუკასლთან“ გასვლაზე ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.

წარმოგიდგენთ საინტერესო ვიდეოს, რომელშიც ამ მარცხთან დაკავშირებული ათი საუკეთესო ხუმრობა შევიდა.

მოურინიო: “ასეთი წაგება მაკმაყოფილებს”

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში ლონდონის “ჩელსიმ” სეზონის პირველი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” “სენტ ჯეიმს პარკზე” “ნიუკასლ იუნაიტედთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ. მატჩის შემდეგ “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოედნის მიღმა მყოფი პირები დროის გაყვანის მიზნით ბურთს დროულად არ აბრუნებდნენ მინდორზე.

“ჩემი გუნდი დამარცხდა, თუმცა ასეთი წაგება მაკმაყოფილებს. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

მეორე გოლის შემდეგ ემოციური წონასწორობა დავკარგეთ. მინიმუმ ერთ ქულას ვიმსახურებდით. შესაძლოა, მსაჯს 20 წუთიც დაემატებინა, თუმცა ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან მოედნის მიღმა მიმდინარე მოვლენებს არბიტრი ვერ აკონტროლებს. ის ვერ დასჯის ბურთის მომწოდებელ ბიჭს, რომელიც სადღაც უჩინარდება, ის ვერ დასჯის ტრიბუნაზე მყოფ ხალხს, რომელიც ბურთს დროულად არ აბრუნებს მოედანზე, ის ვერ დასჯის ადამიანს, რომელიც მინდორზე მეორე ბურთს აგდებს. მსაჯმა საკუთარ მოვალეობას თავი ფანტასტიურად გაართვა. ნორმალურად რომ გასრულებულიყო დამატებული ექვსი წუთი, უფრო სამართლიანი იქნებოდა, თუმცა ასეთი ფაქტები ხდება. არბიტრს არ ვადანაშაულებ, მას კარგად იმსაჯა. არც ფეხბურთელებს ვაბრალებ რაიმეს, რადგან მათ ყველაფერი დადეს მოედანზე. უბრალოდ არ გაგვიმართლა, უიღბლობა კი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

ჩვენ ლიდერები ვართ. დანარჩენ 19-ივე კლუბს სურს “ჩელსის” ადგილზე ყოფნა, თუმცა მხოლოდ ერთი ლიდერის არსებობაა შესაძლებელი და ეს ჩვენ ვართ”, – მოურინიოს სიტყვები BBC-მ გამოაქვეყნა.

 

“ჩელსი” “ნიუკასლთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის XV ტურის გახსნითი მატჩი “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, სადაც “ნიუკასლ იუნაიტედმა” გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ლონდონის “ჩელსი” მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად, მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, მთავარი მოვლენები კი მეორე ტაიმში წარიმართა. 53-ე წუთზე მოედანზე “კაჭკაჭთა” სენეგალელი თავდამსხმელი პაპის დემბა სისე გამოვიდა, რომელმაც ზუსტად ოთხ წუთში ანგარიში გახსნა. იმავე სისემ 78-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე “ნიუკასლის” მცველმა სტივენ ტეილორმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ამავე ეპიზოდს მოყვა ჯარიმა, რომლის მეშვეობითაც “პენსიონერებმა” ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს: სესკ ფაბრეგასმა საჯარიმო მოედანზე ჩააწოდა და იქ დიდიე დროგბამ თავური დარტყმით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. მატჩის დარჩენილ დროში “ჩელსის” ფეხბურთელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი საიმედოდ დაიცვეს და სამი ქულა მოიპოვეს.

ამ გამარჯვებით “ნიუკასლმა” 23 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება “ჩელსის”, “პენსიონერები” მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდნენ. ჟოზე მოურინიოს გუნდი 36 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერი დარჩა, თუმცა მადევარ “მანჩესტერ სიტის” მეტოქესთან ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირების შესაძლებლობა მიეცა.

ინგლისის პრემიერლიგა
XV ტური
“ნიუკასლი” — “ჩელსი” 2:1 (0:0)

გოლები: პაპის სისე 57′, 78′ — დროგბა 83′.
გაფრთხილებები: სისოკო 48′, ტეილორი 56′, ტიოტე 74′ — შიურლე 64′, ფაბრეგასი 79′, დიეგო კოსტა 80′.
გაძევება: ტეილორი 81′.

“შალკე” 0:5 “ჩელსი”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გელზენკირხენის “შალკემ” ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლა და ანგარიშით 0:5 განადგურდა.

მოურინიომ “ჩელსის” ფანებს მოუბოდიშა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ფანებს რამდენიმე დღის წინათ გაკეთებული განცხადების გამო მოუბოდიშა. მაშინ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ქომაგებს აქტიურობა დაუწუნა და თქვა, რომ მატჩების მიმდინარეობის დროს ხანდახან თავი ცარიელ სტადიონზე ჰგონია.

“დღეს სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო სრულიად არ შეესაბამებოდა აქამდე არსებულ სიტუაციას. მე ფულს ვიღებ იმისთვის, რომ გუნდი გავწვრთნა და გავამარჯვებინო და არა იმისთვის, რომ ფანები ვაკრიტიკო. გულწრფელად ვწუხვარ ჩემ მიერ ორი კვირის წინათ თქმული ფრაზის გამო. დღეს გასაოცარი ქომაგობა იყო”, – მოურინიოს სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XII ტურში “ჩელსიმ” “ვესტ ბრომვიჩი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.