აზარი: “ლესტერმა” ჩემპიონობა დაიმსახურა”

ლონდონის “ჩელსის” შემტევმა, ედენ აზარმა განაცხადა, რომ “ლესტერმა” პრემიერ ლიგის მოგება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი “ლესტერმა” ჩემპიონობა გაინაღდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ანგარიში ედენ აზარმა 83-ე წუთზე გატანილი შესანიშნავი გოლით დააფიქსირა.

“გოლის გატანა ყოველთვის სასიხარულოა. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოგება გვსურდა, მაგრამ ფრეს დავჯერდით. რაც შეეხება პრემიერ ლიგის გამარჯვებულს, ვფიქრობ, “ლესტერმა” ჩემპიონობა დაიმსახურა”, – ციტირებს აზარის სიტყვებს BBC.

აზარმა „ლესტერს“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული მოუტანა (ვიდეო)

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურის ბოლო მატჩი, ფრედ, 2:2 დასრულდა. აქედან გამომდინარე, „ტოტენჰემს“ ცხრილში 70 ქულა დაუგროვა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე პოჩეტინოს გუნდი პირველზე მყოფ „ლესტერ სიტის“ 7 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ რანიერის გუნდი ოფიციალურად ინგლისის ახალი ჩემპიონია.

არადა, „ტოტენჰემი“ მატჩს ანგარიშით 2:0 იგებდა. 35-ე წუთზე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა, 9 წუთში კი „მამლების“ უპირატესობა ორამდე სონმა გაზარდა.

მეორე ტაიმში „ჩელსის“ ჯერი დადგა – 58-ე წუთზე სხვაობა მინიმუმამდე გარი კეიჰილმა შეამცირა, 83-ე წუთზე კი გააზრებული კომბინაცია ლამაზი გოლით ედენ აზარმა დააგვირგვინა.

„ჩელსი“ – „ტოტენჰემი“ 2:2
გოლები: კეიჰილი 58′, აზარი 83′ – კეინი 35′, სონი 44′
გაფრთხილებები: ვილიანი 45′, ივანოვიჩი 71′, ობი მიკელი 88′ – ულკერი 27′, ვერტონგენი 38′, როუსი 45′, ლამელა 51′, ერიკსენი 70′, დაიერი 88′, კეინი 90′, დემბელე 90′

რომელ კლუბებს სურთ ხამესის შეძენა და რას ჩამოდიან კოლუმბიელის სანაცვლოდ?

5
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები კვლავ დაუბრუნდნენ ხამეს როდრიგესს. მადრიდის “რეალის” სამხრეთ ამერიკელი ნახევარმცველის მთავარი კოზირი არის ის, რაც “მანჩესტერ იუნაიტედს” ასე ძალიან სჭირდება – კრეატიულობა. ამასთანავე, ხამესით მოხიბლულია ჟოზე მოურინიო, რომელიც შესაძლოა ლუი ვან გაალის ადგილზე ვიხილოთ.

არსენალი

კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

რამდენს გადაიხდიან: 75 მილიონი ევრო

წყარო: Express (ინგლისი)

რომა
“რეკორდმაისტერს” სულ მალე ჩაიბარება კარლო ანჩელოტი, რომლისთვისაც ხამეს როდრიგესი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშე იყო “ბერნაბეუზე” ყოფნის პერიოდში. იმ მწვრთნელთან თანამშრომლობით, რომელსაც ასე კარგად უგებ, კოლუმბიელს დიდ დახმარებას გაუწევს ძველი ფორმის დაბრუნებაში.

არსენალი

კლუბი: ბაიერნი

რამდენს გადაიხდიან: ნაკლებს, ვიდრე მის გამოსასყიდად არის საჭირო (80 მლნ.)

წყარო: Sport (ესპანეთი)

იუვე
მართალია, რომ “სკუდეტოს” ზედიზედ მეხუთედ მოგებამ “იუვეს” სიძლიერე დაამტკიცა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს ტურინელები ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპსაც ვერ გასცდნენ. ამიტომაც გაძლიერება აუცილებელია. გარდა ამისა, დიდია შანსი რომ კლუბი პოლ პოგბამ დატოვოს, ხამესი კი მისი ჩამნაცვლებელი იქნება.

გატ

კლუბი: იუვენტუსი

რამდენს გადაიხდიან: 50 მლნ.

წყარო: Corriere dello Sport (იტალია)

შალკე
ხამესისთვის ბრძოლაში ინგლისიდან კიდევ ერთი კლუბი, ლონდონის “ჩელსია” ჩართული. მართალია ის ჩვენს სიაში მეოთხე ადგილზე მოხვდა, თუმცა არც მათი შანსებია დაბალი. ლონდონის “ჩელსის” კიდევ ერთი მაღალი დონის შემსრულებელი ესაჭიროება. ის ფაქტი, რომ “რეალს” აზარი აინტერესებს, მათ ხამესის გადაბირების საშუალებას აძლევთ.

