ჰიდინკი განსაკუთრებულ ‘ელ კლასიკოს’ ელის

ლონდონის “ჩელსის” დროებითმა თავკაცმა, გუუს ჰიდინკმა მოსალოდნელ ‘ელ კლასიკოზე’ საუბრისას აღნიშნა, რომ ის განსაკუთრებულ მატჩს მოელის.

“უზარმაზარი რამ არის. ზოგჯერ, როგორც მწვრთნელი ამ ყველაფერს ისეთი ზეგავლენა აქვს, რომ ყველანაირ სადავეებს უშვებ ხელიდან.

“ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებას, მხოლოდ სპორტული ინტერესი არ სდევს თან, არამედ – პოლიტიკური და კულტურული ინტერესებიც.

რამოდენიმეჯერ გამოვცადე ეს მომენტი და მინდა გითხრათ, რომ ამის აღწერა შეუძლებელია. ქვეყანაში მართლაც რომ გასაოცარი ატმოსფეროა.”

ზლატანმა დაადასტურა, რომ მისი გადაბირება პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბს სურს

“პარის სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი გადაბირების ინტერესი რამოდენიმე ინგლისურმა გრანდმა გამოთქვა.

“პრემიერ ლიგა არის ჩემპიონატი, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუბრობენ. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინო.

ჩემს მომენტს უნდა დაველოდო, დროს, როდესაც ყველა კარტი გაიხსნება და გამოჩნდება, თუ ვის უფრო მეტად ვუნდივარ. მაშინ კი გავაკეთებ ჩემს სვლას.

ქორწილისავით არის, ორივე მხარეს უნდა უნდოდეს შეთანხმება. თუ ერთი უკმაყოფილოა, შეთანხმება არ შედგება. ორივე მხარეს ერთნაირად უნდა უნდოდეს.”

შეგახსენებთ, რომ შვედი თავდამსხმელის გადაბირება ზაფხულში უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ხელფასი კვირაში 150,000 ფუნტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

Daily Mail

ლუკაკუ მოურინიოსთან სამომავლო თანამშრომლობის ვარიანტს არ გამორიცხავს

“ევერტონის” ლიდერმა, რომელუ ლუკაკუმ აღიარა, რომ მისთვის ჟოზე მოურინიოსთან მუშაობა პრობლემას არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ლუკაკუ 2014 წელს საკუთარი გუნდიდან გაუშვა.

ბელგიელ თავდამსხმელს, რომელმაც წლევანდელ სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა, “გუდისონ პარკის” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. რომელუს მამა თვლის ,რომ მისი შვილისთვის საუკეთესო ვარიანტი “მანჩესტერში” ან “ბაიერნში” გადასვლა იქნება.

“ზოგი ალბათ თვლის, რომ მე მასზე ნაწყენი უნდა ვიყო, თუმცა ეს ასე არ არის. 3 წლის წინ 20 წლის ვიყავი და ჩემი დიდ გუნდში თამაში არც ისე ეფექტური იქნებოდა.

რამოდენიმე კარგმა სეზონმა, მათ შორის მიმდინარემ, ყველაფერი შეცვალა. მაისში 23 წლის გავხდები და შეიძლება კლუბის დატოვებაც გადავწყვიტო.

რაც შეეხება მამაჩემის ნათქვამს, მესმის რისი თქმა უნდოდა მას. “ბაიერნი” და “მანჩესტერი” ის კლუბებია, რომელთა შეტევაზე ორიენტირებული თამაშიც ბავშვობიდან მაკვირვებდა. ეს ორი კლუბი მამაჩემს ძალიან მოსწონს.”

“ჩელსის” მომავალი თავკაცი: მომიყვანეთ ნაინგონალი!

“ჩელსის” მომავალი თავკაცის, ანტონიო კონტეს პრიორიტეტული სამიზნე რაჯა ნაინგოლანი იქნება, რომლის გადაბირებით სერია ა-ს გიგანტი, “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული.

იტალიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თვლის, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” დაცვითი თამაშის გაუმჯობესებაა საჭირო, რაშიც სწორედ ბელგიელი ნახევარმცველის დახმარებას აპირებს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში კლუბს დიდი ალბათობით ნემანია მატიჩი და ჯონ ობი მიკელი დატოვებენ.