გატ

კლუბი: ჩელსი

რამდენს გადაიხდიან: არაფერს, აზარის ტრანსფერში გარევენ

წყარო: The Sun (ინგლისი)

“რომა” ნაინგოლანისა და პიანიჩის შესანარჩუნებლად მზადაა რუდიგერი “ჩელსიში” გაუშვას

“რომამ” შესაძლოა ანტონიო რიუდიგერი ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას შესთავაზოს, რათა რაჯა ნაინგოლანისა და მირალემ პიანიჩის შენარჩუნების შანსები კიდევ უფრო გაზარდოს.

“ჯალოროსი” იძულებულია წელს ერთ დიდ ფეხბურთელს მაინც შეელიოს, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ნახევარდაცვიდან იქნება. თუმცა, რომაელთა დირექტორმა, ვალტერ საბატინიმ სხვაგვარი გამოსავალი იპოვა ამ სიტუაციიდან.

როგორც იცით, რუდიგერი გერმანული “შტუტგარტის” რიგებში ირიცხება, თუმცა არენდის წესით “ოლიმპიკოზე” აქვს ბინა დადებული. მისი გამოსყიდვა იტალიურ მხარეს 9 მილიონ ევროდ შეუძლია. რომელსაც შემდეგში “ჩელსის” შესთავაზებენ, რომელიც მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, წელიწადში 3 მილიონის ოდენობის ხელფასით.

მართალია, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრის გაკვირვება მოახერხა, მაგრამ რომში მიიჩნევენ, რომ პიანიჩის ან ნაინგოლანის დაკარგვას მისი გაწირვა სჯობს.

მორგანი: “ქულა “მანჩესტერთან” – წარმატებაა”

დღეს, “ლესტერ სიტის” დაწყებული ზღაპრის დასრულების და ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურად მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა “მელიებმა” “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხება ვერ მოახერხეს. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა, ვეს მორგანმა აღნიშნული შედეგი დადებითად შეაფასა: “ძალიან რთული იყო. “მანჩესტერ იუნაიტედი” მთელი მატჩის მანძილზე ფლობდა ბურთს.

ქულა ავიღეთ, რაც სწორი მიმართულებით გადადგმული დაბიჯია. ამოდენ მნიშვნელოვანი გოლის გატანა, თანაც “ოლდ ტრაფორდზე” მართლაც რომ შესანიშნავი გრძნობაა.”

შეგახენებთ, რომ ამ შედეგის მიუხედავად, “ლესტერს” მაინც შეუძლია 36-ე ტურში ჩემპიონობის მოპოვება, ამისათვის “ჩელსი” შინ, “ტოტენჰემთან” არ უნდა დამარცხდეს.

აზარი: „გულშემატკივრებმა არ უნდა დაივიწყონ, „ჩელსისითვის“ რა გავაკეთე“

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველს ედენ აზარს თავის სხვა კლუბში გადასვლასთან დაკავშირებულ ჭორებზე საუბარი არ სურს.

„ჩელსი“, ისევე, როგორც მე, საუკეთესო სეზონს არ ატარებს, თუმცა სიტუაციის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. გულშემატკივრები ბილეთებში ფულს სიამოვნების მისაღებად იხდიან. ახლა ისინი უკმაყოფილონი არიან. მათ სტვენის უფლება აქვთ, თუმცა არ უნდა დაივიწყონ, „ჩელსისთვის“ რა გავაკეთე.

ჭორი ყოველთვის ბევრია. ჩემი კონტრაქტი კი ოთხი წლით მოქმედებს“, – განაცხადა ბელგიელმა.

ჩინელი გიგანტები უილიანის სანაცვლოდ 50 მილიონის გადახდას აპირებენ

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Daily Mirror იუწყება, რომ ჩინური გრანდი, “გუანჟოუ ევერგრანდი” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის, უილიანის ტრანსფერის განხორციელებას აპირებს.

“გუანჟოუმ” ახლო წარსულში ორი დიდი ფეხბურთელის შეძენა შესძლო (პაულინიო “ტოტენჰემიდან” და ჯექსონ მარტინესი “ატლეტიკოდან”), თუმცა ისინი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

უილიანი კი ჯერჯერობით “სტემფორდ ბრიჯის” ბინადრებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ “არისტოკრატები” მას კვირაში 120,000 ფუნტს სთავაზობენ.

“გუანჟოუს” გარდა ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით რამოდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული, თუმცა ყველაზე რეალურ ვარიანტად სწორედ ჩინური კლუბი ითვლება, რომელიც მზადაა უილიანის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტიც გაიღოს.

სტოუნზი “მანჩესტერ სიტისა” და “რეალის” მატჩს დაესწრო

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ დაპირისპირებას “ევერტონის” ფეხბურთელი, ჯონ სტოუნზიც დაესწრო, რომელსაც კარგა ხანია, რაც მანჩესტერულ გრანდში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

როგორც იცით, ზაფხულში “ეტიჰად სტედიუმზე” პეპ გვარდიოლა დაბანაკდება, რომლისთვისაც 21 წლის მცველი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ.

მანჩესტერული კლუბის გარდა ჯონ სტოუნზის გადაბირებით ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება, მეტიც ისინი საკმაოდ ახლოს იყვნენ ინგლისელის გადაბირებასთან, თუმცა მცირე შეფერხებამ ეს ტრანსფერი მთლიანად ჩაშალა.

აზარი: “ჩელსის” ურჩევნია ტიტული “ლესტერმა” მოიგოს და არა “ტოტენჰემმა”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა, ედენ აზარმა აღიარა, რომ ლონდონური გრანდის წარმომადგენლები “ტოტენჰემისა” და “ლესტერის” საჩემპიონო რბოლაში “მელიების” მხარეს არიან.

“ნამდვილად არ გვინდა, რომ პრემიერ ლიგა “ტოტენჰემმა” მოიგოს – ფანები, კლუბი და ფეხბურთელები. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ჩემპიონი “ლესტერი” გახდება. მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს.

მომავალ კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ. კარგი იქნება, თუ მათ დამარცხებას შევძლებთ.” – განაცხადა აზარმა, რომელმაც 356 მშრალი დღის შემდეგ შაბათს პირველად მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა.

The Times: “ჩელსიმ” დელე ალის შეძენის შანსი ხელიდან გაუშვა, ალის სხვა ამჯობინეს

თუ ინგლისურ, პოპულარულ გამოცემა The times-ს დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” დელე ალის შეძენის შანსი ჰქონდა, თუმცა ახალგაზრდა ინგლისელს რუბენ ლოფტუს-ჩიკი ამჯობინეს.

წყაროს ცნობით, ედი ნიუტონმა, რომელიც “ჩელსის” ახალგაზრდული გუნდის განმავითარებელი ჯგუფის წევრი იყო მანამ, სანამ ჰიდინკის ასისტენტი გახდებოდა, არაერთხელ გაუგზავნა “არისტოკრატთა” ხელმძღვანელებს პოზიტიური გზავნილები ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით.

მაგრამ, ლონდონელებმა ნიუტონის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეთ, მათ სჯეროდათ, რომ ლოფტუს-ჩიკი უფრო პერსპექტიურლი ფეხბურთელი იყო. თანაც ის სწორედ ალის პოზიციაზე თამაშობდა.

ახლა კი, ალი პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსის მოგების მთავარი კანდიდატია, მაშინ, როცა 20 წლის ლოფტუსმა მხოლოდ 15 მატჩში შესძლო მონაწილეობა.

ჰიდინკი: „ვფიქრობ, ტერი „ტოტენჰემთან“ ითამაშებს“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გუს ჰიდინკი თვლის, რომ მცველი ჯონ ტერი, რომელმაც 19 მარტს „ვბესტ ჰემთან“ მატჩში ტრავმა მიიღო, ორ მაისს „ტოტენჰემთან“ დაგეგმილი მატჩისთვის მზად იქნება.

„ვფიქრობ, ტერის „ვესტ ჰემთან“ თამაშის სურვილი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე უკეთესი იყო. მისი აღდგენითი პროცესი სწრაფ ტემპში მიმდინარებს. ვფიქრობ, ჯონი ჩვენს გუნდს „ტოტენეჰმთან“ შეხვედრაში დაეხმარება. საერთო ჯგუფთან ვარჯიშს ტერი ოთხშაბათდან დაუბრუნდება“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

მაურო იკარდი “ინტერიდან” წასვლას აპირებს

მილანური “ინტერის” თავდამსხმელს, მაურო იკარდს “სან სიროს” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მისით კი ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიცაა: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი”.

“დავრჩები თუ არა “ინტერში”, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ? აქ ტიტულების მოსაგებად ვარ, თუმცა თუ სხვა კლუბებიდან წინადადებებს მივიღებ, მაშინ მათი განხილვა მომიწევს.” – განუცხადა იკარდიმ Mediaset-ს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “ნერაძურის” 2013 წელს, “სამპდორიადან” შეუერთდა და კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. მან სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.