რაჯა ნაინგოლანის გადაბირება, რომელიც მაისში 28 წლის ხდება, დაახლოებით 35 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი. შედეგად “რომა” 28 მილიონიან მოგებას მიიღებს, რამეთუ ბელგიელი თვის დროზე “კალიარიდან” 7 მილიონის სანაცვლოდ შეისყიდეს.

ლუკაკუს მამა: ” ჩემმა შვილმა არჩევანი “მანჩესტერსა” და “ბაიერნს” შორის უნდა გააკეთოს”

რომელუ ლუკაკუს მამა აღიარებს, რომ მისი შვილის გადაბირებით რამოდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება.მისი აზრით უკეთესი იქნება, თუ მისი შვილი “ბაიერნში” ან “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა.

“ის მზად არის. როგორც ვიცი, მის მიმართ ინტერესი “ატლეტიკომ”, “ბაიერნმა”, “იუვენტუსმა”, “ჩელსიმ” და “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოიჩინა. ვფიქრობ, რომ მან არჩევანი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის უნდა გააკეთოს.

“მანჩესტერი” არის გუნდი, რომელიც ჯერ კიდევ შენდება და რეალური მიზანი არ გააჩნია. “ბაიერნი” კი ნამდვილი მანქანაა, სადაც ის თავის დამკვიდრებას შეძლებს, თუმცა ამისათვის კლუბი ლევანდოვსკიმ უნდა დატოვოს.” – განუცხადა მისტერ ლუკაკუმ Het Laatste Nieuws-ის ჟურნალისტს.

22 წლის რომელუ ლუკაკუმ, რომელიც “ევერტონში” 2014 წელს “ჩელსიდან” გადაბარგდა (28 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ), მიმდინარე სეზონში 25 გოლის გატანა მოახერხა 36 მატჩში.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თამაშის ნაცვლად ჯონ ტერი დუბაიში ერთობა

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნობიდან თვითმფრინავიდან გადმოხტომას შორის განსხვავება არც ისე დიდი ყოფილა … ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარული მცველი, ჯონ ტერი დუბაიში ერთობა.

როგორც იცით, ჯონ ტერის ნაკრებში 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. ამ უკანასკნელმა სანაკრებო კარიერა ‘ანტონ ფერდინანდის სკანდალის’ შემდეგ დაასრულა.

“სქაიდაივინგი დუბაიში. შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. აქიდან პალმის ხედი მართლაც რომ ულამაზესია. სქაიდაივინგს ჩემი სიიდან ამოვშლი.” – ვკითხულობთ მის ინსტაგრამზე.

Tuttosport: “იუვენტუსმა” თვალი აზარს, ვილიანსა და ოსკარს დაადგა

ტურინის “იუვენტუსს” იმედი აქვს, რომ ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარდაცვის რომელიმე წევრს მაინც გადაიბირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. ამ ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

როგორც იცით, ხუან კუადრადოს კონტრაქტის თანახმად “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნება მოუწევს, სადაც დიდი ალბათობით ანტონიო კონტე დახვდება, რომლის ინტერესზე ლეონარდო ბონუჩისა და სიმონე ძაძას მიმართ ძალიან ბევრს საუბრობენ.

ამიტომაც “ბებერი ქალბატონი” ეცდება ამ სიტუაციიდან მოგებული გამოვიდეს და “არისტოკრატთა” რომელიმე ნახევარმცველი (უილიანი, ოსკარი ან აზარი) გადაიბიროს. რასაც ხელს ის ფაქტიც შეუწყობს, რომ მომავალ სეზონში “ლურჯები” ევროპულ სარბიელზე დიდი ალბათობით ვერ იასპარეზებენ.

“ჩელსი” ჯონ ტერის ჩამნაცვლებელს მატს ჰუმელსში ხედავს

გერმანული ცნობილი გამოცემის, Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატს ჰუმელსის ტრანსფერის თაობაზე წამოიწყო მოლაპარაკებები.

როგორც იცით, ლონდონელთა რიგებს ზაფხულში კლუბის ლეგენდა და კაპიტანი, ჯონ ტერი დატოვებს, რომლის ბუცებიც შესაძლოა სწორედ გერმანელმა მცველმა მოირგოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული მხარე 27 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 35 მილიონზე მეტს არ ითხოვს, რისი გადახდაც აბრამოვიჩს ნამდვილად არ გაუჭირდება.

იურგენ კლოპის გუნდს ზაფხულში “ჩელსის”, “ბარსელონასა” და “მილანის” წინააღმდეგ მოუწევს თამაში

იურგენ კლოპის პირველი პრე-სეზონი “ლივერპულთან” ერთად საკმაოდ საინტერესოდ უნდა ჩატარდეს – “წითლები” საერთაშორისო ჩემპიონთა თასის 2016 წლის გათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას.

“ლივერპული” ერთ-ერთია იმ 10 გუნდს შორის, რომლებიც გინესის თასის ჩრდილოეთ ამერიკის ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისელები “ჩელსის” (27 ივლისი), “მილანსა” (30 ივლისი) და “ბარსელონას” (6 აგვისტო) დაუპირისპირდებიან.

“ლივერპულის”, “ჩელსის”, “მილანისა” და “ბარსელონას” გარდა აღნიშნულ ჯგუფში იმყოფებიან:”რეალი”, “ბაიერნი”, “პსჟ”, “ინტერი”, “სელტიკი” და “ლესტერი”.

შეგახსენებთ, რომ მერსესაიდერულმა კლუბმა გინესის თასის 2014 წლის გათამაშებაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც ის “ოლიმპიაკოსს”, “მანჩესტერ სიტის”, “მილანსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა.

სლავენ ბილიჩი: “ზეწოლა? ეს “ვესტ ჰემისთვის” პრობლემა არ იქნება”

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი თვლის, რომ “ჩაქუჩებისთვის” მათზე არსებული ზეწოლა პრობლემა ნამდვილად არ იქნება. შეგახსენებთ, რომ “ვესტ ჰემს” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე აქვს პრეტენზია.

“ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩია. ფსიქოლოგიაც საფეხბურთო მატჩია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ.

ოცდამეცხრე ტური “ჩელსისთან”, თუ რაც არის. ეს ჩვეულებრივი მატჩია სამი ქულისთვის და ნამდვილად არ ვთვლით, რომ რაიმე სახის ზეწოლა შეგვაფერხებს.

ზეწოლა არსებობს, თუმცა ასეთ სიტუაციაში ყოფნა გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე დარჩენისთვის ბრძოლა ან ცხრილის შუა ადგილისთვის ბრძოლა.” – განაცხადა ბილიჩმა, რომლის გუნდიც ამჟამად მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

ესპანური პრესა: “რეალი” ედენ აზარს სიტყვიერად შეუთანხმდა

ესპანური გამოცემა, AS გვამცნობს, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ედენ აზარს სიტყვიერად შეუთანხმდა.

წყაროს ცნობით, ზინედინ ზიდანს ბელგიელი ფეხბურთელის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმობირება 2010 წლიდან სურდა, თუმცა ეხლა მადრიდელებს ყველაზე კარგი შანსი ეძლევათ და აზარი მათთვის ყველაზე პრიორიტეტული სამიზნეა.

ასევე აცხადებენ იმასაც, რომ ედენ აზარი დიდი ალბათობით ხამეს როდრიგეს ან ისკო ალარკონს ჩაანაცვლებს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგ წინადადებებს მიიღებენ მადრიდელები ევროპული კლუბებისაგან.

AS-მა ისიც გაარკვია, რომ “არისტოკრატებმა” ბელგიელ ნახევარმცველს 100 მილიონ ევროიანი იარლიყი მიაკრეს. მისი კონტრაქტი 2020 წელს იწურება “ჩელსისთან”.

As: “რეალი” ხამესისა და ისკოს გაყიდვას აპირებს

ესპანურ, ავტორიტეტულ გამოცემა As-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ ხამეს როდრიგესი და ისკო სატრანსფერო ბაზარზე გასაყიდად გაიყვანა.

არასახარბიელო ასპარეზობიდან გამომდინარე “ლოს ბლანკოსი” ნახევარდაცვის შემტევი ნაწილის გამოცვლას აპირებს. დიდი ალბათობით პერესი მათ ჩანაცვლებას ედენ აზარით აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუ “ჩელსის” ბელგიელი ვინგერი, ედენ აზარი “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდება, მაშინ ისკოსა და ხამესს კლუბის დატოვების უფლება მიეცემათ. ვარსკვლავური დუეტის გადაბირებით რამდენიმე ინგლისური კლუბია დაინტერესებული.